Skip to content
    • 555 97 47 17
BLHBLH
  • მთავარი
  • მომსახურება
    • მარკეტინგული მომსახურება
    • იურიდიული მომსახურება
    • კომპიუტერული მომსახურება
  • პორტფოლიო
  • კლიენტები
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ქართული
  • English
ბლოგი, მარკეტინგული მომსახურება, მომსახურებები

სოციალური მედია მარკეტინგი

02
ივნ

სოციალური მედიასოციალური მედია მარკეტინგი

სოციალური მედია მარკეტინგი ისეთივე მნიშვნელოვანია თანამედროვე ქართული ბიზნესისთვის, როგორც 20 წლის წინ სატელევიზიო რეკლამა და ქუჩის ბანერები.

სოციალური მედიის გვერდების აქტიურად და პროფესიონალურად მართვა, მნიშვნელოვანია მომხმარებელთან კომუნიკაციის დასამყარებლად და შესანარჩუნებლად.

სწორი სოციალური მედია კამპანიები არსებულ კლიენტებსა და პოტენციურ მომხმარებლებს შეუქმნის შესაძლებლობას, მიიღონ თქვენგან ყოველდღიური ინფორმაცია, უკეთესად გაგიცნონ და უფრო თამამად მიიღონ გადაწყვეტილება თქვენი პროდუქტის შეძენისას.

გაეცანით ასევე: ციფრული მარკეტინგი ბიზნესისთვის 

სოციალური მედია მარკეტინგისოციალური მედია ბიზნესისთვის

სოც მედია ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალება, რომლითაც ხორციელდება პოტენციური მომხმარებლის მოზიდვა, მოხიბვლა და შემდგომ კლიენტად ქცევა.

აღნიშნულის მისაღწევად გამოიყენება სხვადასხვა სოც. მედია პლატფორმები, ფსიქოლოგიური ხერხები და თანამედროვე ტექნოლოგიური მიღწევები.

განვითარებული სახელმწიფოთა ბაზარზე, კომპანიათა 92% მიიჩნევს სოციალურ მედიას უმნიშვნელოვანეს ელემენტად მათი ბიზნეს საქმიანობისთვის, გამომდინარე იმ შედეგიდან, რომელიც მის ეფექტიან გამოყენებას მოაქვს.

სოციალური მედია მარკეტინგი სწრაფად განვითარებადი სფეროა. მისი განვითარება ხდება ყოველდღიურად.

აღნიშნული პროცესი დიდი გამოწვევაა, არა მხოლოდ მარკეტერებისთვის, არამედ ნებისმიერი ბიზნესისთვის, რომელსაც სურს საკუთარი კომპანიის განვითარება, მეტი გაყიდვებისა და მოგების მიღება.

კომპანია BLH-ის გუნდის წევრებს უდიდესი გამოცდილება გააჩნიათ სოციალური მედია მარკეტინგის მიმართულებით. ჩვენ ვემსახურებით კლიენტებს ისეთი სფეროებიდან, როგორიცაა: ავიაცია, მშენებლობა, ტურიზმი, IT, განათლება, მასმედია და ა.შ.  (იხ. ჩვენი კლიენტები).

ჩვენი მომსახურება ეყდნობა ორ პრინციპს: მისაღები ფასი და მაღალი ხარისხი.

დაგვიკავშირდით, როგორც ელექტრონული ფოსტის (info@blh.ge), ისე ტელეფონის საშუალებით, კომპანიის თანამშრომლები გაგიწევენ სრულ კონსულტაციას სოციალური მედია მარკეტინგის შესახებ.

რას მოიცავს ჩვენი სოციალური მედიის მომსახურება?

  • სოც მედია მომსახურებაბიზნესის შესწავლა – პირველ ეტაპზე ჩვენ შევისწავლით თქვენს ბიზნეს ინდუსტრიას და მომხმარებელს. შემდეგ განვსაზღვრავთ, სად და როგორ არის თქვენი სოციალური მედიის აქტივობის განხორციელების ეფექტიანი შესაძლებლობა, რის შემდეგაც განვსაზღვრავთ მიზნებს, სასურველი შედეგის მისაღებად.
  • მიზნობრივი მომხმარებელი განვსაზღვრავთ მიზნობრივ მომხმარებლებს, რათა ინფორმაცია მივაწვდინოთ სწორედ იმათ, ვისაც აინტერესებს.
  • გვერდის შექმნა & ვიზუალური და ტექნიკური ოპტიმიზაცია ვქმნით ბრენდირებულ სოციალური მედიის გვერდს, რომელიც შეესაბამება კომპანიის შინაარსსა და შეხედულებებს.
  • სარეკლამო კონტენტის შედგენა ორგანიზებულად ვაქვეყნებთ კრეატიულ და საინტერესო პოსტებს, რათა მომხმარებელი მუდმივ კავშირში იმყოფებოდეს თქვენს ბრენდთან.
  • სარეკლამო კამპანიების მართვა – ყოველდღიურ რეჟიმში ხორციელდება მიმდინარე სარეკლამო კამპანიების მართვა, მონიტორინგი და კორექტირება.
  • რეპორტინგი – ჩვენ ვახორციეელბთ სოციალურ ქსელში განხორციელებული აქტივობების მონიტორინგს და მოგაწვდით შესაბამის სტატისტიკას. მიღებული მონაცემებით შეგეძლებათ განსაზღვროთ სოციალური აქტივობების ეფექტურობა და გაანალიზოთ მიღებული შედეგი.

გაეცანით ასევე:

კომპანიის ლოგოს შექმნა 

საიტების შექმნა WordPress-ზე

ფეისბუქ რეკლამა ბიზნესისთვის

 

მსგავსი სტატიები

  • სოციალური მედია მარკეტინგი - [ვაკანსია]
    სოციალური მედია მარკეტინგი - [ვაკანსია]
  • ციფრული მარკეტინგი & დიჯითალ მარკეტინგი 2023 წელს
    ციფრული მარკეტინგი & დიჯითალ მარკეტინგი…
  • სოციალური ქსელის მართვა
    სოციალური ქსელის მართვა

BLH • Business & Legal Hub

მსგავსი პოსტები

  • სოციალური მედია მარკეტინგი - [ვაკანსია]
    სოციალური მედია მარკეტინგი - [ვაკანსია]
  • ციფრული მარკეტინგი & დიჯითალ მარკეტინგი 2023 წელს
    ციფრული მარკეტინგი & დიჯითალ მარკეტინგი…
  • სოციალური ქსელის მართვა
    სოციალური ქსელის მართვა
  • სოციალური მედიის მართვა & მენეჯმენტი 2023 წელს
    სოციალური მედიის მართვა & მენეჯმენტი…
  • სოციალური კაპიტალი
    სოციალური კაპიტალი
  •  სოციალური მედიის კურსები
     სოციალური მედიის კურსები
  • რა არის SMS მარკეტინგი?
    რა არის SMS მარკეტინგი?
  • კონტენტ მარკეტინგი თქვენი ბიზნესისთვის
    კონტენტ მარკეტინგი თქვენი ბიზნესისთვის

Copyright 2019 © BLH

  • მთავარი
  • მომსახურება
    • მარკეტინგული მომსახურება
    • იურიდიული მომსახურება
    • კომპიუტერული მომსახურება
  • პორტფოლიო
  • კლიენტები
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ქართული
  • English
  • კარიერა
  • ბლოგი
  • ფორუმი