Viewing 10 posts - 1 through 10 (of 84 total)
  • Author
    Posts
  • #1628

    ამ თემაში განვიხილავთ სააღსრულებო წარმოებათა შესახებ კანონით განსაზღვრული სხვადასხვა აქტის აღსრულების საკითხებს.

     

    აღსრულებას ექვემდებარება სხვადასხვა აქტები, მათ შორის ყველაზე აქტუალური ამ თემაში იქნება სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულება.

    #1682
    BLH
    Keymaster

    რა უფლებამოსილებები გააჩნია აღმასრულებელს?

     

    სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებული აღმასრულებლის მოთხოვნების შესრულება სავალდებულოა ყველა ფიზიკური და იურიდიული პირისათვის, მიუხედავად მათი დაქვემდებარებისა და ორგანიზაციულ – სამართლებრივი ფორმისა.

     

    ყველა ადმინისტრაციული ორგანო, საბანკო დაწესებულება, მოვალესთან სახელშეკრულებო ურთიერთობაში მყოფი ფიზიკური და იურიდიული პირი ვალდებულია აღსრულების ეროვნული ბიუროს მოთხოვნის შემთხვევაში მიაწოდოს მას ინფორმაცია მოვალის ქონებრივი მდგომარეობის, შემოსავლების, საბანკო ანგარიშების, ანგარიშებზე არსებული ნაშთებისა და თანხის ბრუნვის შესახებ.

     

    აღმასრულებელს სააღსრულებო მოქმედებათა განხორციელებისას უფლება აქვს, შევიდეს მოვალის ბინაში, დაათვალიეროს ყველა სათავსი და მოვალეს ქონება. დათვალიერება ფორმდება ოქმით.

     

     იძულებითი აღსრულების პირობებში აღმასრულებელი უფლებამოსილია განახორციელოს:

     

     1. გადახდევინება:

     

     ა.ა) მოვალის ქონებიდან მასზე ყადაღის დადებით და ქონების გაყიდვით, ხოლო თუ საკითხი ეხება სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონებას, აცნობოს ამის შესახებ შესაბამის სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს;

      

    ა.ბ) მოვალის ხელფასიდან, პენსიიდან, სტიპენდიიდან და სხვა შემოსავლებიდან;

     

    ა.გ) მოვალის სხვა პირებთან არსებული ფულადი თანხებიდან და ქონებიდან, აგრეთვე საინკასო დავალებების საფუძველზე მოვალის საბანკო ანგარიშებიდან;

     

    2. მოვალისათვის იმ საგნების ჩამორთმევა, რომლებიც სასამართლო გადაწყვეტილებით კრედიტორს უნდა გადაეცეს;

     

    3. კანონის შესაბამისად აღსასრულებელ გადაწყვეტილებაში მითითებული სხვა ღონისძიებები.

     

    თუ მოვალე არ დაუშვებს აღმასრულებელს, განახორციელოს მისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილება, აღმასრულებელს შეუძლია დასახმარებლად მიმართოს აღსრულების პოლიციას ან შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოს, რომელიც ვალდებულია აღმოუჩინოს მას საჭირო დახმარება.

     

    აღმასრულებლისათვის წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში ან თუ მოვალის ბინაში განსახორციელებელ სააღსრულებო მოქმედებას არც მოვალე ესწრება და არც მისი ოჯახის სრულწლოვანი წევრი, აღმასრულებელი ადგენს აქტს და აგრძელებს სააღსრულებო მოქმედებას ადგილობრივი თვითმმართველობის ან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს წარმომადგენლის თანდასწრებით.

    #1695

    სააღსრულებო წარმოების მხარეები- კრედიტორი და მოვალე და მათი უფლებამოსილებანი

     

    1. კრედიტორსა და მოვალეს უფლება აქვთ:

     

    ა) დაესწრონ აღსრულების მიმდინარეობას, გაეცნონ სააღსრულებო მასალებს, მიიღონ აუცილებელი ცნობები, გარდა კომერციული (საგადასახადო და საბანკო) საიდუმლოების შემცველი და სხვა კონფიდენციალური ინფორმაციისა, რომლებიც შეეხება აღსრულებას;

     

     ბ) მორიგდნენ;

     

     გ) იდავონ ქონების კუთვნილებაზე ან მის ფასზე;

     

    დ) აღსრულების ეროვნულ ბიუროს წარუდგინონ რეალიზაციას დაქვემდებარებული ქონების შეძენით დაინტერესებული პირები;

     

    ე) გაასაჩივრონ აღმასრულებლის ქმედება აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარესთან (იხ. 183-ე მუხლი) − ასეთი ქმედების განხორციელებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში ან პირდაპირ სასამართლოში − ასეთი ქმედების განხორციელებიდან 1 თვის ვადაში;

     

    ვ) გაასაჩივრონ საჩივართან დაკავშირებით მიღებული აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 1 თვის ვადაში.

