ვებ საიტის დამზადება – საიტების შექმნა – saitebis damzadeba

 ვებ საიტის დამზადებავებ საიტის დამზადება

კომპანია BLH გთავაზობთ ნებისმიერი სირთულის ვებ საიტების დამზადება & განვითარებას. ჩვენ გუნდს დიდი გამოცდილება გააჩნია სხვადასხვა სირთულის ვებ საიტის დამზადება & მოდერნიზებაში.

ჩვენ ვემსახურებით ქართველ და უცხოელ კლიენტებს ისეთი სფეროებიდან, როგორიცაა: ფინანსები, ავიაცია, მშენებლობა, გადაზიდვები, IT, ტურიზმი, განათლება. იხილეთ ჩვენი კლიენტების გვერდი .

დაგვიკავშირდით (555 97 47 17) ნებისმიერ დროს და მიიღეთ დეტალური კონსულტაცია, ვებ საიტის შექმნა & განვითარებასთან დაკავშირებით.

როგორია ვებ საიტის დამზადების პროცესი?

ვებ საიტის დამზადების პროცესი იყოფა რამდენიმე ეტაპად, რაც საშუალებას გვაძლევს უფრო სწრაფად და ეფექტურად განვახორციელოთ ჩვენი მომსახურეობა.

  • პირველადი უფასო კონსულტაცია – კლიენტთან ერთად განვიხილავთ ვებ საიტის თითოეულ ელემენტსა და მომსახურების პირობებს, რის შედეგადაც განისაზღვრება ჩვენი შემოთავაზება.
  • ვებ საიტის ფუნქციონალსა და დიზაინზე შეთანხმება მხარეებს შორის იდება ხელშეკრულება, რომელშიც განსაზღვრულია მომსახურების პირობები, როგორიცაა: ვებ-გვერდის დიზიანი, ფუნქციონალი, ვადები, ტექნიკური უზრუნველყოფის საკითხი და სხვა.
  • საიტის იზაინის შექმნა – კლიენტთან მჭიდრო კომუნიკაციის შედეგად იქმნება საიტის ეფექტური დიზაინი, რომლის საფუძველზეც ხორციელდება საიტების დამზადება;
  • ვებ საიტის აწყობა – ვებ გვერდის გაკეთება ხელშეკრულებაში განსაზღვრული პირობების შესაბამისად;
  • კონტენტის ატვირთვა – ვებსაიტის ტექნიკურად გამართვის შემდგომ, ხორციელდება საიტის ტექსტური მასალებით შევსება.
  • საბოლოო ცვლილებები – საიტის დამზადების პროცესი, მისი აწყობით არ მთვარდება კლიენტი უფლებამოსილია განსაზღვროს საბოლოო შენიშვნები და მხოლოდ მათი გათვალისწინების შემდგომ მოხდება ვებ-საიტის ჩაბარება.
  • სამუშაოს ჩაბარება – ვებ-საიტისთვის საბოლოო სახის მიცემისა და კლიენტის მიერ სამუშაოს დასრულების დადასტურების შედეგად, დგება მიღება-ჩაბარების აქტი და სამუშაო ითვლება შესრულებულად.

საიტების დამზადება სხვადასხვა ტიპის ბიზნესისთვის

კატალოგის ტიპის საიტის დამზადება

კორპორატიული საიტების დამზადება

ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ტიპის საიტი საქართველოში, რომელსაც ახასიათებს გამორჩეული დიზაინი და ორგანიზაციის წარმოსადგენად საჭირო ყველა ფუნქცია.

კორპორატიული საიტის ელემენტებია:

  • მთავარი გვერდი
  • მომსახურების/პროდუქციის გვერდი
  • კომპანიის შესახებ გვერდი
  • ბლოგის / სიახლეების გვერდი
  • კონტაქტის გვერდი– საკონტაქტო ფორმითა და შესაბამისი ინფორმაციით, ასევე რუქით.
  • ენები– ქართული ენის გარდა, ხშირად რუსულ და ინგლისურ ენებზეც არის მოთხოვნა. მხოლოდ ქართული ენის შემთხვევაში ფასი უფრო ნაკლებია.

ჩვენ მიერ დამზადებული კორპორატიული საიტები:  

https://1soft.ge/ ,  http://aviaservice.biz/ ,www.allset.ge; www.aba.com.ge,www.baueri.ge

ონლაინ მაღაზიები

ონლაინ ვაჭრობისთის იდეალურია ინტერნეტ მაღაზიის დამზადება, რომლის მეშვეობით თქვენ შეძლებთ, როგორც თქვენი პროდუქტისა და მომსახურების რეალიზაციას, ასევე თქვენი “ბრენდის” პოპულარიზაციას.

