მობილური აპლიკაციები უძრავი ქონების ბიზნესში

House+In+Handმობილური აპლიკაციები უძრავი ქონების ბიზნესში

თანამედროვე ბიზნესის კეთების ეფექტიანობაზე დიდი გავლენა ინოვაციურ ტექნოლოგიებს გააჩნიათ, მათ შორის მობილურ აპლიკაციებს, რომელთა გამოყენება უფრო ეფექტურს ხდის ბიზნეს საქმიანობას.

აღნიშნული განსაკუთრებით თვალსაჩინოა უძრავი ქონების ბიზნესის შემთხვევაში.

ბოლო კვლევების მიხედვით, განვითარებულ ქვეყნებში ადამიანთა 44%, რომლებიც უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ ინფორმაციას ინტერნეტში ეძებს, ამას აკეთებენ მობილური აპლიკაციების მეშვეობით, ხოლო Google-ის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, განვითარებულ ქვეყნებში, უძრავი ქონების მყიდველთა 90% ამას ინტერნეტის დახმარებით აკეთებს.

აღნიშნული ნიშნავს იმას, რომ თუ აწარმოებთ ბიზნეს უძრავი ქონების სფეროში, წარმატებისათვის აუცილებელია თქვენი ბიზნესის მარკეტინგი განახორციელოთ იქ, სადაც მომხმარებელი ეძებს მას – ინტერნეტში, მობილური აპლიკაციების გამოყენებით.

მსგავსი სტატია: მობილური აპლიკაციების გამოყენება სამშენებლო ბიზნესში.

მობილური აპლიკაციების პოპულარობა დღითიდღე იზრდება, სულ უფრო მეტი და მეტი კომპანია ქმნის მობილურ აპლიკაციებს და იკავებს მოწინავე ადგილებს უძრავი ქონების ბაზარზე, ამიტომაც, თუ თქვენ გსურთ იყოთ წარმატებული ციფრული ტექნოლოგიების ეპოქაში, დღესვე უნდა დაიწყოთ ამ მიმართულებით მოქმედება.

მომხმარებელს კონკრეტული მოლოდინები აქვს მობილური აპლიკაციებისგან, მას უნდა შეეძლოს:

  • ეფექტური და მარტივი ძიების განხორციელება,
  • შეთავაზებების ვიზუალური აღქმა,
  • საფასურის გადახდისა და კრედიტის შესახებ ინფორმაციის მიღება,
  • ჩაშენებული კალკულატორის გამოყენება,
  • სხვა ფუნქციები, რომელთა შეთავაზებაც შესაძლებელია მობილური აპლიკაციის მეშვეობით.

ამ სტატიაში წარმოგიდგენთ იმ ძირითად ფუნქციებს, რომლებიც უნდა გააჩნდეს მობილურ აპლიკაციას, რათა მან მოგიტანოთ წარმატება:

1.გეოგრაფიული მდებარეობის დადგენის შესაძლებლობა

უძრავი ქონების ბიზნესის ამოსავალი ელემენტია გეოგრაფიული მდებარეობა, ამდენად მობილური აპლიკაციის აუცილებელი ფუნქცია უნდა იყოს, გეოგრაფიული მდებარეობის დადგენის შესაძლებლობა.

მომხმარებელს უნდა ჰქონეს შესაძლებლობა, მოახდინოს შეთავაზებული უძრავი ქონების ვიზუალიზაცია და მისი აღქმა გეოგრაფიული მდებარეობის მიხედვით.

მათ შორის პოპულარულია 360 გრადუსიანი ხედვის ფუნქციები, რომლის მეშვეობითაც, მომხმარებელს საშუალება აქვს ნახოს სამეზობლო.

აღნიშნული ფუნქციები, მომხმარებელს საშუალებას აძლევს დაზოგოს ბევრი დრო, უძრავი ქონების ინტერაქტიულად ნახვისთვის, რაც ზრდის შემდგომი ვიზიტის შესაძლებლობას.

რაც უფრო მარტივი და ინფორმატიული იქნება თქვენი მობილური აპლიკაციის რუქა და გეოგრაფიული მდებარეობის დადგენის ფუნქციები, მით უფრო მაღალი შედეგი მიღწევაა მოსალოდნელი, გაყიდვების კუთხით.

2.სწორი დიზაინი

სწორი ვიზუალი და მაღალი ხარისხის ფოტოები უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობენ კლიენტის გადაწყვეტილებაზე.

