ციფრული მარკეტინგი & დიჯითალ მარკეტინგი 2024 წელს

რა არის ციფრული მარკეტინგი?

ციფრული მარკეტინგიხშირად შეგხვდებოდათ ტერმინები „ციფრული მარკეტინგი“ & “დიჯითალ მარკეტინგი”, რომელთა მნიშვნელობის გარკვეული ელემენტების ამოცნობა, მათი დასახელებიდანაც არის შესაძლებელი, თუმცა სრული არსი მაინც ბუნდოვანია.

წინამდებარე სტატია ეხება სწორედ იმის გარკვევას, თუ რას წარმოადგენს ციფრული  მარკეტინგი, რა როლი უკავია მას თანამედროვე ქართული ბიზნესისთვის.

ციფრული მარკეტინგი არის ტერმინი, რომელიც მოიცავს ისეთ მარკეტინგულ საქმიანობას, რომლის მიზანია ინტერნეტის და თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიების მეშვეობთ მომხმარებლების მოზიდვა, მოხიბვლა, მათი კლიენტებად ქცევა.

რა სფეროებისგან შედგება ციფრული მარკეტინგი?

ციფრული მარკეტინგი მოიცავს სხვადასხვა მიდგომებს (სფეროებს), როგორიცაა კონტენტ მარკეტინგი, Email & SMS მარკეტინგი, ვიდეო მარკეტინგი, რეპუტაციის მენეჯმენტის მარკეტინგი, SEO ოპტიმიზაცია, სოციალური მედია და ონლაინ რეკლამები და სხვა.

მიუხედავად ციფრული მარკეტინგის ასეთი ფართო განმარტებისა, მისი არსის გაგება მაინც ბუნდოვანია, ამიტომაც გთავაზობთ ციფრული მარკეტინგის ჩვენებურ განმარტებას, თუ რა არის ციფრული მარკეტინგი:

“ციფრული მარკეტინგი არის ნებისმიერი მარკეტინგული საქმიანობა, რომელიც თანამედროვე ტექნოლოგიური ინოვაციების საშუალებებით არის განხორციელებული.”

ყველაზე ეფექტური ციფრული მარკეტინგის პლატფორმები საქართველოში:

1.სოციალური მედია

ფეისბუქი, ინსტაგრამი, ლინქედინი, პინტერესტი, ახლა უკვე ტიკტოკი, ეს არის ის ძირითადი პლატფორმები, რომლებსაც აქტიურად იყენებს ქართული მოსახლეობა, შესაბამისად ეს არის შესაძლებლობა ბიზნესისთვის, განახორციელონ ეფექტური მარკეტინგული აქტივობები ამ პლატფორმებზე.

ფეისბუქ მარკეტინგი შეუცვლელი და ყველაზე ეფექტური პლატფორმაა საქართველოში, თუმცა ინსტაგრამსა და ტიკტოკზე არსებული აქტივობის ზრდა ასევე შესამჩნევია, განსაკუთრებით 2020-2022 წლიდან.

2. Google-ის საძიებო სისტემა

არანაკლებ ბევრ სარეკლამო შესაძლებლობებს იძლევა გუგლის საძიებო სისტემა, რომელზეც ხორციელდება ქართული ინტერნეტ ძიების 89%.

გუგლში პიარი შესაძლებელია, როგორც რეკლამის გაშვებით საძიებო სისტემაში, ასევე საიტის სეო ოპტიმიზაციის გზით.

3.Email მარკეტინგი

იმეილ მარკეტინგი გახლავთ ერთ-ერთი პირველი ციფრული რეკლამირების პლატფორმა, მსოფლიოში პირველი სარეკლამო მეილი 1978 წელს იქნა გაგზავნილი, ამის შემდგომ ბევრი ახალი ტექნოლოგია გამოჩნდა & განვითარდა, თუმცა სარეკლამო მეილების გამოყენება კვლავ რჩება საკმაოდ მძლავრ საშუალებად განახორციელოთ სარეკლამო აქტივობა, მინიმალური დანახარჯით.

გაეცანით ჩვენ სტატიას Email მარკეტინგის შესახებ.

4. ვიდეო რეკლამა

ციფრული მარკეტინგის ერთ-ერთი ძლიერი ხელსაწყოა ვიდეო რგოლები, მათი გამოყენება შესაძლებელია თითქმის ყველა პლატფორმაზე, მრავალჯერადად.

