Google და მარკეტინგი

Sunshine-Coast-SEO

Google და ბიზნესის წარმოება

Google-ის საძიებო სისტემა ბიზნესის წარმოების ერთ-ერთი უძლიერესი საშუალებაა, მისი მეშვეობით პოტენციური კლიენტი ეძებს მისთვის საინტერესო პროდუქტსა და მომსახურეობას. ყველაზე უფრო წარმატებული სწორედ ის კომპანიაა, რომლის ვებ გვერდსაც აქვს ყველაზე მაღალი შედეგები გუგლის საძიებო სისტემაში.

მოცემული სტატიის მიზანია განიხილოს, თუ როგორ უნდა მოიქცეს ბიზნესი Google-ის განვითარების კვალდაკვალ, რათა მისი ვებ გვერდი და შეთავაზებები, გუგლის საძიებო სისტემაში ყოველთვის მაღალ შედეგებს აღწევდნენ.

ჭკვიანი მოწყობილობებისა და სოციალური მედიის განვითარების შედეგად, ადამიანებს არამხოლოდ მეტ ინფორმაცისთან აქვთ წვდომა, არამედ ინტერნეტში ინფორმაციული საცობებია შექმნილი, ასეთ პირობებში ბიზნეს უჭირს თავის პოტენციურ კლიენტთან დაკავშირება. არსებობს ტენდენცია, რომ მხოლოდ ძალიან მაღალი ხარისხის კონტენტმა შეიძლება მიიქციოს მომხმარებლის ყურადღება.

აქედან გამომდინარე, შეიძლება დავასკვნათ, რომ მომავალში Google-ის საძიებო სივრცეში წარმატების მისაღწევად აუცილებელი იქნება ძალიან ხარისხიანი კონტენტის ქონა. ბიზნეს მხოლოდ მაშინ ექნება წვდომა თავის პოტენციურ კლიენტთან, თუ შესთავაზებს მას ყველაზე მომხიბლავ, დროულ, სანდო და სასარგებლო ინფორმაციას.

კომპანია BLH-ის მარკეტინგის სპეციალისტებმა გაანალიზეს არსებული ტენდენციები, რის შედეგადაც წარმოგიდგენთ ოთხ სამომავლო ტენდენციას გუგლის საძიებო სისტემასთან დაკავშირებით.

1.კონტენტის ხარისხის გავლენა Google-ზე

Google-ის საძიებო სისტემის გამოჩენის საწყის პერიოდში, გარკვეული ტაქტიკის გამოყენებით, დიდი ძალისხმევის გარეშე, შესაძლებელი იყო საძიებო სისტემაში მაღალი შედეგების ჩვენება.

თუმცა, კომპანია გუგლის მიერ განხორციელებული ცვლილებების შედეგად, უფრო და უფრო ძნელი ხდება აღნიშნულის მიღწევა არაკეთილსინდისიერი გზებით.

გუგლის მთავარი პრინციპია ხარისხიანი ინფორმაციის მომხმარებლისთვის მიწოდება, აქედან გამომდინარე, საძიებო სისტემის დახვეწა ხორციელდება სწორედ ამ პრინციპის დაცვით, იმ სუბიექტების წინააღმდეგ, რომლებიც ცდილობენ უხარისხო, არასაინტერესო და უსარგებლო ინფორმაციის მეშვეობით დაიკავონ მაღალი ადგილები გუგლის საძიებო სისტემაში.

სწორედ ამ მიზნის მისაღწევად, გუგლმა დანერგა ახალი ალგორითმები, რომლებიც გამიზნულია გარიყოს სუსტი კონტენტის მქონე ვებ გვერდები, რომლებსაც შესაძლოა გუგლმა ასევე დისკვალიფიცირება მისცეს დიდი ხნის ვადით.

ამდენად, თუ ბიზნეს სურს აღნიშნულ ტენდეციას მხარი აუბას და დაიკავოს წამყვანი ადგილები გუგლის საძიებო სისტემაში, მას აუცილებლად მოუწევს იფიქროს ძლიერი კონტენტის შექმნასა და მის ეფექტიან მენეჯმენტზე.

