Forum Replies Created
-
AuthorPosts
-
Edika
Participantავარიის შედეგად მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურება
ას-762-818-2011 ავტომანქანის ექსპლოატაციის შედეგად მოსარჩელეს (ქვეითს) მიადგა მატერიალური (მკურნალობის ხარჯები) და მორალური ზიანი. პასუხი აგო 999 მუხლის საფუძველზე, მაგრამ ასევე ითხოვდა მიუღებელ შემოსავალს (რომელიც აპელაციამ დააკმაყოფილა) იმის გამო ვეღარ გააგრძელა მუშაობა იმ ორგანიზაციაში სადაც მუშაობდა. აქვს თუ არა მიუღებელი შემოსავლის მოთხოვნის უფლება? რამდენად სავარაუდოა ასეთ შემთხვევაში ზიანი? ჩემი აზრით არ არის სავარაუდო.
სიტყვაზე როცა სამართალდამრღვევი ეჯახება მანქანას რომელიც არის ტაქსი (ანუ აღჭურვილია შესაბამისი ნიშნებით) ამ შემთხვევაში კიდე შეიძლება ვთქვათ რომ ზიანი სავარაუდო იყო. ამ საკითხთან დაკავშირებით ასევე მნიშვნელოვანია ას-671-1001-07 გადაწყვეტილება სადაც მოსარჩელეს წარმოადგენდა ადვოკატი რომელსაც საადვოკატო მომსახურეობების ხელშეკრულებები ქონდა გაფორმებული კლიენტებთან რისი ღირებულებაც იყო 15 000 ლარი.
ავტოავარიის შედეგად მან ვეღარ შეძლო მათი მომსახურეობა რის გამოც უზენაესმა აღნიშნული თანხა მოპასუხეს დააკისრა მიუღებელი შემოსავლის სახით? რამდენად სწორია ეს მაშინ როცა მოპასუხისტვის არათუ იურიდიული მომსახურეობის ხელშეკრულებების, არამედ საერთოდ არ იცოდა მოსარჩჩელის პროფესიული თუ სამეწარმეო საქმიანობის შესახებ???? არასწორია რა ჩემი აზრით.
Edika
Participantმაგ გადაწყვეტილებაში საუბარია იმაზე რომ თუ არსებობს მოტხოვნის დაკმაყოფილების საახელშეკრულებო ან სხვა კანონისმიერი საფუძელი მაშინ უსაფუძვლო გამდიდრების ნორმების გამოყენება უნდა გამოირიცხოს, ხოლო ჩემ მიერ მოყვანილი მაგალითის შემთხვევაში უნდა გამოირიცხოს თუ არა უსაფუძვლო გამდიდრების ნორმების გამოყენება ამასთან დაკავშირებით არაფერია ნათქვამი. ბუნებრივიცაა მოთხოვნის ფაქტობრივი შემადგენლობა თუ არ არის კონდიქციური თავისთავად უნდა გამოირიცხოს უსაფუძვლო გამდიდრების ნორმების გამოყენება. “ამასთან”-ს მერე რაც წერია ფაქტიურად გამიჯნულია ერთმანეისგან უსაფუძვლო გამდიდრება და დელიქტი.
რაც შეეხება იმას რომ გვაქვს მართლსაწინააღმდეგო ქმედება, ბრალი, მიზეზშედეგობრიობა არ ნიშნავს იმას რომ აუცილებლად დელიქტური ნორმები უნდა გამოვიყენოთ არასწორია. მაგალითად იძულებით დადებული გარიგების ბათილობის შემთხვევაში დელიქტტს ვერ გამოვიყენებთ.
Edika
Participantსასამართლომ არასწორად გამოიყენა დელიქტური ნორმები ჩემი აზრით. დელიქტის შემთხვევაში სხვისთვის ზიანის მიყენება ხდება ისე რომ სამართალდამრღვევის ქონებრივი მდგომარეობა არ უმჯობესდება (ანუ არც იზოგება და არც იზრდება), ხოლო უსაფუძვლო გამდიდრების შემთხვევაში ხდება სამართალდამრღვევის ქონების დაზოგვა ან გაზრდა. ეს განასხვავებს უსაფუძვლო გამდიდრებას დელიქტური ურთიერთობიდან. კონკრეტულ შემთხვევაში მოპასუხეებმა მიითვისეს (ანუ გამდიდრდნენ) სხვისი ქონება, რა შემთხვევაშიც უსაფუძვლო გამდიდრების ნორმები უნდა გამოეყენებჰინა სასამართლოს.
Edika
Participantმოპასუხეები გასამართლდნენ სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მიხედვით, კერძოდ მიითვისა 2000 ლიტრი დიზელის საწვავი. (ეტყობა პერიოდულად ხარჯავდნენ ან იპარავდნენ, მოკლედ შეჭამეს რა :D). სააპელაციო სასამართლომ თქვა რომ ეს არის დელიქტიო. არ ვეტანხმები. ჩემი აზრით ეს არის უსაფუძვლო გამდიდრება. უზენაესმა თქვა რომ ყველაფერი კარგადაა გადაწყვეტილი და დაუშვებლად ცნო.
Edika
Participantმოპასუხემ მიითვისა ტავდაცვის სამინისტროს კუთვნილი 2000 ლიტრი საწვავი და სასამართლომ ზიანის ანაზღაურების დროს გამოიყენა დელიქტურ ნორმები, რაც არასწორია ჩემი აზრით. ას-958-996-2011
Edika
Participantძნელი გამოსაცნობი არაა მემგონი და უსაფუძვლო გამდიდრება.
Edika
Participantაღმასრულებელი რათქმაუნდა ვერაფერს იზამს. ჩემი აზრით არც იმდენი პრობლემას არ წარმოადგენს. ჩვეულებრივად იდავებს მოვალე პირგასამტეხლოს შემცირებაზე 420,115,8-ე მუხლების საფუძველზე.
Edika
Participantდაუშვათ გამოვიდა სასამართლო გადაწყვეტილება, და კრედიტორს არ მიაქვს აღსრულებაში საქმე და ელოდება იმას რომ პირგასამტეხლო გაიზრდება. პირგასამტეხლომ გადააჭარბა ძირიტად ვალდებულებას. რას ფიქრობ ასეთ შემთხვევაზე?
Edika
Participant<cite>@ReneDescartes said:</cite> კანონიერი ნდობა არარა აქტის მიმართ არ არსებობს. ვინაიდან არარა აქტი არ წარმოშობს სამართლებრივ შედეგებს შესაბამისად არც კანონიერი ნდობას აქვს ადგილი.
ხო მაგაზეა ზუსტად საუბარი ამ გადაწყვეტილებაში.
ასევე საუბარია არარა აქტის საფუძველზე დადებული ადმინისტრაციული ხელშეკრულების ბათილილობაზე, რაცას ვეთანხმები, მაგრამ არგუმენტაცია არ მომწონს, კერძოდ ანალოგიით გამოყენებულია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 70-ე მუხლი. ამ დროს ნორმატიული აქტების შესახებ კანონის მე-5 მუხლის მიხედვით ანალოგია საჯარო სამართლებრივ ურთიერთობებში გამოიყენება მხოლოდ კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, მაშნ როცა ზოგად ადმინისტრაციულში ანალოგიაზე არაფერია ნახსენები საერთოდ. თან არაერთი გადაწყვეტილება მინახია სადაც ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში ანალოგიის გამოყენებაზეა საუბარი.
Edika
Participantხო მაგიტომაც მე უფრო ჩასათვლელი პირგასამტეხლო მომწონს. ალტერნატიულსაც არაუშავს.
-
AuthorPosts
