Forum Replies Created

Viewing 10 posts - 81 through 90 (of 138 total)
  • Author
    Posts
  • Crassus
    Participant

    @Edika said:
    რა მნიშვნელობა აქვს 995 იქნება თუ 992?  არ ააქვს ჩემი აზრით მნიშვნელობა. 995 სპეციალურია 992 მიმართებაში (სამართალდარღვევის ელემენტების იგივეა) უბრალოდ.

    ხო, ეგ ვიგულისხმე, რომ როცა სპეციალური შემთხვევა არ არის, გამოიყენება ზოგადი ნორმა 992-ე მუხლის სახით.

     

    საინტერესოა ის უფროა დაუშვათ გარდაგეცვალა შვილი(შორს იყოს). დაკრძალვის ხარჯები რამდენათ ითვლება მშობლისთვის მიყენებულ ზიანად? დაუშვათ მშობელი არ ყავს და მეზობლებმა გაასვენა?   ანუ კონკრეტული პირისთვის ზიანის მიყენება ხო უკვე სამართალდარღვევის მომენტშივე ხდება  და “ვინც გაასვენებს” პრინციპით ხომ არ უნდა ხდებოდეს იმ პირისათვის ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების მინიჭება? კონკრეტულად რომელი ნორმა ამბობს რომ ეს ქელეხი ითვლება მშობლისთვის მიყენებულ ზიანად?

     

    კონკრეტულად არ ამბობს არც ერთი ნორმა, პრაქტიკით არის დადგენილი.. და იმას მნიშვნელობა არ აქვს, მშობლება გაიღეს ეს ხარჯები თუ სხვა პირებმა.. ზოგადად არის განსაზღვრული, რომ დასაფლავების ხარჯები არის ზიანი და ეს ზიანი უნდა აუნაზღაურდეს იმას, ვინც ეს ხარჯები გაიღო.

    Crassus
    Participant

    @Edika said:
    საფუძველი არის 995-ე მუხლი(ანუ დელიქტურით წესრიგდება ეს შემტხვევა). მაგრამ მე იმან იმან უფრო დამაინტერესა რამდენად ითვლება ზიანად ეს ხარჯები რომელიც მშობელმა გაიღო (ქელეხი, საფლავი).

    ანუ ეგ გადაწყვეტილება ეხება სპეციალურ შემთხვევას, რაც 995-ე მუხლშია განსაზღვრული, მაგრამ ზოგადად 992-ე მუხლის შემთხვევაში წყდება ასეთი საკითხები, როცა მოხდება ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, დასაფლავების ხარჯები სიცოცხლის მომსპობს ეკისრება?

    in reply to: მორალური ზიანი #4325
    Crassus
    Participant

    <cite> @Edika said:</cite> შეიძლება თუ არა შვილის გარდაცვალების გამო მორალური ზიანის ანაზღაურების უფლება?

    მაგაზე წაკითხული მაქვს არაერთი გადაწყვეტილება და როგორც მახსოვს, არ არის შესაძლებელი, რადგან კანონით უნდა იყოს გათვალისიწნებული მორალური ზიანის ანაზღაურება და ასეთ შემთხვევისათვის არ არის..

    Crassus
    Participant

    ვერ მივხვდი რა საფუძვლით დააკისრეს დასაფლავების ხარჯები?

    Crassus
    Participant

    @Edika said:
    მკვლელობის დროს დაზარალებულის ოჯახს შეუძლია თუ არა დაკრძალვის ხარჯების მოთხოვნის უფლება და რა საფუძვლით?

    სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის საფუძველზე სავარაუდოდ.. სხვა საფუძველს ვერ ვხედავ მე.

    Crassus
    Participant

    მანდ ნახე რა მომენტია.. უსაფუძვლო გამდიდრების სუბსიდიური ბუნება იმას ნიშნავსო იძახის სასამართლო პრაქტიკა, რომ ჯერ უნდა გამოირიცხოს სხვა საფუძვლიდან მოთხოვნის დაყენების შესაძლებლობა… მაგ: როცა მე შენ მოგპარე ნივთი და გავყიდე.. ამ ნივთის მთლიანი საფასურის მოთხოვნის უფლება მაქვს მე დელიქტის საფუძველზე, ხომ ასეა?

     

     

    შესაბამისად, როცა დელიქტით შეგიძლია მოითხოვო, იმის მიუხედავად, რომ უსაფუძვლო გამდიდრების ნორმებითაც შეგიძლია მოთხოვნა, მაინც დელიქტიაო.. აი ასე განმარტავენ… თუმცა მე პირადად მგონია, რომ მსგავს შემთხვევაში, როცა შესაძლებელია ისეთი სპეციალური ნორმის გამოყენება, როგორიცა 982-ე მუხლი.. უნდა გამოვიყენოთ ეს მუხლი, რადგან სპეცლაურ შემთხვევასთან გვაქვს საქმე და ზოგადი დელიქტური ნორმების გამოყენება იქნება არასწორი..

