Forum Replies Created
-
AuthorPosts
-
ივერიელი
Participantრა არის “ბინის გირავნობა”?
ე.წ. „ბინის გირავნობა“ საზოგადოებაში გავრცელებული ტერმინია, რომელიც როგორც წესი მოიაზრებს სამი სამართლებრივი ურთიერთობის ერთობას, ესენია:
1. სესხის ხელშეკრულება;
2. იპოთეკის ხელშეკრულება;
3. ბინით სარგებლოს ხელშეკრულება.
ივერიელი
Participantმცირე მეწარმე
მცირე მეწარმის სტატუსი ენიჭება მეწარმე ფიზიკურ პირს, რის საფუძველზეც მას უმცირდება საშემოსავლო გადასახადის გადახდის ვალდებულება, 20%-იდან – 1%-მდე.
თუმცა კანონით განსაზღვრულია გამონაკლისია საქმიანობის სფეროები, როდესაც არ შეიძლება მცირე მეწარმის სტატუსის მინიჭება, ასევე შემოსავლების კატეგორიები, რომლებიც, მიუხედავად მცირე მეწარმის სტატუსის არსებობისა, ასეთი შემოსავლები მაინც ზოგადი წესით იბეგრება.
ამ საკითხებზე დეტალური ინფორმაციის მისაღებად გაეცანით ჩვენ სტატიას, მცირე მეწარმის შესახებ.
ივერიელი
Participantმიკრო მეწარმე
მიკრო მეწარმის სტატუსი შეიძლება მიენიჭოს მხოლოდ ფიზიკურ პირს, რაც განაპირობებს მის სპეციალური დაბეგვრის რეჟიმში ყოფნას, კერძოდ მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირი არ იხდის საშემოსავლო გადასახადს.
გაეცანით ჩვენ სტატიას, მიკრო მეწარმის შესახებ.
ივერიელი
Participantანუ შენ მიგაჩნია, რომ კონკრეტულ შემთხვევაშ ალიმენტის მოთხოვნის შესახებ სარჩელზე, ბავშვის კანონიერი წარმომადგენლის უარი არ ნიშნავს, რომ ბავშვი კარგავს ალიმენტის მოთხოვნის უფლებას, რაც განპირობებულია აღნიშნული უფლების კონსტიტუციური მნიშვნელობით და სპეციფიკურობით?
უნდა დაგეთანხმო ამ საკითხში, მეც ეგრე მგონია 🙂
ივერიელი
Participantვეთანხმები ედიკას.. მაგაზე გვქონდა მე და ედიკას ბევრი საუბარი და ამ შემთხვევაში შენობის ფართის კუთვნილების პროპორცია და მიწაზე წილი შეიძლება არაპროპორციული იყოს, განსხვავებით ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შემთხვევაში, სადაც პროპორციულობის პრინციპია კანონით დადგენილი.
ივერიელი
Participantვაა, საინტერესო საკითხია… შენი აზრით როგორ იქნება და ზოგადად შეიძლება თუ არა უარის თქმა საალიმენტო ვალდებულებაზე?
ივერიელი
Participantდირექტორის მიერ უფლებამოსილების გადაჭარბებით დადებული გარიგების ნამდვილობა
( ას-260-673-06 )
“საზოგადოების წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი პირის მიერ თავისი ვალდებულებების არამართლზომიერი და ბრალეული ქმედებებით შეუსრულებლობა გავლენას არ ახდენს გარე სამართლებრივ ურთიერთობებზე. საზოგადოებასთან ურთიერთობაში დირექტორი ვალდებულია, მოქმედებდეს თავისი უფლება-მოვალეობების ფარგლებში, ანუ მისი კომპეტენცია შეზღუდულია კანონით, წესდებით ან მასთან დადებული შეთანხმებით. ამ წესების დარღვევა წარმოადგენს მხოლოდ დირექტორის საზოგადოებასთან მიმართებაში არსებული შიდა ვალდებულებების დარღვევას და წარმოშობს საზოგადოების მხრიდან დირექტორისგან ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას. საზოგადოების დირექტორის მიერ თავისი საქმიანობის სფეროში უფლებამოსილების გადაჭარბებით მიღებული გადაწყვეტილება გავლენას ვერ მოახდენს მესამე პირებთან წარმოშობილ სამოქალაქო-სამართლებრივ ურთიერთობაზე, თუნდაც საზოგადოების წესდება ამ ტიპის გარიგებისთვის ითვალისწინებდეს საზოგადოების მართვის ორგანოების სავალდებულო თანხმობას.”
ივერიელი
Participantეგ ვიგულისხმე ზუსტად, თუმცა არაზუსტი ფორმულირებით დავწერე… ანუ მიუხედავად იმისა, რომ შემძენი კეთილსინდისიერი შეიძლება იყოს 187-ე მუხლის მიხედვით, კერძოდ პირველი ნაწილის, მესაკუთრეს მაინც ექნება უფლება გამოითხოვოს ეს კარადა და ეს გამომდინარეობს სკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის, ასევე 1335-ე და 172-ე მუხლებიდან გამომდინარე.
ვიღაც ინტრიგანმა შეიძლება თქვას, რომ როგორაა შემძენი კეთილსინდისერი, როცა 187-ე მუხლის მე-2 ნაწილი იძახის, რომ უსასყიდლოდ არაუფლებამოსილი პირისაგან ქონების შეძენისას პირი არ არის კეთილსინდისიერი. ასეთ ინტრიგანს ვეტყოდი, რომ 187-ე მუხლის მე-2 ნაწილში სიტყვა-სიტყვით მართალია წერია, რომ უსასყიდლოდ არაუფლებამოსილი პირისაგან ნივთის შეძენის შემთხვევაში, შემძენი არაკეთილსინდისიერია, მაგრამ ეს არსობრივად არასწორია, რადგან ამ შემთხვევაში პირი მაინც კეთილსინდისიერი იქნება, ამ სიტყვის იურიდიული მნიშვნელოვიდან გამომდინარე, თუმცა ამის მიუხედავად არ დადგება 187-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული სამართლებრივი შედეგი, რადგან 187-ე მუხლის მე-2 ნაწილი ითვალისწინებს ფიქციას, რომ კეთილსინდისიერი პირი არააკეთილსინდისიერი თუ..
ივერიელი
Participant……………
ივერიელი
Participant………………..
-
AuthorPosts
