Forum Replies Created
-
AuthorPosts
-
Crassus
Participantამ საკითხთან დააკვშირებით ერთი ასეთი შეკითხვა დამებადა, წარმოიდგინეთ სიტუაცია, როცა კომპანიას სამი დირექტორი ყავს, მაგ: იურიდიული დეპარტამენტის , ეკონომიკური დეპარტამენტისა და კლიენტებთან ურთიერთობის უფროსები და ვთქვათ წესდებით სამივე ამ დირექტორს მხოლოდ თავის დეპარტამენტთან დაკავშირებული გარიგებების დადება შეუძლია. რა მოხდება მაშინ, როცა ვთქვათ იურიდიული დეპარტამენტის უფროსი გარიგებას დადებს კლიენტებთან ურთიერთობის სფეროში შემავალ საკითხთან დაკავშირებით, ნამდვილი იქნება ასეთი გარიგება?
თუ ნამდვილი იქნება, მაშინ რაღა აზრი აქვს წესდებაში უფლებამოსილებების განაწილებას და მის საჯაროობას?
Crassus
Participantრა არის ქირავნობის ხელშეკრულება
სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, ქირავნობის ხელშეკრულებით გამქირავებელი მოვალეა დამქირავებელს სარგებლობაში გადასცეს ნივთი განსაზღვრული ვადით. დამქირავებელი მოვალეა გამქირავებელს გადაუხადოს დათქმული ქირა.
შეგვიძლია გამოვყოთ ქირავნობის 7 ელემენტი:
1) ქირავნობის სუბიექტები(მხარეები): გამქირავებელი და დამქირავებელი, შეიძლება იყოს, როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირი.
ა. გამქირავებელი- ეს არის პირი, რომელსაც გააჩნია ნივთის განკარგვის უფლება: მესაკუთრე, მეაღნაგე, დამქირავებელი (ქვექირავნობის უფლება) და სხვა ნებისმიერი პირი, რომელსაც გააჩნია ნივთის განკარგვის უფლებამოსილება. (კანონით ან მესაკუთრისგან)
ბ. დამქირავებელი- შეიძლება იყოს ნებისმიერი იურიდიული/ფიზიკური პირი.
2)ქირავნობის ობიექტი– ქირავნობის ობიექტია, როგორც უძრავი (მაგ: ბინა), ისე მოძრავი (მაგ: ავტომობილი, ნაჯახი, ჭიქა) ნივთი, ოღონდ აღნიშნული ნივთი არ უნდა იყოს გვაროვნული, ანუ ისეთი ნივთი, რომელიც არ გამოირჩევა ინდივიდუალური მახასიათებლებით და რომელიც სამოქალაქო ბრუნვაში განუსაზღვრელი რაოდენობისაა (მაგ: არ შეიძლება ქირავნობის საგანი იყოს კარტოფილი).
3)სარგებლობაში გადაცემა– გამქირავებელი გადასცემს ქირავნობის საგანს დამქირავებელს სარგებლობაში, შესაბამისად დამქირავებელს წარმოეშობა მფლობელობისა და სარგებლობის უფლება ქირავნობის საგანზე.
4)ქირავნობის ვადა– დაუშვებელია ქირავნობის დადება მუდმივი ვადით, რადგან ასეთ შემთხვევაში დაიკარგება ქირავნობის საგნის მესაკუთრის საკუთრების უფლება, რაც სკ-ის 54-ე მუხლის საფუძველზე იქნება ბათილი, რადგან ლახავს სამოქალაქო ბრუნვის პრინციპებს, ხოლო თუ ქირავნობის ვადა არ არის განსაზღვრული, მხარეები უფლებამოსილნი არიან მოშალონ ქირავნობის ხელშეკრულება ნებისმიერ დროს.
5)ქირა- ქირავნობა სასყიდლიანია, დამქირავებელი ვალდებულია გადაუხადოს გამქირავებელს დაქირავებული ქონების ქირა ნივთის სარგებლობისათვის. ქირა შეიძლება იყოს განსაზღვრული, როგორც ფულადი სახით, ისე ნატურით.
6)ქირავნობის კონსესუალური ბუნება– ქირავნობა კონსესუალური ბუნებისაა, ანუ დადებულად ითვლება შეთანხმებისთანავე, მიუხედავად იმისა, თუ როდის გადაეცემა ნივთი.
7)ქირავნობის ფორმა– ქირავნობის ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს ნებისმიერი ფორმით, როგორც წერილობითად, ისე ზეპირად.
Crassus
Participantსაინტერესო თემას ეხება ეგ გადაწყვეტილება, ზოგადად ბევრია ისეთი შემთხვევა, როცა ვთქვათ ერთი მიწა თანასაკუთრების უფლებით ეკუთვნის ორ პირს, სადაც დგას ერთი შენობა, რომელიც სხვადასხვა ფართობით ეკუთვნის ამავე ორ პირს.
ანუ რეესტრშია ასე წერია:
მიწაზე- თანასაკუთრება;
შენობაზე- 100 კვ.მ ერთ პირს, ხოლო 150 კვ.მ მეორე პირს..
