Forum Replies Created
-
AuthorPosts
-
Edika
Participantსააღასრულებო წარმოების პროცესში მოვალემ აუქციონის საჯაროდ გამოცხადებამდე შეიტანა თანხა აღსრულების ეროვნული ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე. ითვლება თუ არა ამ შემტხვევაში კერძოსამართლებრივი ვალდებულება შესრულებულად 427-ე მუხლის მიხედვით? ან საერთოდ რა ხდება ასეთ შემტხვევაშ?
Edika
Participantას-766-1092-07 ელექტროენერგიის მიწოდებაზე ვრცელდება ნასყიდობის ინსტიტუტიო (ხელშეკრულებაო). ელექტროენერგიას განიხილავს როგორც ნივთს. რამდენად სწორია?
Edika
Participantრაღაც არ ჯდება რა მაინც ასე მგონია ზიანის ანაზღაურების სტანდარტულ შემთხვევებში. მაგრამ ასეა რა პრაქტიკა. უნდა აანაზღაუროს რათქმაუნდა, მაგრამ ცოტა სხვანაირადაა აქ.
Edika
Participantარაფერს არ იძახის და სიმართლეგითხრა რომც თქვას მიზი აზრი მთლად სანდო არ უნდა იყოს.
Edika
Participantგეთანხმები კი, მარა ერთ გამოქლიავებულს ვერაფრით ვერ დავაჯერე ეგ. :D. მოვალის საკუთრებისს უფლება ილახებაო ასე იძახის :D. კრედიტორის საკუთრების უფლება არ ილახემა იმით რომ მოვალის არამართლზომიერ მფლობელობაში იმყოფება კრედიტორის ნივთი? ამასტანავე სასამართლო გადაწყვეტილება აღუსრულებელი უნდა დარჩეს? საკუთრება აბსოლიტური უფლებაა? კანონის 17-ე მუხლის მიზნები; იძულებითი აღსრულების არსი და ა.შ. წინააღმდეგ შემთხვევაში გამოდის მოვალის კეთილნებაზეა დამოკიდებული და სასამართლო გადაწყვეტილება აღარაფერი აღარ ყოფილა.
თანაზომიერების პრინციპის დაცვა მნნიშვნელოვანია.
Edika
Participantგანვიხილოთ შემთხვევა როცა სააღსრულებო მოქმედების დროს ხდება ზიანის მიყენება მოვალის ქონებისთვის.
მაგალითად სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება მოძრავი ნივთის მოვალის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის შესახებ. მოვალეს ეს ნივთი ჩაკეტილი აქვს თავის უძრავ ნივთში და არ აძლევს საშუალებას აღმასრულებელს გადასცეს ეს ნივთი კრედიტორს. აღსრულებამ შეამტვრია კარი და ისე შეაღწია. უნდა აუნაზღაურდეს ასეთ შემთხვევაში მოვალეს კარის შემთვრევით მიყენებული ზიანი?
Edika
Participantშვილის გარდაცვალების გამო მორალური ზიანის ანაზღაურება
(სუსგ. N- ას-100-96-2012)
სამოქალაქო კოდექსის 413.2. მუხლის 1-ლი და მეორე ნაწილის თანახმად სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ მორალური ზიანის ანაზღაურებისას მისი ოდენობა განისაზღვრება სასამართლოს შეხედულებით.
მორალური ზიანის ანაზღაურების მოცულობას განსაზღვრავს სასამართლო მოსარჩელის მოთხოვნის საფუძველზე. მოსარჩელე უფლებამოსილია, სასარჩელო განცხადებაში მიუთითოს თანხა, რომელსაც ის ითხოვს მიყენებული სულიერი და ფიზიკური ტკივილის კომპენსაციისათვის, მაგრამ ეს მოთხოვნა მოსარჩელის მხოლოდ მოსაზრებაა და ანაზღაურების მოცულობა განისაზღვრება სასამართლოს შეხედულებით.
საქმეში წარმოდგენილია ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა, რომლის შესაბამისადაც, მოსარჩელემ 2011 წლის 18 იანვარს მიმართა სამედიცინო დაწესებულებას მრავალმხრივი ჩივილებით და დაესვა დიაგნოზი – ვეგეტონევროზი, ავადმყოფობის მიმდინარეობა -ქრონიკული. ახლო ნათესავის, კონკრეტულ შემთხვევაში შვილის სიკვდილის გამო ჩვეული სულიერი ტკივილი, რაც გრძელდება ხანგრძლივად, ქმნის ჯანმრთელობის, მისი ფსიქონევრული მდგომარეობის დაზიანების წინაპირობას. პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მდგომარეობა გამოწვეულია შვილის მკვლელობით გამოწვეული განცდებით. ამდენად, შვილის გარდაცვალების გამო, მოსარჩელის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებ, ზიანის ანაზღაურების დაკისრების კანონისმიერ წინაპირობას ქმნის. განსახილველ დავაში მოპასუხე წარმოადგენს არაკომერციულ იურიდიულ პირს, რის გამოც მისი ეკონომიური შესაძლებლობა შეზღუდულია. აღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მორალური ზიანის სახით მოწინააღმდეგე მხარე ა.ა).ი.პ „პ. ნ. ს-ოს” უნდა დაეკისროს 2000 ლარის გადახდა.
Edika
Participant<cite> @crassus said:</cite> მაგაზე წაკითხული მაქვს არაერთი გადაწყვეტილება და როგორც მახსოვს, არ არის შესაძლებელი, რადგან კანონით უნდა იყოს გათვალისიწნებული მორალური ზიანის ანაზღაურბეა და ასეთ შემთხვევისაძტვის არ არის..
აი ეს გადაწყვეტილებები რასაც შენ ამბობ : ას-14-466-06; ას-1156-1176-2011.
მაგრამ მოდი დაუშვათ რომ შვილის გარდაცვალების გამო მშობელმა მიიღო მძინე ფსიქოლოგიური სტრესი, სულიერი ტანჯვა. არც ამ შემთხვევაში არ ააქვს მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება? ესეც ხომ ჯანმრთელობისთვის მიყენებული ზიანია? 413.2-ში არ ჯდება?
Edika
Participantრა მნიშვნელობა აქვს 995 იქნება თუ 992? არ ააქვს ჩემი აზრით მნიშვნელობა. 995 სპეციალურია 992 მიმართებაში (სამართალდარღვევის ელემენტების იგივეა) უბრალოდ.
საინტერესოა ის უფროა დაუშვათ გარდაგეცვალა შვილი(შორს იყოს). დაკრძალვის ხარჯები რამდენათ ითვლება მშობლისთვის მიყენებულ ზიანად? დაუშვათ მშობელი არ ყავს და მეზობლებმა გაასვენა? ანუ კონკრეტული პირისთვის ზიანის მიყენება ხო უკვე სამართალდარღვევის მომენტშივე ხდება და “ვინც გაასვენებს” პრინციპით ხომ არ უნდა ხდებოდეს იმ პირისათვის ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების მინიჭება? კონკრეტულად რომელი ნორმა ამბობს რომ ეს ქელეხი ითვლება მშობლისთვის მიყენებულ ზიანად?
Edika
Participantსაფუძველი არის 995-ე მუხლი(ანუ დელიქტურით წესრიგდება ეს შემტხვევა). მაგრამ მე იმან იმან უფრო დამაინტერესა რამდენად ითვლება ზიანად ეს ხარჯები რომელიც მშობელმა გაიღო (ქელეხი, საფლავი).
-
AuthorPosts
