Forum Replies Created

Viewing 10 posts - 151 through 160 (of 449 total)
  • Author
    Posts
  • in reply to: იპოთეკა & გირავნობა #27079

    <cite> @Edika said:</cite>

    1)ბათილია თუ არა მინდობილობა 81 მუხლის საფუძველზე? შესაბამისად ბათილია თუ არა იპოთეკის ხელშეკრულება?

     

    თუ დადგინდება, რომ წინასწარი განზრახვა ჰქონდა მოტყუების და ამ სქემით აპირებდა სარგებლის მიღებას (რაც გამოძიების მასალებით შეიძლება დადგინდეს), მაშინ შეიძლება მინდობილობის ამ საფუძვლით ბათილობაზე საუბარი.

     

    2)უზრუნველყოფის მიზნით გაცემული მინდობილობა 56-ე მუხლის ფარგლებში რამდენად არის ნამდვილი?

    ჩემი აზრით ვერ ჯდება სკ-ის 56-ე მუხლის რეგულაციის ქვეშ, მოჩვენებითობა და თვალთმაქცურობა რაში ვლინდება?  იურიდიული შედეგის დადგომა სურდათ და არც სხვა რაიმე გარიგებას ფარავდა მათი შეთანხმება.

     

    მე უფრო მგონია, რომ თუ სახეზე არ არის მოტყუება, მაშინ ეს მინდობილობა უნდა გაბათილდეს სკ-ის 54-ე მუხლის საფუძველზე, რადგან იგი გაიცა შრომითი ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეთანხმების საფუძველზე, ხოლო ასეთი შეთანხმება ბათილია, რადგან ეწინააღმდეგება შრომის კოდექს, შესაბამისად, მის საფუძველზე გაცემული მინდობილობაც ბათილი უნდა იყოს, თუმცა მეორე მხრივ იპოთეკა მაინც ნამდვილი შეიძლება იყოს, სკ-ის 104-ე მუხლის შესაბამისად, რადგან ბინის მესაკუთრემ შექმნა ისეთი გარემოებები რომ იპოთეკარს, კეთილსინდისიერად ეგონა ასეთი უფლებამოსილების არსებობა.

     

    სხვა შემთხვევა იქნებოდა, როცა მესაკუთრე კი არ გასცემდა ამ მინდობილობას, არამედ მინდობილობას გააყალბებდნენ, ასეთ შემთხვევაში არ იქნებოდა მესაკუთრის ნებელობა სახეზე და შესაბამისად სკ-ის 104-ე მუხლის მე-2 ნაწილი არ დაიცავდა კეთილსინდისიერ იპოთეკარს.. თუმცა თეორიაა ძალიან ეს..

    @Edika

    არარად ბათილი ხელშეკრულებაა, რადგან ნამდვილ მესაკუთრეს ნება არ გამოუვლენია საერთოდ და შესაბამისად მისი სახელით დადებული, როგორც მინდობილობა, ისე შემდგომ უკვე წარმომადგენლობითი სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება არის ბათილი.

     

    თუ პირს არ გადაეცა სესხის საგანი, მაშინ არც მისი ვალდებულება არსებობს დააბრუნოს იგი. ხოლო თუ არ არსებობს სესხის ხელშეკრულება, მაშინ არც იპოთეკა არსებობს, რადგნ იპოთეკის არსებობა დაკავშირებულია სესხის არსებობასთან.

     

    რაც შეეხება მეორე საკითხს, ამ შემთხვევაში შემძენს ვერ დაიცავს ვერაფერი, რადგან რეესტრის სისწორის პრეზუმფცია იცავს ბინის მესაკუთრეს, რომლის სახელზეც არის ეს ბინა რეგისტრირებული საჯარო რეესტრში. ამ შემთხვევაში შემძენი ენდობა მინდობილობას, რომელზეც ეს პრეზუმფცია არ ვრცელდება.

     

    მაგალითად ნიკაზეა რეგისტრირებული ბინა, რომლის გაყიდვის შესახებ გაყალბებული მინდობილობით მარიამი ცდილობს ეს ბინა მიყიდოს ნინოს. ამ შემთხვევაში ამ მინდობილობის ჩანაწერს ენდობა ნინო  “რომ მარიამი უფლებამოსილია გაყიდოს ნიკას ბინა”, შესაბამისად მას ვერ დაიცავს რეესტრის სისწორის პრეზუმფცია, რომელიც მხოლოდ იმას განსაზღვრავს, რომ ნიკაა მესაკუთრე და ნიკას შეუძლია განკარგოს ეს ბინა, იგი არ ვრცელდება ყალბ მინდობილობაზე.

     
    ხოლო ამ შემთხვევაში ბინის შემძენი თუ გაასხვისებს ამ ბინას, მაშინ უკვე სხვა საკითხი იქნება და ძველი მესაკუთრე ვერ დაიბრუნებს ბინას.

