ციფრული რეკლამა საქართველოში – რა უნდა ვიცოდეთ?

ციფრული რეკლამა საქართველოში – რა უნდა ვიცოდეთ?

ციფრული რეკლამა, იგივე ინტერნეტ რეკლამა საკმაოდ პოპულარულია მსოფლიოს მასშტაბით. იგი საშუალებას იძლევა მაქსიმალურად ეფექტურად მოხდეს კავშირის დამყარება ბიზნესა და მის მომხმარებელს შორის.

გამონაკლისი არც საქართველოა, სადაც ციფრული რეკლამა მნიშვნელოვან ადგილს იკავებს ნებისმიერი კომპანიის საქმიანობისთვის.

ამ სტატიაში განვიხილავთ ციფრული რეკლამის იმ პლატფორმებს, რომლებიც ყველაზე პოპულარულია საქართველოში.

რეკლამა ფეისბუკზე

ფეისბუკის მართვა მნიშვნელოვანია ნებისმიერ ბიზნესისთვის, რადგან ფეისბუკის ეფექტური მართვა და რეკლამირება განაპირობებს კლიენტების რაოდენობის ზრდასა და მეტი გაყიდვების უზრუნველყოფას.

ონლაინ მარკეტინგის ერთ-ერთი წამყვანი პლატფორმა საქართველოში სწორედ ფეისბუქია.

ფეისბუქი განსაკუთრებით ეფექტურია პროდუქციის/მომსახურების გაყიდვის თვალსაზრისით.

რეკლამა ინსტაგრამზე

ინსტაგრამზე რეკლამა ძალიან ეფექტურია საქართველოში, რადგან ჩვენ ქვეყანაში ინსტაგრამის პოპულარობა ყოველდღიურად იზრდება, მათ შორის 16-30 წლის ახალგაზრდებს შორის.

გუგლში რეკლამირება

გუგლი ყველაზე პოპულარული საძიებო სისტემაა მთელ მსოფლიოში, მათ შორის საქართველოშიც.

ეს არის ადგილი, სადაც ქართველი მომხმარებელი ეძებს ყველანაირ ინფორმაციას, მათ შორის სხვადასხვა მომსახურებასა და პროდუქციას.

შესაბამისად ბიზნესისთვის იდეალური ადგილი, საკუთარი მომსახურება/პროდუქცია წარუდგინოს მომხმარებელს.

აღნიშნულის ყველაზე უფრო სწრაფად განხორციელება კი გუგლში რეკლამირების მეშვეობით არის შესაძლებელი.

მსგავსი სტატიები:

ციფრული მარკეტინგი სამშენებლო ბიზნესში

 

საიტების დამზადება ბიზნესისთვის