მობილური აპლიკაციის შექმნა & დამზადება

მობილური აპლიკაციის შექმნა გსურთ ?

აპლიკაციის შექმნამობილური აპლიკაცია სულ უფრო პოპულარული და საჭირო საშუალება ხდება თანამედროვე ბიზნეს საქმიანობისთვის. თუ მობილური აპლიკაციის შექმნა გადაწყვიტეთ, სწორ ადგილას ხართ.

ამ გვერდზე დეტალურად განვიხილავთ მობილური აპლიკაციის დამზადება & განვითარების შესახებ საკითხებს.

 

აპლიკაციის შექმნა

როგორ შევქმნათ მობილური აპლიკაცია?

მობილური აპლიკაცია სულ უფრო პოპულარული და საჭირო საშუალება ხდება თანამედროვე ბიზნესისთვის, ბილ გეითსის ცნობილი გამონათქვამი: „არ ხარ ინტერნეტში, არ ხარ ბიზნესში“ შეიძლება სულ მალე შეიცვალოს გამონათქვამით: „არ გაქვს მობილური აპლიკაცია, არ ხარ ბიზნესში“.

წარმოგიდგენთ მარტივ სქემას, თუ როგორ უნდა შექმნათ ეფექტური მობილური აპლიკაცია:

აპლიკაციის სახელწოდება

უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია სწორი სახელწლოდების მოფიქრება. თუ თქვენი ბიზნესი ბრენდირებულია, აპლიკაციის სახელწოდებაც ბრენდთან უნდა იყოს ასოცირებული, ხოლო თუ თქვენ ბიზნეს არ გააჩნია ბრენდი, მაშინ შეგიძლიათ მოიფიქროთ მიმზიდველი სახელწოდება, რომელიც მიიზავს პოტენციურ მომხმარებელს.

აპლიკაციის მიზანი

აპლიკაციის დამზადებასახელწოდების მოფიქრების შემდგომ უნდა განისაზღვროს აპლიკაციის მიზნები, რა მიზნებს ემსახურება თქვენი მობილური აპლიკაცია?

ასეთი მიზანი შეიძლება იყოს ფულადი ან/და არაფულადი სარგებლის მოპოვება. მაგ: ცნობადობის ამაღლება, ბრენდის პოპულარიზაცია და ა.შ.

აპლიკაციების უმეტესობა შემდეგი მიზნების მიღწევას ემსახურება: (თითოეულის, ან ყველასი ერთად)

  1. მომხმარებლის მონაცემების სანაცვლოდ, აპლიკაცია სთავაზობს მომხმარებელს გარკვეული სარგებლის მიღებას.

მაგ: პირადი მონაცემების (სახელი, გვარი, მეილი) შეყვანაა საჭირო აპლიკაციის გამოსაყენებლად, რომელიც სთავაზობს მომხმარებელს უფასო ინფორმაციას ქვეყნის მაშტაბით საკვები ობიექტების შესახებ. 

  1. მომხმარებლის რაოდენობაზე აქცენტირებული აპლიკაცია, მისი მიზანია კომპანიის ცნობადობის გაზრდა, ამავდროულად აპლიკაციაში რეკლამის განთავსებით შესაძლებელია ფულადი სარგებლის მიღება.
  1. გაყიდვების ზრდა – ასეთი აპლიკაციის მიზანია კომპანიის გაყიდვების ზრდა, კლიენტების მოზიდვა, ანუ ასეთი აპლიკაცია ემსახურება კომერციულ მიზნებს.

იმის შემდეგ, რაც განსაზღვრავთ აპლიკაციის შექმნის მიზნებს, უნდა გადაწყვიტოთ შემდეგი საკითხები:

  • მობილური აპლიკაციის შექმნარა ტიპის აპლიკაცია გჭირდებათ?
  • როგორია  აპლიკაციის ფუნქციონალი?
  • როგორია  აპლიკაციის დიზაინი?
  • რამდენია აპლიკაციის შექმნის ბიუჯეტი?
  • ვინ უნდა შექმნას აპლიკაცია?  (პროგრამისტი, კომპანია და ა.შ.)
  • როგორ უნდა მოხდეს აპლიკაციის წარდგენა ბაზრისთვის?
  • როგორ უნდა მოხდეს აპლიკაციის გაპიარება?
  • უნდა განისაზღვროს აპლიკაციის მართვის, კონტროლის და განვითარების საკითხები
  • რა შედეგებს ელოდებით აპლიკაციისგან?

გსურთ საკუთარი მობილური აპლიკაციის შექმნა?

12367-NO8CIA

კომპანია BLH გთავაზობთ ნებისმიერი სირთულის მობილური აპლიკაციის დამზადება & განვითარებას.

