ტურისტული საიტის შექმნა – აუცილებელი ელემენტები

ტურისტული საიტის შექმნა – აუცილებელი ელემენტები

ტურისტული ინდტუსტია დიდწილად გადასულია ინტერნეტში, მომხმარებელი სწორედ აქ ეძებს შესაბამის ტურებს, სასტუმროებსა და შემოთავაზებებს.

აქედან გამომდინარე, ტურისტული კომპანიებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ინტერნეტ სივრცეში, თავიანთი თავის ეფექტური წარმოჩენა.

უფრო მეტიც, შეიძლება ითქვას, რომ თუ ტურისტული კომპანია არ არის ინტერნეტში, მას დიდი მომავალი არ აქვს.

ინტერნეტში რეკლამირებისთვის, ქართული კომპანიები ახორციელებენ სხვადასხვა ტიპის მარკეტინგულ საქმიანობას. ძირითადად ეს არის – რეკლამა სოციალურ მედიაში, Google-სა და Yandex-ზე რეკლამირება.

რა ტიპის რეკლამირებაც არ უნდა განახორციელოს ტურისტულმა კომპანიებმა, მათთვის ამოსავალი წერტილია ეფექტური ტურისტული საიტების დამზადება.

წინამდებარე სტატიაში ვისაუბროთ 10 ელემენტზე, რომელთა გათვალისწინებაც საშუალებას მოგცემთ თქვენი ტურისტული საიტი იყოს გამორჩეული:

ორიგინალური დიზაინი

ქართული ტურისტული საიტების უმეტესობას ერთნაირი დიზაინი აქვს: მთები, ეკლესიები და პეიზაჟები.

ერთფეროვნება ტურისტებს ვერ მოხიბლავს, ამიტომ უნდა მოიფიქროთ ისეთი ორიგინალური დიზაინი, რომელსაც ექნება ინდივიდუალური მახასიათებლები, რომლებიც მოხიბლავს მომხმარებელს და განგასხვავებთ კონკურენტებისგან.

ეს შეიძლება იყოს გამორჩეული ლოგო, ფერთა შეხამება ან საინტერესო დიზაინერული გადაწყვეტა.

სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება

მნიშვნელოვანია არამხოლოდ სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება, თქვენი კომპანიისა და ტურების შესახებ, ასევე ამის გაკეთება, რაც შეიძლება ეფექტური ფორმით.

საჭიროა თქვენ საიტს ჰქონდეს ისეთი გვერდები, როგორიცაა: კონტაქტი, ჩვენ შესახებ, გუნდი, გამოცდილება და ა.შ.

თუმცა მხოლოდ გვერდების ქონა საკმარისი არაა. მნიშვნელოვანია თითოეული გვერდი შევსებული იყოს ეფექტური კონტენტით.

გაითვალისწინეთ, რომ სტანდარტული ტექსტებისგან დაღლილია ტურისტი. ამიტომაც იყავით განსხვავებული, მაგალითად განათავსეთ სტატიები, თქვენი ტურების შესახებ, თავისი ფოტო-ვიდეო მასალებით.

დაანახეთ პოზიტიური ემოცია და ინდივიდუალიზმი, სწორედ ასეთი ფასეულობები იზიდავს პოტენციურ მომხმარებლებს.

აქციები/სპეციალური შემოთავაზებები

აქციები და სპეციალური შემოთავაზებები უნდა იყოს სწრაფად განახლებადი, აქტუალური და სრულყოფილი ინფორმაციის მატარებელი.

წინააღმდეგ შემთხვევაში ტურისტს შეექმნება შთაბეჭდილება, რომ საიტი მიტოვებულია და ასეთი იქნება ორგანიზაციაც, რომელიც ფლობს მას.

გარდა ამისა, მომხმარებელს საშუალება უნდა ჰქონდეს, რაც შეიძლება მარტივად განახორციელოს საიტის მეშვეობით კონტაქტი: ონლაინ რეჟიმში, ჩატში, საკონტაქტო ფორმისა ან მომსახურების დაჯავშნის ფორმით, ხოლო თქვენი პასუხი უნდა იყოს სწრაფი, სრულყოფილი და ტაქტიანი.

ტურისტული ბლოგი

ტურისტული საიტების უმეტესობას გააჩნია სიახლეების გვერდი, სადაც განთავსებულია სხვადასხვა ინფორმაცია და სიახლეები, თუმცა როგორც წესი ასეთი ბლოგები ერთფეროვანი და უინტერესოა.

ამიტომაც, მნიშვნელოვანია იყოთ გამორჩეული და შექმნათ ისეთი ბლოგ პოსტები, რომელიც იქნებ გარკვეული ფასეულობის მატარებელი.

SEO ოპტიმიზაცია

ბლოგ პოსტების მნიშვნელობა განსაკუთრებით აქტუალურია SEO-სთვისაც, საძიებო სისტემებში მაღალი ადგილების დასაკავებლად. ამისთვის მნიშვნელოვანია ბევრი, რელევანტური და ხარისხიანი ბლოგპოსტი და საიტის ტექნიკური ოპტიმიზაცია.

ტურების ფილტრაცია/ძიების ფუნქცია

საიტის ერთ-ერთი აუცილებელი ფუნქციაა ძიება/ფილტრაცია, რათა მომხმარებელს მიეცეს ტურების მარტივად პოვნის საშუალება.

ფილტრაცია შესაძლებელია სხვადასხვა ფასის, მიმართულებისა და ხასიათის ტურების მიხედვით.

გადახდის სისტემები/დაჯავშნა

ტურისტული საიტები ორ კატეგორიად შეიძლება დაიყოს: საინფორმაციო საიტი და მრავალფუნქციური ტურისტული საიტი.

საინფორმაციო საიტი მოიცავს ლამაზ დიზაინს, ტურების გვერდს, ფილტრაციის ფუნქციას, ბლოგს და ა.შ.

ხოლო მრავალფუნქციური საიტი დამატებით მოიცავს, ტურების დაჯავშნის ფუნქციას, მომხმარებელთა პროფილს, შესვლა/რეგისტრაციის ფუნქცაის, სპამებისგან დაცვის სისტემას, გადახდის სისტემას და სხვა.

გადახდის სისტემა სხვადასხვანაირი შეიძლება იყოს, მათ შორის საქართველოს აქტუალურია Paypal და საბანკო ბარათით გადახდის სისტემები.