ვიდეო რეკლამა შესაძლოა იყოს ანიმაციური, შედგებოდეს რეალური კადრებისგან ან მოიცავდეს, როგორც ანიმაციურ ელემენტებს, ასევე რეალურ კადრებს.

ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ვიდეო რეკლამის პლატფორმა ქართული ბიზნესისთვის არის Youtube-ში რეკლამა

დიჯითალ მარკეტინგი

ციფრული მარკეტინგის პაკეტები

კომპანია BLH-მა მომხმარებელთა მოთხოვნილებების შესწავლის შედეგად დასახა მომსახურების კონკრეტული ჭრილი: მაღალი ხარისხი – მისაწვდომი ფასები, სწორედ ამ პრინციპებზე დაყდნობით ვემსახურებით ქართულ და უცხოურ ბიზნესებს 2014 წლიდან.

ციფრული მარკეტინგი მნიშვნელოვან როლს თამაშობს განვითარებული ქვეყნების ბიზნეს საქმიანობაში, იგი წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ საშუალებას კლიენტების მოზიდვის თვალსაზრისით.

ჩვენი გუნდი გთავაზობთ სხვადასხვა დონის ციფრული მარკეტინგის პაკეტებს, რომლებიც შეიძლება მოერგოს ნებისმიერი ბიუჯეტისა და მოთხოვნების მქონე ბიზნეს საქმიანობას.თქვენი კომპანიის საქმიანობისა და სპეციფიკის გათვლისწინებით, შესაძლებელია ინდივიდუალური პაკეტების შემოთავაზება.

საბაზისო
-
Facebook გვერდის მართვა (3 პოსტი კვირაში)
რეკლამა Facebook-ში (5 სარეკლამო კამპანია თვეში)
Google Adwords რეკლამის მართვა (საძიებო სისტემა)
ვებ გვერდის ტექნიკური უზრუნველყოფა
პრემიუმი
-
Facebook გვერდის მართვა (5 პოსტი კვირაში)
რეკლამა Facebook-ში (ულიმიტო სარეკლამო კამპანია)
Google Adwords რეკლამის მართვა (საძიებო სისტემა + Display Network)
ვებ გვერდის ტექნიკური უზრუნველყოფა
ვებ გვერდის კონტენტ მენეჯმენტი
Google Analytics რეპორტინგი
Email მარკეტინგი
VIP
-
სოციალური მედიის მართვა (Facebook, Instagram, Twitter, Pinterest..)
რეკლამა Facebook-ში +Instagram (ულიმიტო სარეკლამო კამპანია)
Google Adwords რეკლამის მართვა (საძიებო სისტემა + Display Network)
ვებ გვერდის ტექნიკური უზრუნველყოფა
ვებ გვერდის კონტენტ მენეჯმენტი
Google Analytics რეპორტინგი
Email მარკეტინგი
პიარ ღონისძიებების განხორციელება

 

მარკეტინგის აუთსორსინგიციფრული მარკეტინგის აუთსორსინგის უპირატესობა

ციფრული მარკეტინგის აუთსორსინგი თანამედროვე ბიზნესის მძლავრი იარაღია.

ბიზნესი არის პროცესი, რომელიც მუდმივად ვითარდება, მისი განუყოფელი ნაწილია მარკეტინგი, რომელიც ბიზნესთან ერთად განიცდის ცვლილებას.

ციფრული მარკეტინგი წარმოადგენს ბოლო სიტყვას მარკეტინგის განვითარების ეტაპზე, იგი მოიცავს თანამედროვე ტექნოლოგიური მიდგომებისა და ძველი მარკეტინგული პრინციპების ერთობლიობას, მისი მიზანია: კლიენტების მოზიდვა, ბიზნესის ცნობადობის გაზრდა, ბრენდის შექმნა,გაყიდვების ზრდა, უფრო მეტი მოგების მიღება და ა.შ.

საქართველოში ციფრული მარკეტინგი არ არის ისეთი განვითარებული, როგორც სხვა ქვეყნებში, ამის სხვადასხვა მიზეზი არსებობს: ინფორმაციის არ ქონა, უნდობლობა და ა.შ.

რაც შეეხება ციფრული მარკეტინგის აუთსორსინგს, ჩვენი გამოცდილებიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ პოტენციური კლიენტების უმრავლესობა ყოყმანობს, დაიქირაოს ციფრული მარკეტინგის სააგენტო, თუ ხომ არ ჯობია კადრის დაქირავება, რომელიც შეითავსებს მარკეტინგული საქმიანობის განხორციელებას, ან ხომ არ ჯობია სხვა დასაქმებულებზე ამ საქმიანობის დელეგირება. ზოგიერთს არ სჯერა შედეგის, ბევრი ძველ მეთოდებს ვერ სცილდება.

