Forum Replies Created
-
AuthorPosts
-
ივერიელი
Participantმაგ გადაწყვეტილებაში მთავარი საკითხია, თუ როდიდან იწყება სკ-ის 1171-ე მუხლის მიხედვით თანასაკუთრების გაყოფის ხანდაზმულობის ვადა განქორწინებისას.
საინტერესო სააპელაციოს განმარტება, ვფიქრობ ცოტა გაუგებარია რატომ განმარტა სასამართლომ, რომ ხანდაზმულობის ვადა უნდა დაიწყოს იმ მომენტიდან, როცა მეუღლემ ანდერძში განსაზღვრა თანაზიარი ქონება მთლიანად და ამ გარემოების გაგების მომენტიდან რატომ იწყებოდა მეორე მეუღლის მოთხოვნის უფლება და შესაბამისად ხანდაზმულობის ვადა სკ-ს 1171-ე მუხლის მიხედვით.
ვფიქრობ, არასწორია ეს განმარტება და სწორედ გადაწყვიტა უზენაესმა სასამართლომ, რომ 1171-ე მუხლის მიხედვით თანასაკუთრების გაყოფის მოთხოვნის ხანდაზმულობა აითვლება განქორწინების მომენტიდან.
ივერიელი
Participant(№ას-496-472-2013) ბევრ საკითხს ეხება ეს გადაწყვეტილება, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანია თანასაკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების განაწილება, მაშინ, როცა არ არსებობს სპეციალური მითითება წილის შესახებ.
უზენაესი სასამართლოს განმარტებით, თუ მიწის ნაკვეთის წილი არ არის განსაზღვრული, მაშინ იგი უნდა განაწილდეს თანაბრად, მიუხედავად იმისა თუ ფაქტობრივად რამდენს ფლობს თითოეული თანამესაკუთრე. ასევე მიუხდავად იმისა, თუ რამდენია თითოეული თანამესაკუთრის კუთვნილი შენობის ფართი…
ივერიელი
Participant,………………..
ივერიელი
Participantსაკუთრების უფლების დაცვა
საკუთრების უფლების დაცვის საშუალებები განსაზღვრულია, როგორც სამოქალაქო კოდექსში, ისე სხვა ნორმატიულ აქტებში, მაგ: პოლიციის შესახებ კანონში, სისხლის სამართლის კოდექსში, ადმინისტრაციული სამართალდარღვევების კოდექსში და ა.შ.
საკუთრების უფლების დაცვის სანივთო სამართლებრივი საშუალებებია: ვინდიკაციური და ნეგატორული სარჩელები, რომლებიც განსაზღვრულია სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის 1-ლი და მე-2 მუხლებში. (იხ. სტატია https://blh.com.ge/?p=27273).
ამავდროულად აღსანიშნავია, რომ უძრავი ნივთის სპეციფიკურობიდან გამომდინარე, სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის მე-3 ნაწილში განსაზღვრულია უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების დაცვის სპეციალური წესი, რომელიც გულისხმობს პოლიციის გარეშე, სასამართლოს მეშვეობით საკუთრების უფლების დაცვის შესაძლებლობას. (იხ. სტატია https://blh.com.ge/?p=27107).
ივერიელი
Participantსამოქალაქო პროცესის 198-ე მუხლის მე-2 ნაწილსი “ვ” პუნქტი ეხება სადავო აქტს, ანუ ამ შემთხვევაში აღსრულების დაწყების შესახებ დადგენილება, რომ იყოს სადავო, მაშნ შეიძლება მაგის გამოყენება, თუმცა ამ შემთხვევაში სადავოა არა აღსრულების დაწყების შესახებ დადგენილება, არამედ აღსრულების შეწყვეტის საკითხი დგას პრობლემად, ამიტომაც არარელევანტურია ეგ ნორმა.
რაც შეეხება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის მე-3 ნაწილს. შეიძლება ამ ნორმის გამოყენება და გამოვიყენებდი კიდეც, თუმცა მოწინააღმდეგე მხარე, რომ ვიყო მივუთითებდი 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ი” პუნქტზე და ვიტყოდი, რომ ვინაიდან ამ ნორმით გათვალისწინებულია აღსრულების შეჩერების შემთხვევა ცალკეულ შემთხვევაში და კანონმდებელმა გამოყო კონკრეტულ შემთხვევა, როცა შეიძლება აღსრულების შეჩერება, ამით მან ნება გამოავლინა, რომ სხვა შემთხვევაში აღსრულების შეჩერებას არ უნდა მოხდეს. (თუმცა რა თქმა უნდა 198-ე მუხლის მე-3 ნაწილი ბევრად მძლავ პოზიციაზე აყენებს მეორე მხარეს)
ივერიელი
Participantწარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი სააპელაციო და საკასაციო სასამართლოში.(ას-14-13-2010)
“სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 94-ე მუხლი შეიცავს იმ პირთა ჩამონათვალს, რომლებიც შეიძლება გამოვიდნენ წარმომადგენლებად სასამართლოში. აღნიშნულ ჩამონათვალში დასახელებულია ერთ-ერთი თანამონაწილე დანარჩენ თანამონაწილეთა დავალებით. მოცემულ მუხლში საუბარია იმ საგამონაკლისო შემთხვევებზე, როდესაც წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განსახორციელებლად არ არის აუცილებელი, რომ პირი იყოს ადვოკატი. “
ეს გამონაკლისი შემთხვევა არის ისეთი შემთხვევა, როცა წარმომადგენლობით უფლებამოსილებას ახორციელებს თანამონწილე.
“სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 86-ე მუხლი განსაზღვრავს თანამონაწილეობის წარმოშობის საფუძვლებს, კერძოდ, მითითებული საპროცესო ნორმის მიხედვით, თანამონაწილეობა გვაქვს მაშინ: ა) როდესაც სარჩელის საგანს წარმოადგენს საერთო უფლება; ბ) სასარჩელო მოთხოვნები გამომდინარეობს ერთი და იმავე საფუძვლებიდან; გ) სასარჩელო მოთხოვნები ერთგვაროვანია, მიუხედავად იმისა, ერთგვაროვანია თუ არა მათი საფუძველი და საგანი.”
ივერიელი
Participantდირექტორის პასუხისმგებლობა საწარმოს წინაშე
(ას-959-1161-08)
ორი პოზიცია უპირისპირდება ერთმანეთს, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნული საკითხი დელიქტური მუხლებით მოაწესრიგა (სსკ-ის 992-ე და 1008-ე მუხლები) და განაცხადა, რომ უნდა გამოყენებულიყო ხანდაზმულობის 3 წლიანი ვადა, ხოლო უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ აღნიშნული საკითხი უნდა მოწესრიგებულიყო მეწარმეთა შესახებ კანონის ნორმებით (მშკ-ს 9.6 და 15.1 მუხლები) და ხანდაზმულობის 5 წლიანი ვადა უნდა გამოყენებულიყო, რადგან დავა გამომდინარეობდა სპეციალური -სამეწარმეო ურთიერთობიდან.
ივერიელი
Participantკონკრეტული ნორმები დაწერე და შედეგი რა დადგება… 🙂
ივერიელი
Participantუძრავი ქონების განვადებით ნასყიდობა
(ას-547-780-08 )
მხარეებს შორის დაიდო უძრავი ქონების განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულება, რეესტრში მოხდა მყიდველზე შეზრუდული საკუთრების უფლების რეგისტრაცია, მყიდველმა გადაიხადა მთლიანი საფასურიდან 14.000 დოლარიდან, 7.000 დოლარი, ხოლო დანარჩენი უნდა გადაეხადა მომავალ პერიოდში, რაც არ განახორციელა.
გამყიდველი იძახდა, რომ ბინის ფასებმა მოიმატა და ვინაიდან მყიდველმა არ შეასულა ვალდებულება, იგი ხელშეკრულებაზე უარს ამბობდა და ითხოვდა ბინის საკუთრებაში დაბრუნებას.
უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ გამყიდველს ხელშეკრულების საფასური არ მოუთხოვია და არც სკ-ის 405-ე მუხლით განსაზღვრული ვადა განუსაზღვრია მყიდველისათვის და აქედან გამომდინარე ხელშეკრულებიდან გასვლის საფუძველი არ არსებობდა, ხოლო მყიდველი უფლებამოსილი იყო მოეთხოვა გამყიდველის ბინიდან გამოსახლება, თუმცა საკუთრების უფლების შეზღუდვის მოხსნა დამოკიდებული იყო მის მიერ ნასყიდობის საფასურის გადახდაზე.
ივერიელი
Participantსამოქალაქო პროცესში წარმომადგენლის სპეციალური უფლებამოსილება
(უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება№ას-480-454-2011)
პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოში მხარის წარმომადგენელმა, თუმცა მინდობილობაში არ ეწერა პირდაპირ, რომ მას გასაჩივრების უფლებამოსილება ჰქონდა, არამედ ზოგადად ეწერა, რომ წარმომადგენელს ჰქონდა მარწმუნებლის ინტერესების დაცვის უფლებამოსილება. უზენაესმა განმარტა, რომ პირდაპირ უნდა ეწეროს სიტყვა-სიტყვით სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 98-ე მუხლის შესაბამისად, წარმომადგენლობის სპეციალური უფლებამოსილების შესახებ, მათ შორის გადაწყვეტილების გასაჩივრების შესახებ.
გარდა ამისა, ეს ადვოკატი ორი მიზეზის გამო იმსახურებს დისციპლინარულ პასუხისმგებლობას:
1) ადვოკატს არ უნდა ცოდნოდა, რომ სპეციალური უფლებამოსილებას საჭიროებს გასაჩივრება?
2) ვთქვათ და არ იცოდა, მაგრამ იმის შემდეგ, რაც დაუხარვეზეს აპელაცია, რატომ არ წავიდა და ახალი მინდობილობა არ დააწერინა მარწმუნებელს?
-
AuthorPosts
