მთავარი გვერდი forums იურიდიული ფორუმი სამოქალაქო და სამეწარმეო სამართალი სესხის ხელშეკრულებასთან დაკავშირებული საკითხები

Viewing 10 posts - 41 through 50 (of 118 total)
  • Author
    Posts
  • #22611
    Crassus
    Participant

    პირგასამტეხლოდან გამომდინარე პასუხისმგებლობა არ დადგება, თუ ვალდბულების დარღვევისთვის მოვალეს პასუხისმგებლობა არ ეკისრება საერთო საფუძვლებით.

     

     

    მაგ: სესხის დაბრუნების ვადის გადაცილება განპირობებული იყო დაუძლეველი ძალით. ამ შემთხვევაში მსესხებელს არ დაეკისრება პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება, მიუხედავად იმისა, რომ მან გადააცილა სესხის დაბრუნების ვადას.

     

     

    საინტერესო განმარტება გააკეთა სააპელაციო სასამართლომ, (იხ. 2ბ/5911-13) პირგასამტეხლოს დარიცხვის დაწყებასა და მის შეწყვეტასთან დაკავშირებით:

     

     

    „პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე.

     

     

    ამდენად, ვინაიდან მხარეთა მიერ ხელშეკრულებაში არ დაფიქსირებულა პირგასამტეხლოს დარიცხვის შეწყვეტის კონკრეტული ვადა, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ იგი უნდა გაგრძელდეს ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის აღსრულებამდე.

     

     

    პირგასამტეხლოს დარიცხვა გრძელდება იქამდე, სანამ ვალდებულება სრულად არ შესრულდება. პირგასამტეხლოს დარიცხვის შეწყვეტას ვალდებულების შესრულება განაპირობებს, შესაბამისად, ნოტარიუსის მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცელში გაკეთებული დათქმა მასზედ, რომ „პირგასამტეხლოს დარიცხვა გაგრძელდეს აღსრულებამდე“ მომდინარეობს პირგასამტეხლოს არსიდან და შეესაბამება კანონს.

     

     

    ამასთან, აღსანიშნავია, რომ მითითებულ კონტექსტში „აღსრულება“ გულისხმობს ვალდებულების ნებაყოფლობით შესრულებასაც, რაც იმას ნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს დარიცხვა წყდება ვალდებულების შესრულებით, იქნება ეს ნებაყოფლობითი შესრულება, თუ იძულების წესით აღსრულება. პირგასამტეხლოს დარიცხვის შემოფარგვლა გარკვეული დროით შესაძლებელია მხოლოდ მხარეთა შეთანხმებით. ამგვარი შეთანხმების არსებობა კი, მოცემულ შემთხვევაში, წარმოდგენილი საქმის მასალებით არ დასტურდება.“

     

     

    #22612
    Edika
    Participant

    დაუშვათ გამოვიდა სასამართლო გადაწყვეტილება, და კრედიტორს არ მიაქვს აღსრულებაში საქმე და ელოდება იმას რომ პირგასამტეხლო გაიზრდება. პირგასამტეხლომ გადააჭარბა ძირიტად ვალდებულებას.  რას ფიქრობ ასეთ შემთხვევაზე?

    #22613
    Crassus
    Participant

    @Edika said:
    დაუშვათ გამოვიდა სასამართლო გადაწყვეტილება, და კრედიტორს არ მიაქვს აღსრულებაში საქმე და ელოდება იმას რომ პირგასამტეხლო გაიზრდება. პირგასამტეხლომ გადააჭარბა ძირიტად ვალდებულებას.  რას ფიქრობ ასეთ შემთხვევაზე?

     

     

    ძნელი საკითხია, აღმასრულებელი ვერაფერს იზამს, უნდა აღასრულოს ჩვეულებრივად.  რეალურად კი სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის მიხედვით უფლების ბოროტად გამოყენებაზე შეიძლება მსჯელობა.

    #22614
    Edika
    Participant

    აღმასრულებელი რათქმაუნდა ვერაფერს იზამს. ჩემი აზრით არც იმდენი პრობლემას არ წარმოადგენს. ჩვეულებრივად იდავებს მოვალე პირგასამტეხლოს შემცირებაზე 420,115,8-ე მუხლების საფუძველზე.

    #22615

    ვთქვათ უკვე მოხდა აღსრულება, ამ შემთხვევაში ფულის უკან დაბრუნების მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი რა იქნება შენი აზრით?

    #22616
    Edika
    Participant

    ძნელი გამოსაცნობი არაა მემგონი და უსაფუძვლო გამდიდრება.

    #22617

    @Edika said:
    ძნელი გამოსაცნობი არაა მემგონი და უსაფუძვლო გამდიდრება.

    ხო სწორია, უსაფუძვლო გამდიდრების ნორმებით შეიძლება მსგავს შემთხვევაში ფულის დაბრუნება.