2.„Inbound მეთოდოლოგია, როგორც მომავლის ხედვა

იმის შემდეგ, რაც ბიზნესი მიხვდება, რომ გუგლის მოტყუება არ არის მიზანშეწონილი და შესაბამისად მოძველებული მარკეტინგული ხრიკები აღარ ამართლებს, მის წინაშე წარმოიშობა ორი ალტერნატივა:

  • განავითარონ ძლიერი inbound მარკეტინგი
  • დათმოს კონკურენცია იმ კომპანიების წინაშე, ვინც განახორციელებს ძლიერ inbound მარკეტინგს.

ძველი outbound მარკეტინგული მეთოდებისგან განსხვავებით, რომელიც გულისხმობდა ვებ სივრცეში რეკლამების, e-mail ბაზების და სხვა საშუალებების ყიდვას და გამოყენებას,  inbound მარკეტინგი ფოკუსირებას ახდენს ხარისხიანი კონტენტის შექმნაზე, რაც ბუნებრივი გადარჩევის პრინციპით იზიდავს მომხმარებელს გუგლის საძიებო სისტემის მეშვეობით.

3.E-mail მარკეტინგი წარსულს ჩაბარდება

თუ თქვენი ელ. ფოსტა სავსეა გამაღიზიანებელი სარეკლამო მეილებით, რომლებსაც არც კი ხსნით, მაშინ თქვენ იცით ყველაფერი წარსულს ჩაბარებული e-mail მარკეტინგის შესახებ.

თუ თქვენ თვითონ ახორციელებთ e-mail მარკეტინგს ზემოთ აღნიშნული ფორმით, ჯობია გაჩერდეთ. არამიზნობრივმა e-mail მარკეტინგმა შესაძლოა დააზიანოს თქვენი ბიზნესი გრძელვადიან პერსპეკტივაში.

BLH-ის რჩევა იქნება, e-mail მარკეტინგის ნაცვლად, განახორციელოთ ე.წ. „lead nurturing“ სტრატეგია, რაც გულისხმობს პოტენციურ კლიენტთან სანდო და გრძელვადიანი ურთიერთობის ჩამოყალიბების სტრატეგიის განხორციელებას, ეფექტიანი მარკეტინგული ღონისძიებების განხორციელების გზით.

რას გულისხმობს აღნიშნული?

უნდა შექმნათ თქვენი ბრენდირებული სახე ვებ სივრცეში, რომელიც უზრუნველყოფილი იქნება სანდრო და სასარგებლო ინფორმაციით, რომელიც თავის მხრივ მიმართული იქნება პოტენციურ კლიენტებს შორის ავტორიტეტის ჩამოყალიბებისკენ, რაც საბოლოო ჯამში განაპირობებს თქვენი გაყიდვების ზრდას.

იხ. Inboud მარკეტინგის მეთოდოლოგიური სქემა:

wat-is-inbound-marketing

4.გუგლში წარმატების საფუძველი

გუგლის საძიებო სისტემაში მაღალი შედეგების საჩვენებლად ამოსავალი წერტილი შემდეგი ფაქტორების განვითარებაა:

  • სოციალური ინტერაქცია
  • ვებ გვერდის ინტერაქცია
  • ახალი კონტენტის ხარისხი და სიხშირე

გუგლი მიიჩნევს აღნიშნულ ფაქტორებს ყველაზე უფრო ზუსტ საზომს ვებ გვერდის ნდობის გასაზომად.

დასკვნა: ბევრი რამ შეიცვალა ციფრულ მარკეტინგში ბოლო წლების მანძილზე, განსაკუთრებით გუგლის მიერ წარმოდგენილი ალგორითმების შედეგად. Inbound მარკეტინგი არის ციფრული მარკეტინგის მომავალი, შესაბამისად BLH გირჩევთ დღესვე დაიწყოთ თქვენი ბიზნესის მომავალ წარმატებაზე ზრუნვა და დანერგოთ აღნიშნული მეთოდოლოგიის მარკეტინგული აქტივობა.

კომპანია BLH გთავაზობთ, როგორც inbound მარკეტინგის თანამედროვე სტრატეგიების დანერგვის სერვისს, ასევე ეფექტიან რეკლამას Google-ში, დაგვიკავშირდით.

Email
Phone
Messenger
Messenger
Phone
Email