Forum Replies Created

Viewing 10 posts - 61 through 70 (of 138 total)
  • Author
    Posts
  • in reply to: ნასყიდობა/ჩუქება/გაცვლა #28424
    Crassus
    Participant

    სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების შეწყვეტა   (N ას-486-812-05)

     

    აღნიშნული გადაწყვეტილება ეხება  ნასყიდობის ხელშეკრულების მოჩვენებით ხელშეკრულებად ცნობას და სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების შეწყვეტას 949-ე მუხლის საფუძველზე. 

     

    როგორც სააპელაციო, ისე საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ ვინაიდან მხარეთა შორის დაძაბული ურთიერთობა იყო, სამისდღეშიო ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი არსებობდა. როგორც წესი, ასეთ საქმეებზე ძალიან ძნელია იმის დამტკიცება მარჩენალის მხრიდან, რომ სარჩენთან ურთიერთობა არ არის დაძაბული და მასთან სამისდღეშიო ურთიერთობის გაგრძელება არის შესაძლებელი.

    in reply to: ნასყიდობა/ჩუქება/გაცვლა #28874
    Crassus
    Participant

    მტკიცების ტვირთის განაწილება ნასყიდობიდან გამომდინარე დავებზე

     

    (№ას-283-267-2011)

     

    “ნასყიდობის ხელშეკრულების არსებობისას, სადავოობის შემთხვევაში, გამყიდველმა უნდა ამტკიცოს მყიდველისათვის ქონების გადაცემა, ხოლო მყიდველმა _ გამყიდველისთვის შეთანხმებული ფასის ანაზღაურება.”

    in reply to: ნასყიდობა/ჩუქება/გაცვლა #28420
    Crassus
    Participant

    ნასყიდობის ხელშეკრულება და მტკიცების ტვირთი

     

    ზოგადი წესის მიხედვით, ნასყიდობიდან გამომდინარე დავისას, გამყიდველი ვალდებულია დაამტკიცოს, რომ მან შეასრულა თავისი ვალდებულება ჯეროვნად- გადასცა მყიდველს ნასყიდობის საგანი, ხოლო მყიდველი ვალდებულია დაამტკიცოს, რომ მან გადაიხადა ნასყიდობის საგნის საფასური.

     

    საინტერესო განმარტება გააკეთა უზენაესმა სასამართლომ საქმეზე #ას-866-1102-04, მტკიცების ტვირთის ცვლილების შესახებ.

     

    „კასატორი მიუთითებს, რომ მოწინააღმდეგე მხარემ მას არ გადაუხადა ბინის საფასური, თუმცა, სანამ მოსარჩელემ არ დააყენა მისი ბინიდან გამოსახლების საკითხი, მას სადავოდ არ გაუხდია ეს გარემოება, არ მოუთხოვია ნასყიდობის ხელშეკრულების მოშლა მყიდველის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, აღნიშნულის გამო მტკიცების ტვირთი გადადის გამყიდველზე და სწორედ მან უნდა დაამტკიცოს, რომ მყიდველმა მას არ გადაუხადა ნასყიდობის საფასური.“

    in reply to: ნასყიდობა/ჩუქება/გაცვლა #28863
    Crassus
    Participant

    ნასყიდობის ფასის შემცირება ¹ას-584-891-09                       

     

    მოცემული საქმე ეხება ნასყიდობის საგნის ნაკლის გამო, კრედიტორის უფლებას ნასყიდობის საფასურის შემცირების თაობაზე.

     

    გამყიდველს უნდა მიეწოდებინა მყიდველისათვის ტრაქტორები, რომლებიც აღჭურვილი იქნებოდა სვლის შემანელებლებით. გამყიდველის მიერ მიწოდებული ტრაქტორები ამ დეტალით არ იყვნენ აღჭურვილები, რის გამოც მყიდველმა მოითხოვა ფასის შემცირება, აღნიშნული დეტალის ფასის პროპორციულად.

    in reply to: ნასყიდობა/ჩუქება/გაცვლა #28379
    Crassus
    Participant

    ნასყიდობის ფასის შეუსაბამობა საბაზრო ღირებულებასთან

     

    (იხ. სუსგ. №ას-764-718-2012)

     

    “სააპელაციო პალატამ გაიზიარა გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებას იმასთან დაკავშირებით, რომ ნასყიდობის  ფასის შეუსაბამობა საბაზრო ღირებულებასთან, ვერ გახდება ხელშეკრულების ბათილობის კანონიერი საფუძველი. “

    Crassus
    Participant

    სამუშაოს ნაკლიდან გამომდინარე ზიანის ანაზღაურება (ას-195-186-10)

    ფაქტობრივი გარემოებები: მენარდემ ნაკლიანად შეაკეთა შემკვეთის ავტომობილი, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი დაზიანდა და საჭირო გახდა მისი მენარდის სადგომზე დაყენება. მენარდემ დაარიცხა შემკვეთს სადგომის სარგებლობისათვის თანხა და არ მისცა ავტომობილის გადაყვანის საშუალება, სანამ არ მოხდა სადგომის სარგებლობისათვის თანხის სრულიად დაფარვა. ავტომობილი იდგა ღია ცის ქვეშ 2 წლისა და 7 თვის განმავლობაში.

