მთავარი გვერდი forums იურიდიული ფორუმი სამოქალაქო და სამეწარმეო სამართალი ზიანის ანაზღაურება (დელიქტური სამართალი)

Viewing 10 posts - 171 through 180 (of 217 total)
  • Author
    Posts
  • #4581
    BLH
    Keymaster

    მე-19 გვერდზე დავდე ორი გადაწყვეტილება, რომლებიც ეხება მაღალი ძაბვის გამო ხანძრის შედეგად მიყენებული ზიანის ანაღაურებას. ერთ გადაწყვეტილებაში სასამართლომ გამოიყენა 394-ე მუხლი და განმარტა, რომ ენერგომიმწოდებელმა მაღალი ძაბვის მიწოდების გამო 394-ე მუხლით უნდა აგოს პასუხი, რადგან უკვე არსებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების დარღვევა იყო მისი მხრიდან, ხოლო მეორე გადაწყვეტილებაში 992-ე მუხლით მოხდა პასუხისმგებლობის დაკისრება.

    #4582
    Edika
    Participant

    შემდეგი საკითხი.  არის თუ არა 1009 მუხლის შემადგენლობისთვის ბრალის არსებობა საჭირო?

    #4750
    Crassus
    Participant

    @Edika said:
    შემდეგი საკითხი.  არის თუ არა 1009 მუხლის შემადგენლობისთვის ბრალის არსებობა საჭირო?

     

    ეგ მუხლი აღარაა მოქმედი რომ იცოდე, რადგან მიღებულია უკვე კარგი ხანია, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი, რომელიც არეგულირებს ამ საკითხს სპეციალურად.

     

    იმ საკითხზე რაც ზემოთ დაწერე ეხება ¹ ას-87-420-05 ეს გადაწყვეტილება, სადაც სწორედ აღნიშნული კოდექსის გამოყენება ხდება და დელიქტური ნორმების, ელექტროენერგიიდან გამომდინარე ზიანის დროს.

    #4751
    Edika
    Participant

    კაი მაშნ გადავიდეთ შემდეგ საკითხზე.

     

    საერთოდ აივ ინფექცია ინფიცირებიდან 6 თვეში არ ჩანს სისხლში. დაუშვათ ამ პერიოდში დონორისგან აღებული სისხლი გადაუსხე სხვას (ანუ გამოიკვლიეს მაგრამ არ ჩანს, ე.წ ინკუბაციის პერიოდი აქვს 6 თვე). სისხლის ბანკმა გადაუსხა ისე რომ არ გააფრთხილა ე.წ ინკუბაციის პერიოდის შესახებ, როცა ვერ ხერხდება ვირუსის დადგენა. ეკისრება ამ შემთხვევაში პასუხისმგებლობა ბანკს?????? და რა საფუძვლით კონკრეტულად?????????

    #4790
    BLH
    Keymaster

    როცა ინკუბაციის პერიოდია და ბანკმა არ იცის არის თუ არა სისხლი დაავადებული და მაინც გადასხმას აკეთებს, ამ შემთხვევაში, არსებობს რისკი, რომ შეიძლება სისხლი დაავადებული იყოს, ეს რისკი შეცნობილი აქვს ბანკს, მაგრამ მაინც უსხამს სისხლს, ანუ წინდახედულობის ნორმების არღვევს და შესაბამისად ბრალეულია მისი მოქმედება და მართლსაწინააღმდეგო.

    #4791
    Edika
    Participant

    ას-296-624-07

    არ არღვევს წინდახედულობის ნორმებს. წინდახედულობის ნორმებს დაარღვევდა თუ არ დაიცავდა 318-ე მუხლს. სწორედ მაგ რისკებიდან გამომდინარე ეკისრება სისხლის ბანკს კლიენტისთვის ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება 318 მუხლით დადგენილი წესით. იქედან გამომდირენა რომ არსებული სამეცნიერო ტექნიკის ფარგკებში, ე.წ ფანჯრის პერიოდში დონორისგან აღებული სისხლში ინფექციის დადგენა არის შეუძლებელი, უნდა გამოირიცხოს ბრალი და შესაბამისად პასუხისმგებლობა, თუ არის დაცული 318-ე მუხლის პირობები.  ასეთი დადგინდა ბოლოს. აღსანიშნავია ასევე რომ 1009 მუხლთან ერთად ამავე გადაწყვეტილებაში სასამართლო ნასწიდობის ნორმებსაც უთითებს.

     

     

    #4796
    BLH
    Keymaster

    სად გეწერა მერე, რომ 318-ე მუხლის მიხედვით მიაწოდა ინფორმაცია კლეინტს? 😀 :)))

     

    შენ რაც დაწერე, იქიდან გამომდინარე დიახაც, რომ სწორია ჩემი შეფასება.

    #4800
    Edika
    Participant

    საქმეც მაგაშია რომ არ მეწერა……..  ანუ ვინაიდან ინკუბაციის პერიოდში ვერ ხერხდება ვირუსის დადგენა ამის შესახებ უნდა იყოს ინფორმირებული კლიენტი/პაციენტი. ამ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში ჩვეულებრივ ეკისრება პასუხისმგებლობა

    #4805
    Edika
    Participant

    სახლის აივანზე თამაშბდნენ ბავშვები, რა დროსაც ქუჩაში გაწყდა ელექტროსადენი, დაეცა ბავშვს, რის შედეგადაც მიიღო დამწვრობა. აქვს თუ არა მოთხოვნის უფლება და რის საფუძველზე?

    #4819

    @Edika said:
    სახლის აივანზე თამაშბდნენ ბავშვები, რა დროსაც ქუჩაში გაწყდა ელექტროსადენი, დაეცა ბავშვს, რის შედეგადაც მიიღო დამწვრობა. აქვს თუ არა მოთხოვნის უფლება და რის საფუძველზე?

    ელექტროსადენის მესაკუთრისგან ექნება ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება, რადგან იგი ვალდებულია უზრუნველყოს ელექტროსადენის უსაფრთხო ექსპლოატაცია, ვალდებულია შეინარჩუნოს ელექტროსადენი ისეთ მდგომარეობაში, რომ მან ზიანი არ მიაყენოს სხვას. აღნიშნული ვალდებულების დარღვევა, რომელმაც ზიანი განაპირობა არის დელიქტური პასუხისმგებლობის საფუძველს, სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის მიხედვით.

Viewing 10 posts - 171 through 180 (of 217 total)
  • You must be logged in to reply to this topic.