მობილური აპლიკაციები სამშენებლო ბიზნესში
განვითარებულ ქვეყნებში სამშენებლო ბიზნესის წარმოება რევოლუციურ ცვლილებებს განიცდის, რაშიც დიდი როლი მიუძღვის ტექნოლოგიების განვითარებას. მობილური ტექნოლოგიების დანერგვა არის უახლესი ტენდენცია, რაც ფიქსირდება ამ მიმართულებით.
იხ. სტატია- როგორ შევქმნათ მობილური აპლიკაცია?
ჩატარებული კვლევების შედეგად დადგინდა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და კანადაში, საშუალო და მაღალი რგოლის მენეჯერები, სულ უფრო ხშირად იყენებენ სამშენებლო ბიზნესში მობილურ ტექნოლოგიებს, კერძოდ ისინი სარგებლობენ ისეთი მოხერხებული და საჭირო ინოვაციით, რასაც მობილური ბიზნეს აპლიკაციები წარმოადგენს.
მობილური აპლიკაციები სამშენებლო ბიზნესში გამოიყენება სხვადასხვა მიმართულებით. ისინი არა მხოლოდ ახალ მოდურ ტენდენციებს წარმოადგენენ, არამედ მათი მეშვეობით შესაძლებელია სამშენებლო ბიზნეს საქმიანობის ეფექტური მართვა, პოტენციური კლიენტების მოძიება, მათთან ეფექტური კომუნიკაცია და მოგების მაქსიმიზაცია.
ეფექტური სამშენებლო მობილური აპლიკაციების ნათელი მაგალითებია: co-constuct, corecon, procore და სხვა.
ყველა აღნიშნული პროგრამა შექმნილია იმ მიზნით, რომ უზრუნველყოს სამშენებლო ბიზნესის უფრო ეფექტიანი წარმოება, ახალი ტექნოლოგიების დანერგვის გზით, რაც საშუალებას აძლევს სამშენებლო კომპანიებს დაზოგონ ისეთ ფასეული რესურსები, როგორიცაა დრო და ფული, მოიზიდონ ახალი კლიენტები და მიიღონ მაქსიმალური მოგება.
დროა დანერგოთ ახალი ტექნოლოგიები, რათა ერთი ნაბიჯით წინ დადგეთ თქვენ კონკურენტებთან მიმართებით. დანერგეთ მობილური ტექნოლოგიები თქვენ ბიზნეს საქმიანობაში.
იხ. ასევე სტატია- ტაქსების ბიზნესი და მობილური აპლიკაციები.
გსურთ საკუთარი მობილური აპლიკაციის შექმნა?
იხილეთ ჩვენი მომსახურების გვერდი – მობილური აპლიკაციის დამზადების შესახებ ან დაგვიკავშირდით, როგორც ელექტრონული ფოსტის, ისე ტელეფონის საშუალებით, ჩვენი კომპანიის თანამშრომლები გაგიწევენ სრულ კონსულტაციას, როგორც მობილური აპლიკაციის შექმნის, ასევე მისი გაპიარების საკითხებში.