Viewing 10 posts - 21 through 30 (of 31 total)
  • Author
    Posts
  • #4334
    Edika
    Participant

    შვილის გარდაცვალების გამო მორალური ზიანის ანაზღაურება

     

    (სუსგ. N- ას-100-96-2012)

     

    სამოქალაქო კოდექსის 413.2. მუხლის 1-ლი და მეორე ნაწილის თანახმად სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ მორალური ზიანის ანაზღაურებისას მისი ოდენობა განისაზღვრება სასამართლოს შეხედულებით.

     

    მორალური ზიანის ანაზღაურების მოცულობას განსაზღვრავს სასამართლო მოსარჩელის მოთხოვნის საფუძველზე. მოსარჩელე უფლებამოსილია, სასარჩელო განცხადებაში მიუთითოს თანხა, რომელსაც ის ითხოვს მიყენებული სულიერი და ფიზიკური ტკივილის კომპენსაციისათვის, მაგრამ ეს მოთხოვნა მოსარჩელის მხოლოდ მოსაზრებაა და ანაზღაურების მოცულობა განისაზღვრება სასამართლოს შეხედულებით.

     

    საქმეში წარმოდგენილია ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა, რომლის შესაბამისადაც, მოსარჩელემ 2011 წლის 18 იანვარს მიმართა სამედიცინო დაწესებულებას მრავალმხრივი ჩივილებით და დაესვა დიაგნოზი – ვეგეტონევროზი, ავადმყოფობის მიმდინარეობა -ქრონიკული. ახლო ნათესავის, კონკრეტულ შემთხვევაში შვილის სიკვდილის გამო ჩვეული სულიერი ტკივილი, რაც გრძელდება ხანგრძლივად, ქმნის ჯანმრთელობის, მისი ფსიქონევრული მდგომარეობის დაზიანების წინაპირობას. პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მდგომარეობა გამოწვეულია შვილის მკვლელობით გამოწვეული განცდებით. ამდენად, შვილის გარდაცვალების გამო, მოსარჩელის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებ, ზიანის ანაზღაურების დაკისრების კანონისმიერ წინაპირობას ქმნის. განსახილველ დავაში მოპასუხე წარმოადგენს არაკომერციულ იურიდიულ პირს, რის გამოც მისი ეკონომიური შესაძლებლობა შეზღუდულია. აღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მორალური ზიანის სახით მოწინააღმდეგე მხარე ა.ა).ი.პ „პ. ნ. ს-ოს” უნდა დაეკისროს 2000 ლარის გადახდა.

     

    #4380
    BLH
    Keymaster

    #ბს-648-623(2კ-13) ეს გადაწყვეტილება ეხება პირის უკანონო მსჯავრდებისათვის მორალური ზიანის ანაზღაურების საკითხს

     

    მრავალმხრივ მნიშვნელოვანია ეს გადაწყვეტილება, რადგან მასში განხილულია ქართული სასამართლო პრაქტიკაც, უცხოური სასამართლო პრაქტიკაც, ასევე მორალური ზიანის ანაზღაურების საფუძვლები და მისი მოცულობის განსაზღვრის საკითხები.

    #4755
    Edika
    Participant

    მორალური ზიანის ანაზღაურების საფუძვლები

     

    კანონმდებლობა ზუსტად განსაზღვრავს იმ სიკეთეთა ჩამონათვალს (ესენია: პატივი; ღირსება; საქმიანი რეპუტაცია და ჯანმრთელობა) რომელთა ხელყოფის შემთხვევაში პირს შეუძლია მორალური ზიანის ანაზღაურება. მაგალითად ჯანმრთელობის გაუარესების შემთხვევაში (ნერვოზი), რაც გამოწვეულია ქონების განადგურებით პირს არ შეუძლია ითხოვოს მორალური ზიანის ანაზღაურება, იქედან გამომდინარე რომ ამ სიკეთის ხელყოფის (ნივთის დაზიანების) გამო ჯანმრთელობის გაუარესებისთვიის მორალური ზიანის ანაზღაურებას არ ითვალისწინებს კანონი. იგიგე შეიძლება ითქვას შვილის სიკვდილის გამო მშობლის ჯანმრთელობის გაუარესებაზე. ანუ ამ სიკეთის ხელყოფის შემტხვევაში(შვილის სიცოცხლე) მშობლის ჯანმრთელობის გაუარესების გამო მორალური ზიანის ანაზღაურებას არ ითვალისწინებს კანონი. 413.1 გამომდინარე არ ანაზღაურდება. აღნიშნული აზრი გატარებულია ას-1156-1176-2011 გადაწყვეტილებაში, კერძოდ:

     

