Forum Replies Created
-
AuthorPosts
-
Edika
Participantლიტერატურაში არის ჩასათვლელი, საჯარიმო, ალტერნატიული და ექსკლუზიური პირგასამტეხლო.
ჩასათვლელი – როცა პირგასამტეხლო ითვლება ზიანიზ ანგარიშში.
საჯარომო- როცა კრედიტორს უფლება აქვს მოითხოვოს როგორც ზიანის ანაზღაურება ასევე პირგასამტეხლო.
ალტერნატიული – კრედიტორს უფლება აქვს მოითხოვოს ან ხელშეკრულების შესრულება, ან ზიანის ანაზღაურება, ან პირგასამტეხლო.
ექსკლუზიური – კრედიტორს უფლება აქვს მოითხოვოსს მხოლოდ პირგასამტეხლოს გადახდა.
Edika
Participantუზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება ბს-1300-876(კ-05)
მრავალმხრივ საინტერესო გადაწყვეტილებაა. საუბარია არარა ინდ. აქტის საფუძველზე დადებული ადმინისტრაციული ხელშეკრულების სამართლებრივ ბედ -იღბალზე, ადმინისტრაციული ხელშეკრულების გამიჯვნა კერძოსამართლებრივი ხელშეკრულებისგან, კანონიერი ნდობის პრინციპის მიმართება არარა აქტის მიმართ.
Edika
Participantმიუღებელი შემოსავლის ოდენობა რატომ განისაზღვრება ე.წ საანაბრე პროცენტის მიხედვით და არა იმ ოდენობით რასაც მიიღებდა კრედიტორი მოვალეს რომ ვალდებულება ბოლომდე შეესრულებინა? ვთქვათ სესხი არის 12 თვიანი. ხელშეკრულება შეწყდა მეხუთე თვეს, რატო არ ააქვს კრედიტორს დარჩენილი 7 თვის პროცენტის მოთხოვნის უფლება? სწორედაც რომ ” ვალდებულების ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში” იმ 7 თვის პროცენტს მიიღებდა? (411 მუხლი). ანდა ვთქვათ რატომ მაინცდამაინც საანაბრე პროცენტი? ვიცი შესაბამისი გადაწყვეტილებები და სიმართლე ვთქვა ვერ გავიგე ბოლომდე კარგად.
Edika
Participant@crassus said:
398-ე მუხლის გამოყენება არ დაგვჭირდება, რადგან 389-ე მუხლი უფრო სპეციალურია და სრულყოფილად არეგულირებს ამ საკითხს.არ მახსოვს ზუსტად რომელ გვერდზეა ახლა თორე ისე მაქვს წანაკითხი რომ უცხიურ სასამართლო პრაქტიკაში ყოფილა შემთხვევა 398 მუხლის გამოყენებისო.
Edika
Participantჩემი აზრით შეიძლება განსხვავებულ წესზე შეთანხმება. თუ ვიტყვით რომ 387 მუხლი მოვალის ინტერესების დაცვას ემსახურება და მოვალისთვის არსებობს რატომ უნდა ეკრძალებოდეს მოვალეს განსხხვავებულ წესზე შეთანხმება მითუმეტეს თუ მისი სურვილია აღნიშნული? იმპერატიული არის 388-ე მუხლი.
პირველი პოსტი კიდე ნომინალიზმის პრინციპს რომ ეხება, შენი აზრით 398-ე მუხლის გამოყენებაზე რას იტყვი როცა ფულის მყიდველობაუნარიანობა უარესდება?
Edika
Participantსაინტერესოა კიდევ სამოქალაქო კოდექსის 399-ე მუხლის კომენტარი, რომლის მიხედვითაც ხელშეკრულების შეწყვეტის “პატივსადებ საფუძველში” მოიაზრება ასევე ვალდებულების დარღვევაც.
Edika
Participantგეთანხმები ყველაფერში, მაგრამ 5 თვიანი რატომ არ ითვლება გრძელვადიანადდა სიტყვაზე 6 თვიანი ამაზე ცოტა დეტალურად თქვი.
