რემარკეტინგი ფეისბუქში

რემარკეტინგი ფეისბუქში

რემარკეტინგი ფეისბუქშიქართული ბიზნესის ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი იარაღია ფეისბუქ მარკეტინგი, რომლის სწორად გამოყენების შემთხვევაში იზრდება, როგორც გაყიდვები ასევე კომპანიის ცნობადობა.

ფეისბუქი ვითარდება ბაზრის მოთხოვნების კვალდაკვალ, თანამედროვე ფეისბუქი ბევრად უფრო ძლიერი ხელსაწყოებით არის აღჭრუვილი, ვიდრე უბრალო რეკლამირება.

ფეისბუქ რეკლამის სხვადასხვა ტიპის გარდა, მას ახასიათებს გაცილებით უფრო ძლიერი რემარკეტინგის შესაძლებლობები.

რემარკეტინგი ფეისბუქზე ხორციელდება სხვადასხვა საშუალებებით, მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი საშუალებაა ფეისბუქ პიქსელი, რომელიც საშუალეაბს იძლევა თქვენი რეკლამის მიზნობრიობა იყოს გაცილებით ეფექტური.

ფეისბუქ პიქსელიFacebook პიქსელის გამოყენებისთვის საჭიროა ეფექტური ვებ-საიტის ქონა, რომელზეც მონტაჟდება ფეისბუქ პიქსელი, რომელიც ღებულობს ინფორმაციას, თითოეული საიტის ვიზიტორის ქცევის შესახებ, კერძოდ იგი აფიქსირებს თითოეულ შემომსვლელს და გვერდებს, რომლებზეც ისინი გადაადგილდებიან.

მიღებული მონაცემების საფუძველზე, თქვენ საშუალება გაქვთ გაუშვათ რეკლამა, როგორც თავად ვიზიტორებზე, ასევე ისეთი ადამიანებზე, რომლებიც თავიანთი მონაცემების მიხედვით თქვენი საიტის ვიზიტორების მსგავსები არიან.