     

    2. კრედიტორი და მოვალე აღსრულების პროცესში მორიგების შემთხვევაში აღსრულების ეროვნულ ბიუროს გადასცემენ მორიგების შესახებ წერილობით შეთანხმებას, რომელსაც იგი დღის ვადაში სააღსრულებო წარმოების მხარეთა მორიგების დამტკიცების საკითხის გადასაწყვეტად უგზავნის იმ სასამართლოს, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც მიმდინარეობს აღსრულება, ხოლო თუ აღსრულება ერთდროულად მიმდინარეობს ერთზე მეტი სასამართლოს სამოქმედო ტერიტორიებზე – ერთერთ სასამართლოს.

     

    3. კრედიტორს და მოვალეს უფლება აქვთ, აღსრულების გადადების, განწილვადების შესახებ ან აღსრულებასთან დაკავშირებული სხვა მოქმედებების თაობაზე მიმართონ სასამართლოს.

     

    4. ქონების საბაზრო ღირებულებასთან დაკავშირებულ დავაზე დაუშვებელია ამ ქონების შეფასების და მის საფუძველზე განხორციელებული სააღსრულებო მოქმედების, ასევე აუქციონის შედეგის გაუქმება, თუ პირველ აუქციონზე გამოცხადებული ქონების საწყისი ფასი არ აღემატება ამ ქონების საბაზრო ღირებულებას.

     

    #2071
    Edika
    Participant

    აღმასრულებლის მიერ ქონების დაბალ ფასად შეფასება

     

    აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ ქონება შეფასდა შედარებით ნაკლებ ფასად ვიდრე მისი საბაზრო ღირებულებაა. ამ შეფასების საფუძველზე გამოცხადდა საჯარო აუქციონი.

     

    მოვალემ მიმართა სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების – აღსრულების შეჩერების მოთხოვნით რაც დაკმაყოფილდა. მიიტანა ეს განჩინება აღსრულებაში, მაგრამ აღსრულებამ უთხრა რომ სააღსრულებო წარმოებათა შესახებ კანონის 70-ე მუხლის მიხედვით დაუშვებელია სააღსრულებო წარმოების შეჩერება როცა აუქციონი არის საჯაროდ გამოცხადებული.

     

    წარმოება არ შეჩერდა, შესაბამისად მოხდა აუქციონზე ნივთის რეალიზაცია პირველივე აუქციონზე. ამასთანავე აღმოჩნდა რომ პირველ აუქციონზე საწყისი ფასი არ იყო რეალუს საბაზრო ღირებულებაზე მეტი.

     

    ვის ვის მიმართ ააქვს მოთხოვნა და რა საფუძვლებით?

    #2073

    შეჩერება ვერ მოხდება 70-ე მუხლის საფუძვლით, ხოლო გაუქმება ვერ მოხდება ამავე კანონის მე-18 მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით

     

    “ქონების საბაზრო ღირებულებასთან დაკავშირებულ დავაზე დაუშვებელია ამ ქონების შეფასების და მის საფუძველზე განხორციელებული სააღსრულებო მოქმედების, ასევე აუქციონის შედეგის გაუქმება, თუ პირველ აუქციონზე გამოცხადებული ქონების საწყისი ფასი არ აღემატება ამ ქონების საბაზრო ღირებულებას.”

     

    სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლით შეიძლება ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა ბიუროსგან, თუ დამტკიცდა, რომ ბიურომ ბრალეულად მიაყენა ზიანი მოვალეს, იმით, რომ საბაზრო ფასი არ განსაზღვრა სწორედ.

    #2074
    Edika
    Participant

    მოხდება შეჩერება მიუხედავად იმისა რომ 70-ე მუხლი სხვა რამეს ამბობს. სასამართლო გადაწყვეტილებათა სავალდებულო ძალა – კონსტიტუციური პრინციპია და რაგდან კონსტიტუცია იერარქიულად ყველაზე მაღლა დგას ყველა სხვა საკანონმდებლო აქტთან უპირატესობა აქვს. ასევე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მიხედვით სასამართლო გადაწყვეტილება სავალდებულოა ყველასთვის.  ბს-727-711

     

    17,4 რაც შეეხება შესაძლებელია ამ მუხლით გათვალისწინებული ფაქტობრივი შემადგენლობა გვქონდეს მაგრამ მაინც არ გაუქმდეს აუქციონის შედეგები. ამ მუხლის მიზანია კრედიტორის და მოვალის ინტერესების დაცვა რათა საბაზრო ღირებულების არასწორი შეფასებით არ დაირღვეს კრედიტორის და მოვალის ინტერესები. შედარებით დაბალი შეფასების შემთხვევაში ირღვევა მოვალის ინტერესი – მისი ქონება იყიდება იმაზე დაბალ ფასად ვიდრე ღირებულებაა, ხოლო მაღალი შეფასებით ირღვევა კრედიტორის ინტერესი – მაღალი შანსია იმისა რომ არ მოხდეს ნივთის რეალიზაცია აუქციონზე. მაგრამ თუ უკვე ჩატარდა აუქციონი და ნივთის რეალიზაცია მოხდა მისი საბაზრო ღირებულების შესაბამისად ან იმაზე მაღალ ფასად მაშინ რატომ უნდა გაუქმდეს აუქციონის შედეგები? რამდენად ჯდება ასეთი გაუქმება თანაზომიერების პრინციპში? მიზანი რაც რეალურად იყო მიიღწა ისე რომ არ დარღვეულა არც კრედიტორის და არც მოვალის ინტერესები არსებითად.

