ბრენდბუქის გამოყენება

download-1ბრენდბუქის გამოყენება

შესაძლოა შექმნათ ძალიან მაგარი ბრენდბუქი, მრავალფეროვანი დიზაინითა და საჭირო ინფორმაციით, თუმცა იგი არ იქნება ეფექტური, სანამ ადამიანები მას ფაქტობრივად არ გაეცნობიან და არ დაიწყებენ მის გამოყენებას.

სანამ დაიწყებდეთ ბრენდბუქის გამოყენებას, აუცილებელია თქვენ დასაქმებულებს შორის მოხდეს მისი გაცნობა და განხილვა, რათა მათ სრულიად გაცნობიერებული ჰქონდეთ მისი არსი.

ამ მიზნის მისაღწევად უპირველეყოვლისა უნდა დარწმუნდეთ, რომ ყველა თქვენი კომპანიის წევრს აქვს წვდომა ბრენდბუქზე, განსაკუთრებით დიზაინერებს და მარკეტინგის სპეციალისტებს.

ამის შემდგომ, აუცილებელია წერილობით და პირადი შეხვედრის გზით გააცანოთ გუნდს თქვენი ბრენდბუქი.

მნიშვნელოვანია აუხსნათ მათ არა მხოლოდ ბრენდბუქის არსი, არამედ რატომ და როგორ იხეირებენ მისით მომხმარებლები.

იმის შემდეგ, რაც თქვენი დასაქმებულები გაეცნობიან დეტლალურად ბრენდბუქის არსს, უბიძგეთ მათ გახდნენ თქვენი ბრენდის დესპანები მომხმარებლებთან.

მათი მოტივაციისთვის, შექმენით წამახალისებელი პროგრამები ბრენდის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისთვის.

ბრენდირება არ არის სტატიკური პროცესი, იგი აქტიური და მრავალელემენტიანი საქმიანობაა, შესაბამისად, რაც უფრო მეტი ადამიანი იქნება ჩართული ამ პროცესში მით უფრო დიდი იქნება შედეგი, განსაკუთრებით თქვენი გუნდის წევრების ჩართვა იქნება ეფექტური, მათ უნდა ჰქონდეთ ხალისი მოახდინოთ კომპანიის ბრენდის პოპულარიზაცია, ისინი უნდა ამაყობდნენ ამით.

კომაპანი BLH_ის დიდი გამოცდილება გააჩნია ბრენდირების მიმართულებით, თუ ხართ დაინტერესებული ეფექტური ბრენდბუქის შექმნით, ან ბრენდირებასთან დაკავშირებული სხვა მომსახურებით, იხილეთ ჩვენი მომსახურების გვერდი ან დაგვიკავშირდით ნებისმიერ დროს, ჩვენი გუნდი მზად არის გაგიწიოთ დეტალური კონსულტაცია.

1