დაგვიკავშირდით,(555 97 47 17) როგორც ელექტრონული ფოსტის, ისე ტელეფონის საშუალებით, ჩვენი კომპანიის თანამშრომლები გაგიწევენ სრულ კონსულტაციას, როგორც მობილური აპლიკაციის შექმნის, ასევე მისი გაპიარების საკითხებში.

ჩვენ გუნდს დიდი გამოცდილება გააჩნია სხვადასხვა სირთულის მობილური აპლიკაციისა და ვებ-საიტის დამზადებასა და მოდერნიზებაში. იხილეთ ჩვენი კლიენტების გვერდი და პორტფოლიო.

აპლიკაციების დამზადება ხორციელდება შემდეგ პლატფორმებზე:

  • Android მობილური აპლიკაციების დამზადება
  • IOS

მობილური აპლიკაციის საშუალებით თქვენი კომპანია შეძლებს:

  • ცნობადობის გაზრდას;
  • კომპანიის ბრენდის პოპულარიზაციას;
  • პოტენციურ კლიენტებთან დაახლოებას;
  • გაყიდვების ზრდას;
  • ფულადი სარგებლის მიღებას.

მობილური აპლიკაციის ღირებულება

მობილური აპლიკაციის შექმნა

რა ღირს მობილური აპლიკაციის დამზადება?

მობილური აპლიკაციის ღირებულება ერთ-ერთი ძირითადი საკითხია მის დამზადების საკითხში.

მნიშვნელოვანია დეტალურად იყოთ გათვიცნობიერებული მობილური აპლიკაციების ფასის ფორმირების თაობაზე, რაც დაგეხმარებათ ისეთი რთული საკითხის გადაჭრაში, როგორიცაა შესაბამისი შემსრულებლის შერჩევა თქვენი აპლიკაციის დამზადებისათვის.

შეკითხვა- “რა ღირს მობილური აპლიკაციის შექმნა?” ძალიან აბსტრაქტული და რთულად გასაცემია.

ეს იგივეა, რომ იკითხოთ „რა ღირს ავტომობილი?“ ავტომობილის ფასი ხომ სხვადასხვა ფაქტორებით განისაზღვრება: მოდელი, კილომეტრაჟი, წლოვანება, მდგომარეობა და ა.შ.

ზუსტად იგივე შეიძლება ითქვას მობილური აპლიკაციების შემთხვევაშიც, ფასები მერყეობს რამდენიმე ათასი ლარიდან, ათი ათასობით ლარამდე.

კონკრეტული ფასი დამოკიდებულია სხვადასხვა ელემენტებზე, როგორიცაა დიზაინი, ფუნქციონალი, ინტეგრაციების რაოდენობა, ოპერაციული სისტემა და სხვა.

სწორედ ამ ფაქტორების სრულყოფილად გათვალისწინება იძლევა საშუალებას განისაზღვროს მობილური აპლიკაციის ზუსტი ფასი.

მოდით განვიხილოთ აღნიშნული ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენს მობილური აპლიკაციის ფასზე, ამავდროულად ვიმსჯელოთ იმაზე, თუ როგორ დავზოგოთ ფინანსები მობილური აპლიკაციის დამზადებისას.

მიზნის სიცხადე

choosing-business-entity-535როდესაც გაქვთ გარკვეული იდეა, მისი რეალობად ქცევისთვის აუცილებელია, რაც შეიძლება კარგად დაამუშავოთ იგი: რა ფუნქციები უნდა გააჩნდეს აპლიკაციას, როგორი უნდა იყოს დიზაინი და სხვა.

მაგალითად, გვყოლია კლიენტები, რომლებსაც გააჩნდათ კარგი იდეები, თუმცა მათ არ ჰქონიათ გაცნობიერებული ამ იდეის ტექნიკური მხარე, ფინანსები და ვადები.

ასეთი საკითხების მიმართ სრული სიცხადის გარეშე, პროექტის დაწყება განაპირობებს უარყოფით შედეგებს, როგორც დამკვეთისთვის, ისე შემსრულებლისთვისაც, ამიტომაც პროექტსა და ფასზე შეთანხმებამდე, მნიშვნელოვანია ღრმად შესწავლილ იქნეს ყველა ის დეტალი, რაც უნდა ახასიათებდეს აპლიკაციას.

ვინ უნდა დაამზადოს აპლიკაცია?

რა თქმა უნდა პროფესიონალებმა, შეისწავლეთ ბაზარი, დაუკავშირდით ყველა არსებულ კომპანიას, გაეცანით მათ გამოცდილებას, ფასებსა და პირობებს. მხოლოდ ამის შემდეგ მიიღეთ გადაწყვეტილება, თუ ვინ უნდა დაამზადოს თქვენი აპლიკაცია.