    ადმინისტრაციული სამართალდარღვევის სტრუქტურა 

    ა. ქმედების შემადგენლობა (ობიექტური და სუბიექტური)

    ბ. მართლწინააღმდეგობა

    3.ბრალი

    აღნიშნული ელემენტები ქმნიან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ცნებას, შემდეგ პოსტებში განვიხილოთ თითოეული მათგანი.

    თვითონ 373.2-ე მუხლი შეიძლება იყოს დავალების ხელშეკრულების შემცველი, თუმცა, როგორც უკვე ავღნიშნე, მოცემული შემთხვევა ვერ იქნება ყოველთვის დავალების ხელშეკრულება, შეიძლება საქმე გვქონდეს სხვა ხელშეკრულებასთან, თუ გვაქვს დამატებითი გარემოებები.

     

    მაგ: თუ არსებული გარემოებებიდან გამოჩდებოდა, რომ “ბ”-ს და მის მეზობელს ჰქონდათ სესხის ხელშეკრულების დადების განზრახვა, ან “ბ”-ს ჰქონდა მისი მეზობლისათვის ამ ფულის ჩუქების განზრახვა, მაშინ სახეზე იქნება უკვე შესაბამისად სესხის და ჩუქების ხელშეკრულება.

    <cite> @Edika said:</cite>
    და განზრახვა ნათელია რომ არის – 373.2 თანხმობა. თანხმობა ჩვეულებრივი გარიგებაა.

    ნების გამოვლენაც არის და გარიგებაც, როგორც მე დავწერე უკვე ზემოთ, მაგრამ აქ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას საკითხი თუ რა გარიგებაა?? რატომ მაინდამაინც სესხი, იქნებ დავალების ხელშეკრულებაა ან ჩუქების ან სხვა სახის კიდე…

    სად ჩანს, რომ “ბ”-ს ნებაა, მისი მეზობლისათვის ამ ფულის საკუთრებაში გადაცემა. თუ “ბ”-ს ასეთი განზრახვა არ ჰქონია, მაშინ სესხი ვერ იქნება ვერანაირად.

    <cite> @Edika said:</cite>
    ანუ რა მოცემულობაც გვაქვს, აქედან შეუძლებელია მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის განსაზღვრა?

    ვარაუდი შეიძლება, მაგრამ ზუსტად ვერ დაადგენა, სანამ არ მოხდება მხარეთა განზრახვის დადგენა.

    @Edika said: ა-ს ქონდა ნასესხები თანხა ბ-სგან. ამ ვალდებულება შეასრულა ბ-ს მეზობელთან, რაც მოიწონა კანონით დადგენილი წესით ბ-მ. როდესაც ბ-მ თხოვა მის მეზობელს გადაეცა თანხა მისთვის, ამ უკანასკნელმა უთხრა რომ პირადი მიზნებისთვის შემოეხარჯა ეს თანხა.

    რა იქნება ბ-ს მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი მეზობლის მიმართ?

    ამ შემთხვევაში ვინაიდან “ბ”-მ მოიწონა მისი მეზობლის მიმართ შესრულება, ეს ერთი მხრივ განაპირობებს “ა”-ს ვალდებულების შეწყვეტას და მეორე მხრივ მის ნებას, რომ მისი ფული გადაეცეს მის მეზობელს. ჩდება კითხვა მეზობლის მიერ “ბ”-ს ფულის მიღებისას, მასა და “ბ”-ს შორის რა იურიდიული ურთიერთობა ჩამოყალიბდა?

     

    იმისათვის, რომ ეს ურთიერთობა მივიჩნიოთ სესხად, აუცილებელია არსებული გარემოებებიდან იკვეთებოდეს მხარეების მიერ სესხის არსებით პირობებზე შეთანხმება, როგორც ამას განსაზღვრავს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლი. სესხის არსებითი პირობები:

     

    ა)სესხის ხელშეკრულების მხარეები.

     

    ბ) სესხის ხელშეკრულების საგანი.

     

    გ) მხარეთა განზრახვა, რომ დადონ სესხის ხელშეკრულება.

     

    ამ შემთხვევაში იკვეთება ხელშეკრულების მხარეები, ესენია “ბ” და მისი მეზობელი, იკვეთება ასევე ხელშეკრულების საგანი- “ბ”-ს ფული, თუმცა არ იკვეთება განზრახვა, რომ მხარეები დებენ სესხის ხელშეკრულებას, ამდენად ვფიქრობ, რომ იმ მონაცემებიდან გამომდინარე, რაც კაზუსში წერია, ასე კატეგორიულად ვერ ვიტყვით, რომ სესხის ხელშეკრულებასთან გვაქვს საქმე. ამის დასადგენად, საჭიროა მხარეების განზრახვის დადგენა.