    საბოლოო ჯამში მენარდეს დაეკისრა, როგორც მანქანისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება, ისე მისი ღია ცის ქვეშ დგომიდან გამომდინარე არანორმირებული ცვეთის შედეგად დამდგარი ზიანი, ასევე დაუბრუნდა სადგომზე მანქანის დგომისათვის გადახდილი თანხაც.

    Crassus
    Participant

    შემკვეთის მიერ ხელშეკრულების მოშლისას დამდგარი ზიანი

    (სუსგ N- ას-87-82-2010)  ეს გადაწყვეტილება ეხება სწორედ ზიანის ანაზღაურების საკითხს, როცა შემკვეთი სკ-ის 636-ე მუხლის საფუძველზე ცალმხრივად მოშლის ნარდობის ხელშეკრულებას.

    პირველი ინსტანციის განმარტება: იმის გათვალისწინებით, რომ სამოქალაქო კოდექსის 636-ე მუხლის საფუძველზე შპს “საქართველოს რკინიგზას” უფლება ჰქონდა, უარი ეთქვა შეთანხმებული მოცულობის სამუშაოს შესრულებაზე და აენაზღაურებინა მხოლოდ ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს მოცულობა, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხის მხრიდან 394-ე მუხლით გათვალისწინებულ მართლსაწინააღმდეგო ქმედებას ადგილი არ ჰქონია. მოსარჩელეს ხელშეკრულების მოშლით არ განუცდია რაიმე ზიანი. სამოქალაქო კოდექსის 636-ე მუხლის შინაარსი გულისხმობს მენარდისათვის ხელშეკრულების მოშლით მიყენებული რეალური ზიანის ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისის და არა იმ მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურებას, რასაც მენარდე შემკვეთის სრული მოცულობის შესრულების მიღების შედეგად ვარაუდობდა.

    სააპელაციო სასამართლოს განმარტება:  სააპელაციო სასამართლოს მითითებით, შპს “ნიუ ტექნოლოჯის ენდ კომუნიკეიშენი” მიიჩნევდა, რომ შპს “საქართველოს რკინიგზამ” დაარღვია ხელშეკრულების პირობები და აღძრული სარჩელით მოითხოვდა შპს “საქართველოს რკინიგზისათვის” იმ მიუღებელი შემოსავლის დაკისრებას, რომელსაც იგი მიიღებდა იმ შემთხვევაში, თუკი სრული მოცულობით შეასრულებდა ხელშეკრულებით განსაზღვრულ სამუშაოს. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, ამასთან დაკავშირებით საქალაქო სასამართლომ სწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 636-ე მუხლის შინაარსი და სწორად მიიჩნია, რომ იგი შეეხებოდა მენარდისათვის ხელშეკრულების მოშლით მიყენებული რეალური ზიანის  ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისის (სამუშაოს შესასრულებლად, ან მოსამზადებლად უკვე გაწეული ხარჯები და სხვა) და არა იმ მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურებას, რომლის მიღებასაც მენარდე შემკვეთის სრული მოცულობით შესრულების შედეგად ვარაუდობდა.

    უზენაესი სასამართლოს განმარტება: საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 636-ე მუხლი. აღნიშნული ნორმა შეეხება ნარდობის ხელშეკრულების მოშლის საკითხს და ადგენს, რომ შემკვეთს უფლება აქვს, სამუშაოს დასრულებამდე ნებისმიერ დროს უარი თქვას ხელშეკრულებაზე, მაგრამ მან უნდა აუნაზღაუროს მენარდეს შესრულებული სამუშაო და ხელშეკრულების მოშლით მიყენებული ზიანი. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ ნორმაში მითითებულ “ზიანში” იგულისხმება მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისი და არა მიუღებელი შემოსავალი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს ნორმის ამგვარად განმარტების საფუძველი. სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის შესაბამისად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. 636-ე მუხლიდან არ გამომდინარეობს, რომ იგი ნარდობის ხელშეკრულების მოშლის შემთხვევაში ზიანის ანაზღაურების საკითხს სხვაგვარად არეგულირებს და მიუღებელი შემოსავლის მოთხოვნის უფლებას მხარეს არ ანიჭებს.

