Forum Replies Created

Viewing 10 posts - 81 through 90 (of 419 total)
  • Author
    Posts
  • Edika
    Participant

    ა, ხო პირობა აღარ გამხსენებია 😀

    Edika
    Participant

    ას-992-950-2013 ფულადი ვალდებულების სეუსრულებლობის დროს კრედიტორს ყოველთვის ადგება ზიანიო.

     

    არასწორად რატომ?  საანაბრე პროცენტის მიხედვით რომ მოხდა ზიანის ოდენობის განსაზღვრა მიტომ?

    Edika
    Participant

    სესხის დადგენილ ვადაში დაუბრუნებლობის გამო კრედიტორმა მოითხოვა მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურება. სასამართლომ უარი უთხრა კრედიტორს ზიანის ანაზღაურებაზე იმ მოტივით რომ მოსარჩელემ ვერ დაამტკიცა ზიანის მიყენების ფაქტი, ანუ მიადგა თუ არა ზიანი. სწორია სასამართლო?

    Edika
    Participant

    ას-987-945-2013 ზუსტად იგივე თქვა სასამართლომ.  სასამართლომ თანხების გამოგზავნი პერიოდულობით, ასევე ის რომ წინასწარ არასდროს არ იცოდა წინასწარ გამოგზავნილი თანხის შესახებ და ტელეფონით გებულობდა, სოც ეკონომიური მდგომარეობა და დაადგინა რომ ეს იყო მორალური მოვალეობის მიზნით გამოგზავნილი თანხები.

    Edika
    Participant

    დიდი ახლართულ/ჩახლართულ/ჩათლახური რამე კია მარა კაი გავატაროთ :D.

     

    2009-2011 წლებში მამიდა, რომელიც საზღვარგარეთ იმყოფებოდა სამუშაოდ, ძმიშვილს უგზავნიდა პერიოდულად თანხებს, ისე რომ ძმიშვილმა არაფერი იცოდა წინასწარ და მხოლოდ გამოგზავნის შემდეგ, მამიდასთან ტელეფონით გასაუბრების შემდეგ გებულობდა რომ თანხა იყო გამოგზავნილი.  2012 წელს მამიდამ სარჩელით მიმართა სასამართლოს, თქვა რომ აღნიშნულ თანხებს უგზავნიდა სესხის სახით და მოითხოვა ტანხის დაკისრება. ჩაითვლება თუ არა სესხად გამოგზავნილი თანხები?

    პ.ს ძმა (ძმიშვილის მამა/ მამიდის ძმა) იყო მძიმე ავადმყოფი/უკურნებელი სენი. ასევე მძიმე სოც. მდგომარეობა.

    Edika
    Participant

    ხო რა, მემგონი მასეთი ჩანაფიქრი იყო, მაგრამ პირდაპირ არ ჩანს გადაწყვეტილებიდან ქირავნობისთვის რა შემხვედრ ანაზღაურებაზე შეტანხმდნენ მხარეები :D. მოკლედ დავწერ ახლა კიდევ ერთხელ. მხარეები შეთანხმდნენ სესხზე. სესხის უზრუნველსაყოფად გაფორმდა იპოთეკა. ამავე დროს იპოთეკარს მიეცა უფლება ეცხოვრა იპოთეკით დატვირთუს ბინაში და ეს ჩაითვლებოდა სესხის სარგებლად.  სააპელაციო სასამართლომ სესხის სარგებლად ჩათვალა ქირავნობის ხელშეკრულება და ქირავნობის ქირად ჩათვალა  თვითონ ეს სესხის ხელშეკრულება :D.

     

    დარწმუნებული ვართ რომ აქ ყველაფერი წესრიგშია? 😀

     

    Edika
    Participant

    გეთანხმები. ას-1237-1166-2012. მხარეები შეტანხმდნენ რომ სარგებელი იქნებოდა ბინით სარგებლობა. სასამართლოსაც საწინააღმდეგო არაფერი ქონია.

