Skip to content
    • 555 97 47 17
BLHBLH
  • მთავარი
  • მომსახურება
    • მარკეტინგული მომსახურება
    • იურიდიული მომსახურება
    • კომპიუტერული მომსახურება
  • პორტფოლიო
  • კლიენტები
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ქართული
  • English
featured, ბლოგი, მარკეტინგული მომსახურება, მომსახურებები

Facebook რეკლამა – რეკლამა ფეისბუქში

02
ივნ

Facebook რეკლამაFacebook რეკლამა თქვენი ბიზნესისთვის!!

Facebook რეკლამა ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური და იაფი საშუალებაა ციფრულ მარკეტინგში.

კომპანია BLH გთავაზობთ Facebook რეკლამის მომსახურებას. განათავსეთ თქვენი რეკლამა Facebook-ზე ჩვენთან ერთად და მიიღეთ მაქსიმალური სარგებელი. (დაგვიკავშირდით 555 97 47 17). 

Facebook-ი საქართველოში ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელია, რომელშიც მილიონზე მეტი ქართველია გაწევრიანებული.

აქედან გამომდინარე, Facebook-ი ქართული ბიზნეს საქმიანობის მნიშვნელოვანი შემადგენელი ელემენტია. ფეისბუქ რეკლამის განხორციელება კი თამამად შეგვიძლია მივიჩნიოთ ყველაზე მომგებიან საშუალებად, მივაწვდინოთ ხმა პოტენციურ კლიენტებს/მიზნობრივ ჯგუფებს.

რეკლამის Facebook-ზე განთავსება ყველა ადამიანს შეუძლია, თუმცა წარმატებული სარეკლამო კამპანია საჭიროებს არა მხოლოდ მისი განხორციელების შესაძლებლობას, არამედ სწორი დიზაინის, კონტენტისა და მიზნობრიობის განსაზღვრას, ანუ სარეკლამო კამპანიის პროფესიონალურად განხორციელებას.

რეკლამა ფეისბუქშიკომპანია BLH გთავაზობთ Facebook რეკლამის აქტიურად და პროფესიონალურად განხორციელებას, რაც საშუალებს მოგცემთ შეხვიდეთ ეფექტურ კომუნიკაციაში თქვენს პოტენციურ კლიენტებთან, გახადოთ თქვენი ბრენდი უფრო პოპულარული, გაყიდოთ თქვენი პროდუქტი/მომსახურება, ან უბრალოდ არ ჩამორჩეთ თქვენს კონკურენტებს.

ჩვენ გუნდს დიდი გამოცდილება გააჩნია სხვადასხვა ბიზნესის მომსახურებაში, ისეთ სფეროებში, როგორიცაა: ავიაცია, მშენებლობა, გადაზიდვები, IT, ტურიზმი, ფინანსური სექტორი, განათლება და სხვა. (იხ. ჩვენი კლიენტების გვერდი).

ჩვენ გთავაზობთ Facebook რეკლამის განთავსებას და მართვას, ვებგვერდის ან Facebook გვერდის რეკლამირებით. ჩვენი მომსახურება მოიცავს შემდეგ ეტაპებს:

I ეტაპი – დაგეგმვა

პირველ ეტაპზე ჩვენ შევისწავლით თქვენს ბიზნეს საქმიანობას და მომხმარებელს, თქვენთან ერთად დავსახავთ მიზნებს, რომელთა განსახორციელებლად შევადგენთ სარეკლამო კამპანიების გეგმას. ამ ეტაპზე განისაზღვრება მიზნობრივი მომხმარებელი, Facebook რეკლამის ბიუჯეტი და ციფრობრივი მონაცემი მოსალოდნელი შედეგების თაობაზე

II ეტაპი- რეკლამა ფეისბუქზე

ჩვენ შეგიქმნით ორიგინალური დიზაინისა და კონტენტის მქონე რეკლამას, რომელიც გათვლილი იქნება თქვენს მიზნობრივ მომხმარებლებზე. რეკლამები იქნება განსხვავებული და ორიგინალური, რაც მეტად მოიზიდავს პოტენციურ მომხმარებელს.

რეკლამის შექმნისას შეგვიძლია მივუთითოთ თუ რა ასაკის, სქესის, ინტერესების და ა.შ მომხმარებლისთვისაა განკუთვნუილი რეკლამა. ბუნებრივია, რაც უფრო ზუსტად იქნება შერჩეული აუდიტორია, მეტია შესაძლებლობა რეკლამამ ადვილად მიაღწიოს მისთვის სასურველ მომხარებლამდე. რეკლამიდან შესაძლებელია მომხარებლის გადაყვანა უშუალოდ თქვენს ვებ-გვერდზე ან უფრო მომგებიან შემთხვევაში, მოიწონოს თქვენი ოფიციალური  Facebook გვერდი.

III ეტაპი- facebook რეკლამის მართვა

Facebook  კამპანიის მართვისას ჩვენ ყოველდღიურად ვცდილობთ ტექსტსა და დიზაინში შევიტანოთ ისეთი ცვლილებები, რომელიც რეკლამას უფრო საინტერესოს გახდის, რაც ბუნებრივია მისი ეფექტურობის ზრდაზეც იმოქმედებს.

