Forum Replies Created
-
AuthorPosts
-
ივერიელი
Participantხოდა შენ როგორ განმარტავდი მაგ მუხლს.. აი მოიყვანე მაგალითი, როდის შეწყვიტავდი სარგებლის დარიცხვას და როდის არა….
ივერიელი
Participantხო, მაგრამ პრაქტიკაში ეგრე არ ხდება… თანაც გაუგებარია მაშინ კონკრეტულად რა შემთხვევებში უნდა მოხდეს მაგ დანაწესის გამოყენება და როდის არა.. და რას ვშვებით, როცა გადაწყვეტილებში წერია, რომ პირგასამტეხლო უნდა დაირიცხოს ფაქტობრივად აღსრულებალმდე? :))
ივერიელი
Participant@Edika said: 25.2 მიზანია განუსაზღვრელი ვადით არ გაგრძელდეს პროცენტების დარიცხვა და იცავს მოვალეს ამით, რაც არ ნიშნავს იმას რომ მიყენებული ზიანი არ უნდა აუნაზღაურდეს კრედიტორს.
და როგორ უნდა განხორციელდეს პრაქტიკულად აღნიშნული?
ვთქვათ სააღსრულებოთ საქმის გადაცემის შემდგომ 5 თვის შემდეგ მოხდა ფაქტობრივი აღსრულება… მეც და შენც ვთანხმდებით, რომ ამ 5 თვის მანძილზე დარიცხული პროცენტიც უნდა ანაზღაურდეს… მაგრამ გეუბნება ინტრიგანი აღმასრულებელი, რომ როცა შენ განცხადება შემოიტანე სააღსრულებო წარმოების შესახებ, მაშინ შეწყდა დარიცხვაო.. რა უნდა გააკეთო?
ივერიელი
Participant@Edika said: შეიძლება ვინმეს გაუჩნდეს მოსაზრება რომ აღსრულების კანონის 25-ე მუხლის მეორე ნაწილიდან გამომდინარე სარგებლის დარიცხვა უნდა შეწყდესო, მაგრამ ასე არაა. 25,2 არ ნიშნავს იმას რომ ზიანი არ უნდა აანაზღაუროს მოვალემ.
ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი წამოჭერი. ვინმეს კი არა ეს პრობლემა ნამდვილად წარმოიშობა, კერძოდ სააღსრულებო წარმოებათა შესახებ კანონის 25-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით:
“იმ გადაწყვეტილებათა აღსრულებისას, რომლებითაც გათვალისწინებულია კრედიტორის მოთხოვნის ზრდა ძირითად თანხაზე სარგებლის ან/და საურავის დარიცხვის შედეგად, სააღსრულებო წარმოების დაწყების დღიდან შეწყდება კრედიტორის მოთხოვნის ძირითად თანხაზე სარგებლის ან/და საურავის დარიცხვა, გარდა საგადასახადო მოთხოვნის შემთხვევებისა. კრედიტორის მოთხოვნის ძირითად თანხაზე სარგებლის ან/და საურავის დარიცხვა გაგრძელდება იმ დღიდან, როდესაც აღსრულების ეროვნული ბიურო ამ კანონის 35-ე მუხლის შესაბამისად დაუბრუნებს კრედიტორს სააღსრულებო ფურცელს.”
ახლა ეს დანაწესი პირდაპირ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს ზემოდ მითითებულ განმარტებას, რომ სარგებლის დარიცხვა უნდა მოხდეს არა სააღსრულებოდ მიცემის მომენტამდე, არამედ ფაქტობრივად აღსრულების მომენტამდე. (თუ ამას მოითხოვს მხარე და სასამართლო თავის გადაწყვეტილებაში დააკმაყოფილებს).
ჩდება კითხვა, სააღსრულებო წარმოებათა შესახებ კანონის 25-ე მუხლის მე-2 ნაწილის გათვალისწინებით, როგორ უნდა განხორციელდეს ასეთ შემთხვევაში სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება, რომელშიც განსაზღვრულია, რომ პირგასამტეხლოს დარიცხვა ან სარგებლის დარიცხვა უნდა მოხდეს ფაქტობრივად აღსრულების მომენტამდე და არა აღსრულების დაწყების მომენტამდე.
ივერიელი
Participantმოკლედ ამ საკითხის შეჯამებისთვის შეიძლება ვთქვათ, რომ როდესაც ჩვენი ნების გარეშე, არასანქცირებულად ხდება ჩვენ ანგარიშზე შეღწევა და ფულადი თანხების ჩამოწერა, მაშინ ზოადი წესის მიხედვით, სკ-ის 861-ე მუხლის საფუძველზე ბანკი პასუხისმგებელია ამ ზიანზე და ვალდებულია აღადგინოს ჩვენ ანგარიშზე არსებული ფულადი სახსრების ოდენობა, თუმცა შესაძლოა არსებობდეს გამონაკლისი შემთხვევებიც, რომლებიც ზემოთ მოყვანილ პოსტებში განსაზღვრული ნორმატიული აქტებით არის განსაზღვრული ან შეიძლება გვქონდეს ხელშეკრულებით გარკვეული შეთანხმება, რომელიც გამორიცხავს ბანკის პასუხისმგებლობას. თუმცა აქვე მნიშვნელოვანია იმის აღნიშნვა, რომ ასეთი შეთანხმება ძალიან ბევრ შემთხვევაში ბათილი იქნება, როგორც ეს მოხდა ზემო პოსტებში მოცემულ შემთხვევაში.
