Viewing 10 posts - 11 through 20 (of 31 total)
  • Author
    Posts
  • #4167
    Edika
    Participant

    3კ/565-03 სხეულის ნაკლებად მძიმე დაზიანებისთვის (სამუდამო ნაიარევი სახეზე) სასამართლომ დააკისრა 3000 ლარიანი ჯარიმა.

    #4168
    Edika
    Participant

    3კ-766-02 ერთმა პირმა- მეორეს,  ბრალი დადო სუტენიერობაში და ჯანმრთელობის დაზიანებაში. სასამართლომ მორალური ზიანის ოდენობა განსაზღვრა 5000 ლარით.

    #4172
    Edika
    Participant

    მორალური ზიანის ფუნქციები და პოლიტიკოსის დასაშვები კრიტიკა

     

    (სუსგ. N- 3კ/423-03)

     

    საერთოდ რაიმე ცნობის გავრცელება მიზნად არ უნდა ისახავდეს პირის ღირსების დისკკრედიტაციას საზოგადოების თვალში.

     

    პატივისა და ღირსების შელახვაში იგულისხმება ფიზიკური ან იურიდიული პირების შესახებ ისეთი ცნობების გავრცელება, რომლებიც შეიცავენ მტკიცებას მათ მიერ კანონის ან მორალის ნორმების დარღვევის, უღირსი საქციელის ჩადენის შესახებ. მე-18 მუხლის თანახმად, ამგვარი ცნობების გავრცელება წარმოადგენს პირის მიერ სასამართლოს მეშვეობით ცნობების უარყოფის მოთხოვნის საფუძველს.

     

    პოლიტიკური დისკუსიის თავისუფლება წარმოადგენს დემოკრატიული საზოგადოების გულს. შესაბამისად, პოლიტიკური თანამდებობის პირთა კრიტიკის ფარგლები ფართოა, ვიდრე კერძო პირთა. პოლიტიკური თანამდებობის პირისათვის გარდაუვალია და ამგვარი თანამდებობის დაკავება თავისთავად ნიშნავს, რომ მისი ყოველი სიტყვა და მოქმედება იქნება დაჟინებული ანალიზისა და კრიტიკის ობიექტი. შესაბამისად, პოლიტიკოსმა უნდა გამოავლინოს მოთმინების მაღალი დონე, განსაკუთრებით მაშინ, როცა ის ახორციელებს ისეთ მოქმედებას, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს მძაფრი კრიტიკა. სახელმწიფო მოხელეებმა,პრესისა და ტელევიზიის მეშვეობით გამართულ დებატებში, დასაშვებ ზღვარზე მეტი კრიტიკა უნდა ითმინონ. 

     

    ამასთან, კრიტიკა უნდა იყოს საქმიანი და იგი არ უნდა გადაიზარდოს კრიტიკაში,რომელიც აშკარად შეუსაბამოა კრიტიკისა და განსჯის საგანთან.

     

    პოლიტიკური თანამდებობის პირების ქმედებათა მკვეთრი შეფასებები უნდა წარმოადგენდეს განცხადების ავტორის ხელთ არსებული ფაქტების ადეკვატურს.

     

    საკასაციო პალატა იზიარებს საოლქო სასამართლოს კოლეგიის მოსაზრებას, რომ ცნობების გავრცელება იმის შესახებ, რომ პირის მიერ დარღვეულია კანონი, სცილდება საქმიანი კრიტიკის ფარგლებს და იგი იწვევს ადრესატის პატივის ანუ საზოგადოებრივი რეპუტაციის დისკრედიტაციას. ასეთ შემთხვევაში, დაირღვა რა კრიტიკის დასაშვები ფარგლები,შესაბამისად, კრიტიკის მიმართ თმენის ვალდებულებაც შეწყდა.