მცირე რჩევები:

company-profile_istock_000014377944smallპროექტის მენეჯერი– განსაკუთრებულად დაინტერესდით პროექტის მენეჯერის ვინაობით, მისი გამოცდილებით, გაარკვიეთ რამდენად პასუხისმგებლიანი შეიძლება იყოს იგი. მნიშვნელოვანია ასევე კომუნიკაციის უნარი- პროექტის მენეჯერი გაუგებრად არ უნდა საუბრობდეს, ცხადად უნდა შეეძლოს თითოეული ნიუანსის გადმოცემა.

ფასი– „ყველაზე იაფი-ყველაზე კარგი“, ეს პრინციპი არ მოქმედებს ამ ბიზნესში, თუმცა არც ძვირი ფასი ნიშნავს, რომ საუკეთესო ვარიანტს გთავაზობენ. ამდენად მხოლოდ ფასის მიხედვით ძიება მცდარი გადაწყვეტილებაა.

დიზაინერი და პროგრამისტი– აჯობებს, რაც შეიძლება დეტალურად გაესაუბროთ პროგრამისტებს, დაელაპარაკეთ მათ მიერ გაკეთებულ პროექტებზე და მათ ხედვებზე თქვენი აპლიკაციის დამზადების თაობაზე.

დასვით შეკთხვები

ask-questionsსანამ მობილური აპლიკაციის დამზადებას შეუკვეთავთ, დასვით რაც შეიძლება მეტი შეკითხვა:

რა დაჯდება აპლიკაციის შექმნა?

რა შედის აღნიშნულ ფასში და რა არ შედის?

რამდენი დრო დაჭირდება აპლიკაციის დამზადებას?

რა შედის ამ ვადაში და რა არა?

რა პროგრამული ენით იქნება დამზადებული აპლიკაცია?

როგორ და რის ხარჯზე შეიძლება ფასების შემცირება?

როგორია აპლიკაციის დამზადების პროცედურა?

და ა.შ.

რაც უფრო მომზადებული და გააზრებული შეკითხვები გაქვთ, მით უფრო მეტი შედეგი მოაქვთ მათ.

ამავდროულად, არ დასვათ შეკითხვა მხოლოდ იმიტომ, რომ დასვათ, მათ გარკვეული ღირებულება უნდა გააჩნდეს, როგორც თქვენთვის, ისე იმ პირებისთვის ვისაც ამ შეკითხვას უსვამთ.

რჩევა:კარგი იქნება თუ თქვენს შეკითხვებზე პასუხის დაფიქსირება წერილობით მოხდება, რადგან აღნიშნული ბევრად გაამარტივებს ურთიერთობას. ამის ყველაზე ეფექტური ფორმაა მემორანდუმის გაფორმება, რომელიც მხოლოდ ინფორმაციული სახისაა და არ წარმოშობს იურიდიულ ძალას. ამავდროულად, თუ ჯერ არ გყავთ არჩეული შემსრულებელი, საკმაოდ ეფექტურია იმეილის მეშვეობით კომუნიკაცია.

ზოგადი ინფორმაციის დეტალიზაცია

აპლიკაციის გაპიარებაროდესაც უკვე გეცოდინებათ აპლიკაციის მთლიან ფასი, შეეცადეთ, უფრო დეტალურად გაარკვიოთ რომელი ელემენტი რა ჯდება და რატომ: დაგეგმვა, დიზაინი, პროგრამირება, ატვირთვა, ადმინისტრირება, დატესტვა, და ა.შ.

დასვით უფრო კონკრეტული შეკთხვები:

რამდენი ეღირება აპლიკაციის დამზადების დაგეგმვა?

რა ეღირება დიზაინი?

რამდენი ეღირება პროგრამირება?

არის თუ არა რაიმე დამატებითი ან/და ფარული ხარჯი?

და ა.შ.

თუ არ მოგეწონებათ პასუხები ან თუ მათზე პასუხი საერთოდ ვერ მიიღეთ, აჯობებს სხვაგან ეძიოთ მომსახურება.

პროფესიონალი კომპანია აუცილებლად უზრუნველყოფთ თქვენ ყველა საჭირო ინფორმაციით, აპლიკაციის დამზადების თითოეული ეტაპის შესახებ, ისე რომ თქვენ ინფორმაციის მოძიებაზე და კონტროლზე ფიქრით არ დაიღლებით.

ფასის ფორმირების ელემენტები

ხელშეკრულების შედგენის პროცესი

money-habit-richხელშეკრულების შედგენა უმნიშვნელოვანესი ელემენტია, არა იმდენად ფასის ფორმირების კუთხით, არამედ ორივე მხარის ინტერესების დაცვის კუთხით.