ასეთ შემთხვევაში, გამოდის, რომ მიწის ფართი და შენობის ფართი სხვადასხვა პროპორციით ეკუთვნით მხარეებს?
Crassus
Participantხელშეკრულების თავისუფლების პრინციპი
„კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას“ (სსკ 319.I).
სამოქალაქო სამართალი ეფუძნება ნების ავტონომიის პრინციპს, რაც ნიშნავს, კერძო სამართლის სუბიექტთა შესაძლებლობას თავისუფალი ნების გამოვლენით სახელმწიფოსაგან ჩაურევლად მოაწესრიგონ ურთიერთობა ერთმანეთს შორის.
სახელშეკრულებო ურთიერთობაში, ნების ავტონომიის პრინციპის რეალიზება ხდება ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპის მეშვეობით.
ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპი გულისხმობს მხარის შესაძლებლობას დადოს (ან არ დადოს) ხელშეკრულება, აირჩიოს ხელშეკრულების კონტრაგენტი (მხარე), განსაზღვროს ხელშეკრულების შინაარსი.
ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპი ორი ელემენტისგან შედგება: ხელშეკრულების დადების თავისუფლება და ხელშეკრულების შინაარსის თავისუფლად განსაზღვრის შესაძლებლობა (სსკ 319.1)
ხელშეკრულების დადების თავისუფლება–განამტკიცებს იმ შესაძლებლობას, პირმა დადოს ან არ დადოს ხელშეკრულება.ზოგიერთი გამონაკლისის გარდა,კანონი არ ითვალისწინებს ხელშეკრულების დადების ვალდებულებას. პირი უფლებამოსილია აირჩიოს სახელშეკრულებო კონტრაჰენტი, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც არ არსებობს ალტერნატიული შესაძლებლობა, მაგ: ელექტრო, გაზმომარაგების დროს.
ხელშეკრულების დადების თავისუფლება იმაშიც ვლინდება, რომ მხარეებს შეუძლიათ უარი თქვან ხელშეკრულების შესრულებაზე და შეწყვიტონ იგი, ოღონდ არა ცალმხრივად, არამედ კონსესუსის საფუძველზე.
ხელშეკრულების შინაარსის განსაზღვრა– ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ დამოუკიდებლად შეთანხმდნენ ხელშეკრულების ყველა საკითხზე, მათ შეუძლიათ ურთიერთობა ისე მოაწესრიგონ, როგორც მათ სურთ, კანონით გათვალისწინებულ ფარგლებში.
ხელშეკრულების შინაარსის თავისუფალი განსაზღვრა გულისხმობს იმასაც, რომ მხარეებს შეუძლიათ დადონ ნებისმიერი ხელშეკრულება, მათ შორის ისეთიც, რომელიც არ არის კანონით გათვალისწინებული, მაგრამ არ ეწინაამღვდეგება მას.(319.1.მეორე წინადადება)
Crassus
Participantგამოდის, რომ კოლიზიაა 1335-ე მუხლსა და 185/185/1160-ე მუხლებს შორის და 1335-ე მუხლი უფრო სპეციალური შემთხვევაა?
Crassus
Participantვერ მივხვდი, რატომ გადაწონის 1335-ე მუხლი, 1160-ე , 185-ე და 187-ე მუხლებით განსაზღვრულ რეგულაციებს?
Crassus
Participantმე საერთოდ იცით რას ვფიქრობ, 1171-ე მუხლი არარელევანტურია უნდა იყოს. ამ შემთხვევაში რატომ არ შეიძლება სკ-ის 1160-ე მუხლის მე-2 ნაწილის გამოყენება. იმ კუთხით, რომ ერთმა მეუღლემ განკარგა მეუღლეთა თანასაკუთრება და ეს განკარგვა ნამდვილია ამ ნორმის მიხედვით. ასეთ შემთხვევაში მეორე მეუღლეს ექნება მხოლოდ 1160-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული მოთხოვნის უფლება მეუღლის მიმართ, ხომ ასეა?
და ვინაიდან თანასაკუთრების განმკარგველი მეუღლე გარდაიცვალა, მას მხოლოდ ამ მეუღლის სამკვიდროდან ექნება აღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილების უფლება, ხოლო იმ მესამე პირს, ვის მიმართაც მოხდა აღნიშნული ქონების განკარგვა, იმის ვერ მოსთხოვს ვერაფერს.
Crassus
Participantსაკუთრების უფლების შეძენა უძრავ ნივთებზე
უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია არის კომპლექსური პროცესი, რომელიც შედგება რამდენიმე ასპექტისაგან. აღნიშნულთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლი, რომელიც განსაზღვრავს საკუთრების უფლების შეძენასთან დაკავშირებულ ზოგად წესს- საკუთრების უფლების რეგისტრაცია ხორციელდება მხარეთა წერილობითი შეთანხმებით და ამ შეთანხმდებიდან გამომდინარე საკუთრების უფლების რეგისტრაციით საჯარო რეესტრში.