     

    მორალური ზიანის ანაზღაურებას აკისრია სამი ფუნქცია: პირველი – დააკმაყოფილოს დაზარალებული; მეორე – ზემოქმედება მოახდინოს ზიანის მიმყენებელზე; მესამე – თავიდან აიცილოს პიროვნული უფლებების ხელყოფა სხვა პირების მიერ. მორალური ზიანის ანაზღაურების უმთავრეს მიზანს არ შეადგენს ხელყოფილი უფლებების რესტიტუცია, რადგან მიყენებულ ზიანს ფულადი ეკვივალენტი არ გააჩნია დაშეუძლებელია მისი სრული კომპენსაცია.

     

    ძალიან ხშირად დამდგარი შედეგების გამოსწორება შეუქცევადი მოვლენაა და როგორი დიდიც არ უნდა იყოს კომპენსაცია, იგი მაინც ვერ აღუდგენს დაზარალებულს ხელყოფამდე არსებულ სულიერ მდგომარეობას. კომპენსაციის მიზანია მოსარჩელის გამართლება საზოგადოების თვალში და მორალური ზიანით გამოწვეული ტკივილების შემსუბუქება. კომპენსაცია მიმართულია უარყოფითი ემოციების გასაქარწყლებლად. კომპენსაციის ოდენობა უსაშველოდ არ უნდა იყოს გაზრდილი და არ უნდა მოწყდეს რეალობას, მისი მიზანი არ უნდა იყოს მოპასუხის დასჯა, რის გამოც კომპენსაციის განსაზღვრისდროს გათვალისწინებული უნდა იყოს მოპასუხის ქონებრივი მდგომარეობაც. საკასაციო პალატა თვლის, რომ მართალია, მოსარჩელის პიროვნული უფლებების ხელყოფა სერიოზულია, მაგრამ ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის და მოპასუხის ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით მოსარჩელის მოთხოვნა გაზრდილია და არ შეესაბამება რეალობას.

    #4180
    Edika
    Participant

    პატივის, ღირსების და საქმიანი რეპუტაციის შელახვა

     

    (სუსგ. N- 3კ/1109-01)

     

    ერთ ერთი კომპანიის წარმომადგენელმა მეორე ბიზნესმენის მიმართ გამოთქვა შემდეგი წინადადებები: 1) საქმეში უნდა შემოეტანა თავისი წილი და არ შეასრულა ვალდებულება; 2) „თოფაძელენდია საქართველო, რასაც უნდა იმას აკეთებს, თავი მეფე გონია“ 3) „გ.თ არის საბჭოტა საქმოსანი“; 4) „თოფაძელენდში შედიხარ ბარგით და იქედან მარტო გამოდიხარ“ 5) „სახეზეა არასამართლებრივი კონკურენცია, როცა ერთი ადამიანი არის ორი კონკურენტი საწარმოს სათავეშია“;

     

    საქალაქო სასამართლომ აღნიშნული ჩათვალა პატივის, ღირსების და საქმიანი რეპუტაციის შემლახველ ცნობებად, დააკისრა მოპასუხეს ბოდიშის მოხდა და 100 000 ლარი მორალური ზიანი. მეწარმე რომელიც ვალდებულებას არ ასრულებს საზოგადოების მხრიდან აღიქმება არასაიმედო პარტნიორად, სხვა პოტენციურ პარტნიორებს უნდობლობად უჩნდებათ და მისი როგორც მეწარმის იმიჯი დისკრედიტირებულია. სასამართლომ „საბჭოთა საქმოსანი“ ჩათვალა რომ ასოცირდებოდა არაპროგრესულ, მოძველებული მენტალიტეტის მქონე პიროვნებად, რომელიც ვერ აზროვნებს თანამედროვე სტანდარტებით. 4-ის შემთხვევაში სასამართლომ თქვა რომ მართლსაწინააღმდეგო ქმედებაში დადო ბრალი. 5-ეც ასევე საქმიანი რეპუტაციის შემლახველად მმიიჩნია სასამართლომ. საბოლოოდ საქმის საკასაციო განხილვის ეტაბზე მხარეები მორიგდნენ რომ დაკისრებული 100 000 ლარის სანაცვლოდ მოპასუხეს მხოლოდ ბოდიში მოეხადა.