სწორედ ხელშეკრულებაში განისაზღვრება რა მოცულობის სამუშაოს გაწევა მოუწევს შემსრულებელს და რა ფასი უნდა გადაუხადოს აღნიშნული მოცულობის სამუშაოში დამკვეთმა.

მობილური აპლიკაციის დამზადების ხელშეკრულება თავისი ბუნებით ნარდობის ხელშეკრულებას წარმოადგენს.

ხელშეკრულებაში მნიშვნელოვანია დეტალურად გაიწეროს მხარეთა ურთიერთობის თითოეული ეტაპი, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანია ტექნიკური დავალების შედგენა, რომელშიც ზუსტად განისაზღვრება დასამზადებელი მობილური აპლიკაციის ყველა ელემენტი.

ტექნიკური დავალება

ზოგადად ტექნიკური დავალების შედგენა ცალკე ფასი ღირს, რაც დამოკიდებულია მობილური აპლიკაციის სირთულეზე.

მარტივი აპლიკაციების შემთხვევაში, ცალკე ფასი არ განისაზღვრება, იგი მოცულია აპლიკაციის მთლიან ღირებულებაში, თუმცა რთული მობილური აპლიკაციების ტექნიკური დავალება შესაძლოა რამდენიმე ათასი ლარიც კი ღირდეს.

ასეთ შემთხვევაში შესაძლებელია პირველ ეტაპზე დაიდოს წინარე ხელშეკრულება, რომლის საგანი იქნება ტექნიკური დავალების შედგენა, რის შემდეგაც დაიდება უკვე ძირითადი ხელშეკრულება მობილური აპლიკაციის დამზადების თაობაზე.

გარდა ამისა, შესაძლებელია ტექნიკური დავალება სხვა პირს დაუკვეთოთ, ხოლო აპლიკაციის შექმნა სხვას.

კარგი ტექნიკური დავალება ბევრად გაამარტივებს მთლიან პროცესს. ტექნიკური დავალების შედგენა მობილური აპლიკაციების დამზადებისთვის, იგივეა, რაც არქიტექტურული და კონსტუქციული პროექტის შედგენა სახლის მშენებლობისთვის.

ამდენად, თუ თქვენი მიზანია მრავალფუნქციური აპლიკაციის დამზადება, ნუ დაზოგავთ ფულს კარგი ტექნიკური დავალების შედგენისათვის, რადგან ამ ეტაპზე მცირე თანხის დაზოგვამ, შესაძლოა დიდი თანხით გაზარალოთ შემდგომ ეტაპებზე.

აპლიკაციის დიზაინი

აპლიკაციის დიზაინი

დიზაინი მობილური აპლიკაციის ერთ-ერთი მთავარი ელემენტია, მისი მნიშვნელობა დამოკიდებულია აპლიკაციის შინაარსზე.

ზოგიერთი აპლიკაციისთვის დიზაინი არის ამოსავალი წერტილი, ხოლო სხვებისთვის დიზაინის მნიშვნელობა შედარებით მცირეა.

ამდენად დიზაინის ღირებულება დგინდება იმის მიხედვით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია კონკრეტული მობილური აპლიკაციისთვის დიზაინი, რა სპეც-ეფექტები უნდა იქნეს გამოყენებული და რამდენად დიდი, მრავალფეროვანი მოცულობის სამუშოს განხორციელება უწევს დიზაინერს.

ჩვენთან აპლიკაციის დიზაინის ღირებულება მერყეობს 1000 ლარიდან, რამდენიმე ათას ლარამდე.

სამუშაოს სირთულის გათვალისწინებით, შესაძლოა რამდენიმე დიზაინერი იყოს ჩართული აპლიკაციის დიზაინის დამზადების პროცესში.

პროგრამისტები

გასაკვირი არ არის, თუ ვიტყვით, რომ რაც არ უნდა კარგად იყოს ორგანიზებული მობილური აპლიკაციის დამზადების პროცესი და რაც არ უნდა კარგი დიზაინის მქონე იყოს აპლიკაცია, მისი ფუნქციური გამართულობისთვის აუცილებელია პროფესიონალი პროგრამისტი.

პროგრამისტების სამუშაოს ღირებულება  დამოკიდებულია სხვადასხვა ობიექტურ და სუბიექტურ ფაქტორებზე.

ობიექტური ფაქტორები – რა გამოცდილების მქონეა პროგრამისტი- რამდენი და რა სირთულის აპლიკაცია აქვს გაკეთებული.

სუბიექტური ფაქტორები – რამდენად აფასებს პროგრამისტი თავის თავს.