Online მაღაზიის შექმნა ხორციელდება 6-8 კვირის განმავლობაში, მისთვის დამახასიათებელი სტანდარტული ფუნქციებია:

  • ონლაინ გადახდა– გადახდის სისტემა საბანკო ბარათით ან ინვოისის საფუძველზე;
  • განვადებაონლაინ შესყიდვის სრული ციკლი, პროდუქციის არჩევიდან დაწყებული, საბოლოო შეკვეთის გაკეთებით დამთავრებული.
  • პროდუქციის გვერდი– ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი გვერდი ონლაინ შოპის საიტებისთვის, მას უნდა ახასიათებდეს მრავალი სხვადასხვა ფუნქცია, პროდუქციის ფილტრაცია, აქციები, ფასდაკლებები, კალათში დამატება, ანგარიშსწორება.
  • ადმინისტრაციული პანელი– პროდუქციის დამატება/რედაქტირება, შეკვეთების ადმინისტრირება, საიტის გვერდების მართვა.

ჩვენ მიერ დამზადებული ონლაინ შოპები: https://medt.ge/, https://shg.ge/  http://www.chemokargo.ge,  www.elva.ge , https://kiwo.ge/

კატალოგის ტიპის საიტი

ეს არის ონლაინ შოპის ბიუჯეტური ვერსია, რომელსაც ფუნქციების დამატების მეშვეობით გააჩნია შესაძლებლობა ნებისმიერ დროს გადაიქცეს ონლაინ მაღაზიად.

კატალოგის ტიპის საიტებს გააჩნიათ პროდუქციის დამატების და მომხმარებლისთვის მაქსიმალურად მარტივად წარმოჩენის შესაძლებობები:

  • პროდუქციის გვერდი
  • პროდუქციის ფილტრაციის ფუნქცია
  • ადმინისტრაციული პანელი– რომლის მეშვეობით მარტივად ხდება ახალი პროდუქტების დამატება / ცვლილებები.
  • ფასდაკლებების სისტემა

საინფორმაციო ვებ გვერდი

ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საიტის ტიპია – საინფორმაციო ვებ გვერდი, რომელიც გამიზნულია შესაბამისი ინფორმაცია მომხმარებელს მიაწოდოს მაქსიმალურად ეფექტურად, მათ შორის ცალკეული მომსახურების / პროდუქციის შესახებ ინფორმაცია.

ასევე ასეთი საიტები გამოიყენება საინტერესო სტატიებისა და სიახლეების გავრცელების მიზნით.

საინფორმაციო საიტის შემთხვევაში ყველაზე მნიშვნელოვანია მარტივი ადმინისტრაციული პანელის არსებობა, პოსტებისა და გვერდების რედაქტირების სიმარტივე, ასევე მიმზიდველი დიზაინის ქონა.

ტურისტული საიტები

ტურისტული ინდტუსტია დიდწილად ინტერნეტშია გადასული, მომხმარებელი სწორედ აქ ეძებს შესაბამის ტურებს, სასტუმროებსა და შემოთავაზებებს.

აქედან გამომდინარე, ტურისტული კომპანიებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ინტერნეტ სივრცეში, თავიანთი თავის ეფექტურად წარმოჩენა.

ტურისტული საიტის ძირითადი ელემენტებია:

  • ორიგინალური დიზაინი;
  • გამართული კონტენტი;
  • ტურების გვერდი;
  • აქციები / შემოთავაზებები;
  • ტურის დაჯავშნისა და გადახდის სისტემის ფუნქციები.

სამშენებლო საიტი

სამშენებლო ბიზნესის ინტერნეტში წარმოსაჩენად ერთ-ერთი უმთავრესი ელემენტია ეფექტური სამშენებლო საიტის შექმნა.

ეფექტური და ფუნქციონალური ვებ-საიტის გარეშე, შეუძლებელია კონკურენცის გაწევა ისეთი სამშენებლო კომპანიებისთვის, რომლებიც უკვე ფლობენ ასეთ საიტებს.

რა უნდა გავითვალისწინოთ სამშენებლო საიტის დამზადებისას?

  • საიტის დიზაინი უნდა იყოს მიმზიდველი და იგი უნდა ასოცირდებოდეს კომპანიის ბრენდთან;
  • მომხმარებელს უნდა გააჩნდეს შესაძლებლობა მარტივად გაეცნოს უკვე შესრულებულ სამუშაოებსა და არსებულ შემოთავაზებებს;
  • კორპუსების მშენებლობის შემთხვევაში, მომხმარებელს უნდა გააჩნდეს თითოეული კორპუსის გეგმარებისა და ბინის გაცნობის შესაძლებლობა.
  • საიტი უნდა იყოს რაც შეიძლება სწრაფი და მორგებული მობილური ხელსაწყოების მიმართ.

