ინსტაგრამის მართვა – ინსტაგრამის გვერდის მართვა

ინსტაგრამის მართვა თქვენი ბიზნესისთვის

ინსტაგრამის მართვაინსტაგრამის მართვა საკმაოდ მოთხოვნადი სერვისია მსოფლიოში და მისი მნიშვნელობა ყოველთვიურად იზრდება.

ამ მხრივ გამონაკლისი არც საქართველოა, სადაც ინსტაგრამი საკმაოდ პოპულარულია, განსაკუთრებით ახალგაზრდებს შორის, რაც ბიზნეს დიდ შესაძლებლობებს აძლევს.

ამ სტატიაში განვიხილავთ იმ ელემენტებზე, რომლებიც უნდა გავითვალისწინოთ ინსტაგრამის მართვის დროს.

კონკურენტები და პოტენციური მომხმარებელი

პირველ რიგში დაინტერესდით რას აკეთებენ თქვენი პოტენციური მომხმარებლები ინსტაგრამზე, რა არის მათი ინტერესი, რას აზიარებენ, რა მოწონთ და სხვა.

გარდა ამისა მნიშვნელოვანია თქვენი კონკურენტების შეფასებაც, როგორ მართავენ ისინი თავიანთ ინსტაგრამის გვერდს, რა ტიპის კონტენტს იყენებენ, რამდენად ეფექტურია მათი გვერდი.

სწორედ ეს საკითხებია ამოსავალი წერტილი, ინსტაგრამის მართვის წარმატებულად განხორციელებისთვის.

ვიზუალური კომუნიკაცია

ინსტაგრამზე რეკლამირების ამოსავალი წერტილია ვიზუალური კომუნიკაცია მომხმარებელთან.

ხარისხიანი ფოტო – ვიდეო მასალა ათასობით სიტყვის ტოლია, ამიტომაც ეფექტური ვიზუალური კომუნიკაცია ბევრად უფრო წარმატებულს გახდის თქვენს მარკეტინგულ აქტივობას Instagram-ზე, რადგან ეს სოციალური პლატფორმა მაქსიმალურად მორგებულია ფოტო-ვიდეო კომუნიკაციისთვის.

ასევე არ დაგავიწყდეთ ჰაშტაგების გამოყენება, რომელიც მომხმარებელთა ქცევის გასარკვევად არის კარგი საშუალება.

ინსტაგრამის მართვის სტრატეგია

აქცენტი უნდა გააკეთოთ ხარისხზე და არა რაოდენობაზე. მნიშვნელოვანია განახორციელოთ ინსტაგრამის გვერდის ბრენდირება, ასევე თითოეული პოსტი უნდა იყოს თქვენი ბიზნესისთვის შესაფერისი ბრენდირებული დიზაინის მქონე.

ამ ყველაფრისთვის საჭიროა: ეფექტური ლოგო, კორპორატიული ფერების სწორი შეხამება, სლოგანი და სწორი სტრატეგია.

ასევე, არსებული მიზნებიდან გამომდინარე, ბიუჯეტის განსაზღვრა და მუდმივი რეკლამირება.

ფეისბუქი და ინსტაგრამი

ფეისბუქი და ინსტაგრამი ერთმანეთთან მჭიდროთ ინტეგრირებული პლატფორმებია, კერძოდ ფეისბუქის მეშვეობით შესაძლებელია ინსტაგრამზე რეკლამირების განხორციელება და მისი ეფექტური ადმინისტრირება.

მაქსიმალუარი შედეგების მისაღწევად, გირჩევთ ამ ორივე პლატფორმაზე სინქრონულად განახორციელოთ, როგორც გვერდების მართვა, ასევე რეკლამირება, რაც მოგცემთ უფრო მეტ შესაძლებლობებს და შედეგებს.

დაკავშირებული სტატია: ფეისბუკის მართვის მომსახურება

ახორციელებთ მარკეტინგის ინსტაგრამზე?

თუ ჯერ არ დაგიწყიათ ინსტაგრამ გვერდის მართვა და რეკლამირება, დაიწყეთ დღესვე, რადგან ინსტაგრამის პოპულარობა საქართველოში ყოველდღიურად იზრდება, რასაც თქვენი კონკურენტები ადევნებენ თვალს და ახორციელებენ ეფექტურ მარკეტინგულ აქტივობას.

გაეცანით ასევე: რეკლამა გუგლში