Forum Replies Created

Viewing 10 posts - 111 through 120 (of 419 total)
  • Author
    Posts
  • Edika
    Participant

    შემდეგი კაზუსი: “E” არის თბილისში მდებარე ნაკვეთის მესაკუთრე, რომელზეც არის ნახევრად დანგრეული სახლი. მიწის ნაკვეთს შემოვლებული აქვს ღობე, რომლითაც იგი დაცულია არაუფლებამოსილი პირების შეჭრისგან. ზამთარში მოყინული გზის გამო ერთ ერთი ავტომანქანა მოსრიალდა და შეასკდა უკვე საკმაოდ მორყეულ ღობეს. რადგანაც “E” იშვიატათ არის თბილისში და თავისი ვიზიტების დროს არ აქცევს განსაკუთრებულ ყურადღებას მიწის ნაკვეთს, მან ეს ზიანი ვერ შეამჩნია. ზაფხულში 8 წლის “K”  ინციდენტის შედეგად წარმოშობილი ხვრელით შევიდა მიწის ნაკვეთზე. მიწის ნაკვეთზე დამალობანას თამაშის დროს ის ჩავარდა სახლის სარდაფში მუყაოთი დაფარული ხვრელის გზით და ძლიერად დაზიანდა. შეუძია თუ არა მას “E”-სგან მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება?

    Edika
    Participant

    მოკლედ მთავარია აქ რომ 117-ე მუხლის შემთხვევაში, ქმედება ჩაითვლება მართლზომიერად მხოლოდ ორი პირობის ერთდროუყლად არსებობის შემთხვევაში:

    1) სხვაგვარად ზიანის თავიდან აცილება შეუძლებელი იყო.

    2) თავიდან იქნა აცილებული უფრო დიდი ზიანი.  აქედან რომელიმე პირობის არარსებობა გამორიცხავს ქმედების მართლზომიერებას.

    Edika
    Participant

    კაზუსის ავტორი იძახის, რომ ჯდებაო თანაზომიერების პრინციპში.

    Edika
    Participant

    შემდეგი კაზუსი: სეირნობისას A-მ შეამჩნია როგორ დაამტვრია F-მა მანქანა. ეს უკანასკნელი მსუბუქ ავტომანქანას უგონო მდგომარეობაში მართავდა. A-მ დაინახა როგორ მოძრაობდა მზარდი სიჩქარით სათამაშო მოედნისკენ სადაც ბავშვები თამაშობდნენ. იქვე სამსახურში მიმავალი B-ს რომელიც ჯდებოდა თავის მანქანაში, გასაღები წაართვა A-მ, დაჯდა მანქანაში და იმგვარად შეეჯახა F-ის ავტომანქანას რომ შეუცვალა მიმართულება.

    Edika
    Participant

    @StepanozMamfal said: ახლა რაც შეეხება კაზუსს, აქაც განსხვავებული პოზიცია მაქვს, კერძოდ:

    1. C-ს დაზიანებას ასე ცალსახად 117-ე მუხლის გარედ ვერ მოვაქცევდი, რადგან გააჩნია რა სიმძიმის დაზიანების რისკის ქვეშ იყო A (ან საერთოდ სიკვდილის საფრთხის ქვეშ)… კაზუსიდან არ ჩანს პირდაპირ.. ექსპერტიზა იქნებოდა საჭირო და მის შესაბამისად მოხდებოდა ამ საკითხის გადაჭრა.

    საერთოდ მაგ კაზუსიდან არ ჩანს ვის ვის მიმართ რის საფუძველზე  აქვს მოთხოვნის უფლება. უბრალოდ რა შესაძლო მოთხოვნები შეიძლება იყოს ის დავწერე.

    2.მე ვფიქრობ A-ს არ უნდა მოეთხოვოს ზიანის ანაზღაურება არც C-სგან და არც D-სგან.. ეს ჩემი პირადი მოსაზრებაა და ეყდნობა იმ გარემოებას, რომ C და D-ს ზიანი დაკავშირებულია B-ს მართლსაწინააღმდეგო ქმედებასთან, ხოლო A-ს ქმედება თუ ჩაითვლება მართლზომიერად.. B-ს უმართლობა “გადაყლაპავს” A-ს პასუხისმგებლობას, რადგან რომ არა მისი მართლსაწინააღმდეგო ქმედება, არც A-ს ქმედება არ განხორციელდებოდა და არ დაზიანებოდნენ C და D… ამასთან 117-ე მუხლის მე-2 ნაწილი ითვალისწინებს A-ს პასუხისმგებლობის ჩამოწერის შესაძლებლობას.