ასეთი საიტის ნიმუშებია:  www.vvn.gewww.panels.gewww.geoeffect.ge, www.konex.ge,

ექსკლუზიური საიტის შექმნა

თუ თქვენ გსურთ ექსკლუზიური დიზაინისა და ფუნქციონალის მქონე საიტი, ჩვენ მზად ვართ დაგიმზადოთ თქვენი ინდივიდუალური საჭიროებებიდან გამომდინარე ნებისმიერი სირთულის ვებ საიტი, მისაღებ ფასად. ჩადეთ ინვესტიცია თქვენს საიტში, იყავით სხვებისგან განსხვავებული.

ვებ საიტის შექმნა

ვებ-საიტის დიზაინი:

ეფექტური ვებ-დიზაინი თქვენი საიტის უმნიშვნელოვანესი ელემენტია, სწორედ ვებ დიზაინზეა დამოკიდებული, საიტის წარმატებული ფუნქციონირება, მათ შორის მომხმარებელთა მოზიდვა და კლიენტებად ქცევა.

ამავდროულად მნიშვნელოვანია თქვენი საიტის დიზაინი იყოს მოქნილი “Responsive”.

რა არის მოქნილი დიზაინი?

მოქნილი დიზაინი ერგება ნებისმიერი ზომის ეკრანს, რომლითაც ვებ საიტზე შემოდის მომხმარებელი.

მნიშვნელობა არ აქვს მომხმარებელი ვებ საიტს სტუმრობს კომპიუტერით, პლანშეტითა თუ მობილურით, მოქნილი დიზაინი საშუალებას იძლევა ვებ საიტი უფრო ეფექტური და მარტივად გამოყენებადი გახდეს, ნებისმიერი ტიპის მოწყობილობიდან მასზე შესვლის შემთხვევაში.

ჩვენ მიერ დამზადებული ყველა ვებ საიტი თანამედროვე დიზაინის მქონეა, გამოირჩევა თავისი ეფექტურობითა და მოქნილობით.

ვებ საიტის დამზადება და ვადები:საიტების შექმნა

ჩვენ ვცდილობთ მაქსიმალურად სწრაფად დავამზადოთ ვებ-საიტები, რადგან თქვენი „დრო ფულია“, თუმცა ამავდროულად დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ საიტების დამზადების ხარისხს.

ამ ორი ელემენტის გათვალისწინებით ვებსაიტების დამზადება ხორციელდება შემდეგ ვადებში:

  • საინფორმაციო ვებ-საიტის დამზადების დროა 10-15 სამუშაო დღე.
  • კორპორატიული ვებ-საიტის დამზადების დროა 15-21 სამუშაო დღე.
  • ონლაინ შოპის შექმნის დროა 21-28 სამუშაო დღე.

ექსკლუზიური ვებ-საიტის დამზადების დრო განისაზღვრება მხარეთა შეთანხმებით.

ვებ გვერდის დამზადების ფასი

რა ღირს საიტის შექმნა?

ვებგვერდის დამზადების ფასი ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, როგორიცაა:

  • ვებ-საიტის ფუნქციონალი – მნიშვნელოვანია ზუსტად განისაზღვროს საიტის თითოეული ფუნქცია, რათა სწორად შეფასდეს სამუშაოს მოცულობა და შესაბამისად დაიგეგმოს საიტის შექმნის პროცესი.
  • საიტის დიზაინი – ფუნქციონალთან ერთად მნიშვნელოვანია საიტის დიზაინზე შეთანხმება, რათა ვებ-გვერდი ვიზუალი შეესაბამებოდეს დამკვეთის მოთხოვნებს.
  • ვებ გვერდების კონტენტის მოცულობა და მისი ატვირთვა – საიტი ვერ დამზადდება, შესაბამისი კონტენტის გარეშე, ამიტომაც საიტის ღირებულების განსაზღვრისას, მნიშვნელოვანია შეთანხმდეს, როგორც კონტენტის მოწოდების ვადები, ასევე მისი მოცულობა.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად საიტის დამზადებასთან დაკავშირებით გთხოვთ დაგვიკავშირდეთ (555 97 47 17).

საიტის აწყობა ვორდპრესის სისტემაზე

wordpress საიტის დამზადებაგსურთ თანამედროვე და ფუნქციური საიტის აწყობა თქვენი ბიზნესისთვის, ისე, რომ მინიმალური ფინანსური ინვესტიციები იყო საჭირო?