    #22633

    2.თავდებობა

     

     

    სესხის ხელშეკრულების უზრუნველყოფის ეფექტური საშუალებაა თავდებობა. თავდებობის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხ. https://blh.com.ge/?p=1251
    ამ პოსტში კი ზოგადად დავწერ თავდებობის მნიშვნელობაზე სესხის დაბრუნების უზრუნველყოფისათვის.

     

     

    სესხის ხელშეკრულება წარმოადგენს ფარდობითი ურთიერთობის საფუძველს (სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულება აკისრია მხოლოდ მსესხებელს, მხოლოდ გამსესხებლის წინაშე), ხოლო თავდებობის ხელშეკრულება იძლევა საშუალებას, რომ გამსესხებლის წინაშე სესხის დაბრუნების ვალდებულება მსესხებლის გარდა ასევე იკისრონ სხვა მესამე პირებმა, რითიც უზრუნველყოფილი იქნება გამსესხებლის ინტერესები.

     

     

    მაგ: „ა“-მ ისესხა „ბ“-სგან 10.000 ლარი, ხოლო „ბ“ და „გ“-ს შორის დაიდო თავდებობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც „გ“ პასუხს აგებდა სოლიდარულად „ა“-სთან ერთად სესხის დაბრუნებასთან დაკავშირებით.

     

     

    ამ შემთხვევაში როცა დაიდო სესხის ხელშეკრულება „ა“ და „ბ“-ს შორის, სესხის დაბრუნების მოთხოვნა ამ უკანასკნელს შეეძლო მხოლოდ „ა“სგან, ხოლო „გ“-ს მიერ „ბ“-სთან დადებული თავდებობის ხელშეკრულების საფუძველზე „ბ“-ს გაუჩნდა შესაძლებლობა „გ“-სთვისაც მოეთხოვა სესხის დაბრუნება.

     

     

    #3590

    3. საბანკო გარანტია

     

     

    საბანკო გარანტიია, სესხის ხელშეკრულების საკმაოდ კარგი უზრუნველყოფის ღონისძიებაა, იგი თავისი ბუნებით განსხვავდება სხვა უზრუნველყოფის ღონისძიებებისგან და ახასიათებს გარკვეული სპეციფიკები.

     

     

    თუ რას წარმოადგენს საბანკო გარანტია შეგიძლია იხილოთ სტატია https://blh.com.ge/?p=3618

     

     

    სესხის ხელშეკრულების უზრუნველყოფა საბანკო გარანტიით განაპირობებს გამსესხებლის ინტერესების ძალიან ეფექტიან დაცვას, რადგან იგი უფლებამოსილია მოთხოვოს გარანტს, მოვალის ვალდებულების უპირობოდ შესრულება.

     

     

    მაგ: „ა“-მ ისესხა „ბ“-სგან 10.000 ლარი, ამავდროულდა „ა“-მ დადო „გ“-სთან საბანკო გარანტიის ხელშეკრულება, რის საფუძველზეც „გ“ -მ იკისრა, რომ გადაუხდიდა „ბ“-ს სესხის ძირითად თანხას 10.000 ლარს, მისი წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე.

     

     

    ამ შემთხვევაში თუ „ა“ არ დაუბრუნებს სესხს „ბ“-ს ეს უკანასკნელი წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე მიიღებს „გ“-სგან 10.000 ლარს.

     

     

    #22643

    4. გირავნობა/იპოთეკა

     

     

    გირავნობა და იპოთეკა წარმოადგენენ სანივთო-სამართლებრივ უზრუნველყოფის საშუალებას, რომლებიც თავისი აბსოლუტური ძალის საშუალებით საკმაოდ ეფექტურ უზრუნველყოფის ღონისძიებას წარმოადგენენ და ხშირად გამოიყენება პრაქტიკაში.

     

     

    გირავნობა და იპოთეკას შორის განსხვავება მხოლოდ იმაში მდგომარეობს, რომ გირავნობა გამოიყენება მოძრავ ნივთებზე, ხოლო იპოთეკა უძრავ ნივთებზე.

     

     

    გირავნობა/იპოთეკის საშუალებით სესხიდან გამომდინარე გამსესხებლის მოთხოვნა უზრუნველყოფილია მოვალის ან სხვა ნებისმიერი პირის ქონებით. იმ შემთხვევაში, თუ არ მოხდება სესხის დაბრუნება, გამსესხებელი უფლებამოსილია ქონების რეალიზაციის/ ან საკუთრებაში მიღების გზით დაიკმაყოფილოს თავისი მოთხოვნა.

     

     

    უფრო დეტალური ინფორმაცია გირავნობა/იპოთეკაზე იხ. შესაბამის თემაში https://blh.com.ge/?p=1502

     

     

Viewing 10 posts - 41 through 50 (of 118 total)
  • You must be logged in to reply to this topic.