ვიდეო მარკეტინგი
კომპანია BLH გთავაზობთ სრულ ვიდეო მარკეტინგის მომსახურებას.
რას გულისხმობს ვიდეო მარკეტინგი?
ვიდეო მარკეტინგი არის სხვადასხვა მარკეტინგული და ტექნიკური ელემენტებისგან შემდგარი ინოვაციური მომსახურება, რომლის მთავარი ელემენტია ვიდეო რგოლის დამზადება.
ვიდეო მარკეტინგის ეტაპებია:
- მარკეტინგული გეგმის შედგენა;
- ვიდეო რგოლის დამზადება;
- ინტერნეტ რეკლამირების განხორციელება (Facebook, Youtube და სხვა ტიპის პლატფორმებზე);
- შედეგების რეპორტინგი და ანალიზი;
ამდენად, ვიდეო მარკეტინგი გულისხმობს არა მხოლოდ ცალკეული ვიდეო რგოლისა თუ ანიმაციის დამზადებას, არამედ იგი მოიცავს იდეას და მთლიან სტრატეგიას, რომელიც გამიზნულია მოახდინოს ამ იდეის რეალიზაცია.
რა უპირატესობები გააჩნია ვიდეო მარკეტინგს?
ვიდეო მარკეტინგი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და სწრაფად განვითარებადი სფეროა ინტერნეტ რეკლამირების სივრცეში.
ინტერნერტ გიგანტები დიდ ინვესტიციებს დებენ ვიდეო სივრცის გასავითარებლად.ამის მიზეზი მომხმარებელთა ქცევა და ბოლო დროინდელი სტატისტიკაა, კერძდ Syndacast-ის მონაცემებით ინტერნეტ მიმოსვლის 74 პროცენტი ვიდეო წყაროებიდან ხორციელდება.
Facebook და ვიდეო მარკეტინგი
წინა წლის მონაცემებით, ფეისბუქში ვიდეო რგოლების დღიური ნახვები გაორმაგდა – 4 მილიარდიდან მიაღწია 8 მილიარდს. აღნიშნული ნათლად მიუთითებს ვიდეო რეკლამირების დიდ პოტენციალზე, რადგან ფეისბუქის მომხმარებელი ვიდეო რგოლებს უფრო პოზიტიურად აღიქვამს, ვიდრე უბრალო პოსტებს.
გარდა ამისა, ჩვენი გამოცდილებიდან გამომდინარე, შეგვიძლია ცალსახად ვთქვათ, რომ ვიდეო რეკლამირება უფრო იაფი ჯდება ფეისბუქში, ვიდრე უბრალო პოსტების რეკრალმირება.
SEO და ვიდეო მარკეტინგი
ვიდეო რგოლებს პირდაპირი გავლენა აქვთ საძიებო სისტემათა ალგორითმებზე, კერძოდ საიტის გვერდი, რომელშიც განსაზღვრულია ვიდეო, უფრო კარგ შედეგებს აჩვენებს საძიებო სისტემეში, ვიდრე იგივე გვერდი ვიდეოს გარეშე.
აღნიშნულის ძირითადი მიზეზია ის, რომ გუგლი დიდ ყურადღებას ანიჭებს ვიდეო სივრცის განვითარებას, არ დაგვავიწყდეს, რომ Youtube სწორედ გუგლის საკუთრებაა და უკვე მერამდენე წელია Google-ი ცდილობს განავითაროს ვიდეო სივრცე და მისცეს მას უფრო მეტი მნიშვნელობა საძიებო სისტემებში.
ადამიანების ბუნება
ინფორმაციული გადატვირთულობის ვითარებაში, ადამიანებს ურჩევნიათ პასიური მდგომარეობიდან, ვიდეოს ყურებით მიიღონ ინფორმაცია, ვიდრე წაიკითხონ სხვადასხვა ტექსტური მასალა.
გარდა ამისა, ადამიანებისთვის ვიდეო კონტენტი უფრო სანდო და მისაღებია, ვიდრე უბრალო ტექსტი.
განვიხილოთ ვიდეო მარკეტინგის თითოეული ეტაპი უფრო დეტალურად:
მარკეტინგული გეგმის შედგენა
ვიდეო მარკეტინგის ეფექტურად წარმოებისთვის მნიშვნელოვანია კარგი მარკეტინგული გეგმის შედგენა, რადგან იგი არის მთლიანი შემდგომი პროცესის სახელმძღვანელო პრინციპების კრებული, რომელშიც განსაზღვრულია ვიდეო მარკეტინგის ყველა ღონისძიება და სასურველი შედეგები.
ვიდეო რგოლის დამზადება
ვიდეო რგოლის დამზადების ეტაპზე ხდება ხორციელდება ვიდეო რგოლის ცალკეული ელემენტების შექმნა: დიზაინის დამზადება, ტექსტების შექმნა, ვიდეო რგოლის აწყობა და ა.შ.
ამ პროცესში ერთი მხრივ ვხელმძღვანელობთ მარკეტინგულ გეგმაში განსაზღვრული დებულებებით, ამავდროულად მნიშვნელოვანია შემკვეთის ჩართულობის მაღალი ხარისხი.
ინტერნეტ რეკლამირების განხორციელება
ვიდეო რგოლის დამზადების შემდგომ ვიწყებთ არჩეული ინტერნეტ რეკლამირების მიხედვით სარეკლამო კამპანიების განხორციელებას.
შემკვეთის მიერ განსაზღვრული მიზნების გათვალისწინებით უნდა შეირჩეს ის ინტერნეტ რეკლამირების პლატფორმა, რომლის მეშვეობით ჩვენ შევძლებთ ამ მიზნების ყველაზე უფრო ეფექტურად მიღწევას – ნაკლები დანახარჯით მეტი შედეგის მიღებას.
შედეგების რეპორტინგი და ანალიზი
სარეკლამო კამპანიების განხორციელების დაწყების მომენტიდან სამი კვირის მანძილზე მოხდება პირველად შედეგების ანალიზი და შესაბამისი დასკვნების გაკეთება, არსებული სარეკლამო კამპანიების ეფექტურობის შესახებ.
მიღებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდება სარეკლამო კამპანიის კორექტირება უფრო მეტი ეფექტურობის მისაღწევად.
ვიდეო მარკეტინგის შედეგები
ჩვენ გთავაზობთ მაღალი ხარისხის ვიდეო რგოლების დამზადებას, რომლებიც გათვლილი იქნება იმ მიზნის მისაღწევად, რაც თქვენ წინაშე დგას:
- მეტი მომხმარებლების მოზიდვა,
- ცნობადობის გაზრდა,
- პროდუქტის ან მომსახურების გაპიარება და სხვა.
გსურთ ვიდეო მარკეტინგის მომსახურების მიღება?
დაგვიკავშირდით ნებისმიერ დროს, ჩვენ გუნდი მზად არის გაგიწიოთ დეტალური კონსულტაცია ვიდეო მარკეტინგის შესახებ და მოგემსახუროთ უმაღლესი ხარისხით.