    მასე გადაყლაპვის პრინციპი არასწორია ჩემი აზრით.  არის ზიანი. თუ ამ ზიანში გვაქვს ორივე მხარის მოქმედება, მართლწინააღმდეგობა ბრალეულობა და მიზეზ-შედეგობრიობა ორივემ უნდა აგოს პასუხი სოლიდარულად 998-ე მუხლით. ახლა ამ შემთხვევაში რას ნიშნავს ორივე მხარის მართლსაწინააღმდეგო ქმედება? ანუ რაში გამოიხატება B-ს და A-ს მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედება – B არღვევს საგზაო წესებს, კერძოდ მოძრაობს ნსვამ მდგომარეობაში საპირისპირო გზაზე. რაში გამოიხატება A-ს მართლსაწინააღმდექო ქმედება? მიუხედავად იმისა რომ სხვა გზა არ ქონდა A-ს, მაინც არ ქონდა უფლება ზიანი მიეყენებინა D-სთვის, მიუხედავად იმისა რომ საკუთარი ინტერესებისთვის მოქმედებდა და საკუთარი თავის გადარჩენაზე ფიქრობდა A.

    3. რაც შეეხება 998-ე მუხლს.. შეიძლება ისე განვმარტოთ, რომ ამ მუხლში თანამონაწილეების ქმედებას თან ზდევს საერთო განზრახვა და ზოგადად 998- ე მუხლი დაკავშირებულია მართლსაწინააღმდეგო ქმედებასთან და არა მართლზომიერ ქმედებასთან. ამასთან იგივე არგუმენტს დავწერ, რაც ზემოთ, რომ 117-ე მუხლის მე-2 ნაწილი ითვალისწინებს A-ს პასუხისმგებლობის ჩამოწერის შესაძლებლობას.

     

    http://www.library.court.ge/upload/3327.pdf აქ წერია ამასთან დაკავშირებით 18-ე გვერდზე და არ ვეთანხმები. შეიძლება ეგრე განვმარტოდ კი არა ეგრე უნდა იყოს წესით და რიგით როგორც ამბობ.ანუ 998-ე მუხლში იგულისხმება როცა ორივე მართლსაწინააღმდეგოდ მოქმედებს. 998-ე მუხლი მოცემულია დელიქტების თავში. ასევე ამასთან დაკავშირებით წერია სახელშეკრულებო სამართალში ზემოტ რაც დავწერე იმ წიგნში. 684-685 გ.ვ. ანუ საუბარია იმაზე რომ კანონმდებელი იყენებს იურიდიულ ტექნიკას, რომელიც საჭიროდ არ მიიჩნევს ყოველი ნორმის აგების დროს იმის გამეორებას რომ ქმედება არის მართლსაწინააღმდეგო.

    Edika
    Participant

    ესეიგი ჯერ მთავარია დავადგინოთ რას წარმოადგენს A-ს მოქმედება, არის თუ არა  დელიქტური?   კაზუსიდან ასე ზუსტად არ ჩანს, რა არის, მაგრამ განვიხილოთ რას შეიძლება წარმოადგენდეს მისი მოქმედება.

     

    დელიქტის აუცილებელი ელემენტი არის მართლსაწინააღმდეგო ქმედება. თუ ჩავთვლით რომ A-ს მოქმედება არ არის მართლსაწინააღმდეგო მაშინ სახეზე არ გვაქვს დელიქტი და გვაქვს 117-ე მუხლი. ანუ სხვაობა 992-ე მუხლსა და 117-ე მუხლს შორის არის ის რომ 117-ე მუხლის შემთხვევაში ზიანის მიყენება ხდება მართლზომიერი ქმედებით, ხოლო 992-ე მუხლის შემთხვევაში მართლსაწინააღმდეგო ქმედებით.