გთავაზობთ იმ საკითხების ჩამონათვალს, რომელიც დაგეხმარებათ გადაწყვეტილების მიღებაში:

ციფრული მარკეტინგის აუთსორსინგი

1.ცოდნა და მომსახურების ხარისხი

ძალიან ძლიერი კადრის აყვანის შემთხვევაშიც, მას ბევრი რამ უბრალოდ არ ეცოდინება, აღნიშნული შესაძლოა მალევე შეამჩნიოთ ან დიდი ხნის განმავლობაში ვერ მიხვდეთ.

ვიღაც შეიძლება ძლიერი იყოს გრაფიკულ დიზაინში, ძალიან ეფექტურად მართავდეს სოციალურ მედიას და ინტერნეტ რეკლამას, თუმცა წარმოდგენა არ ჰქონდეს ვებ გვერდის ფუნქციონირებაზე, მის ტექნიკურ და შინაარსობრივ მართვაზე, მობილური აპლიკაციების შექმნასა და მართვაზე, გუგლის საძიებო სისტემაზე, SEO-ს ოპტიმიზაციაზე და ა.შ.

შედარებისთვის, როდესაც სარგებლობთ ჩვენი მომსახურებით, თქვენ ღებულობთ მომსახურებას, რომელიც მოიცავს, არა მხოლოდ ციფრული მარკეტინგის სრულ სპექტრს, არამედ მასთან ორგანულად დაკავშირებულ სხვა მომსახურებებსაც.

თქვენ მოგემსახურებათ, არა მხოლოდ ერთი პიროვნება, არამედ მთლიანი გუნდი, რომელიც შედგება სოციალური მედიის სპეციალისტების, ვებ პროგრამისტების და ანალიტიკოსებისგან.

ჩვენ გუნდს დიდი გამოცდილება აქვს სხვადასხვა ბიზნესის მომსახურებაში, ისეთ სფეროებში, როგორიცაა: ავიაცია, მშენებლობა, გადაზიდვები, IT, ტურიზმი, ფინანსური სექტორი, განათლება და სხვა. (იხ. ჩვენი კლიენტების გვერდი).

2.ეფექტური ინვესტიცია 

ციფრული მარკეტინგი მართალია ძალზედ ეფექტურია, თუმცა მეორე მხრივ, მისი წარმოება არ ჯდება იაფი.

საკუთარი კადრის დაქირავების დროს, ერთი შეხედვით ბიზნესი აკეთებეს ეკონომიას, თუმცა რეალურად ასეთ შემთხვევაში, თქვენი ხარჯები იზრდება.

პროფესიონალი კადრის აყვანა არ დაგიჯდებათ იაფი, ამასთან თქვენ მოგიწევთ ხელზე ასაღები ხელფასის გარდა, წყაროსთან საშემოსავლო გადასახადის დაკავება, რაც 25%-ით აძვირებს თქვენს ხარჯებს.

ამასთან, თქვენ შრომით ურთიერთობაში ხართ დასაქმებულთან, მასთან ურთიერთობის შეწყვეტა დაკავშირებულია ბევრ სამართლებრივ პრობლემასთან, შედარებისთვის ჩვენი მომსახურების მიღებისას, თქვენ შეგიძლიათ მომსახურების შეწყვეტა ბევრად მარტივად. გარდა ამისა თქვენ არ მოგიწევთ ისეთ საკითხებზე ფიქრი, როგორიცაა  მაგალითად შვებულება.

შესაძლოა გადაწყვიტოთ ნაკლები გამოცდილების მქონე კადრის დაქირავება, ციფრული მარკეტინგის განსახორციელებლად, ასეთ შემთხვევაში, თქვენ ერთი მხრივ ნაკლებ ხელფასს გადაუხდით მას, თუმცა მეორე მხრივ გაიზრდება მისი საქმიანობის დანახარჯებიც. თქვენ მოგიწევთ ცალკე ბიუჯეტის გამოყოფა, რომელიც მიმართული იქნება დაქირავებულისთვის ახალი ტენდენციებისა და ინოვაციების ათვისების უზრუნველსაყოფად. ჩვენ წინასწარ ვსაზღვრავთ ასეთ ხარჯებს, ამიტომაც თქვენ მოულოდნელი და ზედმეტი ხარჯი არ შეგაწუხებთ.