     

    უცნაური ისაა რომ  ბინით სარგებლობის ხელშეკრულება სასამართლომ ამავე დროს ჩათვალა ქირავნობად და მოსარგებლის მიერ ბინის დაზიანების გამო ზიანის ანაზღაურებაზე უთითებდა ქირავნობის ნორმებზე :D. არასწორია ჩემი აზრით. სარგებლობა ქირავნნობას არ ნიშნავს. ჯერესერთი ქირავნობა ყოველთვის სასყიდლიანი ხელშეკრულებაა და სარგებლობისთვის ქირაზე არ შეტანხმებულან მხარეები.

    ცოტა პარადოქსული რამეა მაგრამ სასამართლომ ფაქტიურად სესხის სარგებლად მიიჩნია ქირავნობა.

    Edika
    Participant

    სესხის ხელშეკრულების დროს შეიძლება თუ არა მხარეები პროცენტის ნაცვლად შეტანხმდნენ სხვა რამეცე როგორც სესხის სარგებელი? მაგალითად მსესხებელმა შეასრულოს რაიმე მოქმედება? ანდა ბინით სარგებლობის უფლება?

    in reply to: სახელშეკრულებო სამართალი #27208
    Edika
    Participant

    მართალია, სწორს ამბობ, ჩვენ გვაქვს სასამართო პრაქტიკა სადაც საუბარია გაყალბებული(ანუ არარა მინდობილობა, ნების გამოვლენა საერთოდ რომ არ მომხდარა) მინდობილობის საფუძველზე დადებული ხელშეკრულებების ბათლობაზე. მართალია ამ კონკრეტული მოცემულობის შემთხვევაშ მინდობილობა არარა არ არის, მაგრამ ნების გამოვლენა/გარიგების დადება მოხდა იძულებით და იგივე შედეგი უნდა დადგეს რაც არარა გარიგების შემთხვევაში.  

     

    როცა პირი ენდობა წინდაუხედავად გამოვლენილ (შინაარსის გაცნობის გარეშე) ნებას კეთილსინდისიერად ამ შემთხვევაში დასაცავ ინტერეესთა სამართიანი ბალანსიდან გამომდინარე გამართლებულია იმ პირისი ინტერესების დავცა რომელიც წინდაუხედავად/უხეში გაუფრთხილებლობით გამოწვეული ნდობით გამოვლენილ ნებას ენდო კეთილსინდისიერად, მაგრამ როცა არათუ წინდაუხედავად გამოვლენილი ნება, არამედ ნების გამოვლენა არ გვაქვს საერთოდ, ამ შემთხვევაში იგივე სამართლიანი ბალანსიდან გამომდინარე გაუმართლებელი იქნება მეორე მხარის კეთილსინდისიერი ნდობით ხელშეკრულების ნამდვილობის გამართლება და სწორედ აღნიშნულიდან გამომდინარე ცნო ბათლად არარა მინდობილობის საფუძველზე დადებული ხელშეკრულებები სასამართლომ(ას-375-352-2014). იგივე შედეგი იქნება იძულებით გამოვლენილი ნების/მინდობილობის გაფორმების შემთხვევაშიც.  ანუ როცა იძულებით გააკეთებინეს მინდობილობა პირს, მის საფუძველზე დადებული ხელშეკრულებების ნამდვილობას ვერ გაამართლებ ხელშეკრულების მეორე მხარის კეთილსინდისიერი ნდობით.

    in reply to: სახელშეკრულებო სამართალი #27200
    Edika
    Participant

    შემდეგი საკითხი: ა-მ აიძულა ბ მიეცა მინდობილობა ბ-ს სახელით დაედო სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება. ა-მ განახორციელა აღნიშნული და სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებები დადო გ-სთან. ბ-მ სარჩელი აღძრა სასამართლოში ა-ს და გ-ს მიმართ და მოითხოვა მინდობილობის, სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებების ბათლად ცნობა.

     

    გ-მ მიუთითა ზემოთ მოყვანილი სასამართლო პრაქტიკა და თქვა რომ გამოვლენილ ნებას მე ვენდე კეთილსინდისიერად და ვინაიდან მე ვიყავი კეთილსინდისიერი ხელშეკრულების ბათილობა არ შეიძლებაო. რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო?

Viewing 10 posts - 81 through 90 (of 419 total)