Forum Replies Created
-
AuthorPosts
-
Edika
Participantას-375-352-2014 ზუსტად იგივე მიდგომაა პრაქტიკაშიც. გასაგებია რომ ყალბი მინდობილობის მიმართ პირდაპირ ვერ გავრცელზება 185, მაგრამ იქნებ ანალოგიით შეიძლება, თუ არ შეიძლება? მართალია არამართლზომიერად იზღუდება საკუთრება (როცა ყალბი მინდობილობის საფუძველზე ხდება გაყიდვა), მაგრამ როცა შემძენი კეთილსინცისიერად მოქმედებს იქნებ ბათილობის გამორიცხვას ამართლებდეს კიდეც კეთილსინდისიერება? ელემენტარულად დაცვის ღირსი რატომ არ შშეიძლება იყოს?
Edika
Participantფაქტობრივი მოცემულობა ასეთია: მოპასუხე “ბ”-მ, ვინმე “გ”-ს დახმარებით (თითქოს ეს უკანასკნელი იყო მარწმუნებელი “ა”/მოსარჩელე. სკაიპით იჩალიჩეს), ნოტარიუს “დ”-სთან გააფორმეს გენერალური მინდობილობა. აღნიშნული მინდობილობის საფუძველზე მოპასუხე ბ-მ, ა-ს სახელით აიღო სესხი და იპოთეკით დატვირთა მისივე უძრავი ქონება. ამის შემდეგ ბ-მ იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება მიჰყიდა (ა-ს სახელით) “ჭ”-ს.
1) აქვს თუ არა ა-ს გაფორმებული სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებების ბათილობის მოთხოვნის უფლება, მაშინ როცა გამსესხებელი კეთილსინდისიერია მინდობილობის მიმართ? და თუ შეიძლება ვთქვათ რომ ვინაიდან ან მინდობილობის მიმართ მესამე პირებს ( გამსესხებელს და უძრავი ქონების შემძენს) შეექმნათ კანონიერი ნდობა, სამოქალაქო კოდექსის ზოგადი პრინციპების საფუძველზე ხელშეკრულებები მივიჩნიოთ ნამდვილად?
2) დაიცავს თუ არა “ჭ” თავს სამოქალაქო კოდექსის 185-ე მუხლით? და თუ ვერა რატომ?
Edika
Participantსესხის და ჩუქების რა მოგახსენო, მაგრამ ზოგადად 373.2 არის დავალებაო. ას-872-830-2013
Edika
Participantდა განზრახვა ნათელია რომ არის – 373.2 თანხმობა. თანხმობა ჩვეულებრივი გარიგებაა.
Edika
Participantანუ რა მოცემულობაც გვაქვს, აქედან შეუძლებელია მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის განსაზღვრა?
Edika
Participantა-ს ქონდა ნასესხები თანხა ბ-სგან. ა-მ ვალდებულება შშეასრულა ბ-ს მეზობელთან, რაც მოიწონა კანონით დადგენილი წესით ბ-მ. როდესაც ბ-მ თხოვა მის მეზობელს გადაეცა თანხა მისთვის, ამ უკანასკნელმა უთხრა რომ პირადი მიზნებისთვის შემოეხარჯა ეს თანხა.
რა იქნება ბ-ს მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი მეზობლის მიმართ?
Edika
Participantშემდეგი კაზუსი:სამსახურის დასრულების შემდეგ C ფარულად შედის F-ის ბინაში ღია ფანჯრიდან და იპარავს ძვირფას სამაჟურს. უნდა აგოს თუ არა დამსაქმებელმა პასუხი? (C -ს დამსაქმებელი A)
Edika
Participantმოკლედ კაცს ეზოში ორმო ვერ ამოგითხრია. მაგ ლოგიკით თუ წავალთ კაცმა ეზოში რომ მოინდომოს ვთქვათ ბასეინის გაკეთება და მიწა გაჭრას ეგეც არამართლზომიერია :)). რასაც მინდა იმას გავაკეთებ მე ჩემს ეზოში და ჩემს სახლში და თუ ვინმე ჩავარდება შიგნით რატომ უნდა იყოს ჩემი რისკი? მითუმეტეს როცა სახლში არ ვარ და ჩემ უნებართვოდ ვინმე შედის ჩემს სახლში?