ამდენად, ახალი კადრის აყვანის ნაცვლად, ჩვენი მომსახურების მიღების შემთხვევაში თქვენ დაზოგავთ ისეთ რესურსებს, როგორიცაა ყოველთვიური ხელფასი, ოფისის ადგილი, გადამზადების/განვითარების ხარჯები, საჭირო პროგრამული უზრუნველყოფის ხარჯები და სხვა გაუთვალისწინებელი ხარჯი, რაც შეიძლება საჭირო იყოს ეფექტიანი ციფრული მარკეტინგის განსახორციელებლად.

თქვენ იხეირებთ ფიქსირებული ფასებით, გექნებათ შესაძლებლობა წინასწარ განსაზღვროთ თუ რამდენის ინვესტირება უნდა მოახდინოთ თქვენი ციფრული მარკეტინგის განვითარებისთვის.

3.მოტივაციის ნაკლებობა

შესაძლოა კარგი კადრი აიყვანოთ იაფად, თუმცა იაფი კადრის აყვანა დაკავშირებულია მისი მხრიდან მოტივაციის ნაკლებობასთან. მას არ აქვს სურვილი მთელი გული და სული ჩადოს სამუშაოში. იგი სულ იმაზე ფიქრობს, როგორ იშოვოს სხვა უფრო კარგი სამუშაო. მისი კარიერული მიზნები თქვენს კომპანიაში ან ძალიან მწირეა ან სულ არ არსებობს, რაც განაპირობებს უხარისხო მომსახურების გაწევას.

ყველა ადამიანს ჭირდება მოტივაცაის, სამუშაოს ეფექტიანად შესრულებისთვის, ასეთი მოტივაციის საუკეთესო მაგალითი მატერიალური მოტივაცია, რომლის არ არსებობის შემთხვევაში ძნელია ეფექტიან შედეგების მიღება.

4.დროის ეკონომია

ფულთან ერთად უმნიშვნელოვანესი რესურსია დრო, რომელიც თავისი ბუნებით შეუვსებელი რესურსია, მხოლოდ 24 საათი დღე-ღამეში. ციფრული მარკეტინგის აუთსორსინგის შემთხვევაში თქვენ გამოანთავისუფლებათ მნიშვნელოვან სააათებს, აღარ მოგიწევთ ფიქრი მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვაზე, რეკლამების ეფექტიანობაზე, სოციალური მედიის განვითარების კონტროლზე, e-mail მარკეტინგზე და ა.შ.

ყოველთვიურად თქვენ მიიღებთ შედეგების შესახებ რეპორტს, დამუშავებული და მარტივად აღქმადი დოკუმენტის სახით, ხოლო თქვენი ყურადღების ფოკუსირება მოხდება უშუალო საქმიანობაზე. ამდენად, თქვენ შეძლებთ, დროის მართვასა და ფულის ინვესტირებას ეფექტიანად დასახული მიზნის მისაღწევად.

ეძებთ ციფრული მარკეტინგის მენეჯერს?

ციფრული მარკეტინგის კომპანია BLH-ის დიდი გამოცდილება აქვს ციფრული მარკეტინგის მომსახურებაში, ჩვენ ვემსახურებით კლიენტებს ისეთი სფეროებიდან, როგორიცაა: ავიაცია, მშენებლობა, ტურიზმი, IT, განათლება, მასმედია და ა.შ.  (იხ. ჩვენი კლიენტები).

ჩვენ მიერ განხორციელებულია უამრავი პროექტი: მათ შორის, ნებისმიერი სირთულის ვებ საიტისა და მობილური აპლიკაციის დამზადება, სხვადასხვა კომპანიის სოციალური მედიის მართვა, E-mail მარკეტინგი, ბრენდინგი და სხვა.

ჩვენი მომსხურება ეყდნობა ორ პრინციპს: მისაღები ფასი და მაღალი ხარისხი.

დაგვიკავშირდით, როგორც ელექტრონული ფოსტის (info@blh.ge), ისე ტელეფონის (555 97 47 17) საშუალებით, კომპანიის თანამშრომლები გაგიწევენ სრულ კონსულტაციას ციფრული მარკეტინგის შესახებ.

გაეცანით ასევე – პრაქტიკული კურსები ციფრულ მარკეტინგში