აღნიშნულის საშუალებას იძლევა ვორდპრესის სისტემა, რომელიც მსოფლიოში არსებული ახალი საიტების 30%-ში გამოიყენება.

მისი პოპულარობა მზარდია საქართველოშიც, რაც განპირობებულია ორი მიზეზით: დაბალი ფასი / მაღალი ხარისხი.

1. რატომ დაბალი ფასი?

ვორდპრეს გააჩნია მზა ძრავა და დიზაინი, რაც საშუალებას იძლევა, თითოეული საიტის დამზადების პროცესში, არ განხორციელდეს ე.წ. შავი სამუშაო, რაც ამცირებს სამუშაოს მოცულობას, შესაბამისად მცირდება ვებ-გვერდის ღირებულებაც.

2. რას გულისხმობს მაღალი ხარისხი?

ვორდპრესის სისტემაზე მუშაობენ მსოფლიოში წამყვანი პროგრამისტები, ისინი ითვალისწინებენ ყველა საჭიროებას და ეფექტურად ტესტავენ, მზა ძრავის და დიზაინის თითოეულ ელემენტს, რაც საბოლოო ჯამში საშუალებას გვაძლევს შევქმნათ უმაღლესი ხარისხის საიტი, ნაკლები პრობლემებისა და დანახარჯებით.

კომპანია BLH-ის პორტფოლიოს მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ ვორდპრესის ძრავზე აწყობილ საიტებს უკავია. ნუ გადაიხდით მეტს, დაამზადეთ თქვენი საიტი ვორდპრესზე.

WordPress საიტის დამზადება – რა არის ვორდპრესი?

ვორდპრესი არის მზა ძრავი, რომეზეც შესაძლებელია მრავალფუნქციური და თანამედროვე საიტების დამზადება ნაკლები დანახარჯებით.

ასე გამოიყურება 2020 წლისთვის მზა ძრავების მსოფლიო ბაზარი, ვორდპრესი ნამდვილად ლიდერია:

წარმოგიდგენთ 4 მიზეზს, თუ რატომ არის WordPress ასეთი პოპულარული.

1.მრავალწლიანი გამოცდილება

უამრავი ადამიანი, არა მხოლოდ პროგრამისტი მუშაობს ვორდპრესზე, წლების განმავლობაში 2003 წლიდან დაგროვდა დიდი ცოდნა და გამოცდილება, ასევე შეიქმნა უამრავი დამხმარე პროგრამა და ინფრასტრუქტურა.

არსებობს უამრავი ფორუმი და ვებ-რესურსი, რომელიც ვორდპრესის საიტის დამაზდებას უფრო მარტივს ხდის.

ამიტომაც, მრავალწლიანი სანდო მუშაობა განაპირობებს ერთ-ერთი ძირითად მიზეზს ვორდპრესის პოპულარობისა.

2.ვორდპრესი შესაძლებლობები უსაზღვროა

ვორდპრესზე შესაძლებელია კოდის გადაკეთება და ისეთი ვებ საიტის დამზადება, როგორიც თქვენ გსურთ. გარდა ამისა, მზა ფუნქციები და დიზაინი საშუალებას გაძლევთ უფრო მარტივად შექმნათ რთული საიტები.

მნიშვნელოვანია პლაგინების როლიც, რომლებიც სხვადასხვა ფუნქციას ამატებენ საიტს.

მუდმივი განახლებები კი ახალი ტენდენციებისადმი საიტის მისადაგების შესაძლებლობას იძლევა.

3.Wordpress ყველასთვისაა შექმნილი

ვორდპრესის გამოყენება ყველას შეუძლია, ამისთვის სულაც არ არის აუცილებელი პროგრამული ენის ცოდნა. თქვენ შესაძლებლობა გაქვთ შექმნათ შედარებით მარტივი საიტები, ისე, რომ არ გამოიყენოთ პროგრამისტის დახმარება.

ამისათვის მნიშვნელოვანია შესაბამისი ცოდნის მიღება, როგორც Youtube-ის, ისე სხვა ინტერნეტ რესურსების საშუალებით.

4.დაბალი ღირებულება – მაღალი ხარისხი

WordPress-ის მეშვეობით თქვენ ღებულობთ მაღალი ხაირისხის ვებ-საიტს, დაბალი ღირებულებით. გარდა ამისა, ვორდპრესის მართვა ბევრად უფრო იაფი ჯდება ვიდრე სხვა მზა ძრავების ან ხელით დაწერილი საიტების შემთხვევაში.

