Viewing 31 post (of 31 total)
  • Author
    Posts
  • #29131

    ახლობლის გარდაცვალებით მიყენებული მორალური ზიანი

     

    (სუსგ. N- ას-14-1466-05)

     

    სსკის 411- მუხლის თანახმად საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას ამ საქმეზე, რომლითაც სარჩელი მოპასუხე .კერესელიძისათვის მორალური ზიანის 40000 ლარის დაკისრების შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს. დადგენილია, რომ სააპელაციო სასამართლომ მოსარჩელეთა მოთხოვნა მოპასუხისათვის მორალური ზიანის დაკისრების შესახებ დააკმაყოფილა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 30- მუხლის პირველი და მეხუთე ნაწილების შესაბამისად და მიუთითა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად განსაზღვრა ზიანის ოდენობა იმ ტკივილისა და რეალური ტანჯვის გათვალისწინებით, რაც მოსარჩელეებმა განიცადეს ახლობელი ადამიანის მოკვლით ამ დანაშაულის ჩადენის სიმძიმითა და მეთოდით.

     

    საკასაციო პალატა თვლის,რომ სააპელაციო სასამართლომ .კერესელიძეს არასწორად დააკისრა . ტაბაღუას მკვლელობისათვის მისი ოჯახის წევრების სასარგებლოდ მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურება ზემოაღნიშნული ნორმების საფუძველზე. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სკის 413- მუხლის პირველი ნაწილის იმპერატიული მოთხოვნაა, რომ არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივნული და სამართლიანი ანაზღაურების სახით.

     

    სამოქალაქო კოდექსი არ იძლევა არაქონებრივი (მორალური) ზიანის დეფინიციას. ეს საკითხი კანონმდებელმა დოქტრინას და სასამართლო პრაქტიკას მიანდო შესაფასებლად. მართალია, პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედების გამო დაზარალებულის ოჯახის წევრებიც განიცდიან სულიერ და მორალურ ტკივილს, მაგრამ აღნიშნულის გამო მორალური ზიანის ანაზღაურების საკითხს არეგულირებს სკის 413- მუხლი; ამ ნორმის თანახმად კი თუ კანონით პირდაპირ არაა გათვალისწინებული დაზარალებულის სიცოცხლის ხელყოფის გამო მისი ახლობლებისათვის მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურება, იგი არ ანაზღაურდება.

     

     

Viewing 31 post (of 31 total)
  • You must be logged in to reply to this topic.