პროგრამისტების შეფასების დროს მნიშვნელოვანია ასევე იმის გარკვევა, რომელი ოპერაციული სისტემის აპლიკაციებზე აქვს უფრო მეტი ნამუშევარი პროგრამისტს.

ყველა ამ ფაქტორს გათვალისწინებით განისაზღვრება პროგრამისტის ანაზღაურება,თუმცა როდესაც აპლიკაციის დამზადება ხორციელდება კომპანიის მიერ, აღნიშნული საკითხი ნაკლებად აქტუალურია დამკვეთისთვის.

პრაქტიკაში ხშირია შემთხვევები, როდესაც დამკვეთი ქირაობს მხოლოდ პროგრამისტს და დიდ ყურადღებას არ აქცევს ისეთ მნიშვნელოვან ელემენტებს, როგორიცაა ტექნიკური დავალება, დიზაინი და სხვა, რასაც საბოლოო ჯამში სავალალო შედეგების მომტანი შეიძლება გახდეს.

ინტეგრაციები

ისეთი ინტეგრაციები, როგორიცაა მაგალითად გადახდის სისტემა, ბუქინგი და ა.შ. განსაზღვრავს მობილური აპლიკაციის დამზადების ძირითად სირთულეს.ინტეგრაციების ოდენობა და სირთულე დიდწილად ახდენს გავლენას მობილური აპლიკაციის ღირებულებაზეც.

გარდა იმისა, რომ ინტეგრაციების განხორციელება ერთ-ერთი რთული ელემენტია მობილური აპლიკაციის დამზადებისას, იგი ამავდროულად საჭიროებს მესამე პირებთან კომუნიკაციას და მათთგან შესაბამისი ტექნიკური მახასიათებლების მიღებას.

რაც შესაძლოა დროში გაიწელოს, მესამე პირების დაუდევრობის ან გულგრილობის გამო, ან შესაძლოა მათ არ გააჩნდეთ ინტეგრაციებისათვის აუცილებელი ტექნიკური მონაცემები.

აპლიკაციის ტესტირება

მობილური აპლიკაციის დამზადების ბოლო ეტაპია მისი ტესტირება. უნდა შემოწმდეს, რამდენად თავსებადია აპლიკაცია სხვადასხვა ზომის და ფორმის მობილურებისთვის, რამდენად სწორედ მუშაობს ყველა ფუნქცია და ხომ არ არსებობს რაიმე ხარვეზი.

ტესტირების განხორციელება შესაძლებელია სხვადასხვა პროგრამის მეშვეობით, ასევე პირადად ცალკეული მობილური ტელეფონისა და პლანშეტის გამოყენებით.

აპლიკაციის ატვირთვა

ხშირად მობილური აპლიკაციის ატვირთვის საკითხი არ არის ხოლმე შეთანხმებული, რაც განაპიროებებს გარკვეულ გაუგებრობას.

აპლიკაციის app store-სა და play store-ზე ატვირთვის ეტაპი არანაკლებ მნიშვნელოვანია და საჭიროებს საკმაო ძალისხმევას, განსაკუთრებით IOS-ის აპლიკაციასთან დაკავშირებით.

ამიტომაც, მნიშვნელოვანია, რომ ამ ეტაპის შესახებაც მოხდეს შეთანხმება პროექტის დაწყებისას.

ტექნიკური მხარდაჭერა

მობილურ აპლიკაციას, განსაკუთრებით რთული ფუნქციების მქონეს, მუდმივად სჭირდება ტექნიკური უზრუნველყოფა.

ამავდროულად თუ მობილური აპლიკაციით ხორციელდება ბიზნესი (მაგალითად: ონლაინ შოპის აპლიკაცია), მაშინ აუციელბელია ასევე ბიზნესის ტექნიკური უზრუნველყოფაც.

რა განსხვავებაა ტექნიკურ უზრუნველყოფასა და ბიზნესის ტექნიკურ უზრუნველყოფას შორის?

ტექნიკური უზრუნველყოფა შემოიფარგლება მხოლოდ აპლიკაციის არსებული ფუნქციების სწორედ მუშაობის უზრუნველყოფით, ხოლო ბიზნესის ტექნიკური უზრუნველყოფა მოიცავს ბიზნესის წარმოებისას გამოვლენილი ხარვეზების გამოსწორებას.

მაგ: მომხმარებლის ან/და ოპერატორის მიერ დაშვებული შეცდომების გამოსწორება, გარკვეული მონაცემების ცვლილებები და სხვა.