     

    #4182
    Edika
    Participant

    აღსანიშნავია რომ მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის საფუძველი შეიძლება იყოს ცნობის გავრცელება, რომელიც შეიცავს მტკიცებას პირის მიერ კანონის დარღვევის თუ სხვა  მორალური ქმედების ჩადენასთან დაკავშირებით.

     

    არის გადაწყვეტილებები, სადაც საუბარია ასევე რომ სასამართლომ უნდა დაადგინოს შეურაწმყოფელი გამონათქვამები იყო თუ არა მოსარჩელის გამონათქვამებზე საპასუხო.

    #4183
    Edika
    Participant

    დასაშვები კრიტიკის ფარგლები 

     

    (3კ/337-02)

     

    “პალატა თვლის, რომ პიროვნების პატივის ქვეშ იგულისხმება პიროვნების მორალური თუ სხვა თვისებების საზოგადოებრივი შეფასება. პატივი პიროვნების ობიექტური საზოგადოებრივი შეფასებაა, რომელიც განსაზღვრავს საზოგადოების დამოკიდებულებას პიროვნების მიმართ.

     

    ღირსების ქვეშ იგულისხმება პიროვნების მიერ საკუთარი მორალური თუ სხვა თვისებების, საკუთარი საზოგადოებრივი მნიშვნელობის შეფასება.

     

    პატივისა და ღირსების შელახვად იგულისხმება ფიზიკური ან იურიდიული პირის შესახებ ისეთი ცნობების გავრცელება, რომლებიც შეიცავენ მტკიცებას მათ მიერ კანონის ან მორალის ნორმების დარღვევის, უღირსი საქციელის ჩადენის შესახებ.  

     

    საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ პირადი არაქონებრივი უფლებების დარღვევა შეიძლება გამოიხატოს ღვარძლიან კრიტიკაში, რომელიც სცილდება საქმიანი კრიტიკის ფარგლებს და მიზნად ისახავს ადრესატის ღირსების შელახვას. პატივისა და ღირსების შელახვას ასევე ადგილი აქვს მაშინ, როდესაც მესამე მხარისადმი მიმართვისას ერთი ადამიანი მეორის ღირსებას, რეპუტაციას ან მდგომარეობას მოიხსენიებს იმგვარი ფორმით, რომ ამცირებს პირს მოქალაქეთა თვალში, იწვევს სიძულვილს ან ზიზღს. ამდენად, პირს დაცვის უფლება ენიჭება მაშინ, როდესაც დისკრედიტირებულია მისი საზოგადოებრივი რეპუტაცია. მართალია, კრიტიკის ფარგლები პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და სახელმწიფო მოხელეების მიმართ უფრო ფართოა, ვიდრე კერძო ფიზიკური პირების მიმართ, მაგრამ კრიტიკამ არ უნდა გადალახოს საზღვარი, რომელიც დადგენილია “სხვა პირთა უფლებებისა და რეპუტაციის”დასაცავად.  

     

    საკასაციო სასამართლო თვლის, რომ საოლქო სასამართლოს კოლეგიამ არასწორად განმარტა ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილებები და მითითებული ციტატა სრულად არ გადმოსცა.კერძოდ, გადაწყვეტილებაში “კასტელსი ესპანეთის წინააღმდეგ” აღნიშნულია, რომ მართალია,დასაშვები კრიტიკის ფარგლები მთავრობის მიმართ უფრო ფართოა, ვიდრე რიგითი მოქალაქეების მიმართ, მაგრამ პოლიტიკური დისკუსიის ფარგლები არ არის აბსოლუტური,ხოლო გადაწყვეტილებაში “ლინგენსი ავსტრიის წინააღმდეგ” მითითებულია, რომპოლიტიკური თანამდებობის პირებმა და სახელმწიფო მოხელეებმა პრესისა და ტელევიზიის მეშვეობით გამართულ დებატებში დასაშვებ ზღვარზე მეტი კრიტიკა უნდა ითმინონ, თუკიინფორმაცია შეეხება პოლიტიკურ შეხედულებებს და ეს კრიტიკა უხეშად არ ხელყოფს პირისპატივსა და ღირსებას.  

