რეკლამა გუგლში & Google ads – გუგლში რეკლამირება

რეკლამა გუგლში – Google Ads

რეკლამა გუგლში – ეს არის საშუალება გამოაჩინოთ თქვენი რეკლამა Google -ის საძიებო სისტემაში ან/და სარეკლამო ბანერის სახით გუგლის პარტნიორ საიტებზე (Youtube, Gmail და სხვა)

რატომ – რეკლამა გუგლში?

გუგლში რეკლამირებაგუგლში რეკლამირების საშუალებით თქვენ შეძლებთ მოიზიდოთ სწორედ ის აუდიტორია, რომელიც ეძებს თქვენს პროდუქტსა თუ მომსახურებას.

უპირატესობები: 

  • ზრდის ინტერნეტ გაყიდვების მოცულობას
  • ხელს უწყობს მუდმივი აუდიტორიის ფორმირებას;
  • იზიდავს საჭირო თემატიკის მომხმარებელს საიტზე: საიტის ტიპის, მომხმარებელთა კატეგორიის ან რემარკეტინგის გამოყენებით;
  • Google Ads გვიჩვენებს რამდენმა ადამიანმა ნახა ჩვენი რეკლამა და რამდენმა დააკლიკა მასზე.
  • 24 საათიანი სტატისტიკა საშუალებას გვაძლევს ნებისმიერ მომენტში შევაფასოთ რეკლამის ეფექტურობა.
  • გლობალური და ლოკალური ტარგეტის შესაძლებლობა საშუალებას გვაძლევს მოვახდინოთ ზუსტი ტარგეტინგი ქვეყნების, რეგიონების, ქალაქებისა თუ გარკვეული ობიექტის არეალში სასურველი მანძილის მიხედვით.

საინტერესო ფაქტები გუგლის შესახებ:

  • საქართველოში ინტერნეტ ძიების 90%-ზე მეტი Google-ში ხორციელდება, მსოფლიოში ეს მაჩვენებელი 67%-ს აღწევს.
  • 2013 წლის 16 აგვისტოს, გუგლის სისტემა 5 წუთით გაითიშა, რამაც განაპირობა გლობალური ინტერნეტის გამოყენების 40%-ით შემცირება
  • Google-ში ძიების 35% მობილური მოწყობილობებით ხორციელდება

1.რეკლამა საძიებო სისტემაში

რეკლამა გუგლში

BLH გთავაზობთ რეკლამის განთავსებას Google-ს საძიებო სისტემაში.

რეკლამა Google-ის საძიებო სისტემაში გულისხმობს თქვენი კომპანიის შესახებ ინფორმაციის გამოჩენას Google-ის საძიებო სისტემის შედეგებში, პრიორიტეტულ პოზიციებზე, რომელზე დაკლიკების შემთხვევაში მომხმარებელი გადაინაცვლებს თქვენი ორგანიზაციის ვებ-საიტზე.

მაგალითად: ქვემოთაა მოცემული გუგლში რეკლამის მაგალითი სიტყვებზე: “email marketing”

აღნიშნული მაგალითის მსგავსად, როდესაც მომხმარებელი გუგლში მოძებნის დარეკლამებულ სიტყვებს (მაგ: სახლის მშენებლობა, ბინის რემონტი, ქალის ტანსაცმელი და სხვა.) ან მის სინონიმებს, გუგლში პირველ რიგში ამოუგდებს თქვენს რეკლამას, ხოლო დაინტერესების შემთხვევაში მომხმარებელი გადმოვა თქვენ საიტზე.

გუგლის საძიებო სისტემაში რეკლამირება საშუალებას გაძლევთ აჩვენოთ რეკლამა უშუალოდ თქვენს მომხმარებელს და გაზარდოთ გაყიდვები.

განათავსეთ თქვენი რეკლამა იქ, სადაც თქვენი მომხმარებლები ეძებენ!

დაკავშირებული სერვისი: SEO ოპტიმიზაცია

2. Google Display რეკლამა

Google-ის საძიებო სისტემაში რეკლამაგუგლის Display რეკლამა გულისხმობს ბანერის ტიპის, ტექსტური და ვიდეო რეკლამის ჩვენებას Google-ის პარტნიორი საიტების ქსელში.

ეს საიტებია: YouTube, Gmail, საინფორმაციო საიტები, ბლოგები და მსოფლიოში ცნობილი სხვა ვებგვერდები.

ჩვენი გუნდი დაგეხმარებათ ოპტიმიზირებული  Display რეკლამის წარმოებაში. ჩვენ დავგეგმავთ ისეთ კამპანიას, რომელიც მოგვცემს საშუალებას მინიმალური დანახარჯებით გავზარდით თქვენი ბრენდის ან ბიზნესის ცნობადობა.

 

გაეცანით ასევე – რაში გვჭირდება საიტის სეო ოპტიმიზაცია?