ფეისბუქ გვერდის გაპიარება – Facebook gverdis gapiareba

ფეისბუქ გვერდის გაპიარება

გსურთ ინტერნეტში გაყიდვებისა და ცნობადობის გაზრდა? აღნიშნულის საუკეთესო საშუალებაა თქვენი ფეისბუქ გვერდის გაპიარება.

ამ სტატიაში განვიხილავთ ფეისბუქ გვერდის გაპიარებისათვის საჭირო ღონისძიებებს:

ფეისბუქ გვერდის შექმნა და ოპტიმიზაცია

პირველ რიგში უნდა შექმნათ ფეისბუქ გვერდი და მოახდინოთ მისი ოპტიმიზაცია, როგორც ტექნიკური თვალსაზრისით, ისე ვიზუალურად.

ამ ეტაპზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეფექტური დიზაინის მქონე პროფილისა და ქოვერის ფოტოს დამზადება.

ფეისბუქ გვერდის გაპიარება

სარეკლამო პოსტები

თითქმის ყველა თქვენი კონკურენტი ახორციელებს ფეისბუქზე რეკლამირებას, თუმცა ხშირად ისინი ერთი კონკრეტულ შეცდომას უშვებენ, არეკლამებენ არაპროფესიონალურად შექმნილ პოსტებს, რომელთა ეფექტურობა 5-10 ჯერ ნაკლებია, ვიდრე ეფექტური დიზაინისა და ფორმატის პოსტების დარეკლამება.

აქედან გამომდინარე, პოსტის შექმნა ანდეთ პროფესიონალ დიზაინერს და ნუ დაარეკლამებთ უბრალო ფოტოს ან თქვენ მიერ კუსტარულად შექმნილ პოსტერს.

კრეატივი

საქართველოს საკმაოდ გაცვეთილია სიტყვა კრეატივი, თუმცა მისი მნიშვნელობა მარკეტინგში ძალიან დიდია.

კრეატიული სარეკლამო კამპანიები და აქციები ფეისბუქ გვერდის გაპიარების საუკეთესო მექანიზმია.

მომხმარებელთან კომუნიკაცია

თანამედროვე კონკურენტულ გარემოში, მომხმარებლისთვის ნათქვამ თითოეულ სიტყვას დიდი მნიშვნელობა აქვს.

თითოეული სიტყვა და წინადადება უნდა იყოს კარგად მოზომილი, რათა არ მოხდეს პოტენციური მომხმარებლის დაკარგვა.

რაც უფრო ეფექტურია თქვენ მიერ განხორციელებული კომუნიკაცია, მით უფრო იზრდება პოტენციური მომხმარებლების გადაქცევა რეალურ კლიენტად.