    @Edika said:

    სამსახურის დასრულების შემდეგ C ფარულად შედის F-ის ბინაში ღია ფანჯრიდან და იპარავს ძვირფას სამაჟურს. უნდა აგოს თუ არა დამსაქმებელმა პასუხი? (C -ს დამსაქმებელი A)

     

    დამსაქმებელი არაფერ შუაში არაა.. მარტივი საკითხი ეგ, მაგაზე ერთგვაროვანი პრაქტიკაა და დოქტინაშიც ერთნაირი მიდგომაა, რომ დამსაქმებელი პასუხს აგებს თავისი დასაქმებულის ქმედბაზე მხოლოდ მისი სამსახურეობრივი საქმიანობის ფარგლებში. (იხ. სუსგ. 288-237-2010) 

    როცა ორმოს თხრი და ტოვებ, ისე რომ ობიექტურად რისკი არსებობს, რომ ვიღაც ჩავარდეს (თუნდაც პატარა ბავშვი), აქ მართწინააღმდეგობა აშკარად გვაქვს იმაში, რომ შენ ქმნი საფრთხის წყაროს, რომელმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს ვიღაცას (თუნდაც ბავშვს ან მთვრალ ადამიანს)… სასამართლომ ყველა კონკრეტულ შემთხვევაში, კონკრეტული გარემოებებიდან გამომდინარე უნდა დაადგინოს პირის უმქომედობა არღვევდა თუ არა წინდახედულობის სტანდარტს.

     

    ის, რომ ბავშვი არ უნდა გამოეშვათ ასე მარტო ან მთვრალი კაცი უფრო ყურადღებით უნდა ყოფილიყო შეიძლება პასუხისმგებლობის შემცირების საფუძველი იყოს (სკ-ის 415-ე მუხლის მიხედვით – შერეული ბრალი), მაგრამ აღნიშნული გარემოებები ვერ ათავისუფლებს უძრავი ქონების მესაკუთრეს თავისი პასუხისმგებლობისაგან, თუ იგი არღვევს წინდახედულობის სტანდარტს.

     

    რაც შეეხება შემთხვევას, როცა ქურდი სახლში შემოიპარა და დაზიანდა, იმიტომ, რომ სახლში კიბის მოაჯირი იყო გატეხილი, ეს რადიკალურად განსხვავებული სიტუაციაა, ამ შემთხვევაში შენ საფრთხის წყარო არ შეგიქმნია არავისთვის და არ გამოგიჩენია წინდაუხედავობა.. რომ არა ქურდის მართლსაწინააღმდეგო ქმედება, ზიანი არ დადგებოდა.

     

    რაც შეეხება ბოლო შემთხვევას, რაც მოიყვანე.. მაგ სიტუაციაში ჩემი რისკია იმდენად, რამდენადაც ჩემ სახლში იმყოფება პიროვნება მართლზომიერად და მე მაკისრია პასუხისმგებლობა ინფორმირებული ვამყოფო ეს ადამიანი, შესაძლო საფრთხეების შესახებ ან სხვაგვარად ვუზრუნველყო მისი უსაფრთხოება, ამიტომაც მაგ შემთხვევაში პასუხისმგებლობა დამეკისრება, თუმცა აქაც  415-ე მუხლის მიხედვით შერეული ბრალი გვექნება.

    დიდი განსხვავებაა, მე, როგორც უძრავი ქონების მესაკუთრე არ ვაკეთებ ჩემი სახლის კიბეს, იმიტომ, რომ გონივრულად მიმაჩნია, რომ მას საფრთხე არ მოაქვს სხვა პირების მიმართ და ობიექტურად მართლაც ასეა, რადგან ბინაში შეღწევა მართლზომიერად მოქმედი პირისათვის შეუძლებელია (მაგ: ბავშვისთვის, რომელიც მეთვალყურეობის ქვეშ არ არის, ან მთვრალი კაცისთვის, რომელსაც ქუჩაში აებნა გზა).. ანუ ასეთ შემთხვევაში ჩემი უმოქმედობა არ წარმოადგენს პასუხისმგებლობის საფუძველს, რადგან წინდახედულობის გონივრული სტანდარტი არ დამირღვევია.

     

    განსხვავებით იმ შემთხვევისა, როცა ღია ორმოა ჩემ ეზოში, რომლის ღობეც მორღვეულია და არსებობს გონივრული ვარაუდის საფუძველი, რომ ვიღაც შეიძლება ჩავარდეს შიგნით. ასეთ შემთვევაში მე ვარღვევ წინდახედულობის გონივრულ სტანდარტს.

     

    დასკვნა: წინდახედულობის ნორმები დაცულია ერთ შემთხვევაში, როცა მეორე შემთხვევაში არ არის დაცული, რაც საბოლოო ჯამში განაპირობებს მესაკუთრის პასუხისმგებლობას. წინდახედულობის ნორმების დაუცველობა წარმოადგენს მართლსაწინააღმდეგო და ბრალეულ ქმედებას.

Viewing 10 posts - 151 through 160 (of 449 total)