Edika
Participantდღესაც ვნახე ეგ გადაწყვეტილება და ამბობს 992 შემადგენლობა არ გვაქვსო. საერთოდ მე ვფიქრობ რომ უსაფუძვლო გამდიდრება და დელიქტი კონკურენციაში ვერ იქნება ერთმანეთთან. არ ჯდება ეგ არც ალტერნატიული, არც კუმულაციური და არც ე.წ გამომრიცხავიო კონკურენციის ჩარჩოებში. კონკურენციის რა მოგახსენო, მაგრამ მე ვიცი რომ რუსეთის სამოქალაქო კოდექსის მიხედვით პარალელურად შეიძლება დელიქტური და კონდიქციური მოთხოვნების დაყენება.
გამდიდრების გათანაბრებას ეძახის სასამართლო როგორც მე მივხვდი მიღებული სიკეთის დაბრულების შეუძლებლობას, ოღონდ ისე რომ არ გვაქვს ფაქტობრივი დანაკლისი, ანუ ისეთი ზიანი რომელიც არ არის ფაქტობრივი დანაკლისი. დღეს კიდევ ვაკვირდებოდი ამ გადაწყვეტილებებს და ასეთ დანაკლისად (ანუ დელიქტად) სასამართლო არ განიხილავს ნივთის განკარგვით მიღებულ სარგებელს და მიუღებელსაც სარგებელსაც, არამედ როცა ზიანდება ქონება. ამას უწოდებს გამდიდრების გათანაბრებას სწორედ.
ანუ მიღებულ სარგებელს და იმ სარგებელსაც რაც ვერ მიიღო, მაგრამ არ გვაქვს ფაქტობრივი დანაკლისი ერთად უწოდებს გამდიდრების გათანაბრებას.
Edika
Participantდელიქტური არააო პირდაპირ ამბობს სასამართლო, იქედან გამომდინარე რომ ფაქტობრივი დანაკლისი არ გვაქვს უკანონო სარგებლობის დროს.
Edika
Participantუსაფუძვლო გამდიდრებასთან გათანაბრება
ნივთით სარგებლობა, სკ-ის 982-ე მუხლი (სუსგ. N-ას-427-448-2013)
ფაქტობრივი მოცემულობა: პირი უკანონოდ ცხოვრობდა სხვის სახლში გარკვეული დროის მანძილზე. მესაკუთრეემ უჩივლა სასამართლოში და სკ-ის 992 მუხლის საფუძველზე მოითხივა ნივთის უკანონოდ სარგებლობის პერიოდში, ამ ნივთის გაქირავების შეუძლებლობის მიყენებული „ზიანის“ ანაზღაურება.
სასამართლომ თქვა აღნიშნული არ უნდა მოწესრიგდეს დელიქტური ნორმებით, ვინაიდან 992 მუხლით გათვალისწინებული ზიანი გულისხმობს ფაქტობრივ დანაკლისს, ქონების შემცირებას, რაც განსხვავდება 982-ე მუხლით განსაზღვრული ზიანისგან, რომელსაც სასამართლო პრაქტიკაში უწოდებენ გამდიდრებასთან გათანარებას.
რა არის გამდიდრების გათანაბრება? მიღებულის დაბრულების შეუძლებლობის შემთხვევაში(ნივთით უსასყიდლოდ სარგებლობა მიღებული სიკეთე ამ შემთხვევაში, რომლის დაბრულებაც შეუძლებელია), მისი ღირებულების ანაზღაურება.
რითაც დაზოგა თავისი ქონება უკანონო მფლობელობის პერიოდში (უსასყიდლო მფლობელობით და ამ „უსასყიდლო მფლობელობას“ თავისთავად ვერ დააბრუნებს), მაგრამ ფაქტობრივი დანაკლისი არ მიუღია მისი ღირებულების ანაზღაურებით. სწორეს ეს გამდიდრების გათანაბრება იგულისხმება 982-ე მუხლით გათვალლისწინებულ ზიანში. ანუ როცა ფაქტობრივი დანაკლისი არ გვაქვს, არ შემცირებულა ქონება, მაგრამ სამართალდამრღვევმა გარკვეული სარგებელი(განკარგვა სარგებლობა და ა.შ) ნახა შენი ქონების ხარჯზე და შენ არ მოგეცა საშუალება ამ ქონების გაქირავებით მიგეღო სარგებელი. სასამართლო ამ შემთხვევას უწოდებს არა ზიანის ანაზღაურებას არამედ გამდიდრების გათანაბრებას. ზიანის ანაზღაურება ხდება ფაქტობრრივი დანაკლისის დროს.
-
AuthorPosts