როგორ შევქმნათ საიტი?

ეფექტური ვებ საიტის დამზადების უნიკალური რეცეპტი არ არსებობს, თუმცა არსებობს გარკვეული საკითხები, რომელთა ცოდნაც დაგეხმარებათ გასცეთ პასუხის შეკითხვას – როგორ შევქმნათ საიტი?

გვსურს ყურადღება გავამახვილოთ სწორედ ისეთ საკითხებზე, რომლებსაც განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ, კორპორატიული ვებ საიტის დამზადებისა და ექსპუალატაციის პერიოდში.

აღნიშნული საკითხი მით უფრო საინტერესო იქნება კომპანიათა მენეჯერებისთვის, რომელთა ზედამხედველობის ქვეშაა ვებ საიტის დამზადებისა და მართვასთან დაკავშირებული საკითხები.

მაშასადამე, წარმოგიდგენთ ხუთ რჩევას, რომელთა გათვალისწინებაც, თქვენი ვებ საიტის ეფექტურობას განაპირობებს:

1.საიტის სისწრაფე

არაფერი იმაზე ნეგატიურად არ მოქმედებს ვებ საიტის ეფექტურობაზე, ვიდრე ნელი გვერდები – ლოდინი როდის ჩაიტვირთება ცალკეული გვერდი. ამიტომაც უნდა უზრუნველყოთ ვებ საიტის გვერდების უსწრაფესად ჩატვირთვა.

როგორც კვლევებით დგინდება, მომხმარებელთა დაახლოებით ნახევარი, გვერდების ჩატვირთვას 2 წამზე ნაკლებ დროში ელოდება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი საიტს ტოვებენ, თუ გვერდის ჩატვირთვა არ მოხდა 3 წამში მაინც.

იმ მომხმარებელთა 79%, რომელიც არ არის კმაყოფილი ვებ-გვერდის სიჩქარით ამბობს, რომ იგივე საიტზე არ დაბრუნება რაიმეს საყიდლად, ხოლო 44% ამბობს, რომ მეგობრებს და ნაცნობებს შეატყობინებენ საიტით უკმაყოფილობის შესახებ.

ამდენად, რაც უფრო სწრაფი იქნება თქვენი საიტი, მით უფრო დიდი ხანი დარჩება მომხმარებელი მასზე, ხოლო ნელი ვებ-საიტი, რაც არ უნდა მაგარი კონტენტი იყოს შიგნით, განაპირობებს მომხმარებლის გაღიზიანებას და ისინი მალე დატოვებენ მას.

2.პირველადი შეხება მომხმარებელთან

ვიზიტორთა პირველადი შეხება თქვენს ვებ-საიტთან მათთვის სასარგებლო უნდა იყოს, ანუ მათ რამდენიმე წამში უნდა იგრძნონ, რომ საიტისგან გარკვეულ სარგებელს მიიღებენ.

ამისათვის აუცილებელია კარგად შესწავლილი გყავდეთ თქვენ მომხმარებელი და მისი სურვილები წინასწარ იცოდეთ: რას ეძებს, რა უნდა, რა მიზნით შემოდის საიტზე.

3.ვებ საიტის ნავიგაცია მარტივი უნდა იყოს

თუ მომხმარებელი რამდენიმე წამში უმარტივესად ვერ შეძლებს იმის ნახვას რაც სურს (საკონტაქტო მონაცემები, სერვისი და ა.შ.), იგი აუცილებლად დატოვებს თქვენ საიტს და უკან აღარ დაბრუნდება.

ამდენად თქვენი ვებ საიტის გვერდების ნავიგაცია უნდა იყოს მარტივი, ლოგიკური და სტანდარტიზებული.

4.ფოტოების ოპტიმიზაცია

როგორც უკვე აღინიშნა ვებ საიტის გვერდები სწრაფად უნდა იტვირთებოდეს, ამის შემაფერხებელი ერთ-ერთი ელემენტია დიდი მოცულობის სურათები, რომლებიც ნელა იტვირთება.

მეორე მხრივ კარგი ხარისხის სურათების არსებობა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ვებ გვერდების სისწრაფე.

ამიტომაც, აუცილებელია სურათების ოპტიმიზაცია და დამუშავება, მათი მოცულობის შესამცირებლად, ისე, რომ არ დაიკარგოს მათი ხარისხი. მხოლოდ ამის შემდეგ უნდა მოხდეს მათი ატვირთვა თქვენს ვებ-საიტზე.