ამდენად უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების შეძენისათვის ამოსავალი წერტილია მხარეთა შეთანხმება, გარდა ისეთი შემთხვევებისა, როცა უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების შეძენა ხდება ცალმხრივი გარიგების საფუძველზე (მაგ: მემკვიდრეობის მიღების გზით).
ამდენად, პირველი ნაბიჯია უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების გადაცემასთან დაკავშირებული ვალდებულებით-სამართლებრივი გარიგების დადება მხარეებს შორის (ეს შეიძლება იყოს, როგორც ჩუქება, ისე ნასყიდობა, სამისდღეშიო რჩენა და ა.შ.).
ამ ეტაპთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია სამოქალაქო კოდექსის 323-ე მუხლის ანალიზი, რომლის მიხედვითაც საკმარისია მხოლოდ მარტივი წერილობითი ასეთი ხელშეკრულების ნამდვილობისათვის.
შემდეგი ეტაპია უკვე ხელშეკრულებიდან გამომდინარე საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. ამ ეტაპზე უკვე აუცილებელია, რომ მხარეთა შეთანხმებაზე ხელმოწერები იყოს დადასტურებული, საჯარო რეესტრის წარმომადგენლის მხრიდან ან სანოტარო აქტით.
რეგისტაციისათვის განცხადების შეტანის უფლება აქვს, როგორც გამსხივსებელს ისე შემძენს. დაშვებულია წარმომადგენლობის მეშვეობით მონაწილეობა.
საკუთრების უფლება წარმოშობილად ითვლება მისი რეგისტრაციის მომენტიდან საჯარო რეესტრში.
Crassus
Participantდირექტორის პასუხისმგებლობა ინტერესთა კონფლიქტის დროს
(უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება №ას-848-806-2013)
მოსარჩელის მოთხოვნის მატერიალურ-სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლი, ასევე „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტები, თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ეს უკანაკნელი ნორმა ზოგადად განსაზღვრავს საწარმოს ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის პასუხისმგებლობას ინტერესთა კონფლიქტის წესების დარღვევისა და საწარმოს არაკეთილსინდისიერად (საწარმოს ინტერესების საწინააღმდეგოდ) მართვისათვის, ხოლო სამოქალქო კოდექსის 411-ე მუხლი წარმოადგენს იმ სამართლებრივ ნორმას, რომელსაც შეიძლება დავუკავშიროთ ის კონკრეტული მატერიალურ-სამართლებრივი შედეგი _ ზიანის ანაზღაურება, რომლის დადგომაც სურს სარჩელით მოსარჩელეს.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ზოგადი პრინციპის თანახმად, განსახილველი კატეგორიის დავაში, მოსარჩელეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეს უნდა მიეთითებინა და დაემტკიცებინა, რომ მოპასუხის ქმედება იყო არამართლზომიერი, ამ ქმედებამ გამოიწვია ზიანი, მოპასუხის ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი, ასევე ის თუ რას შეადგენს ზიანის ოდენობა. ამასთან, ვინაიდან მოსარჩელე ითხოვს ზიანის ანაზღაურებას მიუღებელი შემოსავლის სახით, მოსარჩელეს იმგვარი მტკიცებულებები უნდა წარედგინა, რომელიც შექმნიდა ობიექტურ სურათს ასეთი შემოსავლების მიღებასთან დაკავშირებით.
Crassus
Participantსამკვიდროს გაყოფა: სკ-ის 1452-ე მუხლი
(საქმე N-ას-839-788-2010)
თბილისის სააპელაციო სასამართლომ არასწორად განსაზღვრა მემკვიდრეთა წილი მამკვიდრებლის ქონებიდან. კერძოდ, მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდგომ დარჩა ოთხი პირველი რიგის მემკვიდრე. სამმა მათგანმა სამკვიდროს მისაღებად კანონით დადგენილ ზომებს მიმართა. ერთ-ერთი მემკვიდრე გარდაიცვალა, თუმცა სამკვიდროს მიღებაზე პრეტენზია არც მას და არც მის მემკვიდრეებს არ განუცხადებიათ. მიუხედავად ამისა, პალატამ თითოეულ მემკვიდრეს სამკვიდროდან წილი მიაკუთვნა.
საკასაციო სასამართლოს განმარტება: სკ-ის 1452-ე მუხლის თანახმად, სამკვიდრო გაიყოფა სამკვიდროს მიმღები მემკვიდრეების შეთანხმებით იმ წილის კვალობაზე, რაც თითოეულ მათგანს კანონით ან ანდერძით ერგებათ. მითითებული ნორმიდან და ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, სამკვიდრო მიღებულია რა სამი თანაბარი უფლების მქონე მემკვიდრის მიერ, სამკვიდრო მათ შორის თანაბრად უნდა განაწილდეს. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით თითოეულ მათგანს სამკვიდროდან განესაზღვრა ქონების 1/3 ნაწილი.
-
AuthorPosts
