როგორ შევქმნათ მობილური აპლიკაცია?

Smartphone apps infographics with a hand holding a phone with linked circular icons for shopping cloud computing mail wifi analytics speech and route finder or maps

როგორ შევქმნათ მობილური აპლიკაცია?

მობილური აპლიკაცია სულ უფრო პოპულარული და საჭირო საშუალება ხდება თანამედროვე ბიზნესისთვის, ბილ გეითსის ცნობილი გამონათქვამი: „არ ხარ ინტერნეტში, არ ხარ ბიზნესში“ შეიძლება სულ მალე შეიცვალოს გამონათქვამით: „არ გაქვს მობილური აპლიკაცია, არ ხარ ბიზნესში“.

წარმოგიდგენთ მარტივ სქემას, თუ როგორ უნდა შექმნათ ეფექტური მობილური აპლიკაცია:

სახელწოდება

უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია სწორი სახელწლოდების მოფიქრება. თუ თქვენი ბიზნესი ბრენდირებულია, აპლიკაციის სახელწოდებაც ბრენდთან უნდა იყოს ასოცირებული, ხოლო თუ თქვენ ბიზნეს არ გააჩნია ბრენდი, მაშინ შეგიძლიათ მოიფიქროთ მიმზიდველი სახელწოდება, რომელიც მიიზავს პოტენციურ მომხმარებელს.

მიზანი

სახელწოდების მოფიქრების შემდგომ უნდა განისაზღვროს აპლიკაციის მიზნები, რა მიზნებს ემსახურება თქვენი მობილური აპლიკაცია? ასეთი მიზანი შეიძლება იყოს ფულადი ან/და არაფულადი სარგებლის მოპოვება. მაგ: ცნობადობის ამაღლება, ბრენდის პოპულარიზაცია და ა.შ.

აპლიკაციების უმეტესობა შემდეგი მიზნების მიღწევას ემსახურება: (თითოეულის, ან ყველასი ერთად)

  1. მომხმარებლის მონაცემების სანაცვლოდ, აპლიკაცია სთავაზობს მომხმარებელს გარკვეული სარგებლის მიღებას. მაგ: პირადი მონაცემების (სახელი, გვარი, მეილი) შეყვანაა საჭირო აპლიკაციის გამოსაყენებლად, რომელიც სთავაზობს მომხმარებელს უფასო ინფორმაციას ქვეყნის მაშტაბით საკვები ობიექტების შესახებ. 
  1. მომხმარებლის რაოდენობაზე აქცენტირებული აპლიკაცია, მისი მიზანია კომპანიის ცნობადობის გაზრდა, ამავდროულად აპლიკაციაში რეკლამის განთავსებით შესაძლებელია ფულადი სარგებლის მიღება.
  1. გაყიდვების ზრდა – ასეთი აპლიკაციის მიზანია კომპანიის გაყიდვების ზრდა, კლიენტების მოზიდვა, ანუ ასეთი აპლიკაცია ემსახურება კომერციულ მიზნებს.

იმის შემდეგ, რაც განსაზღვრავთ აპლიკაციის შექმნის მიზნებს, უნდა გადაწყვიტოთ შემდეგი საკითხები:

  • რა ტიპის აპლიკაცია გჭირდებათ?
  • როგორია  აპლიკაციის ფუნქციონალი?
  • როგორია  აპლიკაციის დიზაინი?
  • რამდენია აპლიკაციის შექმნის ბიუჯეტი?
  • ვინ უნდა შექმნას აპლიკაცია?  (პროგრამისტი, კომპანია და ა.შ.)
  • როგორ უნდა მოხდეს აპლიკაციის წარდგენა ბაზრისთვის?
  • როგორ უნდა მოხდეს აპლიკაციის გაპიარება?
  • უნდა განისაზღვროს აპლიკაციის მართვის, კონტროლის და განვითარების საკითხები12367-NO8CIA
  • რა შედეგებს ელოდებით აპლიკაციისგან?

გსურთ საკუთარი მობილური აპლიკაციის შექმნა?

იხილეთ ჩვენი მომსახურების გვერდი – მობილური აპლიკაციის დამზადების შესახებ ან დაგვიკავშირდით, როგორც ელექტრონული ფოსტის, ისე ტელეფონის საშუალებით, ჩვენი კომპანიის თანამშრომლები გაგიწევენ სრულ კონსულტაციას, როგორც მობილური აპლიკაციის შექმნის, ასევე მისი გაპიარების საკითხებში.

1

სხვა სიახლეები