 5.სწორი ფერების გამოყენება

ფერები უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობენ ვებ საიტისთვის, მათ დიდი ემოციური მნიშვნელობა აქვთ (კონტექსტი) ადამიანებისთვის.

მცდარი ფერის გამოყენებამ შესაძლოა ნეგატიურ შედეგამდე მიგიყვანოთ. ფერებს ფსიქოლოგიური და ემოციური დატვირთვა, აქვთ ამიტომაც ძალიან ფრთხილად შეარჩიეთ ისინი, მოერიდეთ მკვეთრად მუქ ან ღია ფერებს, ასევე ჭრელ ფერთა გამას.

6.გრამატიკული შეცდომები და მართლწერა

გრამატიკულ შეცდომებს ჭკვიანი ადამიანები ნაკლებად აქცევენ ყურადღებას, მათთვის მთავარი ხარისხიანი კონტენტია.

თუმცა ადამიანთა უმრავლესობამ შესაძლოა გენიალური ფრაზებისა და საინტერესო იდეების უკან მხოლოდ გრამატიკული შეცდომები აღმოაჩინონ.

როგორც კვლევები გვეუბნებიან, ადამიანთა დიდი ნაწილი არ არის ტოლერანტული გრამატიკული შეცდომებისა და მართლწერის ნორმების დაუცველობის მიმართ.

ამდენად, გრამატიკული შეცდომები, შეუსაბამო სიტყვები და გაუგებარი წინადადებები განაპირობებს მომხმარებლის აზრს, რომ თქვენი მომსახურებაც ზუსტად ისეთივეა, როგორც კონტენტი, რაც ნეგატიურ ზეგავლენას მოახდენს, არა მხოლოდ გაყიდვებზე, არამედ მთლიანად ორგანიზაციის ცნობადობაზე.

7.საინტერესო ლინკები და რეკლამები

მომხმარებელს ყოველთვის უნდა ჰქონდეს გაცნობიერებული თქვენ საიტზე არსბეული ლინკებიდან სად გადადის. ამისათვის აუცილებელია ლინკის გამოყოფა და ზოგადი მითითება მისი შინაარსის შესახებ.

გარდა ამისა, ლინკი გამოყოფილი უნდა იყოს, მაგალითად შეცვალეთ მისი ფერი ან/და გაამუქეთ ლინკი. ამასთან, მნიშვნელოვანია ყველა ლინკი სტანდარტიზებულად იყოს გამოყოფილი, საიტის ყველა გვერდზე.

ვებ-სივრცე წალეკა ინტერნეტ რეკლამებმა, ადამიანთა დიდი ნაწილი წუხდება ამ ტენდენციით, ამდენად, რაც უფრო ნაკლები რეკლამებია თქვენ ვებ-საიტზე მით უფრო მიმზიდველია იგი მომხმარებლისთვის.

8.ჯანსაღი ლინკები

შესაძლოა ლინკი ჩანდეს საინტერესო და მომხმარებლები გადავიდნენ მასზე, თუმცა მეორე საკითხია, რამდენად გამართულია, ლინკი.

მომხმარებელი, რომელიც დაინტერსებულია და ელის საინტერესო გვერდზე გადასვლას, თუ ლინკის გაუმართავის გამო ვერ მიაღწევს საწადელს და ეს გამეორდება არაერთხელ, იგი იმედგაცრუებული დარჩება თქვენ ვებ საიტით.

გარდა ამისა, აღნიშნულზე რეაგირებენ საძიებო სისტემებიც, მაგ: გუგლი ნეგატიურ ფაქტორად ასახავს არაჯანსაღი ლინკების მქონე ვებ საიტებს.

ამდენად, მნიშვნელოვანია გამოიყენოთ HTML validator-ი და ლინკების შემოწმებელი პროგრამა, რათა შემოწმდეს ძველი და ცუდად მომუშავე ლინკები.

9.Ⴑაკონტაქტო ინფორმაციის არ ქონა

არაფერია იმაზე გამაღიზიანებელი, როცა მომხმარებელს სურს დაკავშირება და ვერ პოულობს საკონტაქტო ინფორმაციას, ან პოულობს მას, თუმცა იგი იმდენად არასრულია, რომ აჩენს პრობლემებს, მაგ: მომხმარებლს სურს სწრაფი კავშირი, თუმცა მითითებულია მხოლოდ Email მისამართი.

რაც შეიძლება მეტი საკონტაქტო ინფორმაცია და მრავალფეროვანი, ქმნის ნდობას, მათ იციან, რომ პრობლემის შემთხვევაში შეუძლიათ დაგიკავშირდნენ, რომ ვებ საიტის უკან რეალური ადამიანები არიან.

