ბიზნესის წარმატების სტრატეგია და ციფრული მარკეტინგი

digital-marketing-icons-collection_23-2147501682ბიზნესის წარმატების სტრატეგია და ციფრული მარკეტინგი

დღევანდელი დღისთვის, ციფრული მარკეტინგი გახდა ყველაზე ეფექტური საშუალება, როგორც ბრენდირების განსახორციელებლად, ისე კლიენტების მოსაზიდად.

ციფრული მარკეტინგის მეშვეობით ბევრად მაღალი შედეგის მიღწევა არის შესაძლებელი, ნაკლები ფინანსებით, ვიდრე ნებისმიერი სხვა ტიპის მარკეტინგის გამოყენებით.

მაგ: ტელევიზიაში საშუალო ხანგრძლივობის ვიდეო რგოლის გაშვება თუ ღირს 10.000 ლარი და მას ნახულობს 200-300 ათასი ადამიანი, აღნიშნული თანხით შესაძლებელია 2-4 მილიონმა ადამიანმა ნახოს იგივე ვიდეო რგოლი ციფრული მარკეტინგის მეშვეობით.

სოციალური მედია – ციფრული მარკეტინგის ერთ-ერთი მთავარი ელემენტი

ქართველ მომხმარებელთა 70-85%-ს აქვს მოლოდინი, რომ თქვენს ბიზნესს გააჩნია ფეისბუქ გვერდი, მათგან 30% კი, მხოლოდ იმის შემდგომ იყიდის თქვენგან პროდუქტს, როდესაც დაათვალიერებს, თქვენს ფეისბუქ გვერდს.

ფეისბუქი საქართველოში ყველაზე გავრცელებული სოციალური მედია პლატფორმაა, თუმცა აღსანიშნავია, რომ სხვადასხვა ქვეყნის და სეგმენტის მომხმარებლისთვის, სხვადასხვა სოციალური მედია პლატფორმაა პოპულარული.

მაგ: ახალგაზრდები უფრო მეტად ეტანებიან ინსტაგრამს, იაპონელების საყვარელი სოციალური მედიაა ტვიტერი, რუსების ოდნოკლასნიკები, VK და ა.შ.

ამდენად, სოციალური მედია უმნიშვნელოვანესია თქვენი ბიზნესის განვითარებისთვის, როდესაც სოციალური მედიით ურთიერთობთ მომხმარებელთან, თქვენ ფაქტობრივად მათი ცხოვრების ნაწილი ხდებით, მათი ყოველდღიურობა.

ხალხის შეფასებები სოციალურ მედიაში

სოციალური მედია საშუალებას აძლევს დაინტერესებულ მომხმარებელს, გაეცნოს უკვე არსებული კლიენტების შეფასებები, რაც თქვენი პროდუქტის შეძენის შესახებ გადაწყვეტილების ერთ-ერთი მთავარი განმაპირობებელი ელემენტია.

კვლევებით დადგინდა, რომ პოზიტიურ შეფასებებს თქვენი ბიზნესის მოგების 10%-ით ზრდა შეუძლიათ, ხოლო ნეგატიურ შეფასებებს 20%-იანი შემცირება.

მნიშვნელოვანია ნეგატიურ შეფასებას პროფესიონალურად უპასუხოთ, გახსოვდეთ, რომ ნეგატიური შეფასება შესაძლოა პოზიტიურად აქციოს თქვენმა სწორმა პასუხმა.

ეფექტური მარკეტინგი

შესაძლოა ყველაზე მაგარი პროდუქტი გქონდეთ მსოფლიოში, თუმცა თუ თქვენი მარკეტინგი არ არის ეფექტური, კლიენტების მოზიდვა ძალიან გაგიჭირდებათ.

პირველი, რაც უნდა გააკეთოთ – ეფექტური ვებ საიტის დამზადება , რომელიც მოიცავს ამომწურავ ინფორმაციას თქვენი და თქვენი პროდუქტის შესახებ. გახსოვდეთ, რომ მნიშვნელოვანია თქვენი საიტი მობილურ მოწყობილობებთან თავსებადი იყოს.

გაყიდვების სტრატეგიის საფუძვლები

გაყიდვების სტრატეგიის გარეშე, თქვენი კლიენტების შეძენის პროცესი ქაოტური იქნება, ამიტომაც თქვენ გჭირდებათ გაყიდვები სტრატეგიის სწორედ განსაზღვრა, კლიენტების ეფექტურად მოსაზიდად.

თუ თქვენი გაყიდვების სტრატეგია მოიცავს შემდეგ ელემენტებს, თქვენ წარმატებისკენ სწორედ მიდიხართ:

  • განსაზღვრეთ პოტენციური კლიენტების მიერ პროდუქტის ყიდვის მეთოდი;
  • გაყიდვების სტრატეგია ჩამოყალიბეთ მომხმარებლის თვალთახედვიდან გამომდინარე და არა გამყიდველის;
  • გაყიდვების პროცესი უნდა იყოს მარტივი;
  • მოახდინეთ კორექტირება, პრაქტიკისა და კლიენტების ქცევის მიხედვით.

ლოიალობის პროგრამები

  • ზოგადად ახალი კლიენტის შეძენა 5-ჯერ უფრო ძვირი უჯდება ბიზნესს, ვიდრე ძველი კლიენტის შენარჩუნება, ამიტომაც მნიშვნელოვანია არსებულ კლიენტების შენარჩულებაზე მუშაობა;
  • ამის საუკეთესო საშუალება, კარგი მომსახურების გარდა, ლოიალობის პროგრამების დანერგვაა, მათ შორის ისეთის, რომელიც მომხამრებელს უბიძგებს მეტი ჩართულობისკენ.