ონლაინ მაღაზიის შექმნა & შოპის დამზადება

ონლაინ მაღაზიის შექმნა 

ონლაინ სფეროში ვაჭრობის მოცულობა ყოველდღიურ რეჟიმში იზრდება, სწორედ ამიტომ ვაჭრობის სფეროში ჩართული ადამიანებისთვის მნიშვნელოვანი ხდება ეფექტური ონლაინ მაღაზიის შექმნა.

ამ სფეროში წარმატების მისაღწევად, წარსულში საკმარისი იყო კარგ ადგილას, მიმზიდველი ბანერების მქონე მაღაზიის გაკეთება, ამისათვის ხდებოდა მოწესრიგებული ფართის იჯარით აღება, რემონტი, ინფრასტრუქტურის მოწყობა და გამყიდვლების დაქირავება.

ონლაინ მაღაზიის შექმნა

ყველაფერი ეს ციფრულ სფეროში ინაცვლებს და გარდაქმნას ექვემდებარება, გარემონტებული მაღაზიის ნაცვლად, მიმზიდველი დიზაინისა და ფუნქციების მქონე ონლაინ მაღაზიის დამზადება არის საჭირო.

მაღაზიის კარგი ლოკაცია ჩაანაცვლა გუგლში საიტის მდებარეობამ, ხოლო გამყიდვლები კი ის ოპერატორები არიან, რომლებიც მომსახურებას ახორციელებენ ინტერნეტის მეშვეობით.

რა ღირს ონლაინ მაღაზიის დამზადება?

ინტერნერტ მაღაზიის გაკეთება საკმაოდ კომპლექსური პროცესია, აუცილებელია სწორად განსაზღვროთ საჭიროება, ფუნქციონალი და ბიუჯეტი.

თუ სტანდარტული ფუნქციონალის მქონე ონლაინ შოპის შექმნა გსურთ, ან ახლა იწყებთ ონლაინ საქმიანობას,  საუკეთესო ვარიანტია საიტის დამზადება wordpress-ის სისტემაზე.

ასეთი ტიპის შოპის შექმნა 2500-4000 ლარის ფარგლებში ეღირება, ხოლო სრული წლიური ხარჯები საშუალოდ 500-750 ლარი გექნებათ.

ჩვენი ნამუშევრები:

წარმოგიდგენთ რამდენიმე ასეთი შოპის ნიმუშს, რომლებიც ჩვენ დავამზადეთ:

www.medt.ge

www.uniqueshop.ge

www.kiwo.ge

www.dls.ge

www.elva.ge

ონლაინ მაღაზიის წლიური მომსახურება მოიცავს შემდედ საკითხებს:

ლიცენზიების განახლება – საჭირო იქნება ფასიანი ლიცენზიების განახლება ყოველწლიურად, რათა არ შეფერხდეს ინტერნეტ მაღაზიის მუშაობა. ძირითადად საუბარია ისეთი პროგრამების განახლებზე, როგორიცაა Elementor Pro, WPML და საბანკო ინტეგრაციის პროგრამა.

ტექნიკური მომსახურება – მხოლოდ ფასიანი ლიცენზიების განახლებით არ შემოიფარგლებში ონლაინ მაღაზიის პატრონობის საჭიროება, აუცილებელია პერიოდულად მოხდეს პრევენციური ტექნიკური სამუშაოების განხორციელება, რათა თავიდან იქნეს არიდებული სხვადასხვა ტიპის შეფერხებები.

კონტენტის მართვა – პერიოდულად დაგჭირდებათ შოპის კონტენტის მართვა, კერძოდ: ინფორმაციის დამატება, რედაქტირება, წაშლა.

ინტერნეტ მაღაზიის შექმნა – ძირითადი გვერდები:

წარმოგიდგენთ იმ ძირითად გვერდებს, რომლებიც აუცილებლად უნდა გააჩნდეს ნებისმიერი ტიპის ონლაინ შოპის საიტს:

მთავარი გვერდი – ეს არის გვედი, რომელიც ზოგად წარმოდგენას უქმნის მომხმარებელს თქვენი შეთავაზებებისა და საქმიანობის შესახებ. ეს გვერდი უნდა იყოს ლაკონური და საინტერესო, იმისათვის, რომ პოტენციურ მომხმარებელს სურვილი გაუჩნდეს გადავიდეს სხვა გვერდებზე და შეიძინოს თქვენი პროდუქცია.

კომპანიის შესახებ – ამ გვერდზე განისაზღვრება მოკლე ინფორმაცია თქვენი კომპანიის შესახებ, ასევე სათანადო ვიზუალის მქონე ფოტო, რომელიც ასახავს თქვენ ბიზნეს საქმიანობას.

პროდუქციის გვერდი  – ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი გვერდი თქვენ ონლაინ მაღაზიაში, რადგან სწორედ ამ გვერდზე გადაწყდება მომხმარებელი შეიძენს თუ არა თქვენ პროდუქციას. პროდუქციის გვერდს უნდა ჰქონდეს მარტივი ნავიგაცია, ეფექტური ფილტრაციის ფუნქცია და მარტივად აღსაქმელი დიზაინი.

საკონტაქტო გვერდი – მნიშვნელოვანია მომხმარებელს ჰქონდეს სრული საკონტაქტო ინფორმაცია თქვენ შესახებ, რათა რაიმე პრობლემის ან უბრალო ინტერესის შემთხვევაში მარტივად შეძლოს დაკავშირება, სხვადასხვა საკონტაქტო არხების მეშვეობით.

სხვა გვერდები – საჭიროებისამებრ, შესაძლებელია ისეთი გვერდების დამატება, როგორიცაა აქციები, სიახლეები და ბლოგი.

გსურთ ეფექტური ონლაინ შოპის შექმნა?

დაგვიკშვირდით (555 97 47 17) დღესვე, გახდით გამორჩეული ინტერნეტ სივრცეში.

 

მსგავსი სერვისები:

საიტების დამზადება

მობილური აპლიკაციის შექმნა

ფეისბუქის მართვა

სოც. მედიის მართვა

საიტის მართვა

სეო ოპტიმიზაცია