რა არის ჩატბოტი?
ჩატბოტი არის ინოვაციური კომუნიკაციის ფორმა, რომლის ფუნქციონირება ეფუძნება ხელოვნურ ინტელექტთან ინტერაქციას.
ჩატბოტების ჩაშენება შესაძლებელია ნებისმიერ ჩატში, მაგ: Facebook Messenger-ში. მათი შესაძლებლობები უსაზღვროა, ჩატბოტების გამოყენება შეიძლება ნებისმიერი ტიპის საქმიანობისთვის, მათ შორის განსაკუთრებით საინტერესოა მათი ბიზნეს საქმიანობაში გამოყენება.
აღნიშნული განმარტების ვიზუალიზაციისთვის წარმოგიდგენთ მაგალითს:
კომპანია Zappos-ი ონლაინ მაღაზიაა, რომელიც ყიდის ფეხსაცმელებს. მომხმარებელი, რომელსაც სურს ფეხსაცმლის შეძენა, ჩვეულებრივ შედის მათ საიტზე, პოულობს მისთვის მისაღებ ფეხსაცმელს და შემდგომ ყიდულობს მას.
თუ კომპანია Zappos-ი გადაწყვეტს შექმნას ჩატბოტი, მომხმარებელს, მისთვის სასურველი ფეხსაცმლის შესაძენად, ნაცვლად ზემოთ განსაზღვრული პროცედურისა, საშუალება ექნება უბრალოდ მიწეროს ფეისბუქზე Zappos-ს, თუ როგორი ფეხსაცმელი სურს, ჩატბოტი იმწუთასვე უპასუხებს კლიენტს, თავად შეურჩევს ალტერნატივებს და ჩატშივე უზრუნველყოფს საფასურის გადახდის პროცედურას.
ამდენად, ნაცვლად ვებ-საიტზე ძებნისა, ჩატბოტის მეშვეობით შესაძლებელი იქნება Zappos-ის პროდუქციის შეძენა, ისე, რომ საერთოდ არ ეწვიოთ საიტს, არ დახარჯოთ ზედმეტი დრო და მხოლოდ ბოტთან კომუნიკაციის შედეგად შეიძინოთ თქვენითვის მისაღები პროდუქტი, რომლის მუშაობის პრინციპი ზუსტად ისეთივეა, როგორც გამყიდველის, რომელიც ფეხსაცმლის მაღაზიაში გეხმარებათ სასურველი პროდუქტის არჩევაში.
ფეხსაცმლის ყიდვით, რა თქმა უნდა, არ შემოიფარგლება ჩატბოტის შესაძლებლობები, წარმოგიდგენთ, სხვადასხვა მაგალითს, რომლებიც უფრო გააფართოებს თქვენს ცოდნას ჩატბოტების შესახებ:
- ამინდის ბოტი – მიწერეთ ჩატბოტს ფეისბუქ ჩატში და გაიგეთ რა ამინდია თქვენთვის საინტერესო ადგილებში.
- სურსათის ბოტი – ჩატბოტი დაგეხმარებათ კვირის განმავლობაში საჭირო სურსათის შერჩევასა და ყიდვაში.
- ახალი ამბების ბოტი – იგი შეგატყობინებთ ნებისმიერი სიახლის შესახებ , რაც თქვენ გაინტერესებთ.
- ცხოვრებისეული პრობლემების შესახებ მრჩეველი ბოტი – თქვენ ეტყვით თქვენს საოჯახო პრობლემეზე, ისინი შემოგთავაზებენ გზებს პრობლემების გადასახავად.
- ფინანსების მმართველი ბოტი – იგი დაგეხმარებათ უფრო ეფექტურად მართოთ თქვენი ფინანსები.
- დამგეგმავი ბოტი – დაგეხმარებათ დაგეგმოთ და დანიშნოთ შეხვედრები.
- მეგობარი ბოტი – Microsoft-მა ჩინეთში შექმნა ბოტი სახელად Xiaoice, რომელსაც 20 მილიონზე მეტი ადამიანი ესაუბრება.
როგორც ხედავთ, ბოტების სამყარო უსასრულო და მრავალწახნაგიანია, თქვენ შეგიძლია შექმნათ ნებისმიერი დანიშნულების მქონე ჩატბოტი და ეს მხოლოდ დასაწყისია.
უფრო მეტი ვიზუალიზაციისთვის წარმოგდიგენთ ვიდეოს, რომელშიც ნაჩვენებია Domino-ს პიცის შეკვეთის პროცესი, ჩატბოტის მეშვეობით.