კიდევ მეორე მაგალითს მოვიყვან. დაუშვათ მაქვს აივანი სახლზე რომელზეც არ არის მოაჯირები და არც მაქვს ჯერ საშუალება რომ გავაკეთო. თუ ვინმე შევა მითუმეტეს ჩემს დაუკითხავად და გადმოვარდება იქედან რატომ უნდა იყოს ჩამი რისკი? თვითონ ხომ უნდა დაიცვას უსაფრთხოების წესები? როცა არ მაქვს საშუალება და ვერ ვაკეთებ ესეც უმოქმედობით მიყენებული ზიანია? აქაც არის გონივრული ვარაუდი იმისა რომ შეიძლება ვინმე გადმოვარდერს, მაგრამ თუ ვინმე შევა და გადმოვარდება ან გადმოხტება რატომ უნდა დამეკისროს მე ზიანის ანაზღაურება?
Edika
Participantქურდის წინაშე თუ არ ეკისრება პასუხისმგებლობა მესაკუთრეს, ბავშვის წინაშე რატომ ეკისრება? არც ბავშვი არ უნდა ყოფილიყო სახლში ეგრე. მოტივს, მიზანს და ვინ შევიდა სახლში რა მნიშვნელობა აქვს სახლის მესაკუთრის პასუხისმგებლობისთვის?
გასაგებია რომ ისეთ მდგომარეობაში უნდა ამყოფო შენი საკუთრება რომ სხვებს არ მიადგეს ზიანი, მაგრამ ეს იმას ნიშნავს რომ სხვა რომ შევა უნებართვოდ თუგინდ ბავშვი იყოს და თუგინდ ქურდი და ჩავარდება ორმოში (დაზიანდება) მის წინაშე უნდა აგო პასუხი?
Edika
Participantკაზუსის ავტორის ამოხსნა:
1) მესაკუთრეს ეკისრება თავისი ნაკვეთის შემოღობვის ვალდებულება;
2) მხოლოდ პატარა აბრა ”შესვლა აკრძალულია” არ არის საკმარისი უსაფრთხოებისთვის, ვინაიდან პატარა ბავშვები, რომლებმაც კითხვა არ იციან ცნობისმოყვარეობით მოტივირებულები შეიძლება შესულიყვნენ. ანუ ავტორი ამბობს რომ 992-ე მუხლით შეიძლება ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.
მე ვფიქრობ რომ მესაკუთრეს და ზოგადად სუბიექტს ევალება უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის მეორე ნაწილიდან გამომდინარე, მაგრამ მოცემული ფაქტობრივი გარემოებები რამდენად ჯდება ამ სამართლებრივ ჩარჩოში მეეჭვება. დაუშვათ არაგაქ მატერიალურად დროებით იმის საშუალება რომ შეაკეთო ღობე და სახლშიც იმ ორმოს მიხედო, გამოდის ჭიშკარი ვერ დაგიტოვებია ღია და გასულხარ დროებით სადმე .
ვთქვათ დატოვე სახლი ღია, შევიდა მოსაპარად ვინმე და გადავარდა კიბიდან რომელსაც არ ქონდა სახელური (რომ ქონოდა არ გადავარდებოდა), უნდა აუნაზღაურო ზიანი ქურდს? მეორე მაგალითი დატოვე კარი ღია და შევიდა ქურდი რომელმაც მოგპარა ნივთი და ეს ნივთი შემდეგ გაუტყდა? ეს იმას ნიშნავს რომ დაზარალებულსაც მიუძღვის ბრალი ზიანის დადგომაში (იმით რომ სახლი არ დაკეტა) და შერეული ბრალი გვაქვს? (შერეული ბრალის დროს პასუხისმგებლობა ნაწილდება დაზარალებულზეც) ანუ ნაწილობრივ უნდა ანაზღაურდეს ზიანი?
სათითაოდ უპასუხოთ ამ ორივე მაგალითს. -
AuthorPosts