     

    რა განაპირობებს 117-ე მუხლში ქმედების მართლზომიერებას? 117-ე მუხლის ფაქტობრივი შემადგენლობისთვის აუცილებელია ორი ელემენტი: 1) ზიანის აცილება მოცემულ გარემოში არ შეიძლებოდა სხვაგვარად თავიდან ყოფილიყო აცილებული და 2) უნდა ხდებოდეს უფრო დიდი ზიანის თავიდან აცილება. ანუ ეს ორი ელემენტი განაპირობებს 117-ე მუხლით გათვალისწინებულ ქმედების მართლზომიერებას, რაც განასხვავებს მას 992-ე მუხლიდან. თუ სახეზე არ გვაქვს ზემოთმოცემული რომელიმე ელემენტი მაშინ სახეზე გვაქვს დელიქტი და ურთიერთობა უნდა მოწესრიგდეს დელიქტური ნორმებით.

     

    ამ კონკრეტულ შემთხვევაში C-ს მიმართ მიყენებული ზიანი ვერ ჩაჯდება 117-ე მუხლით გათვალისწინებულ ფაქტობრივ შემადგენლობაში, ვინაიდან აქ სახეზე გვაქვს ორი თანაბარმნიშვნელოვანი და თანაზომიერი სიკეთე – სიცოცხლე/ჯანმრთელობა როგორც A-ს ასევე C -ს, ანუ მიყენებული ზიანი არ არის მოსალოდნელზე ნაკლებმნიშვნელოვანი. ორივე თანაზომიერია. (A მოქმედებდა საკუთარი ჯანმრთელობის დასაცავად, C-ს ჯანმრთელობას მიადგა ზიანი). ვინაიდან სახეზე არ გვაქვს 117-ე მუხლით გათვალისწინებული მართლზომიერი ქმედებისთვის აუცილებელი მეორე ელემენტი (რაც ზემოთ დავწერე), ქმედება წარმოადგენს მართლსაწინააღმდეგოს და C-ს A-ს მიმართ შეუძლია მოთხოვნის დაყენება 992-ე მუხლის საფუძველზე, ოღონდ ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს B-ს სოლიდარულ პასუხისმგებლობას 998-ე მუხლის საფუძველზე.

     

    აუცილებელია ადეკვატური მიზეზობრივი კავშირის დადგენა B-ს მართლსაწინააღმდეგო ქმედებას და დამდგარ შედეგს შორის, ანუ ობიექტურად უნდა შეფასდეს რამდენად განაპირობა A-ს მიერ C-სთვის ზიანის მიყენება B-ს ქმედებამ. თუ მოცემულ გარემოებებში A-ს B-ს მოქმედებიდან გამომდინარე არ შეეძლო სხვაგვარად ემოქმედა მაშჳნ ისინი სოლიდარულად აგებენ პასუხს. A-ს არცერთვარიანტში არ ააქვს უფლება მიაყენოს ზიანი სხვას, მაშჳნაც კი როცა ის საკუთარ ინტერესებს იცავს.

     

    რაც შეეხება D -ს (მაღაზიის მეპატრონე) მოთხოვნას მას ექნება 117-ე მუხლის საფუძველზე ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება, თუ A-ს არ შეეძლო სხვაგვარად ემოქმედა და დამდგარი ზიანი მოსალოდნელზე ნაკლებმნიშვნელოვანია.

     

    კითხვა: შეუძლია თუ არა D- მოთხოვნა წაუყენოს სოლიდარულად A-ს და  B-ს სამოქალაქო კოდექსის 998-ე მუხლის საფუძველზე, A-ს 117-ე მუხლის საფუძველზე და B-ს 992-ე მუხლის საფუძველზე?

    Edika
    Participant

    კაზუსი- მართლწინააღმდეგობისა და მიზეზობრივი კავშირის შესახებ

     

    “A” ხედავს მისი მიმართულებით მოძრავ ნასვამ მძღოლ “B”-ს.  “A” – მ სრული ცნობიერებით, თავისი ველოსიპედით აუარა გვერიდი მას,  გადავიდა ფეხით მოსიარულეთა გზაზე. ამოყირავებული ველოსიპედით ფიზიკური ზიანი მიაყება “C”-ს და ასევე დააზიანა “D”-ს მაღაზიის ვიტრინა.