     

     

    ამ პოზიციას ნამდვილად ამყარებს ის ჩემს ზემოთ პოსტში მითითებული გადაწყვეტილება, სადაც დელიქტიც გამოყენებაც იყო შესაძლებელი, თუმცა მოხდა 982-ე მუხლის გამოყენება და თან მოპასუხეს დაეკისრა არა ფაქტობრივად გამდიდრების შესაბამისად სახდელი, არამედ იმ ზიანის შესააბმისად რაც მიადგა მოსარჩელეს.. ანუ დელიქტური ელემენტი გვაქვს 982-ე მუხლში, ასევე 981-ე მუხლშიც, მოგწონს თუ არა გვაქვს 😀 😀

    Crassus
    Participant

    @Edika said:
    ას-1017-953-2012 ბევრი ვიდავეთ აგერ ამ საკითხზე, მაგრამ აგერ კიდევ ერთი შედევრი სადაც სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა დელიქტური ნორმები, მაშინ როცა დაზარალებულს მოპარეს ეს ნივთები, დამნაშავემ გაყიდა ეს ნივთები და მიიღო სარგებელი.

     

    ძალიან ცუდი გადაწყვეტილება…….

     

    თუ სასამართლომ ამბობს, რომ 700 ლარად განკარგა სამკაულები და 700 ლარის ზიანი მიეაყენა შესაბამისად. აქ სახეზე გვაქვს, როგორც უსაფუძვლო გამდიდრების, ისე დელიქტის შემადგენლობა. ან უნდა გამოვიყენოთ ზოგადი დელიქტი – 992-ე მუხლი, ან უნდა გამოვიყენოთ 982-ე მუხლი, რომელიც სპეციალური ნორმაა და ზუსტად არის გაწერილი აღნიშნული შემთხვევა.

     

    ასეთ შემთხვევაში თუ არ გამოვიყენებთ 982-ე მუხლს, მაშინ გამოდის, რომ 982-ე მუხლის რეგულაციები, რომელიც მსგავს შემთხვევებზე უთითებს არის უფუნქციო და მკვდრად შობილი. მე პირადად მიმაჩნია, რომ მსგავს შემთხვევებში უნდა მოხდეს 982-ე მუხლის გამოყენება, რადგან იგი სპეციალური ნორმაა, იმის მიუხედავად, რომ უსაფუძვლო გამდიდრება სუბსიდიურად არის მიჩნეული. ჩემ პოზიციას ამაგრებს, თუნდაც (ას-1169-1115-2013) ეს გადაწყვეტილება, სადაც პირი განკარგავს ბინას, რომლის 1/3 ნაწილი, ეკუთვნის სხვა პირს.. აქ სასამართლომ გამოიყენა სწორედ 982-ე მუხლი, ხოლო ზიანი განსაზღვრა, არა ფაქტობრივად გაყიდული ოდენობიდან, არამედ ბინის ღირებულებიდან.

     

    Crassus
    Participant

    რამდენად სწორია მერე? 1007-ე მუხლით ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა, როგორც ავღნიშნე შესაძლებელია, მაგრამ აი ხელშეკრულების საფუძველზე გადაცემული ფულის უკან დაბრუნება 1007-ე მუხლის მიხედვით?

    Crassus
    Participant

    @Edika said:
    კაი აზრი არ ააქ  😀 😀 შემდეგზე გადავიდეთ.

     

    რა საფუძვლით შეუძლია პაციენტს მოითხოვოს არასწორი ოპერაციის შემთხვევაში გადახდილი თანხის უკან დაბრუნება?

     

    სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე,  352-ე და 405-ე  მუხლების საფუძველზე, ჯერ უნდა გავიდეს ხელშეკრულებიდან და შემდგომ მოითხოვოს რესტიტუცია.. ამავდროულად შეუძლია დელიქტებით ზიანის ანაზღაურება მოითხოვოს.

    Crassus
    Participant

     

    2) (უზნეასის გადაწყვეტილება N-ას-1041-1309-09) სახლი რომელიც ეკუთვნოდა ა-ს, ბ-ს მართლსაწინააღმდეგო ქმედებით მიადგა ზიანი 5000 ლარის ოდენობით. ამის შემდეგ ა-მ ეს სახლი მიჰყიდა გ-ს. აქვს თუ არა გ-ს ბ-სგან ზიანის (5000 ლარის) მოთხოვნის უფლება ავტომატურად? (უფროსწორად განჩინება იყო კანონერ ძალაში შესული, რომლითაც უფლებამონაცვლედ იყო ცნობილი და ამ განჩინების საფუძველზე უზენაესმა თქვა რომ ააქვს მოთხოვის უფლებაო). ჩემი აზრით არასწორია ვალდებულებითი ურთიერთობის ფარდობითი ბუნებიდან გამომდინარე. მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულება რომ ყოფილიყო კიდე ჰო.

     

    მეც ვფიქრობ, რომ არასწორია, რადგან ამ შემთხვევაში ზიანი დადგა “ა”-სთვის, ანუ მას წარმოეშვა “ბ”-სგან ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე და 992-ე მუხლების შესაბამისად… ეს მოთხოვნა არის ფარდობითი, ანუ მხოლოდ “ა”-ს აქვს “ბ”-სგან მოთხოვნის უფლება და ის გარემოება, რომ “ა”-მ თავისი სახლი მიყიდა “გ”-ს ვერ გახდება ამ მოთხოვნის უფლების “გ”-სთვის გადაცემის საფუძველი, რადგან არ არსებობს მსგავსი სახით მოთხოვნის გადასვლის იურიდიული საფუძველი.

     

Viewing 10 posts - 81 through 90 (of 138 total)