Forum Replies Created
-
AuthorPosts
-
Edika
Participantმოხდება შეჩერება მიუხედავად იმისა რომ 70-ე მუხლი სხვა რამეს ამბობს. სასამართლო გადაწყვეტილებათა სავალდებულო ძალა – კონსტიტუციური პრინციპია და რაგდან კონსტიტუცია იერარქიულად ყველაზე მაღლა დგას ყველა სხვა საკანონმდებლო აქტთან უპირატესობა აქვს. ასევე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მიხედვით სასამართლო გადაწყვეტილება სავალდებულოა ყველასთვის. ბს-727-711
17,4 რაც შეეხება შესაძლებელია ამ მუხლით გათვალისწინებული ფაქტობრივი შემადგენლობა გვქონდეს მაგრამ მაინც არ გაუქმდეს აუქციონის შედეგები. ამ მუხლის მიზანია კრედიტორის და მოვალის ინტერესების დაცვა რათა საბაზრო ღირებულების არასწორი შეფასებით არ დაირღვეს კრედიტორის და მოვალის ინტერესები. შედარებით დაბალი შეფასების შემთხვევაში ირღვევა მოვალის ინტერესი – მისი ქონება იყიდება იმაზე დაბალ ფასად ვიდრე ღირებულებაა, ხოლო მაღალი შეფასებით ირღვევა კრედიტორის ინტერესი – მაღალი შანსია იმისა რომ არ მოხდეს ნივთის რეალიზაცია აუქციონზე. მაგრამ თუ უკვე ჩატარდა აუქციონი და ნივთის რეალიზაცია მოხდა მისი საბაზრო ღირებულების შესაბამისად ან იმაზე მაღალ ფასად მაშინ რატომ უნდა გაუქმდეს აუქციონის შედეგები? რამდენად ჯდება ასეთი გაუქმება თანაზომიერების პრინციპში? მიზანი რაც რეალურად იყო მიიღწა ისე რომ არ დარღვეულა არც კრედიტორის და არც მოვალის ინტერესები არსებითად.
ცოტა გაუგებრად წერია 17.4 მუხლში და დავწერ შედარებით გასაგებად. ანუ ამ მუხლით გთვალისწინებული ფაქტობრივი შემადგენლობა არის შემდეგი 1) უნდა იყოს დავა ქონების საბაზრო ღირებულებასტან დაკავშირებით 2) არასწორი შეფასების საფუძველზე გამოანგარიშებული აუქციონის საწყისი ფასი არ უნდა აღემატებოდეს ნივთის რეალურ საბაზრო ღირებულებას. იმისათვის რომ არ გაუქმდეს აუქციონის შედეგები აუცილებელია ამ ორი პირობის ერთად არსებობა, მაგრამ როგორც ზემოთ ავღნიშნე თუ აუქციონი ჩარატდა და მოხდა რეალიზაცია იმაზე მეტად ვიდრე საბაზრო ღირებულებაა მაშინ არ უნდა გაუქმდეს აუქციონის შედეგები თანაზომიერების პრინციპიდან გამომდინარე.
Edika
Participantაღმასრულებლის მიერ ქონების დაბალ ფასად შეფასება
აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ ქონება შეფასდა შედარებით ნაკლებ ფასად ვიდრე მისი საბაზრო ღირებულებაა. ამ შეფასების საფუძველზე გამოცხადდა საჯარო აუქციონი.
მოვალემ მიმართა სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების – აღსრულების შეჩერების მოთხოვნით რაც დაკმაყოფილდა. მიიტანა ეს განჩინება აღსრულებაში, მაგრამ აღსრულებამ უთხრა რომ სააღსრულებო წარმოებათა შესახებ კანონის 70-ე მუხლის მიხედვით დაუშვებელია სააღსრულებო წარმოების შეჩერება როცა აუქციონი არის საჯაროდ გამოცხადებული.
წარმოება არ შეჩერდა, შესაბამისად მოხდა აუქციონზე ნივთის რეალიზაცია პირველივე აუქციონზე. ამასთანავე აღმოჩნდა რომ პირველ აუქციონზე საწყისი ფასი არ იყო რეალუს საბაზრო ღირებულებაზე მეტი.
ვის ვის მიმართ ააქვს მოთხოვნა და რა საფუძვლებით?
Edika
Participantის პირველი ვარიანტი ჯობია ჩემი აზრით.
Edika
Participant————–
Edika
Participantერთ-ერთ მეუღლეზე რეგისტრირებული თანასაკუთრების მიმართ აღსრულება
დაუშვათ არის უძრავი ქონება რომელიც წარმოადგენს მეუღლეთა თანასაკუთრებას და რომელიც მხოლოდ ერთ ერთი მეუღლის სახელზეა რეგისტრირებული საჯარო რეესტრში. მეუღლე რომლის სახელზეც არ არის აღრიცხული ბინა მანქანით დაეტაკა პიროვნებას და დაეკისრა მატერიალური ზიანის ანაზღაურება. შეიძლება თუ არა აღსრულება მეორე მეუღლის სახელზე აღრიცხულლი ბინის 1/2 ნაწილზე როგორც თანასაკუთრებაზე? ანუ დაუშვათ რომ მოითხოვო თანამესაკუთრედ ცნობა და ამ ქონებაზე აღსრულება.