     

    საკასაციო პალატა თვლის, რომ პუბლიკაცია შეიცავს მტკიცებას, რომ ვ. ჩ-შვილს ნამდვილად აქვს არაკანონიერი გზით მოპოვებული “მოპარული” ქონება, რის დასადასტურებლადაცმითითებულია ფაქტებზე “ნულიდან გახდა მილიონერი”. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოპასუხე გასცდა კრიტიკის ფარგლებს და კრიტიკა გადაიზარდა სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული დანაშაულის (ქურდობის) დაბრალებაში, რაც ექვემდებარება მტკიცებას.ამდენად, კრიტიკამ გადალახა საზღვარი, რომელიც დადგენილია სხვა პირთა უფლებების დარეპუტაციის დასაცავად და ასეთ შემთხვევაში მოსარჩელეს არ ევალება ითმინოს ბრალდებადანაშაულის ჩადენაში.   სასამართლომ პირადი არაქონებრივი უფლების აღმდგენი სარჩელის განხილვისას უნდაგამოიკვლიოს და შეფასება მისცეს იმ გარემოებას, მონაწილეობდა თუ არა მოსარჩელე საჯაროპოლემიკაში და ხომ არ იყო მოპასუხის განცხადება პასუხი მოსარჩელის ანალოგიურმოქმედებაზე.  

     

    თუ პატივი არის პირის მორალური ან სხვა თვისებების შეფასება საზოგადოებრივი შეფასება, თუ ცნონების (ცნობა – რომელიც შეიცავს მტკიცებას მორალის ნორმების დარღვევის) გავრცელება მიზნად არ უნდა ისახავდეს პირობნების ღირსების და პატივის დისკრედიტაციას მაშინ ფრაზები : “დედამოტყნული კაცი”; “ახვარი”; “პიდარასტი” და ა.შ რატომ არ უნდა მივიჩნიოთ პატივის და ღირსების შემლახველად? ეს ფრაზები ხომ პატივის და ღირსების შემლახველია საზოგადოების თვალში და დისკრედიტაციას ისახავს მიზნად? “

     

    #4322
    Edika
    Participant

    შეიძლება თუ არა შვილის გარდაცვალების გამო მორალური ზიანის ანაზღაურების უფლება?

    #4325
    Crassus
    Participant

    <cite> @Edika said:</cite> შეიძლება თუ არა შვილის გარდაცვალების გამო მორალური ზიანის ანაზღაურების უფლება?

    მაგაზე წაკითხული მაქვს არაერთი გადაწყვეტილება და როგორც მახსოვს, არ არის შესაძლებელი, რადგან კანონით უნდა იყოს გათვალისიწნებული მორალური ზიანის ანაზღაურება და ასეთ შემთხვევისათვის არ არის..

    #4330
    Edika
    Participant

    <cite> @crassus said:</cite> მაგაზე წაკითხული მაქვს არაერთი გადაწყვეტილება და როგორც მახსოვს, არ არის შესაძლებელი, რადგან კანონით უნდა იყოს გათვალისიწნებული მორალური ზიანის ანაზღაურბეა და ასეთ შემთხვევისაძტვის არ არის..

    აი ეს გადაწყვეტილებები რასაც შენ ამბობ : ას-14-466-06; ას-1156-1176-2011.

     

    მაგრამ მოდი დაუშვათ რომ შვილის გარდაცვალების გამო მშობელმა მიიღო მძინე ფსიქოლოგიური სტრესი, სულიერი ტანჯვა. არც ამ შემთხვევაში არ ააქვს მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება? ესეც ხომ ჯანმრთელობისთვის მიყენებული ზიანია? 413.2-ში არ ჯდება?

    #4332
    BLH
    Keymaster

    შეიძლება მაგ კუთხით თეორიულად მსჯელობა, მაგრამ შენ რაც მიუთითე იმ გადაწყვეტილებებიდან გამომდინარე, რამდენად გაიზიარებენ ამას საქართველოს სასამართლოები?

Viewing 10 posts - 11 through 20 (of 31 total)
  • You must be logged in to reply to this topic.