თხილის ფასი 2024 წელს

თხილის ფასი 2024 წელს

თხილის ფასითხილის ფასი განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს ქართველ ფერმერებსა და ექსპორტიორებს შორის, ამიტომაც ამ სტატიაში მოკლედ განვიხილავთ ამ საკითხს.

თხილის ფასი მსოფლიოში 2022 წელს

2022 წლის თებერვალში, თურქეთში თხილის საბითუმო ფასი 71,98%-ით დაეცა – 1 კგ. თხილის ფასი 0,65 აშშ დოლარით იყო შეფასებული, რაც წინა წელთან შედარებით ბევრად დაბალია.

2022 წლის მარტში, თხილისა და ჩირის საერთაშორისო საბჭოს თანახმად, გლობალური მოსავლის წარმოება შეადგენდა 1,76 მილიონ ტონა თხილს, რაც გასულ წელთან შედარებით 8%-ით მეტი იყო. ამ მონაცემებით თურქეთი კვლავ აგრძელებს თხილის ყველაზე მნიშვნელოვანი მწარმოებელი ქვეყნის ტიტულის შენარჩუნებას და ექსპორტის მხრივ, რეკორდულ მაჩვენებელს ელის. თუმცა არსებობს ვარაუდი, რომ ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ნულამდე დაცემულმა ტემპერატურამ შეიძლება გამოიწვიოს მოსავლის დაზიანება.

პარალელურად იზრდება რეგიონული კონკურენცია კავკასიაში. ზედიზედ რამდენიმე წელია აზერბაიჯანი აქტიურად ზრდის თხილის წარმოებას, რომლის თითქმის ნახევარი ევროკავშირში გადის. მოსალოდნელია, რომ 2022 წლის სეზონზე აზერბაიჯანში ახალი საწარმოო ხაზი ამოქმედდება, რაც მის თხილის ბაზარს გადააქცევს უმაღლესი ხარისხის პროდუქციის წყაროდ.

აშშ- ში 64,500 მტ. მოსავლის წარმოებას ელიან, რაც წინა წელთან შედარებით 14%-ით მეტი იქნება. გასულ წელს, ორეგონის შტატი გამორჩეული იყო თხილის მოსავლის ხარისხით და წელსაც იგივეს ვარაუდობენ.

თხილის ფასი საქართველოში

2022 წელს, ქართული თხილის სავარაუდო ფასის დიაპაზონი ერთ კილოგრამზე 14.80 ლარიდან (5,12 $) – 13.18 (4,57 $) ლარამდე მერყეობს. ერთ ტონაზე საშუალო ფასი ბათუმსა და თბილისში 14 783,95 ლარია (5124,42 $).

ამავდროულად, თხილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელის, ლევან ქარდავას განცხადებით, დღეის მდგომარეობით, თხილის ფასი 4-5 ლარამდე (1,4-1,7 დოლარი) დაეცა და უახლოეს მომავალში ფასის ზრდას არ ელიან, თუმცა სეზონის დასასრული ჯერ კიდევ წინაა.

ერთ-ერთ მედია სააგენტოსთან ინტერვიუში ქარდავამ განაცხადა, რომ ფასის დაცემა გამოწვეული იყო ლარის გამყარებით დოლართან და თურქულ ლირასთან მიმართებაში და ევროპასა და რეგიონში მოთხოვნის შემცირების გამო.

2022 წლის თებერვალი-მარტის სეზონზე ქართველ ფერმერებს შეკვეთები არ მიუღიათ. აპრილი-მაისის თვეებში კი ქართულმა გადამამუშავებლებმა კომპანიებმა დაიწყეს თხილის მიღება. სხვადასხვა შეფასებით, ქართველი ფერმერები წინა მოსავლიდან 7 000-დან 12 000 ტონამდე თხილს ინახავენ.

 უფრო მეტი ინფორმაცია, თხილის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ მეთხილე ფერმეთა საზოგადოების ვებ-საიტზე