Forum Replies Created

Viewing 10 posts - 271 through 280 (of 419 total)
  • Author
    Posts
  • Edika
    Participant

    უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება (N-ას-95-90-2013), სასამართლომ დაადგინა რომ პირი მოქმედებდა ბრალეულად მართლსაწინააღმდეგოდ და 992 მუხლთან ერთად მიუთითა 999 მუხლზე. ამავე დროს დაზარალებულის მხრიდანაც იყო ბრალეული (გაუფრთხილებლობა) მართლსაწინააღმდეგო ქმედება, რის  გამოც პასუხისმგებლობა გადანაწილდა 415 დადგენილი წესით 60 პროცენტი მძღოლზე, ხოლო 40 პროცენტი დაზარალებულზე.

    Edika
    Participant

    მოკლედ შევაჯამოთ წინა პოსტები. A-ს, რომელიც მოძრაობდა თავის საავტომობილო გზაზე, უკნიდან მაღალი სიჩქარით მოძრავი B დაეჯახა. ინერციით A დაეჯახა მის წინ მიმავალ G-ს.

     

    ასეთ შემთხვევაში “G”-ს წინაშე პასუხისმგებელია მხოლოდ “B”, ხოლო “A” თავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან, რადგან მის მიერ “G”-სთვის მიყენებული ზიანი ფორსმაჟორულმა გარემოებებმა განაპირობა.

    Edika
    Participant

    მაგ გადაწყვეტილებაში საინტერესო ისაა მინდობილი მესაკუთრე სასამართლომ ჩათვალა მფლობელად. საკუთრების მინდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მინდობილი მესაკუთრე ნივთის მართვას ახორციელებს საკუთრების მიმნდობის ინტერესების შესაბამისად.  სკ-ის 155.2 მუხლის მიხედვით კი მფლობელად არ ითვლება პირი რომელიც თუმცა ახორციელებს ფაქტობრივ ბატონობას, მაგრამ სხვა პირის სასარგებლოდ/ინტერესებისთვის.

    Edika
    Participant

    @StepanozMamfal said: აი ასეთი ჩანაწერია კომენტარში: “თუ სატრანსპორტო შეჯახებისას დაზარალდნენ მესამე პირები(ფეხით მოსიარულე, მგზავრები და ა.შ.) პასუხისმგებლობა ეკისრება შეჯახებული სატრანსპორტო საშუალებების მფლობელებს სოლიდარულად, მიუხედავად თუ ვისი ბრალი იყო შეჯახება.”

     

    კომენტარის მიხედვით, გამოდის, რომ  დაზარალებულის ბრალეული მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგი თუ დადგა ზიანი, ისე რომ ტრანსპორტის მფლობელს არ შეეძლი ზიანის თავიდან აცილება ამ შემთხვევაშიც მფლობელს ეკისრება პასუხისმგებლობა?

    @crassus said: აი როგორ მიდგომაა  ამ საკითხზე გერმანულ სამათალში:

     

    “Liability is precluded when the damage results from force majeure (StVG & 7 (2) ). Force majeure denotes an extraordinary external event which is caused by a supervening natural event or by the actions of third parties (external) and which, according to human perceptions and experience, amounts to an unavoidable event. this event can neither be avoided by the exercise of the utmost care to be expected under the circumstances and employing commercially viable means nor predicted on the basis of its frequency of occurrence.”

     

    ანუ ამის მიხედვით გამოდის რომ დაუშვათ თუ ა-ს დაეჯახა ბ, რის გამოც ა-მ დააზიანა გ ინერციით, ამისათვის ა-ს პასუხისმგებლობა არ ეკისრება (რაც ამართლებს ჩემ პოზიციას რომ ა-ს არ უნდა დაეკისროს პასუხისმგებლობა).

    @crassus said:

    ანუ თუ “ა” მანქანას ეჯახება “ბ” მანქანა და შემდგომ “ა” მანქანა აზიანებს “გ”-ს, ხოლო ზიანის თავიდან აცილების აღკვეთა შეუძლებელი იყო, მსგავს შემთხვევაში ითვლება, რომ სახეზეა ფორსმაჟორული შემთხვევა, რომელიც გამოწვეულია მესამე პირის ქმედებისაგან. რამდენად სწორად მიგაჩნიათ მსგავსი მიდგომა?

    ფორსმაჟორული შემთხვევა შეიძლება იყოს როგორც ობიექტური ასევე სუბიექტური ხასიათიხ. ობიექტური, მაგალითად ბუნებრივი მოვლენები – მიწისძვრა მეწყერი და ა.შ. სუბიექტურია რომელიც მაქსიმალური ძალისხმევის შედეგადაც არ შეიძლებოდა შედეგის თავისდან აცილება.

    Edika
    Participant

    მომეტებული საფრთხის წყაროს თვისებაში ჯდება ის რომ უკნიდან შეიძლება ვინმე დაგეჯახოს და შენ კიდე ამით სხვა ვინმე დააზიანო?

    Edika
    Participant

    გეთანხმები, მე ვფიქრობ რომ A-ს არ უნდა დაეკისროს პასუხისმგებლობა არც 999 და არც 992 მუხლით. აქაც ჩემი აზრით როგორც წინა პოსტში ვთქვით სახეზე გვაქვს არა საფრთხის წყაროს თვისებებიდან გამომდინარე ზიანი არამედ გარე ფაქტორიდან. ასევე არ გვაქვს პასუხისმგებლობის აუცილებელი ელემენტი – ქმედება.