Edika
Participantქორწინების ბათილობა
(სუსგ.ას-136-466-09)
1992 წლის საქორწინო და საოჯახო სამართლის მიხედვით ქორწინების რეგისტრაცია უნდა მომხდარიყო მოქ. მდგომარეობის ორგანოში ერთ ერთი დასაქორწინებელი პირის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. ერთი ცხოვრობდა თელავში მეორე ვანში. ერთ ერთმა მხარემ დააყენა ქორწინების ბათლობის საკითხი იმის გამო რომ ქორწინების რეგისტრაცია მომხდარი იყო ოჩამჩირეში. უზენაესმა თქვა რომ მიუხედავად იმისა რომ ტერიტორიულობის პრინციპი არ არის დაცული რეგისტრაციის დროსო, ქორწინება არ არის ბათილიო, ვინაიდან ასეთი საფუძვლით ქორწინების ბათილობას არ ითვალისწინებს მოცემული კოდექსი (საქორწინო და საოჯახო სამართლის კოდექსი).
Edika
Participant/………………
Edika
Participant…………………..
Edika
Participantდელიქტის ცნებასთან დაკავშირებით დავწერ ორიოდე სიტყვას
სკ-ის 992-ე მუხლის მიხედვით სამოქალაქო პასუხისმგებლობის საფუძვლებია: ა) ქმედება; ბ) მართლწინააღმდეგობა; გ) ბრალეულობა; დ) მიზეზ-შედეგობრიობა და ე) ზიანი.
გამოდის სულ 5 ელემენტი რომელიც აუცილებელია 992-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისთვის.
ქმედება:
მაგალითი: A მოძრაობდა თავისი ველოსიპედით, რომელსაც დაეჯადა B მძღოლი. დაჯახების შედეგად A -მ დააზიანა C-ს მაღაზიის ვიტრინა.
მოქმედება ნიშნავს რაიმე ცნობიერს ან სურვილით მოტივირებულ ქმედებას, რაც მოცემულ შემთხვევაში არ გვაქვს. შესაბამისად გამოირიცხება A-ს პასუხისმგებლობა. არაცნობიერი და რეფლექსები მხედველობაში არ მიიღება.
მართლწინააღმდეგობა:
მაგალითი: შეჯახებამდე A -მ დაარღვია საგზაო მოძრაობის წესები. მართლსაწინააღმდეგო ქმედება- საგზაო წესების დარღვევა სახეზე გვაქვს, რომელიც მოხდა გააზრებულად და იყო სურვილოით მოტივირებული.
ბრალეულობა:
მაგალითი: A -ს გადმოუვარდა რკინის ნივთი მე-8 სართულზე არსებული ბინიდან, რამაც დააზიანა გამვლელი B. მოცემულ შემთხვევაში სახეზეა A-ს ბრალეული ქმედება, კერძოდ მან გამოიჩინა გაუფრთხილებლობა, რადგან ვერ შეძლო თავისი ბინიდან რკინის ნივთის გადავარდნის აღკვეთა.
მიზეზობრივი კავშირი:
მაგალითი: წინა მაგალითიდან, A-ს მართლსაწინააღმდეგო და ბრალეულ ქმედებას მოყვა გამვლელი B-ს დაზიანება, ანუ B-სთვის მიყენებული ზიანის საფუძველია A-ს ქმედება, შესაბამისად გვაქვს მიზეზობრივი კავშირი.
ზიანი:
დელიქტურ ზიანს წარმოადგენს პირისთვის ქონებრივი/არაქონებრივი დანაკლისის მიყენება, მაგ: წინა მაგალითში B-ს მკურნალობის ხარჯები წარმოადგენს A-ს ქმედებიდან გამომდინარე ზიანს.
Edika
Participantთანასაკუთრების შვილზე გადაფორმება
უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება (N-ას-63-58-2013)
იქორწინეს, შეეძინათ შვილი, ქორწინებიდან 20 წლის შემდეგ შეიძნიეს სახლი, რომელიც დარეგისტრირდა ცოლის სახელზე. ამის შემდეგ დაეძაბათ ურთიერთობა და იმ მოტივით რომ წილს მოითხოვდა ქმარი ცოლმა გადააფორმა სახლი შვილის სახელზე ჩუქებით. ასეთ შემთხვევაში სასამართლომ თქვა რომ რათქმაუნდა შვილმა იცოდა, რომ გამსხვისებელი არ იყო 1/2 მესაკუთრეო და 185-ე მუხლიდან გამომდინარე ცნო ჩუქება ბათილად.
შვილად ყოფნის ფაქტი საკმარისია 185-ე მუხლით დადგენილი წესით შემძენის არაკეთილსინდისიერად ცნობის ობიექტურ საფუძვლად?
-
AuthorPosts