გაითვალისწინეთ ზემოთ აღნიშნული რჩევები და შექმენით ეფექტური ვებ საიტი, არ მისცეთ თქვენს კონკურენტებს უპირატესობა.

რჩევები ვებ საიტის გაპიარებასთან დაკავშირებით

ვებ საიტი არის თქვენი ყველაზე მთავარი მარკეტინგული ხელსაწყო. თუ თქვენ არ გაქვთ ეფექტური ვებ საიტი, თქვენ არ გაქვთ ეფექტური მარკეტინგი, რომელიც ბიზნეს საქმიანობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია.

წარმოგიდგენთ იმ საკითხებს, რომლებიც უნდა გაითვალისწინოთ, სანამ დაიწყებთ ვებ საიტის დამზადებას ან ძველი ვებ საიტის გარდაქმნას.

1.სწორი მიზნების დასახვა

სანამ ვებ საიტის დამზადებას დაიწყებთ, უნდა დასახოთ მთავარი მიზანი, გაეცით პასუხი კითხვაზე „რისთვის გინდათ ვებ საიტი“?

გაყიდვების ზრდისთვის, ბრენდის ცნობადობის გაზრდისათვის, კლიენტების ინფორმირებისათვის და სხვა.

საიტის ზოგადი მიზნიდან გამომდინარე, უნდა განსაზღვროთ ამ მიზნის მისაღწევი ეფექტური ნაბიჯები.

მაგალითად,თუ საიტიდან გსურთ გაყიდვების განხორციელება, უნდა არსებობდეს, შესაბამისი გადახდის, დაჯავშნის და სხვა ფუნქციები.

თუ ბრენდის პოპულარიზაცია გსურთ, უნდა არსებობდეს უნიკალური დიზაინი, ბლოგის წარმოებისთვის საჭირო აუცილებელი ფუნქციები, სოციალური მედიის ღილაკები და ა.შ.

2.SEO და კონტენტ მარკეტინგი

შესაძლოა კარგი ვებ საიტი შექმნათ, უნიკალური დიზაინითა და ფუნქციებით, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ამ საიტზე მომხმარებელთა მოზიდვაა.

აღნიშნულის განხორციელება თქვენ შეგიძლიათ გარკვეული დანახარჯებით (Facebook რეკლამა, Google რეკლამა და ა.შ.), თუმცა არსებობს უფასო და უფრო ეფექტური საშუალებებიც.

მაგ: საძიებო სისტემებიდან მოსული მომხმარებელი.

იმისათვის, რომ საძიებო სისტემიდან მოიზიდოთ მომხმარებელი აუცილებელია თქვენმა ვებ-საიტმა ძიების დროს უმაღლეს შედეგები აჩვენოს.

ამისთვის კი ორი მნიშვნელოვანი ელემენტი უნდა გაითვალისწინოთ და განახორციელოთ, ეს არის SEO და კონტენტ მარკეტინგი.

SEO-ს მეშვეობით თქვენ ააშენებთ ციფრულ გზას თქვენ ვებ საიტამდე, ხოლო კონტენტ მარკეტინგი იქნება ამ გზაზე მომხმარებლის მოზიდვის საშუალება.

საძიებო სისტემის ოპტიმიზაცია (SEO) საშუალებას იძლევა საიტი ტექნიკურად ისე იყოს გაკეთებული, რომ რაც შეიძლება მეტი მომხმარებლის მოზიდვა იქნეს შესაძლებელი, ხოლო მათი მოზიდვის მთავარი მექანიზმია ეფექტური კონტენტის ქონა, რომელიც ჯერ მოხიბლავს თავად Google-ს და სხვა საძიებო სისტემებს და შემდგომ თავად მომხმარებელს.

ამდენად, თქვენ არ უნდა დააყენოთ საკითხი ასე: SEO ჯობია თუ კონტენტ მარკეტინგი, არამედ ორივე ამ ელემენტის განხორციელება დადებითად აისახება თქვენი ვებ საიტის ფუნქციონირებაზე.

3.მობილური სტრატეგია

მობილური ძიების პროცენტულობა ყოველდღიურად იზრდება. ამიტომაც აუცილებელია თქვენ ვებ საიტი აყვეს აღნიშნულ ტენდენციას და მობილური ძიებისათვის თავსებადი იყოს.

აღსანიშნავია, რომ 2015 წლიდან გუგლის საძიებო სისტემა ნეგატიურად რეაგირებს ისეთ ვებ გვერდებზე, რომლებიც არ არიან თავსებადი მობილურ ტელეფონებთან.

