ბრენდირება
კარგი ბრენდის შექმნა თქვენი ბიზნესის წინსვლის მნიშვნელოვანი წინაპირობაა, ბრენდის შექმნა და მისი ცნობადობის ზრდა რთული და მრავალკომპონენტიანი პროცესია. ბრენდირება საჭიროებს სწორ ხედვას, ეფექტურ სტრატეგიას და მის სრულფასოვან იმპლემენტაციას.
იხ. ჩვენი სტატია: ბრენდირების ხუთი ელემენტი.
კომპანია BLH-ის დიდი გამოცდილება გააჩნია სხვადასხვა ბრენდის შექმნისა და მათი ცნობადობის ზრდის კუთხით. ჩვენ წარმატებით ვემსახურებით სხვადასხვა ბიზნესს, მათ შორის ისეთ სფეროებში, როგორიცაა: ფინანსური სექტორი, ავიაცია, მშენებლობა, ტურიზმი, IT, ლოჯისტიკა, განათლება და სხვა (იხ. ჩვენი კლიენტების გვერდი).
რას გთავაზობთ ჩვენ?
- ახალი ბრენდის შექმნა და პოპულარიზაცია;
- არსებული ბრენდის ცნობადობის გაზრდა;
- ბრენდირების სტრატეგიის შემუშავება;
- ბრენდბუქის შექმნა;
- სახელწოდების/ლოგოს მოფიქრება;
- ციფრული ბრენდირება: ვებ გვერდის დიზაინი, მობილური აპლიკაცია, Facebook აპლიკაცია, სოციალური მედია მარკეტინგი, ტარგეტირებული კონტენტ მარკეტინგი და სხვა.
- სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია.
ლოგოს შექმნა
კარგი დიზაინისა და არსის მქონე ლოგო დიდი მნიშვნელობის მატარებელია თქვენი ბრენდის პოპულარიზაციისთვის. ლოგო უნდა იყოს ექსკლუზიური დიზაინის მქონე, რომელიც ნებისმიერი ადამიანის გონებაში დიდი ხნით აღიბეჭდება. ამავდროულად მნიშვნელოვანია ლოგოს გააჩნდეს ისეთი მნიშვნელობა, რომელიც ერთი მხრივ ასოცირდება კომპანიასთან, რომელსაც იგი წარმოაჩენს და მეორე მხრივ გააჩნია გარკვეული იდუმალება, რაც მოხიბლავს მომხმარებელს. ჩვენთან მუშაობენ პროფესიონალი დიზაინერები და ანალიტიკოსები, რომლებიც შექმნიან ექსკლუზიურ ლოგოს თქვენი ბიზნესისთვის.
სახელწოდების მოფიქრება
ბრენდის სახელწოდების მოფიქრება საინტერესო და მარტივი საქმე ჩანს, თუმცა ვისაც გამოცდილება ჰქონია სახელწოდების მოფიქრებასთან დაკავშირებით დაგვეთანხმება, რომ კარგი სახელწოდების მოფიქრება, არც თუ ისე მარტივი საქმეა. ეფექტური სახელწოდების მოფიქრება საჭიროებს უამრავი ფაქტორის გათვალისწინებას, როგორიცაა: სიტყვის მნიშვნელობა, მისი ბრენდირებისთვის ვარგისიანობა, თავისუფალი დომენის არსებობა, სასაქონლო ნიშნად რეგისტრაციის შესაძლებლობა, გამორჩეულობა, პროდუქტის/მომსახურების თავისებურებები, მიზნები და ა.შ.
ჩვენ გუნდს დიდი გამოცდილება გააჩნია ბიზნეს სახელწოდების მოფიქრებაში, ჩვენ ვითვალისწინებთ ყველა აღნიშნულ ფაქტორს და ვქმნით გამორჩეულ სახელწოდებებს თქვენი ბიზნესისთვის.
სასაქონლო ნიშნების რეგისტრაცია
თანამედროვე კონკურენტულ სამყაროში მნიშვნელოვანია უნიკალური ბრენდის შექმნა და ამავდროულად მისი დაცვა, მათ შორის ინტერნეტ სივრცეში. ამის საუკეთესო საშუალებაა სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია. აღსანიშნავია, რომ თქვენი სახელწოდება და ლოგო იქამდე არ იქნება დაცული, სანამ თქვენ არ მოახდენთ მათ რეგისტრაციას.