    “კერძო სამართლით გათვალისწინებული სხვადასხვა ურთიერთობების შედეგად შეიძლება ადგილი ჰქონდეს მორალურ, სულიერ ტანჯვას, მაგრამ მისი ანაზღაურება განპირობებულია მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ე.ი კანონი პირდაპირ განსაზღვრავს, თუ რომელი სიკეთის ხელყოფის შემთხვევაში შეიძლება დაზარალებულმა მოითხოვოს ანაზღაურება არაქონებრივი ზიანისათვის. ამდენად, კანონის მიზანია, შეამციროს, შეზღუდოს ამ ნორმით გათვალისწინებული შედეგის დაუსაბუთებელი გაფართოება, რათა უზრუნველყოფილი იქნეს სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობა და წესრიგი.

     

    განსახილველი ნორმის ზემოაღნიშნული მიზნებიდან გამომდინარე, არაქონებრივი ზიანისათვის ანაზღაურება გათვალისწინებულია ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად გამოწვეული სულიერი, ფსიქიკური ტანჯვის გამო, და არა – ქონებრივი ზიანის გამო სულიერი ტანჯვით გამოწვეული ჯანმრთელობის მოშლის შემთხვევებზე. წინააღმდეგ შემთხვევაში აღნიშნული ნორმის მოქმედება შეიძლება გავრცელდეს ნებისმიერ ქონებრივი ვალდებულების დარღვევისას განცდილი სულიერი ტანჯვის შედეგად ადამიანის ჯანმრთელობის გაუარესებაზე. მაგალითად, ნასყიდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შედეგად და ა.შ., რაც ყოვლად დაუშვებელია.

     

    ამდენად, 13.05.2003 წელს საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებული ფსიქოემოციური სტრესი და ხანძრის გამო გამოწვეული ისეთი უარყოფითი ფაქტორები, როგორიცაა უბინაობა, გაუთვალისწინებელი ვალები და ამ ფაქტორების შედეგად ნ.ს.-შ-ის ჯანმრთელობის გაუარესება არ წარმოადგენს მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის კანონით გათვალისწინებულ საფუძველს (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის პირველი ნაწილი).”

     

    იგივე აზრია გატარებული ას-14-466-06 ამ გადაწყვეტილებაში. ანუ ხელფოსის ობიექტი იყო შვილის სიცოცხლე და იქედან გამომდინარე რომ შვილის გარდაცვალების გამო მშობლის ჯანმრთელობისთვის მიყენებული ზიანისთვის მორალური ზიანის ანაზღაურებას არ ითვალისწინებს კანონი არ უნდა დაეკისროს მოპასუხეს მორალური ზიანის ანაზღაურებაო. თუმცა საწინააღმდეგო მოსაზრებაა გადარებული ას-100-96-2012 გადაწყვეტილებაში. ანუ ამ შემთხვევაში (ას-100-96-2012) ხელყოფის ობიექტი იყო შვილის სიცოცხლე, რამაც გამოიწვია მშობლისთვის ჯანმრთელობის გაუარესება რა შემტხვევაშიც სასამართლომ მოპასუხეს დააკისრა მორალური ზიანი.

     

    შეიძლება ითქვას რომ სასამართლო პრაქტიკა არის არაერთგვაროვანი, მაგრამ მე ვფიქრობ რომ შვილის სიკვდილის შემთხვევაში მშობლის ჯანმრტელობის გაუარესების შემტხვევაში არ უნდა იყოს სწორი მორალური ზიანის ანაზღაურება, ვინაიდან მტავარია ჯანმრტელობის გაუარესების გამომწვევი მიზეზი რა იყო, ანუ ხელყოფის ობიექტი. ხელყოფის ობიექტს(სიკეთეს) წარმოადგენდა შვილის სიცოცხლე რა შემტხვევაშიც კანონი მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნას არ ითვალისწინებს, მიუხედავად იმისა რომ მშობლის ჯანმრთელობა გაუარესდა. ზუსტად ამაზეა საუბარი ზემოთაღნიშნულ გადაწყვეტილებაში ას-1156-1176-2011:

     

    სხეულის დაზიანებასა ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენებაში უნდა ვიგულისხმოთ ისეთი ზემოქმედება, რომელიც ხელყოფს ადამიანის სხეულს ან ადამიანის ორგანიზმის შინაგან პროცესებს. განსახილველ შემთხვევაში პირველადი ზიანი გამოწვეული იყო სს „თ-ის” მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული ქმედებით, რომლითაც ხელყოფილ იქნა ს.-შ-ის არა ჯანმრთელობა, არამედ – ქონება (კანონიერ ძალაში შესული თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 23 მაისის გადაწყვეტილება).