დიზაინი უნდა იყოს მარტივი, აღქმადი და მიმზიდველი, რათა მომხმარებელი კმაყოფილი დარჩეს, როგორც მობილური აპლიკაციის გამოყენებით, ისე იმ პროდუქტით, რომელსაც თქვენ სთავაზობთ მას.

3.Push Notifications

თქვენი მობილური აპლიკაცია შესაძლოა ძალიან ინფორმაციული და მრავალფუნქციური იყოს, თუმცა გარდა ამისა აუცილებელია იგი მომხმარებლის ინფორმირებას ახდენდეს, ყოველი სიახლისა და შეთავაზებების დამატების შემთხვევაში.

ასეთი შეტყობინებები (Push notifications) არის საუკეთესო გზა იმისათვის, რომ ერთი მხრივ სიახლეების შესახებ ინფორმაცია მიაწოდოთ თქვენს მომხმარებლებს და მეორე მხრივ თავი გაახსენოთ მათ.

თქვენ შეგიძლიათ შეახსენოთ მომხმარებელს შეთავაზებების განახლების, ახალი მშენებლობის, ახალი აქციის, ფასის შემცირების და სხვა სიახლეების შესახებ, თუმცა მნიშვნელოვანია დაიცვათ ბალანსი და შემაწუხებელი არ უნდა იყოს ასეთი შეტყობინებები.

4.სხვა მნიშვნელოვანი ფუნქციები

უძრავი ქონების მობილურ აპლიკაციას შემდეგი ფუნქციები უნდა ჰქონდეს:

ეფექტური ძებნის მექანიზმი: მომხმარებელს უნდა შეეძლოს მისი მარტივად გამოყენება და ძებნის განხორციელება უძრავი ქონების ტიპის, მდებარეობის, ფასის, და სხვა მონაცემების მიხედვით.

საკონტაქტი ღილაკი – ერთი ღილაკის მეშვეობით, მომხმარებელს უნდა ჰქონდეს წვდომა  საკონტაქტო ინფორმაციასთან და მობილურიდანვე კონტაქტის დამყარების შესაძლებლობა: ტექსტური შეტყობინების და ელექტრონული მეილის გაგზავნის შესაძლებლობები.

იპოთეკის კალკულატორი- კრედიტის შესახებ ინფორმაცია და საპროცენტო განაკვეთები წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს ელემენტს უძრავი ქონების შეძენის გადაწყვეტილების მიღებისას. მნიშვნელოვანია მომხმარებელს ჰქონდეს შესაძლებლობა მობილური აპლიკაციის მეშვეობით გამოთვალოს კრედიტის აღებასთან დაკავშირებული საკითხები, როგორიცაა ყოველთვიური გადასახადი, პროცენტული განაკვეთი დ ა.შ.

5.მობილური აპლიკაცია, როგორც მოვლენა

არასწორია მოსაზრება, რომ მობილური აპლიკაციები მხოლოდ მოდური ტენდენციაა. როგორც გამოცდილმა კომპანიამ ამ სფეროში, შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ მობილური აპლიკაციები, უფრო ღრმა და მნიშვნელოვანი მოვლენაა, ვიდრე უბრალოდ მოდური ტენდენცია.

უძრავი ქონების ბაზარზე მობილური აპლიკაციის მეშვეობით თქვენ შეძლებთ იყოთ აქტუალური, და ამავდორულად აკეთოთ თქვენი ბიზნესი ეფექტიანად, მომხმარებლისთვის მაქსიმალური სარგებლის შეთავაზებით.

მობილური აპლიკაციები და სხვა ტექნოლოგიური ინოვაციები სრულიად ტრანსფორმირებას ახდენენ თანამედროვე უძრავი ქონების ბიზნესის, ნუ დარჩებით კონსერვატორი, მიჰყევით მომავლის პულსს.

მსგავსი სტატია: ტაქსების ბიზნესი და მობილური აპლიკაციები.

გსურთ შექმნათ საკუთარი მობილური აპლიკაცია?

იხილეთ ჩვენი მომსახურების გვერდი – მობილური აპლიკაციის დამზადების შესახებ ან დაგვიკავშირდით, როგორც ელექტრონული ფოსტის, ისე ტელეფონის საშუალებით. ჩვენი კომპანიის თანამშრომლები გაგიწევენ სრულ კონსულტაციას, როგორც მობილური აპლიკაციის შექმნის, ასევე მისი გაპიარების საკითხებში.

 1