     

    ვინ ვის რა მოთხოვნები შეუძლია წაუყენოს?

    in reply to: ადმინისტრაციული პროცესი #4860
    Edika
    Participant

    სასამართლოებს შორის კომპეტენციის გამიჯვნი პრობლების გადასაწყვეტად იყენებენ ე.წ ტაქსაციის მეთოდს.  განასხვავებენ ორი სახის ტაქსაციას: პოზიტიური (კანონში ზუსტად ხდება იმ კატეგორიის საქმეტა ჩამოთვლა რომელიც ექვემდებარება სასამართლო განხილვას) და ნეგატიურს (დავათა იმ კატეგორიაზე მითითება რომელიც არ შეიძლება განიხილოს სასამართლომ).  ტაქსაციის სახესხვაობას წარმოადგენს ე.წ ენუმერაციის მეთოდი, ანუ როცა კანონში კონკრეტულ დავათამითითების ნაცვლად ხდება ზოგადი ნიშნით მითითება, მაგალითად ა.ს.კ-ის 2-ე მუხლის მესამე ნაწილი. ამდენად მესამე ნაწილი აფართოვებს ადმინისტრაციუ დავათ არეალს.

     

    ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მეორე მუხლში მოცემული ჩამონათვალის შესაბამისად კანონმდებლობა აწესებს ადმინისტრაციული სარჩელის შემდეგ სახეებს:

     

    1)სარჩელი ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის და ძალადაკარგულად გამოცხადებასთან დაკავშირებით;

     

    2) სარჩელი ადმინისტრაციული აქტის გამოცემის;

     

    3)სარჩელი ქმედების განხორციელების;

     

    4) აღიარებითი სარჩელი;

     

    5) სარჩელი დაკავშირებული ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების, შესრულების და შეწყვეტასთან დაკავშირებით.

    in reply to: ადმინისტრაციული პროცესი #4857
    Edika
    Participant

    უწყებრივი ქვემდებარეობა და განსჯადობა

    უწყებრივი ქვემდებარეობა ნიშნავს იმ უფლებამოსილებათა ერთობლიობას რომლის ფარგლებრიც სასამართლო უფლებამოსილია განიხილოს საქმე და მიიღოს გადაწყვეტილება.

    განსჯადობა განსაზღვრავს სასამართლოსადმი უწყებრივად დაქვემდებარებული საქმე კონკრეტულად რომელმა სასამართლომ უნდა განიხილოს ტერიტორიულად (საგნობრივს არ ვგულისხმობ).

    სამოქალაქო საპროცესო კოდექსისგან განსხვავებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი მკვეთრად არ მიჯნავს ერთმანეთისგან განსჯადობას და უწყებრივ ქვემდებარეობას. მათი გამიჯვნა მნიშვბნელოვანია ადმ. საპროცესო ურძთიერთობებშიც, თუნდაც იმიტომ რომ განსხვავებულ სამართლებრივ შედეგებთან არის დაკავშირებული

    მაგალითად არაგანსჯადი სასამართლო შეიძლება განსჯადი გახდეს გარკვეული პირობების შემთხვევაში ს.ს.ს.კ-ის 21-ე მუხლი, ხოლო თუ საქმე უწყებრივად არ ექვემდებარება სასამართლოს საქმის წარმოება წყდება სსსკ-ის 272-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტი; ზემდგომი ინსტანციის სასამართლოები თავისი ინიციატივით ამოწმებენ უქყებრივ ქვემდებარეობას, ხოლო განსჯადობას მოპასუხის შუამდგომლობის საფუძველზე.

    ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლი ეხება უწყებრივ ქვემდებარეობას, მაშინ როცა სათაურში ნახსენებია „განსჯადობა“. იმავე კოდექსის 26-ე მუხლი ეხება განსჯადობას, თუმცა სასამართლო პრაქტიკიდან გამომდინარე, როცა დავა არის ადმინისტრაციულ კოლეგიას და სამოქალაქო კოლეგიას შორის ხდება ა.ს.კ-ის 26.3 მუხლზე მითითება. ანუ ადმინისტრაციულ პროცესში ხდება უწყევრივი ქვემდებარეობის და განსჯადობის ერთმანეთში აღრევა.

    in reply to: სამოქალაქო პროცესი #4842
    Edika
    Participant

    ელემენტარულად კითხვა ჩნდება რა აზრი აქვს მაშინ სპეციალიზაციის მიხედვით მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარებას, არაობიექტურობას და მიკერძოებულობას რომ თავი დავანებოთ.

Viewing 10 posts - 111 through 120 (of 419 total)