     

     

    ანუ მთავარია პირველადი ზიანი. პირველად ზიანში იგულისხმება ის ამ შემთხვევაში რომ პირველად ზიანი მიადგა არა ჯანმრთელობას არამედ ქონებას.

    #4801
    Edika
    Participant

    ას-714-677-2013 კბილზე არასწორი მკურნალობის გამო გაუარესებული ჯანმრთელობისთვის მორალური ზიანი დაეკისრა ექიმს 2000 ლარი.

     

    #4802
    Edika
    Participant

    სამედიცინო დაწესებულების მიერ აივ ინფექციის შეყრისთვის 2000 ლარი მორალური ზიანი. (ას-296-624-07)

    #4827
    Edika
    Participant

    არასათანადო რეკლამა და  იურიდიული პირის მორალი

     

    (სუსგ. N- 3კ/924-01)

     

    რეკლამის შესახებ კანონის მიხედვით არასათანადო რეკლამა არის როცა პირის პატივს, ღირსებას და საქმიან რეპუტაციას ადგება ზიანი. ასეთ შემთხვევაში უზენაესმა თქვა რომ პირს უფლება არ აქვს მორალური ზიანის ქონებრივი ანაზღაურება ითხოვოს გამომდინარე ამავე კანონის 21.3 მუხლიდან, რომელიც ითვალისწინებს მორალური ზიანის ანაზღაურებას არა ფულით, არამედ აღნიშნული ინფორმაციის უარყოფის საჯაროდ. ამავე გადაწყვეტილებაში უზენაესმა თქვა რომ იურიდიულ პირს არ შეიძლბა მიადგეს მორალური ზიანი, იქედან გამომდინარე რომ მორალი არ გააჩნიაო.

    რას ვფიქრობთ?

    #4828

    იურიდიულ პირს მორალი გააჩნია, იმ თავისებურებების გათვალისწინებით, რაც იურიდიულ პირს ახასიათებს. შეიძლება ღირსება არ აქვს, მაგრამ რეპუტაცია ხომ აქვს და ამ რეპუტაციის შელახვა მორალური ზიანის ანაზღაურების საფუძველი რატომ არ შეიძლება გახდეს?

     

    რაც შეეხება მეორე საკითხს, არ ვეთანხმები ნამდვილად მაგ საკითხს, რადგან მართალია რეკლამის შესახებ კანონში მოცემული მსგავსი რეგულაცია, რომ საჯაროდ უარყოფა უნდა მოხდეს, მაგრამ ეს გარემოება რატომ გარმოიცხავს ფულადი ანაზღაურების თემას?

     

    ამასთან დაკავშირებით საინტერესოა უზენაესის გადაწყვეტილება ას-487-461-2011, სადაც სასამართლო განმარტავს:

     

    “ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობა ცალკე კანონით შეიძლება იყოს დარეგულირებული, თუმცა, სამოქალაქო სამართალურთიერთობის სპეციფიკიდან გამომდინარე, იგი ვალდებულებითი სამართლის მოქმედების რეჟიმში რჩება და მასზე ვალდებულებითი სამართლის ზოგადი ნორმები ვრცელდება.”

     

    ამდენად, როცა სპეციალური კანონის რეგულაციები არ არის კოლიზიაში ზოგად ვალდებულებით ნორმებთან.. ეს ზოგადი ნორმები გამოიყენება მაინც.

    #4829
    Edika
    Participant

    გეთანხმები. არც მე არ მომწონს ეგ გადაწყვეტილება. მორალთან დაკავშირებითაც არაა სწორი. საქმიანი რეპუტაციის შელახვა მორალური ზიანია აბა რა არის. დოქტრინაშიც წერია ამაზე.

    #29128

    სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე მორალური ზიანის ანაზღაურება

     

    წინამდებარე პოსტი ეხება საკითხს, როცა მხარეები ერთმანეთთან არიან დაკავშირებული ხელშეკრულებით, მაგრამ მორალური ზიანის ანაზღაურება შეგვიძლია მივიჩნიოთ დელიქტურ პასუხისმგებლობად. მაგ: პაციენტისა და ექიმის შორის ურთიერთობას სამედიცინო მომსახურეობაზე, მართალია ხელშეკრულება უდევს საფუძვლად, მაგრამ აქედან გამომდინარე ზიანი დელიქტური პასუხისმგებლობის ნორმებით ანაზღაურდება (სკ-ს 1007 მუხლი).

