ჩატბოტები & მობილური აპლიკაციები

ჩატბოტები & მობილური აპლიკაციები

chatbot-hi-iStock_78783861_MEDIUM-940x529შესაძლოა აქამდე არ გისარგებლიათ ჩატბოტებით, თუმცა მათ შესახებ აუცილებლად გექნებათ გაგონილი.

ეს არის ინოვაციური ტექნოლოგიური სიახლე, რომელიც გარკვეულწილად ცვლის ინტერნეტ სივრცეში ბიზნესის წარმოების პროცესს.

ჩნდება კითხვა, რამდენად ჩაანაცვლებენ ჩატბოტები მობილურ აპლიკაციებს, ან საერთოდ ღირს თუ არა საკითხის ასე დაყენება?

დაკავშირებული სტატია: რა არის ჩატბოტი?

ჩატბოტების ბატონობის სფერო

რამდენიმე ჩატბოტის რეალურად გამოყენების შედეგად, შეიძლება დაასკვნათ, რომ ჩატბოტები საკმაოდ ეფექტური საშუალებაა ისეთი სიტუაციებისთვის, რომლებიც საჭიროებს კომუნიკაციას.

მაგალითად, პიცის შეკვეთა ჩატბოტის მეშვეობით, ტანსაცმლის ყიდვა და ა.შ., ასეთ შემთხვევებში ჩატბოტებთან კომუნიკაცია არის ეფექტური და რაც მთავარია ბუნებრივი.

სანიმუშოთ შეიძლება ჩამოვთვალოთ ის სფეროები, სადაც ჩატბოტების გამოყენება იქნებოდა განსაკუთრებით ეფექტური:

  • ზოგადი ინფორმაციის მიწოდება (მისამართი, ტელეფონი, მუშაობის საათები და ა.შ.);
  • შეხვედრის დანიშვნა;
  • ჯავშანი სასტუმროში, რესტორანში და ა.შ.
  • ანგარიშსწორების განხორციელება;

რომელ სფეროებში ჩაანაცვლებენ ჩატბოტები მობილურ აპლიკაციებს?

ძირითადი სფეროები, სადაც ჩატბოტები ჩაანაცვლებენ მობილურ აპლიკაციებს არის მარტივი, ერთმოქმედებიანი ფუნქციების შესრულება.

ამ ეტაპზე ჩატბოტები ვერ შეეცილებიან მობილურ აპლიკაციებს ისეთი რთული ოპერაციების შესრულებაში, როგორიცაა მაგალითად შეკვეთის მიღება, GPS-ის მეშვეობით შეკვეთის მიტანის კონტროლი, მსხვილი ბაზების საჭიროების მქონე ფუნქციების შესრულება, რთული ფინანსური ოპერაციების განხორციელება და ა.შ.

მაგალითად: მოგზაურობთ ერთ-ერთი ქალაქში და გსურთ რესტორნის დაჯავშნა, ამისთვის საუკეთესო ვარიანტი იქნება ამ რესტორნის ჩატბოტის პოვნა, ხოლო თუ თქვენ გაინტერესბთ არა მხოლოდ რესტორნები, არამედ მთლიანი ინფორმაცია ამ ქალაქის შესახებ, მაშინ აპლიკაცია იქნება უკეთესი ვარიანტი.

ჰიბრიდული ვარიანტი – ჩატბოტი + მობილური აპლიკაცია

ვფიქრობთ, მომავალში შეიქმნება ჰიბრიდული პროგრამები, რომელიც მოიცავს, როგორც მობილურ აპლიკაციას, ისე ჩატბოტებს.

მათი მუშაობის პრინციპი იქნება ასეთი: ჩატბოტები იქნება პირველადი კომუნიკაციის წყარო, ზოგადი ინფორმაციის და ცალკეული მარტივი მოქმედების განსახორციელებლად, ხოლო შემდგომი უფრო ღრმა მომსახურების მისაღებად მომხმარებელს საშუალება ექნება გადაერთოს მობილურ აპლიკაციაზე.

ჩატბოტები და მარკეტინგი

ჩატბოტები არის დიდი შესაძლებლობების წყარო ნებისმიერი ბიზნესისთვის, მათი მეშვეობით შესაძლებელია უამრავი სხვადასხვა ინოვაციის შეთავაზება მომხმარებლისთვის, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი არის მჭიდრო და უწყვეტი კომუნიკაციის უზრნველყოფის შესაძლებლობა.

მაგ: ჩატბოტრებს დღე-ღამის ნებისმიერ დროს, სწრაფად და ეფექტურად შეუძლიათ უზრუნველყონ კლიენტის მომსახურება: პროდუქტების და მომსახურების გაყიდვა, ფასდაკლებების შესახებ ინფორმაციის მიწოდება, დაჯავშნა/ანგარიშსწორების უზრუნველყოფა და ა.შ.

ბოლოსიტყვაობა

ამ ეტაპზე ჩატბოტების მომავალი არ არის ნათელი, თუმცა ჩვენ მიგვაჩნია, რომ მათი შესაძლებლობები და როლი ახლო მომავალში არსებითად გაიზრდება, ხელოვნური ინტელექტის განვითარების კვალდაკვალ.

შეიძლება ითქვას, რომ ისინი ვინც სწორედ დაინახავენ ჩატბოტების ეფექტურად გამოყენების შესაძლებლობას 5-10 წლის პერსპექტივაში, იქნებიან ადამიანები, რომლებიც ყველაზე მეტად იხეირებენ ამ ინოვაციური შესაძლებლობით.

დაკავშირებული სტატია: მობილური აპლიკაციის დამზადება