ივერიელი
Participantმორალური ზიანის ანაზღაურების საფუძველი და ფარგლები
სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლი აფუძნებს არაქონებრივი (მორალური) ზიანის ანაზღაურების შესაძლებლობას ქართულ კანონმდებლობაში. 413-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით მორალური ზიანი ექვემდებარება ანაზღაურებას, თუმცა კანონმდებლი იქვე უთითებს, რომ მორალური ზიანი შეიძლება ანაზღაურდეს მხოლოდ მაშინ, როცა კანონით პირდაპირ გვაქვს მითითება ამის შესახებ. შეგვიძლია ვთქვათ, რომ სამოქალაქო კოდექსი არ იძლევა არაქონებრივი (მორალური) ზიანის დეფინიციას. ეს საკითხი დოქტრინისა და სასამართლო პრაქტიკის მიხედვით უნდა გადაწყდეს.
იმისათვის, რომ პრაქტიკულად განვსაზღვროთ მორალური ზიანის ანაზღაურების ნორმატიული ფარგლები, რომელსაც ადგენს 413-ე მუხლის პირველი ნაწილი, საჭიროა განვიხილოთ არსებული პრაქტიკა. ამასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია საკასაციო სასამართლოს განმარტება საქმეზე (სუსგ, N-ას-14-466-05) „საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის პირველი ნაწილის იმპერატიული მოთხოვნაა, რომ არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრულ და სამართლიანი ანაზღაურების სახით.“
ამდენად, მორალური ზიანის ანაზღაურების საფუძველია, სკ-ის 413-ე მუხლი, რომელშიც განსაზღვრულია მორალური ზიანის ანაზღაურების ფარგლები- მორალური ზიანი ანაზღაურდება მხოლოდ მაშინ, როდესაც აღნიშნულის შესახებ მითითებულია საქართველოს კანონმდებლობაში.
ივერიელი
Participantსაშემოსავლო გადასხადის გადამხდელი სუბიექტები
საშემოსავლო გადასახადის სუბიექტები არიან პირები, რომლებსაც გააჩნიათ საშემოსავლო გადასახადის გადახდის ვალდებულება, ესენი არიან:
1. რეზიდენტი ფიზიკური პირი.
2. არარეზიდენტი ფიზიკური პირი, რომელიც შემოსავალს იღებს საქართველოს წყაროდან.
ივერიელი
Participantანუ, მაგ გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, გამოდის, რომ მაგ: სამოქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებაც საჯარო მმართველობის განხორციელებაა?
ივერიელი
Participantგეჩვენება… 😀
მე საკითხი წამოვწიე, ჩემი აზრით საინტერესო საკითხი… მე არავის არ ვეჯიბრები აქ, ჩემი სურვილია, რომ ამ საკითხზე პასუხი დაიდოს, სრულყოფილი… 🙂
საკითხი მდგომარეობს შემდეგში:
რა სამართლებრივი ბუნებისაა სააღსრულებო წარმოება?
მასზე არ ვრცელდება ზაკ-ის ნორმები და განსაზღვრულია 3.4-ე მუხლში განსაზღვრულ საგამონაკლისო საქმიანობებს შორის, რომელზეც არ ვრცელდება ზაკ-ის ნორმები და ამავდროულად ამავე მუხლში განსაზღვრული სხვა საგამონაკლისო ნორმები არ წარმოადგნენ საჯარო მმართველობას. იგივე ხომ არ შეიძლება ითქვას სააღსრულებო წარმოებაზეც?
სააღსრულებო წარმოება ხორციელდება სხვადასხვა საფუძვლებით. მაგ: ადმ. ინდ აქტის აღსრულება ფულადი თანხების საკითხში, გადაწყვეტილებების აღსრულება, სანოტარო აქტების აღსრულება და ა.შ. ხომ არ უნდა განვასხვაოთ ეს შემთხვევები, კერძოდ, როცა ინდ. აქტის აღსრულებას ახდენს აღმსრულებელი იგი მოქმედებს, როგორც საჯარო მმართველი, მისთვის დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში, როცა ხდება სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება იგი არ მოქმედებს, როგორც საჯარო მმართველი და ა.შ.
იგივე ითქმის პოლიციელს, რომელიც შეიძლება იყოს, როგორც საჯარო მმართველი, ისე სხვა ფუნქციების მატარებელიც ამავდროულად.. მაგ: პატრულის თანამშრომელი, რომელიც აწარმოებს პრევენციულ ღონისძიებას, რომელიც გადაიზდება დაკავებაში… ამ შემთხვევაში პრევენციული ღონისძიების ფარგლებში მოქმედება ჩაითვლება საჯარო მმართვლეობად, ხოლო დაკავება უკვე მართმსაჯულების განხორციელებასთან არის კავშრიში…
აი ამ საკითხებზე შეიძლებოდა საუბარი, მაგრამ შენ საუბრის მაგივრად, რას შვები? 😀 😀
ივერიელი
Participantძალიან არ გიხდება ცინიზმი… 😉 თანაც სრულიად უადგილო…
თუ რამე იცი და შეგიძლია დაწერო დაწერე… 🙂
-
AuthorPosts
