ტაქსების ბიზნესი და მობილური აპლიკაციები

taxi-658x370ტაქსების ბიზნესი და მობილური აპლიკაციები

განვითარებული სამყაროს ქვეყნებში ტაქსების ბიზნესი რევოლუციას განიციდის, რისი საფუძველიც უპირველსყოვლისა თანამედეოვე ტექნოლოგიების განვითარებაა, კერძოდ მობილური აპლიკაციების განვითარება, რამაც სრულიად სხვა სიბრტყეზე გადაიყვანა ტაქსების ბიზნესი.

როგორც ცნობილი ტაქსების აპლიკაციის Uber-ის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა გარეთ კამპმა აღნიშნა: ტაქსების ბიზნესი ახალი ტექნოლოგიების გარეშე აღარ იარსებებს, ვინც აყვება არსებულ ტენდენციებს და გამოიყენებს მობილურ აპლიკაციებს, ახალ სიმაღლეებს დაიპყრობს ბიზნესში, ხოლო ვინც ძველი მეთოდებით გააგრძელებს საქმიანობას, მას ამ ბიზნესში ვეღარ ვიხილავთ.

ტაქსის მობილური აპლიკაციები ფუნქციურად განსხვავდება, თუმცა ძირითადი ელემენტი რჩება მაინც უცვლელი- ტაქსის მობილური აპლიკაცია აკავშირებს კლიენტს, ტაქსის სერვისთან.

კლიენტი საკუთარ მობილურზე აინსტალირებს ტაქსის აპლიკაციას, რომლის მეშვეობითაც GPS სისტემის გამოყენებით შესაძლებელია ახლო მდებარე ტაქსთან დაკავშირება და სერვისის შეკვეთა.

ამდენად, აღარ არის საჭირო ოპერატორები, ოფისი, მგზავრი აღარ საჭიროებს დარეკვას, ან ქუჩაში ლოდინს, მას შეუძლია მარტივად მობილურის მეშვეობით შეუკვეთოს ტაქსი, თან GPS-ის მეშვეობით დაადგინოს მისი ადგილმდებარეობა.

ყველაზე წარმატებული ტაქსის აპლიკაციების მაგალითები:

Hailo Cab – ბრიტანეთში ყველაზე პოპულარული და შემოსავლიანი ტაქსის აპლიკაცია, რომლის შემოსავალი მილიონობით ფუნტს აღწევს.

Uber- სან ფრანცისკოში დაფუძნებული სტარტაპი, ყველაზე ცნობილი ტაქსის აპლიკაცია მსოფლიოში, რომელიც ოპერირებს 20-ზე მეტ ქვეყანაში. მისი შემოსავალი ორ მილიარდამდე დოლარია წელიწადში.

აღნიშნული აპლიკაციების წარმატების ანალიზიდან გამომდინარე, შეგვიძლია ვიმსჯელოთ, თუ რა განაპირობებს ტაქსის აპლიკაციის წარმატებას. ეს არის:

აპლიკაციის სიმარტივე: რამდენად მარტივად შეუძლია მომხმარებელს შეუკვეთოს ტაქსი, მოახდინოს ანგარიშსწორება;

სანდოობა: რამდენად სანდოა მობილური აპლიკაცია, რამდენად ეფექტიანად ღებულობს კლიენტი დათქმულ სერვისს, GPS სისტემის გამართულობა;

ცნობადობა: ბრენდირება და უწყვეტი ეფექტიანი ინტერნეტ მარკეტინგული ღონისძიებები, რაც ხელს უწყობს აპლიკაციის ცნობადობის ამაღლებას.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ საქართველოშიც, სულ უფრო ხშირად ვხვდებით სხვადასხვა ტაქსის აპლიკაციას, რომლებიც გვთავაზობენ ტაქსის მომსახურებას, თუმცა ისმის შეკითხვა, რამდენად ეფექტიანად მუშაობენ ისინი და რამდენად წარმატებულია მათი ბიზნესი?

იხ. ასევე სტატია- მობილური აპლიკაციების გამოყენება სამშენებლო ბიზნესში.

გსურთ საკუთარი მობილური აპლიკაციის შექმნა?

იხილეთ ჩვენი მომსახურების გვერდი – მობილური აპლიკაციის დამზადების შესახებ ან დაგვიკავშირდით, როგორც ელექტრონული ფოსტის, ისე ტელეფონის საშუალებით, ჩვენი კომპანიის თანამშრომლები გაგიწევენ სრულ კონსულტაციას, როგორც მობილური აპლიკაციის შექმნის, ასევე მისი გაპიარების საკითხებში.

1