Forum Replies Created

Viewing 10 posts - 151 through 160 (of 419 total)
  • Author
    Posts
  • in reply to: მორალური ზიანი #4322
    Edika
    Participant

    შეიძლება თუ არა შვილის გარდაცვალების გამო მორალური ზიანის ანაზღაურების უფლება?

    Edika
    Participant

    @crassus said:
    სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის საფუძველზე სავარაუდოდ.. სხვა საფუძველს ვერ ვხედავ მე.

     

    ამ საკითხს ეხება: ას-100-96-2012

     

    რაც შეეხება მატერიალური ზიანის ოდენობას, სააპელაციო პალატას მიიჩნია, რომ იგი უნდა ანაზღაურდეს სამოქალაქო კოდექსის 408-ე და 409-ე მუხლებით დადგენილი წესით. განსახილველ შემთხვევაში მატერიალური ზიანი გამოიხატა დაკრძალვისთვის გაწეულ დანახარჯებში. ასეთი ხარჯების ანაზღაურების შესახებ სარჩელის განხილვისას მოვალეს ზემოაღნიშნული ნორმების შესაბამისად დაზარალებულის სასარგებლოდ შეიძლება დაეკისროს მიცვალებულის დაკრძალვისათვის აუცილებელი ხარჯების ანაზღაურება, რომლის საერთო ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 2000 ლარს, ქელეხის ხარჯები ასევე არ უნდა აღემატებოდეს 2000 ლარს, ხოლო ორმოცისათვის გაწეული ხარჯები – 1000 ლარს. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მატერიალური ზიანის ზიანის ოდენობა აღნიშნულ დავაში განისაზღვრება 5000 ლარის ოდენობით. ვინაიდან საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოწინააღმდეგე მხარე ა(ა)იპ „პ. ნ. ს-ოს” გადაცემული აქვს 800 ლარი. შესაბამისად, მოწინააღმდეგე მხარე ა(ა)იპ „პ. ნ. ს-ოს” ლ. დ-ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 4200 ლარის გადახდა.

     

    ამავე გადაწყვეტილებაში საუბარია 995 მუხლზე სადაც ბ რალეულობის პრეზუმცია მოქმედებს.

    Edika
    Participant

    მკვლელობის დროს დაზარალებულის ოჯახს შეუძლია თუ არა დაკრძალვის ხარჯების მოთხოვნის უფლება და რა საფუძვლით?

    Edika
    Participant

    გამდიდრების გათანაბრება სიმართლე გითხრა ვერ გავიგე კარგად, მაგრამ ალბათ ის იგულისხმება რომ მთლიანად კონდიქციური შინაარსის არაა 979.2.

    Edika
    Participant

    @crassus said:
    მანდ ნახე რა მომენტია.. უსაფუძვლო გამდიდრების სუბსიდიური ბუნება იმას ნიშნავსო იძახის სასამართლო პრაქტიკა, რომ ჯერ უნდა გამოირიცხოს სხვა საფუძვლიდან მოთხოვნის დაყენების შესაძლებლობა

    უნდა გამოირიცხოს მერე კი ამ შემთხვევაში? ანუ მოცემული ფაქტობრივი მდგომარეობა შეესაბამება დელიქტს თუ კონდიქციურ შემადგენლობას რითი ვასხვავებთ?

    @crassus said:
    მაგ: როცა მე შენ მოგპარე ნივთი და გავყიდე.. ამ ნივთის მთლიანი საფასურის მოთხოვნის უფლება მაქვს მე დელიქტის საფუძველზე, ხომ ასეა?

    რატოა დელიქტი?

     

    979.2 ხელყოფის კონდიქციაზეა საუბარი. გამდიდრება/დაზოგვა

     

    979.2 ნაწილი დელიქტური შინაარსიც ააქვს.

     

    კაი დავანებოთ რა ამ თემაზე ბაზარს თავი 😀 😀

    Edika
    Participant

    მოკლედ მაგ სუბსიდიურობაზე კიდევ ერთხელ დავწერ. მართალია ამბობს სასამართლო რომ უსაფუძვლო გამდიდრების ნორმების გამოყენება უნდა მოხდეს მაშინ როცა გამოირიცხება მოტხოვნის დაკმაყოფილების სახელშეკრულებო ან კანონისმიერი საფუძველი, მაგრამ როცა იმაზე ნაკლებ ფასად ხდება ნივთის გაყიდვა ვიდრე მისი საბაზრო ღირებულებაა ეს არის თუ არა ის შემთხვევა როცა უნდა გამოირიცხოს მთლიანად უსაფუძვლო გამდიდრების ნორმები ამაზე მაგ გადაწყვეტილებაში არაფერია ნატქვამი. გარდა ამისა მაგ გადაწყვეტილებაშია მოცემული შემდეგ უსაფუძვლო გამდიდრება რა შემთხვევაშიც მოქმედებს.

     

    გარდა ამისა დოქტრინაში საერთოდ იმაზეა საუბარი რომ პარალელურად შეიძლება კონდიქციური და დელიქტური ხასიატის მოტხოვნების დაყენებაო.

    Edika
    Participant

    @BLH-hUB said:
    საინტერესო შემთხვევა პრაქტიკიდან…. გარდაიცვალა “ა”, მას არ დაუწერია ანდერძი და დარჩა ორი პირველი რიგის მემკვიდრე “ბ” და “გ”… ისე მოხდა, რომ “ბ”-მ მიიღო მთელი სამკვიდრო, ისე რომ დაუმალა სამკვიდროს გახსნის შესახებ “გ”-ს რომელიც იმყოფებოდა ამერიკაში. სამკვიდროს გახსნიდან 1 წლის შემდეგ “გ” გარდაიცვალა.

     

    “გ”-ს მემკვიდრეებს სურთ მოითხოვონ “ბ”-ს უღირს მემკვიდრედ ცნობა და “გ”-ს მემკვიდრეობის მიღება.. რა უნდა გააკეთონ მათ?

    კი უნდა ცნოს უღირს მემკვიდრედ სასამართლომ “გ”.

    Edika
    Participant

    ას-1017-953-2012 ბევრი ვიდავეთ აგერ ამ საკითხზე, მაგრამ აგერ კიდევ ერთი შედევრი სადაც სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა დელიქტური ნორმები, მაშინ როცა დაზარალებულს მოპარეს ეს ნივთები, დამნაშავემ გაყიდა ეს ნივთები და მიიღო სარგებელი.

    Edika
    Participant

    კონკურენცია იმიტოა რომ ხელშეკრულებიდან გამომდინარე მიყენებული ზიანის ანაზღაურება სახელშეკრულებო ნორმებით უნდა ხდებოდეს, არადა დელიქტების ნორმებში გვააქვს 1007 მუხლი რომელიც იგივეს ეხება. მაგალითად ოპერაცია ჩაუტარდა არასწორად რის გამოც ისევ საოპერაციო შეიქმნა(დამატებითი ხარჯების საჭიროება). ამ შემთხვევაში ხომ ხელშეკრულების ნორმები უნდა მოქმედებდნენ? მაგრამ 1007 მუხლი გვაქვს რომელიც არის დელიქტური.

     

     

    Edika
    Participant

    კონკურენციაა 1007 და სახელშეკრულებო ნორმებს შორის.

Viewing 10 posts - 151 through 160 (of 419 total)