როგორც წესი ბიზნესის ტექნიკური უზრუნველყოფა გაცილებით მეტი ღირებულების მქონეა, ვიდრე აპლიკაციის ტექნიკური უზრუნველყოფა, ამიტომაც თქვენი საჭიროებებიდან გამომდინარე, წინასწარ განსაზღვრეთ ფინანსები და პროცედურული საკითხები ამ მიმართულებით.

 ვადების გავლენა ფასზე

timelimit-300x130

აპლიკაციის დამზადების ღირებულებაზე არსებით გავლენას ახდენს შემცირებული ვადები, კერძოდ რაც უფრო სწრაფად სურს დამკვეთს აპლიკაციის დამაზდება, მით უფრო იზრდება ვადები.

მაგალითად, თუ აპლიკაციის დამზადების სტანდარტული ვადა განისაზღვრა ორი თვით, ხოლო დამკვეთს სურს აპლიკაციის დამზადება ერთ თვეში, აღნიშნულმა შესაძლოა განაპირობოს აპლიკაციის ღირებულების 50-80%-ით გაძვირება.

ბოლო-ბოლო რა ღირს მობილური აპლიკაციის დამზადება?

აღნიშნულ შეკითხვაზე ამომწურავი პასუხის გაცემა შეუძლებელია, თუმცა შესაძლებელია იმ ძირითადი პრინციპების განსაზღვრა, რაც ახდენს მობილური აპლიკაციის ფასის ფორმირებას, ეს არის სამუშაოს მოცულობა, სირთულე, ვადები,ინტეგრაციების ოდენობა, დიზაინის ელემენტები და სხვა.

კომპანია BLH-ში ერთ ოპერაციულ სისტემაზე აპლიკაციის დამზადების მინიმალური ფასი შეადგენს 4500 ლარს, ხოლო აპლიკაციის დამზადების საშუალო ფასები მერყეობს 10-15 ათასის ფარგლებში.

ამავდროულად აპლიკაციის სირთულის გათვალისწინებით მისი დამზადების ღირებულებამ შესაძლოა 100.000 ლარსაც გადააჭარბოს.

გახსოვდეთ ოქროს წესი: განსაზღვრეთ 20%-ით მეტი თანხა, ვიდრე წინასწარ ელოდებით.

მობილური აპლიკაციის შექმნის წინაპირობები

აპლიკაციის ღირებულებაზე არანაკლებ მნიშვნელოვანი საკითხი – მობილური აპლიკაციის შექმნის წინაპირობები, რამდენად მიზანშეწონილია აპლიკაციის შექმნა?

სანამ მობილური აპლიკაციის შექმნის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებდეთ, უპრიანი იქნებოდა შემდეგი საკითხების განხილვა:

1.რატომ ქმნით მობილურ აპლიკაციას?

მარტივი შეკითხვა ჩანს, თუმცა სწორედ ამ შეკითხვაზე უჭირთ ყველაზე მეტად პასუხის გაცემა იმ პირებს, რომლებსაც კარგად არ აქვთ ჩამოყალიბებული მობილური აპლიკაციის საჭიროება, თავიანთი ბიზნესისთვის.

ჩვენი პრაქტიკიდან გამომდინარე, საკმაოდ ხშირად გვხვდებიან კლიენტები, რომლებსაც არ აქვთ სრულყოფილად ჩამოყალიბებული შესაქმნეილი აპლიკაციის მიზანი, მისი ფუნქციური განსხვავებულობა ვებ-საიტისგან და რაც ყველაზე მთავარია- მისი სარგებელი ბიზნესისთვის.

ამდენად, გირჩევთ უპირველესყოვლისა მკაფიოდ განსაზღვროთ მობილური აპლიკაციის დამზადება თქვენი კომპანიის რომელი მიზნების განხორციელებას შეუწყობს ხელს და რა სარგებელს მოგიტანთ იგი.

თუ ვერ პოულობთ ამ შეკითხვებზე ცალსახა პასუხს, სჯობს არ იჩქაროთ აპლიკაციის დამზადება.

 2.მიზნობრივი ფუნქციონალი

შემსრულებელი ვერ გეტყვით რა ფუნქციები ჭირდება თქვენს მობილურ აპლიკაციას.

აღნიშნული საკითხი თვითონ უნდა განსაზღვროთ, იმ საჭიროებებიდან და მიზნებიდან გამომდინარე, რაც თქვენს წინაშე არსებობს.

დაუსვით საკუთარ თავს შემდეგი სახის შეკითხვები:

  • რა სარგებელს მოუტანს აპლიკაციის კონკრეტული ფუნქცია თქვენს კომპანიასა და მომხმარებლებს,
  • მოუნდებათ თუ არა მომხმარებელს მისი გამოყენება;
  • რამდენად ამართებს აპლიკაციაში ჩასადები ინვესტიცია მის მოსალოდნელ უკუგებას;
  • და ა.შ.

