Forum Replies Created
-
AuthorPosts
-
Edika
Participantარაა სწორი ხო. ოპერაციის შედეგად როცა გაუუარესდება ჯანმრთელობა ამ შემთხევაში შეიძლება კიდე 1007 მუხლი, მაგრამ ამ ოპერაციისთვის გადახდილი თანხის უკან გამოთხოვა 1007-ით არც მე არ მომწონს რაღაც.
Edika
Participant@crassus said:
სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 352-ე და 405-ე მუხლების საფუძველზე, ჯერ უნდა გავიდეს ხელშეკრულებიდან და შემდგომ მოითხოვოს რესტიტუცია.. ამავდროულად შეუძლია დელიქტებით ზიანის ანაზღაურება მოითხოვოს.ას-1063-1092-2012 არც ხელშეკრულებიდან გასვლა არაფერი პირდაპირ 1007-ე მუხლით მოითხოვა და დააკმაყოფილა.
Edika
Participantკაი აზრი არ ააქ 😀 😀 შემდეგზე გადავიდეთ.
რა საფუძვლით შეუძლია პაციენტს მოითხოვოს არასწორი ოპერაციის შემთხვევაში გადახდილი თანხის უკან დაბრუნება?
Edika
Participantისე უსაფუძვლო გამდიდრების შემთხვევაში ზიანის ოდენობის განსაზღვრა ექსპერტის, ან სტატისტიკის სამსახურის მიერ რამდენად სწორია? თუ ზიანის ოდენობა უნდა განისაზღვროს კონკრეტულად იმ ოდენობით რა სარგებელიც ნახა პირმა? რას იტყვი?
მაგ გადაწუვეტილებას რაც შეეხება იმდენი შეკითხვები შეიძლება დაისვას დარწმუნებული ვარ ავტორიც ვერ უპასუხებს.
Edika
Participant@BLH-hUB said:
მოცემულ შემთხვევაში “ა” ახორციელებდა მართლსაწინააღმდეგო ქმედებას- ფლობდა უკანონოდ “ბ”-ს სასოფლო სამეურნეო მიწას… უნდა დავადგინოთ აღნიშნული ქმედების შედეგად რა ზიანი განიცადა “ბ”-მ… რა მოცულობის ზიანზეა საუბარი ამას ვერავინ იტყვის ამ გარემოებებიდან გამომდინარე, რადგან ეს ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს..ჩემი აზრით, მართალია მართლსაწინააღმდეგო ქმედებასთან გვაქვს საქმე და ზიანთან, თუმცა უსაფუძვლო გამდიდრების ნიშნებიც იკვეთება, კერძოდ 982-ე მუხლის და შესაბამისად ამ უკანასკნელის საფუძველზე უნდა მოხდეს მოთხოვნის დაყენება..
ას-1204-1465-09 სააპელაციო სასამარლომ ზიანის ოდენობა განსაზღვრა სტატისტიკის დეპარტამენტის ცნობით თუ რამდენი წონა და ღირებულების მოყვანა შეიძლებოდა ამ 18 წლის მანძილზე. http://www.geostat.ge/
სუბსიდიური იძახე შენ და ამ შემტხვევაში 992-1008 მუხლებზე მიუთითა სასამართლომ, თუმცა ჩემი აზრით უსაფუძვლო გამდიდრების ნორმებით უნდა მოწესრუგებულიყო დავა.
სასამართლოს წესით კონდიქციური ნორმები უნდა გამოეყენებინა და კონდიქციური ურთიერთობის დროს რესტიტუცია ხდება კონკრეტულად იმ ოდენობით რითაც გამდიდრდა პირი და არა ექსპერტის თუ სტატისტიკის სამსახურის მიერ განსაზღვრული ოდენობით.
Edika
Participantკაი შემდეგი საკითხი. “ა” გასამართლდა სსკ-ის 360-ე მუხლის საფუძველზე. ის 1988 წლიდან (მიუხედავად არაერთი გართხილებისა) ფლობდა უკანონოდ “ბ”-ს სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწას და ამ ნაკვეთზე მოჰყავდა კარტოფილი და თივა.
კითხვა: კითხვები: რისი მოთხოვნის უფლება აქვს ა-ს? რა საფუძვლით? და რამდენის? 😀
Edika
Participantსაინტერესო გადაწყვეტილებაა, მაგრამ ბანკების საშუალო საპროცენტო განაკვეთი სად უნდა ვნახოთ?
Edika
Participantმოკლედ დავწერ გადაწუვეტილებას. ას-502-471-2010
რაც შეეხებოდა მეზობლების მიერ გაწეულ ფულად დახმარებას, სააპელაციოსასამართლოს მოსაზრებით, იგი უნდა მიჩნეულიყო უსასყიდლო დახმარებად (ჩუქებად),რომელიც მთლიანად წარმოადგენდა საკუთრივ მოსარჩელისათვის გაწეულ საჩუქარს, შეღავათსდა არა იმ პირისას (ანუ მოპასუხისას), რომელიც კონკრეტული შემთხვევის გამოვალდებულებით-სამართლებრივ ურთიერთობაში აღმოჩნდა მოსარჩელესთან.
ანუ ა-სთვის მეზობლების მიერ ნაჩუქარი თანხის მიუხედავად სასამართლომ მაინც დააკისრა მთლიანი თანხის გადახდა სამართალდამრღვევს.
მომენტში გამიჩნდა ვერსია რომ მეზობლების მიერ ნაჩუქარი თანხა იყო (და არის კიდეც) 528 მუხლით გათვალისწინებული შეწირულობა. ვინაიდან ჩუქების შემდეგ ფაქტიურად მოხდა იმ ზიანის შევსება რაც მიიღო დაზარალებულმა და ზიანი სახეზე აღარ გვაქვს, ამიტომ არ უნდა ქონოდა სამართალდამრღვევისგან ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება დაზარალებულს (ვითომ პასუხისმგებლობის აუცილებელი ელემენტი ზიანი რადგან არ გვაქვს). მაგრამ არ უნდა იყოს ეს ვერსია სწორი. 528-ე მუხლი არ ათავისუფლებს სამარტალდამრღვევს პასუხისმგებლობისგან, არამედ ეს მუხლი განსაზღვრავს დასაჩუქრებულს და დამსაჩუქებელს შორის ურთიერთობას. 528 მუხლის შემთხვაში ჩუქებას უბრალოდ ააქვს დამატებითი მოტივი(გარკვეული მიზნის მიღწევა ან პირობის შესრულება). ამ მიზნის შესრულებაზეა ჩუქების ხელშეკრულების ნამდვილობა დამოკიდებული.
მოკლედ სწორადაა გადაწყვეტილებაში.
Edika
Participant371 და 56 რა შუაშია? ვთქვათ ვაჩუქეთ ვინმეს რაიმე თანხა დამატებით იმ მოტივით რომ აღნიშნული გამოეყენებინა სამკურნალოდ(ანუ ჩუქება + დამატებითო მოტივი რაღაც მიზანი). რაშუაშია აქ თვალთმაქცური გარიგება? ნახე ერთი 528-ე მუხლი. და მერე დავწერ გადაწყვეტილებაში როგორაა
Edika
Participantვთქვათ და დამტკიცებულია პროცესუალურად. კონკრეტული სამართლებრივი საფუძველი მიუთითე რატომ მხოლოდ 2000 და არა მთლიანად 5000 ლარი.
-
AuthorPosts
