Forum Replies Created
-
AuthorPosts
-
Edika
Participantერთ ერთი ფაქტორია ყოველშემთხვევაში.
Edika
Participantარაკონსტიტუციურია სააღსრულებო წარმოებათა შესახებ 25.2-ე მუხლი, იგივე ინტრიგან აღმასრულებელს შეუძლია უპასუხის რომ აღმასრულებელი თავისი საქმიანობის დროს ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით რომელთანაც წინააღმდეგობაშ მოდის ეგ მუხლი. კონსტიტუცია იერარქიულად უფრო მაღლა დგას.
Edika
Participantპრაქტიკაში ამბობენ რომ გადაწყვეტილებაში რაც არ უნდა ეწეროს მაინც წყდება პროცენტების და ჯარიმების დარიცხვაო, მარა იმას კი არ უკვირდებიან რო სასამართლო გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულო როა. სწორია მერე პრაქტიკა, რომელიც სასამართლო გადაწყვეტილებას არ ასრულებს? აბა მაშინ მიუღებელი შემოსავლის მიღების უფლებას კარგავს კრედიტორი და ეგაა. იმგვარად უნდა განიმარტოს ყველლავარიანტში რომ ვალდებულების არსს არ ეწინააღმდეგებოდეს.
Edika
Participantგადაწყვეტილებაში შეიძლება ჩაიწეროს რომ პროცენტის დარიცხვა გაგრძელდეს კრედიტორის დაკმაყოფილებამდე, მაგრამ არაუმეტეს 33 თვის პროცენტისა. წერენ საერთოდ ასე გადაწყვეტილებებში, ხდება ასე. მერე თუ გადაწყვეტილებაში წერია აღნიშნული აღმასრულებელი ვინ ჩემი ფეხებია :D, არ ააქ უფლება აღმასრულებელს შეწყვიტოს პროცენტების დარიცხვა მიუხედავად 25,2 მუხლისა. სასამართლო გადაწყვეტილება უკანონოც რომ იყოს მაინც არ ააქვს უფლება აღმასრულებელს.
Edika
Participantსააღსრულებო წარმოებათა შესახებ კანონის 25.2-ე მუხლის მიზანია განუსაზღვრელი ვადით არ გაგრძელდეს პროცენტების დარიცხვა და იცავს მოვალეს ამით, რაც არ ნიშნავს იმას რომ მიყენებული ზიანი არ უნდა აუნაზღაურდეს კრედიტორს.
Edika
Participantშეიძლება ვინმეს გაუჩნდეს მოსაზრება რომ სააღსრულებო წარმოებათა შესახებ კანონის 25-ე მუხლის მეორე ნაწილიდან გამომდინარე სარგებლის დარიცხვა უნდა შეწყდეს, სასამართლო გადაწყვეტილების აღსასრულებლად მიქცევის მომენტიდან, მაგრამ ეს ასე არაა, რასაც ადასტურებს ზემოდ მითითებული უზენაესის სასამართლოს განმარტება.
მაგ: როცა სასამართლო ღებულობს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც აკისრებს მოვალეს პირგასამტეხლოს გადახდას, მისი ვალდებულების სრულიად გადახდის მომენტამდე, სააღსრულებო წარმოებათა შესახებ 25-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიუხედავად, რომელიც იძახის, რომ პირგასამტეხლოს დარიცხვა უნდა შეწყდეს, აღსრულების დაწყების მომენტიდან, ამ დანაწესის მიუხედავად არ უნდა შეწყდეს პირგასამტეხლოს დარიცხვა.
Edika
Participantწესით და რიგით პროცენტის დარიცხვა უნდა გაგრძელდეს მანამ სანამ ძირი თანხა მთლიანად არ დაუბრუნდება კრედიტორს, მაგრამ არაუმეტეს დარჩენილი 33 თვისა.
Edika
Participant😀 იმ პოსტში რომ ჩავთვალე დამეტანხმე და დანარჩენ პოსტებში სხვა რამე თქვი მიტო ვერ მივხვდი. რა ჩვევა გაქვთ ბიჯო გადამრევთ რა ამდენ უაზრო კამათს ხო შეიძლება თქვა მარტივად რა შემტხვევაში არ ახოეციელებს ამ დედამოტყნულ 😀 საჯარო მმართველობას. შეიძლება თქვი სადღაც რომელიმე პოსტში და მე ვერ მივაქციე ყურადღება, გამომრჩა ხომ შეიძლება? მაგრამ კიდე გაიმეორე, რა დაგემართება? რა შემტხვევაში ახორციელებს(სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება, ინს აქტი) გავიგე შენი მოსაზრება. ახლა თქვი რა შემტხვევაში არ ახორციელებს საჯარო მმართველობას, ანდა თუ თვლი რომ ზედმეტად წუხდები არ თქვა არაა პრობლემა.
Edika
Participantვერა ვერ გავიგე და თუ გეზარება ან თუ არ გინდა ნუ წერ შენი ნებაა. არაა საჭირო მასე აგდებული საუბარი. რაც დავწერე მე იმაში დამეთანხმე და არაფრის უარკოფა არ მოგიხდენია.
Edika
Participantmathematician
1)ეტყობა შენ ვერ გაიგე(არ დაკვირვებიხარ) რაც დავწერე მე 3992 პოსტში და ისე მიპასუხე 3996-ში. წაიკითხე კარგად 3992-ე პოსტი და იქ სხვა რამეს ვამბობდი მე.
<cite>@ReneDescartes said:</cite>
ხან ერთ და ხან მეორეს ავ ვამბობ.. რაც პირველად ვთქვი იმას ვიმეორებ ეხლა..
3996-ე პოსტში ჩვენ განვიხილავდით მხოლოდ კერძოსამართლებრივ ურთიერთობებიდან გამომდინარე აღსრულებას (მაგ: ნოტარიუსით..) და ინდივიდუალური აქტის როგორც აღსრულების ქვემდებარე აქტიდან გამომდინარე აღსრულებას. აქ ვთქვით, რომ ინდ. აქტის შემთხვევაში საჯარო მმართველობაა ხოლო მეორე შემთხვევაში არაა…
რა იყო აქ გაუგებარი?
მეორე შემთხვევა, რომელ მეორე შემთხვევას გულისხმობ? ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაცყებული სააღსრულებო წარმოება არ არის საჯარო მმართველობა?
-
AuthorPosts