ჩვენი გუნდი ყოველდღიურად დააკვირდება კამპანიის მსვლელობას, ცვლილებებს შეიტანს შერჩეული მიზნობრივი ჯგუფის ქცევების მიხედვით და მაქსიმალურად მოარგებს თქვენთვის სასურველ ყოველდღიურ ბიუჯეტს.

IV ეტაპი- შეფასება/კორექტირება

Facebook რეკლამის ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია შედეგების მონიტორინგი და ანალიზი, კერძოდ ჩვენ მოგაწვდით ფეისბუქ რეკლამის შედეგებს (რეპორტს) ყოველი თვის მიხედვით, რომელშიც დეტალურად იქნება ასახული კონკრეტული სარეკლამო კამპანიების შედეგები.

აღნიშნული რეპორტის მეშვეობით შესაძლებელი იქნება სარეკლამო კამპანიის შეფასება გასული პერიოდის მიხედვით, ხოლო შეფასების შედეგად სარეკლამო კამპანიის მსვლელობის კორექტირება, რაც განაპირობებს ფეისბუქ სარეკლამო კამპანიის უფრო მეტად ეფექტიანად განხორციელებას.

 ასევე დაგაინტერესებთ: საიტის დამზადება ბიზნესისთვის

feisbuq reklama

ფეისბუქ რეკლამის ტიპები

ფეისბუქ რეკლამის ეფექტურობა დამოკიდებულია სწორი ტიპის რეკლამის არჩევაზე, რაც განისაზღვრება თქვენი კომპანიის საქმიანობიდან გამომდინარე, თუ რა პროდუქცია და მომსახურებას სთავაზობთ მომხმარებელს და რა შინაარსის არის თქვენი შემოთავაზება.

Facebook რეკლამის ძირითადი ტიპებია:

  • კარუსელის ტიპის რეკლამა
  • ერთი ფოტოსგან შემდგარი რეკლამა
  • ვიდეო რეკლამა
  • მცირე ანიმაციური ტიპის რეკლამა

სად გამოჩნდება თქვენი რეკლამა?

თქვენი რეკლამა გამოჩნდება სხვადასხვა ადგილას, ფეისბუქის სარეკლამო პლატფორმაში. ძირითადად მომხმარებლები რეკლამას ნახულობენ სიახლეების ველში, ასევე მარჯვენა მხარეს სარეკლამო ველში. ბოლო პერიოდში საკმაოდ პოპულარულია Reels და Story-ები, სადაც ასევე შესაძლებელია ფეისბუქ რეკლამირების განხორციელება, მათ შორის პატარა ვიდეო რგოლების მეშვეობით.

რეკლამირება ფეისბუქზე

გსურთ ფეისბუქ რეკლამა და არ იცით საიდან დაიწყოთ?

დაგვიკავშირდით, როგორც ელექტრონული ფოსტის, ისე ტელეფონის საშუალებით, კომპანია BLH-ის თანამშრომლები გაგიწევენ სრულ კონსულტაციას, როგორც Facebook რეკლამის, ასევე ფეისბუქთან დაკავშირებულ სხვა მომსახურებების შესახებ.

ნომერი თა1

მსგავსი სერვისები:

ლოგოს დამზადება 

საიტის სეო ოპტიმიზაცია

 

მსგავსი სტატიები

  • რემარკეტინგი ფეისბუქში
    რემარკეტინგი ფეისბუქში
  • რეკლამა ინტერნეტში - ინტერნეტ რეკლამა
    რეკლამა ინტერნეტში - ინტერნეტ რეკლამა
  • რეკლამა Yandex-ზე - იანდექსში რეკლამა
    რეკლამა Yandex-ზე - იანდექსში რეკლამა

BLH • Business & Legal Hub

მსგავსი პოსტები

  • რემარკეტინგი ფეისბუქში
    რემარკეტინგი ფეისბუქში
  • რეკლამა ინტერნეტში - ინტერნეტ რეკლამა
    რეკლამა ინტერნეტში - ინტერნეტ რეკლამა
  • რეკლამა Yandex-ზე - იანდექსში რეკლამა
    რეკლამა Yandex-ზე - იანდექსში რეკლამა
  • ფეისბუქ გვერდის გაპიარება - Facebook gverdis gapiareba
    ფეისბუქ გვერდის გაპიარება - Facebook…
  • Facebook-ის სარეკლამო ბანერები
    Facebook-ის სარეკლამო ბანერები
  • Facebook აპლიკაციის დამზადება
    Facebook აპლიკაციის დამზადება
  • რა ღირს რეკლამა ფეისბუქზე?
    რა ღირს რეკლამა ფეისბუქზე?
  • რეკლამა საიტზე - რეკლამის განთავსება საიტზე
    რეკლამა საიტზე - რეკლამის განთავსება…

Copyright 2019 © BLH

  • მთავარი
  • მომსახურება
    • მარკეტინგული მომსახურება
    • იურიდიული მომსახურება
    • კომპიუტერული მომსახურება
  • პორტფოლიო
  • კლიენტები
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ქართული
  • English
  • კარიერა
  • ბლოგი
  • ფორუმი