გარდა ამისა, თუ თქვენი ვებ საიტის მიზნებიდან გამომდინარე, მოსალოდნელია, რომ მომხმარებელთა დიდი ნაწილი მობილური ტელეფონით ეწვევა თქვენ ვებ გვერდს, კარგი იქნება თუ ინვესტიციას მოახდენთ თქვენ ვებ საიტის მობილური ვერსიის შექმნაში.

დაკავშირებული სტატია: რას ნიშნავს mobile-friendly ვებ საიტი?

4.შეხედეთ თქვენ კონკურენტებს

სანამ ვებ საიტს დაამზადებთ შეხედეთ  თქვენს კონკურენტებს, შეისწავლეთ მათი ვებ გვერდი და საქმიანობა. დაგვერწმუნეთ, რომ ძალიან ბევრ საინტერესოს აღმოაჩენთ მათ ვებ გვერდზე, როგორც დადებითს, ისე უარყოფითს.

დადებითს დანერგავთ თქვენს ვებ საიტზე, ხოლო უარყოფითს გაითვალისწინებთ.

contentmanagement-e13244000121585.შექმენით უნიკალური კონტენტი

ზემოთ აღვნიშნეთ, თუ რაოდენ დიდ როლს თამშობს კონტენტ მარკეტინგი თანამედროვე ვებ საიტების ფუნქციონირებაში. ამავდროულად კონტენტს სხვა ფუნქციებიც აქვს.

მაგ: თუ გსურთ პროდუქტის გაყიდვა ვებ საიტის მეშვეობით, საჭიროა თითოეული მომსახურების შესახებ ამომწურავი ინფორმაციის განთავსება საიტზე.

ჩვენი გამოცდილებიდან შეიძლება ითქვას, რომ კლიენტებს ხშირად ეზარებათ ასეთი ინფორმაციის დაწერა.

ისინი ან სხვის კონტენტს აკოპირებენ ან ძალიან ლაკონურები არიან, რაც ნეგატიური შედეგის მომტანია.

რაც უფრო კარგია კონტენტი გექნებათ, მით უფრო შედეგიანი იქნება თქვენ ვებ-საიტი.

ჩვენი რჩევა იქნება დაიწყოთ კონტენტის შექმნა იქამდე, სანამ ვებ საიტის დამზადებას დაიწყებთ. აღნიშნული მოგცემთ საშუალებას დაზოგოთ რამდენიმე კვირა და უფრო მალე გაუშვათ ახალი ვებ საიტი.

6.ენდეთ თქვენს დიზაინერს

თქვენ უკვეთავთ ვებ საიტის დიზაინს პროფესიონალს, რომელმაც იცის თქვენზე უკეთ, რა და როგორ უნდა გააკეთოს, ასე არ არის?

ნუ იქნებით ჯიუტი და ნუ ჩაერევით ვებ გვერდის დიზაინის თითოეულ ელემენტის გაკეთებაში. აცალეთ პროფესიონალს მისი საქმის კეთება და მიიღეთ საუკეთესო შედეგები.

ჩვენი გამოცდილებიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ საიტის დიზაინი უფრო ეფექტური გამოდის სწორედ მაშინ, როდესაც შემკვეთი ნაკლებად ერევე მის შექმნაში.

7.სოციალური მედია

ვებ საიტზე მომხმარებლების მოზიდვის ეფექტური საშალებაა სოციალური მედია საშუალებები, ისეთი, როგორიცაა Facebook, Twitter, Instagram და ა.შ. 

სოციალური მედიაზე თქვენი კონტენტის განსათავასებლად აუცილებელია ვებ საიტზე არსებობდეს ეფექტური საშუალებები, რომლის მეშვეობითაც თქვენ შეძლებთ საკუთარი კონტენტის ინტეგრირებას სოციალურ მედია საშუალებებში.

ვებ საიტის დამზადების შესახებ უფრო მეტი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით, როგორც ელექტრონული ფოსტის, ისე ტელეფონის საშუალებით, კომპანია BLH – ის თანამშრომლები გაგიწევენ სრულ კონსულტაციას, როგორც ვებ საიტის შექმნის, ასევე მისი ეფექტური ფუნქციონირების შესახებ.

დამატებითი სერვისები:

  • საიტის მართვა;
  • ვებ საიტის ადმინისტრირების შესახებ ტრეინინგების ჩატარება;
  • საიტის აუდიტი – არსებული საიტის აუდიტი, მისი ეფექტიანობის შეფასება და ხარვეზების გამოვლენა;
  • SEO ოპტიმიზაცია;

დამატებითი სერვისების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ დაგვიკავშირდეთ.

 ნომერი თა1