     

    საინტერესოა ამ კუთხით როგორი სასამართლო პრაქტიკა გვაქვს, თვალსაჩინოებისათვის მინდა მოვიყვანო უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება (სუსგ. N-ას-33-406-05 ), სადაც საუბარია სამედიცინო მომსახურეობის ხელშეკრულებაზე და არასწორი მკურნალობით გამოწვეული მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნაზე. სასამართლო შემდეგნაირ განმარტებას აკეთებს:

     

    „მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სკ-ს 394-ე მუხლის პირველი ნაწილი, რადგან მხარეებს შორის არსებობდა სახელშეკრულებო ურთიერთობა. ვალდებულების დარღვევისათვის ან არაჯეროვანად შესრულებისას დგება სამოქალაქო პასუხისმგებლობა. „

     

    ამ შემთხვევაში ვფიქრობ არ უნდა იყოს სწორი უზენაესი სასამართლოს განმარტება, რადგან 1007-ე მუხლი განსაზღვრავს უფრო სპეციალურ შემთხვევას, რომელიც ეხება სამედიცინო დაწესებულების პასუხისმგებლობის საკითხს და თუ ჩვენ დავუჯერებთ უზენაესის სასამართლოს განმარტებას და ყველა ასეთ შემთხვევას ჩავთვლით არა დელიქტური პასუხისმგებლობის სფეროთ, არამედ დავტოვებთ სახელშეკრულებო ურთიერთობების სფეროში, მაშინ 1007-ე მუხლი მკვდარ ნორმად გადაიქცევა, რადგან 1007-ე მუხლში განსაზღვრული შემთხვევა აუცილებლად ითვალისწინებს ხელშეკრულების არსებობას.

     

    მაგ: როცა ადამიანი იკეთებს ქირურგიულ ოპერაციას, იგი დებს ხელშეკრულებას საავადმყოფოსთან და თუ ოპერაციის შედეგად, ექიმის ბრალეულობის პირობებში ამ ადამიანს მიადგება ზიანი, მოთხოვნის საფუძველი 1007-ე მუხლი უნდა იყოს და არა სახელშეკრულებო ნორმები. ამას თავი რომ დავანებოთ, 1007-ე მუხლი იცავს სახელშეკრულებო ურთიერთობისაგან განსხვავებულ სიკეთეს, კერძოდ, მისი ობიექტია ადამიანის ჯანმრთელობა, ხოლო ხელშეკრულების ობიექტია ვალდებულების ჯეროვნად შესრულება. აქედან გამომდინარე ყველაფერი ამის გათვალისწინებით მიმაჩნია, რომ 1007-ე მუხლი უფრო რელევანტურია ასეთ შემთხვევაში მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის კუთხით, რადგან ასეთი სიტუაცია სცილდება ხელშეკრულების ფარგლებს.

    #29130
    BLH
    Keymaster

    დანაშაულით მიყენებული მორალური ზიანი

     

    (სუსგ. ას-172-504-05)

     

    წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2003. 17 ნოემბრის განაჩენით დადგენილია . ის მიერ . სათვის სხეულის ნაკლებად მძიმე დაზიანების მიყენების ფაქტი.

     

    სკის 413- მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სხეულის დაზიანების ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შემთხვევაში დაზარალებულს შეუძლია, მოითხოვოს ანაზღაურება არაქონებრივი ზიანისათვისაც. ამ ნორმის თანახმად ზიანი უნდა იყოს სამართლებრივად მნიშვნელოვანი და, ამდენად, ანგარიშგასაწევი.

     

    საკასაციო საჩივარი მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის საფუძვლად უთითებს კანონიერ ძალაში შესულ გამამტყუნებელ განაჩენს და ექსპერტიზის დასკვნას. ექსპერტიზამ დაადგინა და დასკვნაში აღნიშნულია დიაგნოზი, რომლის ერთერთ პუნქტში მითითებულია ნეიროცირკულარული დისტონია.

     

    სასამართლომ არ შეაფასა და არ დაადგინა, განიცადა თუ არა . ფსიქიკური ტრავმა. იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება, რომ ექსპერტიზის დასვნის გათვალისწინებით დასტურდება ფსიქიკური ტრავმის მიყენების ფაქტი, სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს . სუბიექტური დამოკიდებულება ასეთი ზიანის სიმძიმის მიმართ, ასევე ობიექტური გარემოებები, რითაც შეიძლება მისი ამ კუთხით შეფასება.

     

    მხოლო ამ შემთხვევაში შეიძლება დადგინდეს მორალური ზიანის არსებობა და მისი გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების კრიტერიუმები სკის 413- მუხლის პირველი ნაწილის დებულებებიდან გამომდინარე.

Viewing 10 posts - 21 through 30 (of 31 total)
  • You must be logged in to reply to this topic.