ბუნებრივია, რომ შემსრულებლისთვის სჯობს რაც შეიძლება მეტი და რთული ფუნქციები შეუკვეთოთ,რადგან ამით ისინი მეტ სარგებელს ღებულობენ, ამიტომაც ყურადღებით იყავით, როდესაც დაიწყებთ მათთან კომუნიკაციას, საუკეთესო პარტნიორი არის ის, რომელიც დაინტერესდება თქვენი კომპანიის საჭიროებებით და არ დაგთანხმდებათ ყველა, მათ შორის, არასაჭირო ფუნქციების შექმნაზე, ასევე შემოგთავაზებთ ალტერნატივებს.

3. რატომ მობილური აპლიკაცია?

რატომ გადაწყვიტეთ მაინდამაინც მობილური აპლიკაციის შექმნა, ხომ არ ჯობია ალტერნატივების განხილვაც, უკეთესი ვარიატი ხომ არ იქნებოდა საიტის მობილური ვერსიის შექმნა?

იქნებ ფეისბუქ აპლიკაცია იყოს გამოსავალი? ან თუნდაც უფრო ეფექტური ვებ-საიტის შექმნა, მისთვის ფუნქციების დამატება?

მნიშვნელოვანია ყველა ალტერნატივის განხილვა და იმ ვარიანტის შერჩევა, რომელიც ყველაზე უფრო ეფექტურად დაგეხმარებათ მიზნების მიღწევაში.

მობილური აპლიკაციის გაპიარება

მობილური აპლიკაციის მეშვეობით თქვენ შეგიძლიათ გაზარდოთ თქვენი ბრენდის ცნობადობა და კომუნიკაციის ხარისხი თქვენს პოტენციურ მომხმარებლებთან.

აღნიშნული ორი ელემენტი: ცნობადიბა და ეფექტური კომუნიკაცია უფრო მაღალ საფეხურზე აიყვანს თქვენს ბრენდს.

შედეგად, რაც უფრო მეტად გენდობათ მომხმარებელი, მით უფრო იზრდება ბრენდირებული გაყიდვები.

ყველაზე აქტიურ მომხმარებელთა უმრავლესობაც კი, 5-6 აპლიკაციაზე მეტს არ იყენებს დღის განმავლობაში, ამაზე უფრო ნაკლები ადამიანი იწერს და აყენებს აპლიკაციებს მობილურში.

ამდენად ათასობით ლარის ინვესტიციის შედეგად შექმნილი აპლიკაცია, რაც არ უნდა ლამაზი და ფუნქციური იყოს, თავისით, ერთგვარი მიწოლის გარეშე, ვერ მიაღწევს რაიმე არსებით შედეგს და შესაბამისად ვერ გახდება თქვენი ბრენდის პლაცდარმი მობილურ სივრცეში.

იმისათვის, რომ მომხმარებელთა ყურადღება მიიქციოთ, საჭიროა სწორი სტრატეგიის განსაზღვრა და შემდგომი იმპელმენტაცია.

წარმოგიდგენთ მობილური აპლიკაციის გაპიარების 4 სხვადასხვა სტრატეგიას, რომელთა სწორედ განხორციელება დაგეხმარებათ მობილური აპლიკაციის ცნობადობის გაზრდაში:

1.დაიჭირეთ პოტენციური მომხმარებლის „მობილური მომენტები”:

მობილური მომენტი არის „ის დრო და სივრცე, როდესაც მომხმარებელი იღებს მობილურს და ეძებს, იმას რაც იმ წუთას სასწრაფოდ სჭირდება“. საშუალო აქტივობის მომხმარებელს მინიმუმ 150-200 მობილური მომენტი აქვს დღეში.

მოიფიქრეთ აპლიკაციის ისეთი ფუნქციები, რომლებიც მომხმარებლისთვის შეიძლება იყოს საჭირო და ამავდროულად ეს საჭიროება დაკავშირებული უნდა იყოს თქვენს ბიზნესთანაც.

მაგ: თუ გაქვთ გადამზიდავი კომპანია, შექმენით აპლიკაცია, რომელიც მომხმარებელს დაეხმარება კონტეინერის ადგილმდებარეობის განსაზღვრაში.

თუ გაქვთ ტურისტული კომპანია, შექმენით აპლიკაცია, რომელიც მიაწვდის მომხმარებელს სასარგებლო ინფორმაციას, სხვადასხვა ქვეყნის შესახებ ან საშუალებას მისცემს დაჯავშნოს სასტუმრო/თვითმფინავის ბილეთები.

