Forum Replies Created
-
AuthorPosts
-
Edika
Participantზუსტად მაგ გადაწყვეტილების დადება მინდოდა მეც :D.
Edika
Participantმოსამართლის კვალიფიკაციასთან დაკავშირებული საკითხი
რას ფიქრობთ შემთხვევაზე როცა მოსამართლეს არ აქვს ჩაბარებული საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაციით, ჩაბარებული აქვს სისხლის მიმართულებით და მაინც განიხილავს სამოქალაქო საქმეს? (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლთან მიმართებაში).
Edika
Participant3კ/571-01
სასამართლომ (უზენაესმა) ჩათვალა რომ ვინაიდან ს.ს „თ“ იყენებდა ელექტროქვესადგურს ელექტროენერგიის სარეალიზაციოდ ამიტომ წარმოადგენდა პირდაპირ მფლობელს, ხოლო შ.პ.ს „გ“-ი არაპირდაპირ მფლობელს. ვინიდან ისინი ორივე წარმოადგენენ მფლობელებს 1000 მუხლის სსაფუძველზე სოლიდარულად აგებენ პასუხს. სწორია? ? ????????? ანუ 1000 მუხლის „მფლობელში“ იგულისხმება ორივე (პირდაპირი და არაპირდაპირი). ???????????????????Edika
Participantმოსარჩელის შვილი თამაშის დროს შევიდა სატრანსფორმატორო ქვესადგურის ღია კარში, შეეხო ერთ-ერთ ელექტროსადენს და მიიღო მე-4 ხარისხის დამწვრობა. ეს ელექტროსატრანსპომატოროქვესადგური ეკუთვნოდა შ.პ.ს „გ“-ს. სს „თ“ აწვდიდა დენს ამ ელექტროქვესადგურს.
ვის უნდა დაეკისროს პასუხისმგებლობა და რა საფუძვლით?
Edika
Participantგეთანხმები. არც მე არ მომწონს ეგ გადაწყვეტილება. მორალთან დაკავშირებითაც არაა სწორი. საქმიანი რეპუტაციის შელახვა მორალური ზიანია აბა რა არის. დოქტრინაშიც წერია ამაზე.
Edika
Participantარასათანადო რეკლამა და იურიდიული პირის მორალი
(სუსგ. N- 3კ/924-01)
რეკლამის შესახებ კანონის მიხედვით არასათანადო რეკლამა არის როცა პირის პატივს, ღირსებას და საქმიან რეპუტაციას ადგება ზიანი. ასეთ შემთხვევაში უზენაესმა თქვა რომ პირს უფლება არ აქვს მორალური ზიანის ქონებრივი ანაზღაურება ითხოვოს გამომდინარე ამავე კანონის 21.3 მუხლიდან, რომელიც ითვალისწინებს მორალური ზიანის ანაზღაურებას არა ფულით, არამედ აღნიშნული ინფორმაციის უარყოფის საჯაროდ. ამავე გადაწყვეტილებაში უზენაესმა თქვა რომ იურიდიულ პირს არ შეიძლბა მიადგეს მორალური ზიანი, იქედან გამომდინარე რომ მორალი არ გააჩნიაო.
რას ვფიქრობთ?
Edika
Participantხო მართალია.
Edika
Participant@StepanozMamfal said:
ელექტროსადენის მესაკუთრისგან ექნება ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება, რადგან იგი ვალდებულია უზრუნველყოს ელექტროსადენის უსაფრთხო ექსპლოატაცია, ვალდებულია შეინარჩუნოს ელექტროსადენი ისეთ მდგომარეობაში, რომ მან ზიანი არ მიაყენოს სხვას. აღნიშნული ვალდებულების დარღვევა, რომელმაც ზიანი განაპირობა არის დელიქტური პასუხისმგებლობის საფუძველს, სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის მიხედვით.რათქმაუნდა უნდა აგოს პასუხი, მაგრამ არა 992-ით, არამედ 1000 მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით. 3კ/924-01
Edika
Participantსახლის აივანზე თამაშბდნენ ბავშვები, რა დროსაც ქუჩაში გაწყდა ელექტროსადენი, დაეცა ბავშვს, რის შედეგადაც მიიღო დამწვრობა. აქვს თუ არა მოთხოვნის უფლება და რის საფუძველზე?
Edika
Participantსამედიცინო დაწესებულების მიერ აივ ინფექციის შეყრისთვის 2000 ლარი მორალური ზიანი. (ას-296-624-07)
-
AuthorPosts