    Crassus
    Participant

    ვალდებულების წარმოშობის წყარო

     ვალდებულების წარმოშობის სამი წყარო შეგვიძლია გამოვყოთ:

    1) გარიგების საფუძველზე წარმოშობილი ვალდებულებები– ვალდებულება შეიძლება წარმოიშვას კერძო სამართლის სუბიექტების ნების საფუძველზე.

    ცალმხრივი გარიგება– მხოლოდ ერთი პირის ნების გამოვლენიდან გამომდინარე წარმოიშობა ვალდებულება, მაგ: ლეგატი.

    ორმხრივი გარიგება– ორმხრივ გარიგებას წარმოადგენს ხელშეკრულება, მაგ: ნასყიდობის ხელშეკრულება, ქირავნობა, იჯარა, ჩუქება და ა.შ. ასეთი ვალდებულება წარმოიშობა ორი მხარის მიერ ნების გამოვლენისა და მათ შორის კონსესუსის საფუძველზე.

    მრავალმხრივი გარიგება–  ვალდებულება წარმოიშობა რამდენიმე სუბიექტის მიერ ნების გამოვლენის საფუძველზე, მაგ: პარტნიორთა გადაწყვეტილება, კორპორაციის საქმიანობასთან დაკავშირებით.

    2) კანონისმიერი ვალდებულებები– კანონისმიერი ვალდებულებები არის ისეთი ვალდებულებები, რომლებიც პირდაპირ კანონიდან გამომდინარეობს, მაგ: დელიქტები, უსაფუძვლოდ გამდიდრებიდან გამომდინარე ვალდებულებები და ა.შ.

    3)წინარე სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე ვალდებულება

    ზოგიერთი ხელშეკრულების დადების წინ მოსამზადებელი პერიოდი უძღვის. ხელშეკრულების დასადებად აუცილებელი მასალების, პროექტების, ბიზნესგეგმების მომზადების სახით.

    თუ მოხდა ისე, რომ მხარეთა ნების საფუძველზე განხორციელდა ხელშეკრულების მოსამზადებელი სამუშაოები და ერთ-ერთი ხელშეკრულების მხარის ბრალეული ქმედებების შედეგად ხელშეკრულება არ დაიდო, მაშინ ხელშეკრულების მომზადების საფუძველზე წარმოშობილი ხარჯები უნდა აანაზღაუროს ამ მხარემ.

    მაგ: პირს დაგეგმილი აქვს სახლის აშენება, იგი დაუკავშირდა კომპანიას და გამოხატა ნება ხელშეკრულების დადების შესახებ, თუმცა სურს, რომ სანამ მოხდება ხელშეკრულების გაფორმება, კომპანიამ წარადგინოს შეთანხმებული პროექტის ნიმუშები და განახორციელოს სხვა წინარე მოქმედებები სახლის აშენების მომზადებასთან დაკავშირებით.

    კომპანიამ მოამზადა პროექტი და განახორციელა სხვა მოსამზადებელი ნაბიჯები, რაშიც გასწია 2.000 ლარის ხარჯები, ხოლო დამკვეთმა გადაწყვიტა სხვასთან დაედო ხელშეკრულება და უარი განაცხადა ხელშეკრულების დადებაზე ამ კომპანიასთან.

    ამ შემთხვევაში დამკვეთი ვალდებული იქნება აანაზღაუროს გაწეული ხარჯები 2,000 ლარის ოდენობით.

    in reply to: იპოთეკა & გირავნობა #27326
    Crassus
    Participant

    ჯერ ვთქვათ, ზოგადად ზიანის ანაზღაურებაზე, იპოთეკის გავრცელების სამართლებრივი საფუძველი რა იქნება? (ნებისმიერ ზიანთან დაკავშირებით, ფაქტობრივი, მიუღებელი, პირგასამტეხლო და ა.შ.)

     

    მაგ: 1000 ლარია სესხი და იპოთეკით უზრუველყოფია სესხის დაბრუნებასთან დაკავშირებული მოთხოვნა, გავრცელდება თუ არა აღნიშნული იპოთეკა სესხით გათვალისწინებულ პირგასამტეხლოზე, ან მიუღებელ შემოსავალზე და თუ გავრცელდება რა საფუძვლით?

    in reply to: იპოთეკა & გირავნობა #27322
    Crassus
    Participant

    ზოგადად ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით, მხოლოდ მაშინ უნდა გავრცელდეს იპოთეკა, თუ ამის შესახებ შეთანხმებულები არიან მხარეები იპოთეკის ხელშეკრულებაში.

Viewing 10 posts - 61 through 70 (of 138 total)