     

    ცოტა გაუგებრად წერია 17.4 მუხლში და დავწერ შედარებით გასაგებად.  ანუ ამ მუხლით გთვალისწინებული ფაქტობრივი შემადგენლობა არის შემდეგი 1) უნდა იყოს დავა ქონების საბაზრო ღირებულებასტან დაკავშირებით 2) არასწორი შეფასების საფუძველზე გამოანგარიშებული აუქციონის საწყისი ფასი არ უნდა აღემატებოდეს ნივთის რეალურ საბაზრო ღირებულებას. იმისათვის რომ არ გაუქმდეს აუქციონის შედეგები აუცილებელია ამ ორი პირობის ერთად არსებობა, მაგრამ როგორც ზემოთ ავღნიშნე თუ აუქციონი ჩარატდა და მოხდა რეალიზაცია იმაზე მეტად ვიდრე საბაზრო ღირებულებაა მაშინ არ უნდა გაუქმდეს აუქციონის შედეგები თანაზომიერების პრინციპიდან გამომდინარე.

     

    #2075

    სასამართლო გადაწყვეტილების სავალდებულო ძალა, ისე როგორც სხვა კონსტიტუციური პრინციპები არ არის აბსოლუტური ძალის  მქონე და შეიძლება შეიზღუდოს კანონით პირდაპირ მითითებულ შემთხვევებში. მაგალითად ყადაღა, რომ ადევს ბინას და ხდება ამ ბინაზე მესამე პირის საკუთრების უფლების აღიარება სასამართლოს მიერ, ამ შემთხვევაში ყადაღის გამო სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე მინიჭებული საკუთრების უფლება ვერ დარეგისტრირდება, სანამ არ მოხდება ყადაღის მოხსნა.

     

    ვფიქრობ ამ შემთხვევაში სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება კანონს და აქედან გამომდინარე არ უნდა შეჩერდეს.. და ამ კანონის შესაბამისად უნდა მოხდეს მოქმედება.

     

    #2076
    Edika
    Participant

    ხო მაგრამ მაშინ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება უსაგნოდ რჩება და საერთოდ აზრი ეკარგება. გარდა ამისა კოლიზიაა კონსტიტუციასა და ამ კანონს შორის და კონსტიტუციას ენიჭბა უპირატესობა.

    #2079

    სასამართლოს გადაწყვეტილებაც უსაგნოა ეგრე თუ მივუდექით.. არ აქვს მსგავსი გადაწყვეტილების მიღების უფლება სასამართლოს, არ არსებობს მისი აღსრულების მექანიზმები და თუ მიიღო მაშინ ერთი მხრივ გვენქება სასამართლო გადაწყვეტილების სავალდებულოობის პრინციპი და მეორე მხრივ კანონიერების პრინციპი, ეს უკანასკნელი გადაწონლის ჩემი აზრით.

     

    თუ კონსტიტუციას ეწინააღმდეგება ეგ მუხლი, მაშინ უნდა ცნოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად და შეუძლია საერთო სასამართოეები გამოივიდნენ ინიციატივით, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ ამის საფუძველი არსებობს.

     

    საერთოდ სასამართლო გადაწყვეტილების სავალდებულოობა იმას გულისხმობს, რომ პირმა/ორგანიზაციამ/ ადმ. ორგანო უნდა დაემორჩილოს სასამართლოს გადაწყვეტილებას, ოღონდ ეს უნდა გააკეთოს კანონის მოთოხვნათა ჩარჩოში. თუ სასამართლო გადაწყვეტილება უბიძგებს პირს განახორციელოს კანონშეუსაბამო მოქმედება, მაშინ მისი სავალდებულობა არღვევს ყველაზე მნიშვნელოვან პრინციპებს- სამართლიანობისა და კანონის უზენაესობის პრინციპებს, აქედან გამომდინარე ვერ დაგეთანხმები ჩემო ედიკჯან 😀

     

    კარგი, სხვა თემა შემოაგდე საინტერესო აღსრულებაზე.

    #2084
    Edika
    Participant

    სარჩელის უზრუნველყოფა უფრო მნიშვნელოვანია ჩემი აზრით.

Viewing 10 posts - 1 through 10 (of 84 total)
  • You must be logged in to reply to this topic.