ვორდპრესის საიტის 7 უპირატესობა

ვორდპრესის საიტის 7 უპირატესობა

ათობით ვებ პლატფორმა ჩნდება და ქრება ყოველწლიურად, თუმცა არა WordPress-ი, რომელიც 2003 წლიდან მოყოლებული, უბრალო ბლოგ პლატფორმიდან, წამყვანი საიტების დამზადების პლატფორმად გადაიქცა.

ეს არის ყველაზე გამოყენებადი ვებ-საიტის პლატფორმა, მსოფლიოში – ახალი საიტების 25%-მდე სწორედ ვორდპრესზე მზადდება.

კომპანია BLH-ის დიდი გამოცდილება გააჩნია ვორდპრესის საიტების დამზადებასთან დაკავშირებით, იხ. ჩვენი პორტფოლიო.

წინამდებარე სტატიაში გვსურს ჩვენი გამოცდილებიდან გამომდინარე, წარმოგიდგინოთ ის 7 უპირატესობა, რომელიც WordPress-ის პლატფორმას გააჩნია.

დაბალი ფასი

WordPress_ის დამსახურებით წარსულში ჩაბარდა საიტის დამზადების მიუწვდომელი ფასები.

აღნიშნული პლატფორმის მეშვეობით თქვენ შეგიძლიათ უმაღლესი დონის საიტის დამზადება, სხვა ალტერნატივებისგან  შედარებით გაცილებით იაფად.

თქვენი ღებულობთ დაბალ ფასს და მაღალ ხარისხს. (მეტი ინფორმაცია საიტის ღირებულების შესახებ)

საიტის განახლება

ვორდპრესისი განახლება ბევრად უფრო მარტივია, ვიდრე ნებისმიერი სხვა ტიპის საიტის შემთხვევაში, მათ შორის wordpress-ზე ავტომატური განახლებაც არის შესაძლებელი, ისე, რომ თქვენ ვერც შეამჩნევთ ისე განახლდება თქვენი საიტი.

სეო ოპტიმიზაცია

ვორდპრეს შექმნილი აქვს SEO-ს მიმართ განსაკუთრებული გარემო, რაც საშუალებას იძლევა ყველაზე უფრო მარტივად და ეფექტურად მოხდეს სეო ოპტიმიზაცია თქვენს საიტზე, ზედმეტი წვალებისა და სპეციალისტების დახმარების გარეშე.

საიტის მოქნილი და თანამედროვე დიზაინი

დიზაინს არსებითი მნიშვნელობა აქვს, იგი უნდა იყოს ყველა ტიპის მოწყობილობების მიმართ ადაპტირებული, ასევე მომხმარებლისთვის მარტივად აღსაქმელი და მიმზიდველი. ყველა ამ პირობას სრულყოფილად აკმაყოფილებს ნებისმირი ვორდპრესის საიტი, ხოლო ხელით დაწერილი საიტების დიდ ნაწილს ამ მხრივ პრობლემები აქვს.

ფუნქციების დამატება

ვორდპრესის საიტი შეიძლება იქცეს ჩვეულებრივი კორპორაციული საიტიდან, მრავალფუნქციურ საიტად.

ახალი ფუნქციების დამატება შესაძლებელია, როგორც პროგრამისტის მიერ ხელით, ასევე ცალკეული პლაგინების დაყენების გზით.

პლაგინი არის მზა პროგრამა, რომელიც ამატებს გაკრვეული ფუნქციებს თქვენს საიტს. მისი დაყენება შეუძლია ნებისმიერ ადამიანს, 2 წუთიანი მარტივი პროცედურით.

შედარებისთვის, ხელით დაწერილ საიტზე რაიმეს დამატება უფრო კომპლექსური საკითხია. აღნიშნული შეუძლია მხოლოდ პროგრამისტს, ხოლო ცუდად თუ არის საიტი დაწერილი, ამის გაკეთება ხდება ძალიან რთული და სარისკო.

იდეალური კონტენტ მარკეტინგისთვის

უკვე ვისაუბრეთ ვორდპრესის უპირატესობაზე SEO ოპტიმიზაციის კუთხით, იგი ასევე უპირატესობით სარგებლობს კონტენტ მარკეტინგის თვალსაზრისით, რაც განპირობებულია იმ დახვეწილი თვისებებით, რომელიც ვორდპრესს გააჩნია.

სოციალური მედიის ინტეგრაცია

ვორდპრესის კიდევ ერთი უპირატესობა მის უნარშია მარტივად განხორციელდეს ინტეგრაცია სოციალურ მედიასთან. ფეისბუქი, ტვიტერი, ინსტაგრამი და ა.შ. ყველა პლატფორმასთან დაკავშირება უფრო მარტივია, ვიდრე მაგალითად ხელით აწყობილი საიტის შემთხვევაში.

საიტის დაცვის შესაძლებლობები

ვორდპრესის ერთ-ერთი ნაკლი დიდი ხნის განმავლობაში იყო მისი უსაფრთხოების საკითხი. დღეს ეს უკვე პრობლემა აღარ არის, არსებობს უამრავი საშუალება, რაც სრულიად უსაფრთხოს გახდის თქვენ საიტს.

არ ხართ დამოკიდებული ერთ პროგრამისტზე/კომპანიაზე

დამოკიდებულება ერთ პროგრამისტზე/კომპანიაზე ძალიან ცუდია ბევრი ფაქტორის გათვალისწინებით.

ვორდპრესის ბუნებიდან გამომდინარე, თქვენ არ იქნებით დამოკიდებული კონკრეტულ პირებზე.

შეგეძლებათ შეცვალოთ პროგრამისტი/კომპანია ნებისმიერ დროს, ისე რომ ამით არ იზარალებთ.

ამის გაკეთების საშუალება ხშირად არ გაქვთ, როდესაც საუბარია ხელით დაწერილ კოდზე, ან თუნდაც სხვა პლათფორმებზე.