2.სხვადასხვა ბრენდირებული აპლიკაციების შექმნა

ერთ-ერთი ეფექტური სტრატეგია, მობილური აპლიკაციის გაპიარებისთვის, გულისხმობს ერთი დიდი აპლიკაციის შექმნის ნაცვლად, რამდენიმე პატარა აპლიკაციის შექმნას, რომლებიც ყველა ერთად ერთიან სივრცეს ქმნიან.

ეს აპლიკაციები უნდა იყვნენ დაკავშირებული ერთმანეთთან, საერთო ბრენდით და მიზნებით და ამავდროულად, ისინი თითოეული დამოუკიდებელ ფასეულობას უნდა წარმოადგენდეს.

მაგ: ტურისტული ბიზენსისთვის, ცალკე აპლიკაცია, რომელშიც მოცემულია თქვენი ტურები, ცალკე აპლიკაცია სასტუმროების/ტრანსპორტის დაჯავშნისა და ყიდვის ფუნქციებით და სხვა.

3.სასარგებლო შეტყობინებები

ზოგადად, მობილურში მოულოდნელი შეტყობინებები ყოველთვის ნეგატიურად არის აღქმული მომხმარებლის მიერ, განსაკუთრებით, როდესაც აპლიკაციისგან მიდის შეტყობინება.

ხშირად ასეთი შეტყობინებები ხდება აპლიკაციის მობილურიდან წაშლის საფუძველიც, თუმცა მეორე მხრივ კვლევებით დადგინდა, რომ აპლიკაციის შეტყობინებას პოზიტიური ეფექტიც შეიძლება ჰქონდეს, თუ იგი სწორი სტრატეგიით არის განხორციელებული:

  • გააგზავნეთ მხოლოდ სასარგებლო და საჭირო შეტყობინებები;
  • სიხშირე- არ გახდეთმოუბეზრებელი, არ გააგზავნოთ კვირაში 1-2 შეტყობინებაზე მეტი;
  • შეტყობინებები უნდა იყოს მარტივად აღქმადი;
  • ეფექტურია ფასდაკლებების და აქციების შესახებ შეტყობინებები.

შედეგად: შეტყობინებათა სწორი სტრატეგიის განხორციელებისა და იმპელემტანციის შედეგად, გაიზრდება აპლიკაციის ფუნქციონირების მოცულობა 50%-ით.

4.აპლიკაციის გამორჩეულობა

აპლიკაციათა 25% გამოიყენება მხოლოდ ერთხელ, ამიტომაც მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებლის მიერ თქვენი აპლიკაციის გამოყენება იმდენად ეფექტურად მოხდეს, რომ მას აღარ მოუნდეს სხვა აპლიკაციის მსგავსი გადმოწერა, ამიტომაც თქვენი აპლიკაცია უნდა იყოს გამორჩეულად ეფექტური, რაც სხვადასხვა კრიტერიუმით შეიძლება გაიზომოს:

  • ლაკონური და საინტერესო აღწერილობა;
  • ლამაზი ლოგო და დიზაინი;
  • აპლიკაციის გამოყენების სიმარტივე;
  • სასარგებლო ფუნქციები (მინიმუმ ერთი);

Android აპლიკაციის დამზადება

გსურთ მობილური აპლიკაციის შექმნა?

დაგვიკავშირდით, როგორც ელექტრონული ფოსტის, ისე ტელეფონის საშუალებით, ჩვენი კომპანიის თანამშრომლები გაგიწევენ სრულ კონსულტაციას მობილური აპლიკაციების დამზადებასთან დაკავშირებით.

სხვა სერვისები:

მობილური აპლიკაციის  დამზადების გარდა, კომპანია BLH გთავაზობთ ციფრული მარკეტინგის მომსახურეობების სრულ სპექტრს, რომელთა მეშვეობით თქვენ შეძლებთ მობილური აპლიკაციის გაპიარებას, მართვას და განვითარებას, რაც დაგეხმარებათ თქვენი მობილური აპლიკაციის წინაშე დასახული მიზნების ეფექტურად მიღწევაში.

მობილური აპლიკაციის შეკვეთის შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 20% -იან ფასდაკლებას BLH-ის მარკეტინგული მომსახურების მთელ სპექტრზე.

დაგვიკავშირდით, როგორც ელექტრონული ფოსტის, ისე ტელეფონის საშუალებით, კომპანიის თანამშრომლები გაგიწევენ სრულ კონსულტაციას, როგორც მობილური აპლიკაციების დამზადების, ასევე მათი გაპიარების საკითხებში.

იხილეთ ასევე: 

ვებ საიტის დამზადება 

სოციალური მედიის მართვა ბიზნესისთვის

Email
Phone
Messenger
Messenger
Phone
Email