    Edika
    Participant
    შემდეგი კაზუსი:

     

    A მოძრაობდა თავის საავტომობილო გზაზე, რომელსაც უკნიდან მაღალი სიჩქარით მომავალი B დაეჯახა. დაჯახების შედეგად ინერციით A შეასკდა მის წინ მიმავალ C-ს. აქვს თუ არა C-ს A-ს მიმართ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება სკ-ის 999 მუხლის საფუძველზე?

    Edika
    Participant

    გეთანხმები, დავამატებ, რომ უშუალოდ 394-ე მუხლი არ წარმოადგენს პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების საფუძველს. 394-ე მუხლი უბრალოდ ამბობს რომ ზიანის ანაზღაურების მოვალეობა გამორიცხულია თუ მოვალეს არ შეიძლება დაეკისროს პასუხისმგებლობა, ანუ პასუხისმგებლობის გამომრიცხავი საფუძველი სხვა ნორმებში უნდა ვეძიოთ და ამ შემთხვევაში ასეთი საფუძველი არის თვითონ სკ-ის 999 მუხლი, იქედან გამომდინარე რომ ასეთ შემადგენლობას არ ითვალისწინებს სკ-ის 999 მუხლი. სკ-ის 999 მუხლის შემთხვევაში ავტომანქანის მფლობელს პასუხისმგებლობა ეკისრება მომეტებული საფრთხის წყაროს თვისებებიდან გამომდინარე და როცა დაზარალებულის ბრალით ხდება ზიანის დადგომა ეს არ წარმოადგენს ზიანს რომელიც გამოწვეულია მანქანის როგორც მომეტებული საფრთხის წყაროს თვისებებიდან გამომდინარე. ზუსტად ამაზეა საუბარი ზემოთხსენებულ გადაწყვეტილებაში (ას-494-463 2010):

     

    სამოქალაქო კოდექსის 999 ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების დაკისრებისას სატრანსპორტო საშუალების მფლობელის პასუხისმგებლობა უნდა გამოირიცხოს, თუ ზიანი გამოწვეულია თუნდაც ნივთის ექსპლუატაციის დროს, მაგრამ სხვა გარე ფაქტორების ზემოქმედებით და არა მომეტებული საფრთხის წყაროს თვისებებიდან გამომდინარე. პასუხისმგებლობის მთლიან ან ნაწილობრივ გამომრიცხველ გარემოებად უნდა ჩაითვალოს როგორც დაუძლეველი ძალა (სამოქალაქო კოდექსის 394 ე მუხლის პირველი ნაწილი), ასევე დაზარალებულის ბრალი”

     

    რაც შეეხება სატრანსპორტო საშუალების მფლობელის (999 მუხლი) პასუხისმგებლობის შემცირებას 415-ე მუხლის საფუძველზე. კარგი მაგალითი მოიყვანე კრასსუს, მაგრამ მაინც შეიძლება გაუჩნდეს ვინმეს კითხვა რომ თუ 415-ე მუხლში საუბარია ორივე მხარის ბრალეული ქმედების შედეგად დამდგარ ზიანზე, მაშინ შეიძლება თუ არა 999 მუხლით (სადაც საუბარია ბრალის გარეშე პასუხისმგებლობაზე) გათვალისწინებული პასუხისმგებლობის გადანაწილება 415-ე მუხლით დადგენილი წესით?  ამ საკითხს ეხება ეს ორი გადაწყვეტილება ას-95-90-2013;  ას-494-463-2010 და სწორედაც არის გადაწყვეტილი ეს საკითხი, სკ-ის 415-ე მუხლის მიზნებიდან გამომდინარე.

    Edika
    Participant

    უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება N- ას-494-463-2010

     

    “სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების დაკისრებისას სატრანსპორტო საშუალების მფლობელის პასუხისმგებლობა უნდა გამოირიცხოს, თუ ზიანი გამოწვეულია თუნდაც ნივთის ექსპლუატაციის დროს, მაგრამ სხვა გარე ფაქტორების ზემოქმედებით და არა მომეტებული საფრთხის წყაროს თვისებებიდან გამომდინარე. პასუხისმგებლობის მთლიან ან ნაწილობრივ გამომრიცხველ გარემოებად უნდა ჩაითვალოს როგორც დაუძლეველი ძალა (სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილი), ასევე დაზარალებულის ბრალი.

     

    სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის შედეგად დამდგარი ზიანის დაკისრებისას უნდა გამოირიცხოს დაზარალებულის ბრალიც. დელიქტური ვალდებულებების მომწესრიგებელი ნორმები სამოქალაქო კოდექსი 992-1008 ე მუხლები არ ითვალისწინებს შემხვედრი ბრალის საკითხს. ამასთან, სამოქალაქო კოდექსის 326-ე მუხლის თანახმად, წესები სახელშეკრულებო ვალდებულების შესახებ გამოიყენება ასევე სხვა არასახელშეკრულებო ვალდებულებათა მიმართ, თუკი ვალდებულების ხასიათიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს.ამავე კოდექსის 415-ე მუხლის თანახმად, თუ ზიანის წარმოშობას ხელი შეუწყო დაზარალებულის მოქმედებამაც, მაშინ ზიანის ანაზღაურების ვალდებულება და ამ ანაზღაურების მოცულობა დამოკიდებულია იმაზე თუ უფრო მეტად რომელი მხარის ბრალით არის ზიანი გამოწვეული.”

    Edika
    Participant

    საინტერესოა ზუსტი სამართლებრივი საფუძვლის მითითება ამ შემთხვევაში რომ დაზარალებულის ბრალი გამორიცხავს ავტომანქანის მფლობელის პასუხისმგებლობას. რას იტყვი? რომელია ასეთი სამართლებრივი საფუძველი?

Viewing 10 posts - 271 through 280 (of 419 total)